მენიუ

კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი

კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი

კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობასი ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები (ტრაპეციული კუნთი, ბეჭის ამწევი კუნთი, კიბისებრი კუნთი), გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.

ხშირად გვხვდება სიტუაცია, როცა დილაობით მწვავე ტკივილი ჩნდება ღამით მოუხერხებელ პოზაში წოლის ან თავის მკვეთრი მოძრაობის გამო. ეს მწვავე ტკივილებს მხოლოდ და მხოლოდ კუნთების დონეზე ფიქსირდება და შეიძლება ირიდირდეს (გადაეცეს) თავის უკანა ნაწილში, შუბლში, თვალში, ყურში ან მხარში დაჭიმვის ანდა ბეჭში ან მის ქვევით წვის შეგრძნებით. ამ ეტაპზე თავად პაციენტის ან მისი ექიმის მიერ შეიძლება დაშვებულ იქნას დიაგნოსტიკური შეცდომა.

ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში.

კისერში მწვავე კუნთოვანი ტკივილის მქონე ავადმყოფი თვითონ ან ექიმის დახმარებით გადის აპარატურულ დიაგნოსტიკას: ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. შედეგად პაციენტი, ფინანსური დანახარჯის გარდა, იღებს სხივურ დატვირთვას თავის ორგანიზმზე.

როცა კისრის ტკივილის მქონე ავადმყოფებში ხერხემლის სტრუქტურებში ბუნებრივი ასაკობრივ ან მის ცხოვრების წესთან დაკავშირებულ თავისებურებებს (ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის ლორდოზის გასწორება, სპონდილოზი, უნკოვერტებრალური ართროზი, მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი) აღმოაჩენენ ტომოგრამებსა და სურათებზე, პაციენტის ნამდვილი პრობლემის უგულებელყოფა ხდება. სამწუხაროდ, ამის სემდეგ შემთხვევათა უმრავლესობაში ექიმები არ ატარებენ ხერხემლის სვეტის კისრის ბიომექანიკის შემდგომი ელემენტარული დიაგნოსტიკა. როგორც ჩანს, სპეციალისტები თვლიან, რომ აპარატით აღმოჩენილი ხერხემლის სვეტის კისრის ცვლილებები პირველხარისხოვანია კლინიკური დიაგნოზისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი წვრილმანები მეორეხარისხოვანია.

კისრის კუნთებისა და იოგების ქრონიკული გადატვირთვის ან ტრავმის (ტკენის, დაჟეჟვის) დროს ტიპური კუნთოვანი ტკივილის წერტილების ლოკალიზაცია.

ხერხემლის სვეტის კისრის დონეზე თიაქრით ნერვის ზეწოლის დროს ავადმყოფს უჩნდება ტკივილისა და დენის დარტყმისებური შეგრძნება ხელის გაყოლებაზე (მხრიდან დაწყებული ხელის თითებამდე).

კისერში წვისა და გაბმული კუნთოვანი ტკივილის შეგრძნების შემთხვევაში საკმარისია პაციენტმა სპეციალისტს მიმართოს, რის შემდეგაც გაუწევენ პირველად ადეკვატურ სამკურნალო დახმარებას, რათა მოეხსნას ტკივილი. კისრის ტკივილის მქონე პაციენტი კლინიკაში ნევროპათოლოგთან ან ნეოროქირურგთან გასინჯვის შემდეგ:

  • იგებს ზუსტ კლინიკურ დიაგნოზს
  • თავს არიდებს დიაგნოსტიკის უსაფუძვლო მეთოდებსა და მათ თანმხლებ ფინანსებისა და დროის ხარჯვას
  • თავს არიდებს უსაფუძვლო სხივური დატვირთვის მიღებას ორგანიზმზე
  • იღებს ადეკვატურ მკურნალობას კისერში კუნთოვანი ტკივილის მწვავე შემოტევის დროს
  • იღებს შემდგომ სამკურნალო რეკომენდაციებს რეაბილიტაციისათვის კისერში მწვავე ტკივილის მოხსნის მერე

კისერში, კეფასა და ხელში ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტრავმირებულმა ან ანთებითმა ფასეტურმა სახსრმა ართროზის დროს. კისერი (კუნთები, იოგები) ადამიანს შეიძლება სტკიოდეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო), ან კისრის ტრავმის შოლტისებრი მექანიზმის შემდეგ. კისერში ტკივილის სიპმტომის გაჩენას ხელს უწყობს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის კუნთების დაჭიმულობა და გადატვირთვა და ა.შ.

კისრის კუნთებისა და იოგების ტრავმის შოლტისებრი მექანიზმის შემთხვევაში საავტომობილო ავარიის დროს თავის მკვეთრი დახრისას ანდა ციგურების, როლერების, თხილამურებისა და სნოუბორდის გამოყენების პროცესში რამესთან შეჯახებისას სტკივათ კისერი, კეფა და თავი უბრუით.

კისრის რადიკულოპათია გამოიხატება ხელში ელვისებური გადაცემითი ტკივილის შეგრძნებით.

კისრის ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის დროს ფესვური ტკივილისას გარშემო მდებარე სახსრის ანთებითი გარსებით, ხერხემლის გადაადგილებული სტრუქტურებით ან დისკის თიაქრითა და პროტრუზიით ზეწოლილი ნერვი შეიძლება განიცდიდეს კომპრესიას ძლიერი ტკივილით ხელის გაყოლებაზე, კეფის არეში, საფეთქელში და ა.შ.

ხერხემლის სვეტის კისრის იოგების დაჭიმულობის დროს კისრის ტკივილის სიმპტომი შეიძლება შევადაროთ კბილის გულის გამაწყალებელ ტკივილს. როცა იოგების ან კუნთების ტრავმის დროს კისერი სტკივა, პაციენტი ვერ პოულობს ძილისთვის მოსახერხებელ მდგომარეობას, ძნელად აბრუნებს თავს. ექიმს სპეციალიზებული დახმარების გარეშე პაციენტს კისრის, კეფისა და თავის ტკივილი შეიძლება შეუნელებლად გაუგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

კუნთოვანი და ფესვური ტკივილის სიმპტომებს, როგორც წესი, კარგად ხსნის ფიზიოთერაპიული მკურნალობა ხერხემლის სვეტის კისრის გაჭიმვით (გლისონის მარყუჟი, მანუალური თერაპიის სეანსის ჩატარების დროს ხელებით ტრაქცია), მედიკამენტოზური თერაპია (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მიორელაქსანტები და ა.შ.).

კისერის და კეფას ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი, რომელიც სწრაფად ვითარდება და ზურგის ტვინზე ზეწოლას ახტენს.

 

დისკებისა და მალების დეგენერაცია

ყოველდღიურ დატვირთვას შეუძლია კისრის ტკივილი გამოიწვიოს. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი მალები და მალთაშუა დისკები იცვითება და ხდება მათი დეგენერაცია. ამის შედეგად ბევრი ადამიანი განიცდის ქრონიკულ ან მუდმივ ტკივილს კისრის არეში. ეს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილია.

ზოგი ადამიანის მალებისა და დისკების დეგენერაცია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სხვების. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ საქმიანობასთან, რომელსაც ჩვენ ვეწევით, ჩვენი ცხოვრების წესთან და გენეტიკურ ფაქტორებთან. როცა ასაკი გვემატება, მალთაშუა დისკების სიმაღლე იკლებს, ეს კი მალთაშუა სახსრების დატვირთვასა და ცვეთას ზრდის. ამ პროცესის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ხერხემლის არხის შევიწროება ან ნერვების დაზიანება. დეგენერაციის შედეგად წარმოქმნილი ტკივილი უმეტეს შემთხვევაში ოპერაციის გარეშე შეიძლება გაქრეს ფიზიოთერაპიის დახმარებით.

 

არასწორი წოლა ძილის დროს

ძილის დროს არასწორმა წოლამ, გამოყენებულმა ბალიშებმა და მატრასებმა შეიძლება იმოქმედონ დილით გამოღვიძებული ადამიანის მდგომარეობაზე. ძილის დროს არასწორი წოლა კისრის ტკივილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ძილს ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ის კისრის არეში ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის დროს სწორად წოლა, ასევე კარგი საწოლისა და ბალიშის ქონა. მაგალითად, ცუდმა ბალიშმა შეიძლება გამოიწვიოს კისრის დახრა ძილის დროს, რაც საბოლოოდ იწვევს კუნთების დაძაბულობას. კისრის ტკივილების მქონე პაციენტებს ვურჩევთ გვერდულად წოლას ისე, რომ კისერი ჰქონდეთ ნეიტრალურ მდგომარეობაში. როგროც წესი, ეს მათ შველის.

 

ტანდეგობის დარღვევა და წელში მოხრილობა

ხშირ შემთხვევაში კისრის ტკივილი ჯდომისა და სიარული დროს ტანდეგობის დარღვევის შედეგია. ასევე ის შეიძლება გამოიწვიოს სმარტფონისა და პლანშეტის მუდმივმა გამოყენებამ, ან კიდევ ხანგრძლივმა ჯდომამ დაბალზე დადგმული კომპიუტერის ეკრანთან. ასეთ სიტუაციას ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. სხვათა შორის, ეს ეხება ექიმებსაც. ტანდეგობის დარღვევა გავლენას ახდენს ხერხემლის ტკივილის წარმოქმნაზე და შეუძლია გააძლიეროს უკვე არსებული ნებისმიერი ჩივილი თუ სიმპტომი. ტანდეგობის დარღვევის მქონე პაციენტები განიცდიან გაბმულ ტკივილს კისრის კუნთებში და ბეჭებს შუა. ყველზე ხშირად გამოხატულია წვის შეგრძნებით კისრის ფუძესთან. ასეთი ტიპის ტკივილთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ტანდეგობის გაუმჯობესებაზე მუშაობა. ტანდეგობის დარღვევა შეიძლება გახდეს უფრო სერიოზული პრობლემების მიზეზი, როცა პაციენტი ხელებსა და ფეხებში სისუსტეს გრძნობს ან განიცდის დაბუჟებასა და ჩხვლეტას ხელებში. კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც უფრო სერიოზულ დარღვევაზე მიუთითებს, ხელების მოქნილობის დაქვეითებაა.

 

სტრესი და მღელვარება

ყოველდღიურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მხრებისა და კისრის კუნთების შეკუმშვა, ხოლო მეტისმეტი დაძაბულობის შედეგად წარმოიქმნას ტკივილი. ფსიქოლოგიური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ტკივილს. სტრესული სიტუციები უფრო კონცენტრირებულს გვხდიან ტკივილზე, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებს. მართალია, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე განხორციელება, მაგრამ კისრის არეში ტკივილის მოსახსნელად უმნიშვნელოვანესია სტრესის მართვა. ამიტომ ეცადეთ ფიზიკური აქტიურობის გაძლიერებით დაამარცხოთ სტრესი. ჩვენ, ყველანი, განსხვავებულები ვართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიპოვოთ რაიმე სტრატეგია სტრესის გადასალახავად.

 

მწვავე კისერმრუდობა (ტორტიკოლისი)

ტორტიკოლისი არის მდგომარეობა, როცა თავი მიბრუნებულია ერთ მხარეს. ამ დროს თავის გასწორების მცდელობას ახლავს ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ კისერმრუდობის მიზეზი ყოველთვის ცნობილი არაა, ექიმები ეჭვობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში მას იწვევს კისრის კუნთებისა და იოგების უმნიშვნელო დაჭიმვა. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს კისერზე ცივი ტემპერატურის ზემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში. კუნთების ეს დაძაბულობა იწვევს ტკივილს, თავი კი ისეა მიბრუნებული, რომ ნერვული ღერები დაჭიმული და პოტენციურად დაზიანებულია.

 

მხრის წნულის ტრამვა

მხრის წნული კისრის დონეზე არსებული იმ ნერვების ერთობლიობაა, რომელებიც ზურგის ტვინს აერთებენ ხელებთან. ამ ნერვების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი. და პირიქით, თუ კისრის ტრავმა გავლენას ახდენს მხრის წნულზე, ტკივილი შეიძლება გაჩნდეს ხელშიც. მხრის წნულის დაზიანებები გამოიხატება მგრძნობელობის და მამოძრავებელი ფუნქციების დარღვევებით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ან დაცემის შედეგად წარმოქმნილი მხრის წნულის მსუბუქი დაზიანება მალე გაივლის. უმეტეს შემთხვევაში მხრის წნულის ტრამვა მხოლოდ დაჭიმულობაა და თავისთავად ქრება. თუმცა ტრავმის უფრო რთულ შემთხვევებში (როცა ღერები მთლიანად მოგლეჯილია) უნდა ჩატარდეს მხრის წნულის რეკონსტრუქციული ქირურგია.

 

კისრის შოლტისებრი ტრამვა

კისრის შოლტისებრი ტრავმის დროს თავი მკვეთრად ინაცვლებს წინა და უკანა მიმართულებით, ხოლო შემდეგ სწრაფად ბრუნდება უკან. უმეტეს შემთხვევაში კისრის შოლტისებრი ტრავმის შემდეგ პრობლემა თავისთავად გვარდება. მკვეთრ ბიძგს შეუძლია გამოიწვიოს დეფორმაცია, რომელიც აზიანებს კისრის კუნთებსა და იოგებს. კისერზე მანიპულაციის დახმარებით ქსოვილის დაზიანება შეიძლება აღდგეს. მძიმე შოლტისებურ ტრამვას შეუძლია გამოიწვიოს ხერხემლის კისრის ნაწილის გადატეხა და ზურგის ტვინისა და ნერვების დაზიანება. თუ უბედური შემთხვევის ან სპორტული ტრავმის შემდეგ კისრის ტკივილი ძლიერდება, გირჩევთ კონსულტაციისათვის მიმართოთ ხერხემლის სპეციალისტს.

 

კისრის ნერვის რადიკულოპათია

კისრის ნერვის რადიკულოპათია ("ნერვის მოჭყლეტა") ზურგის ტვინის კისრის ნაწილში არსებული ნერვების დაზიანების დროს იწვევს ტკივილს, რომელიც ხელში გადაეცემა. კისრის რადიკულოპათია არის ზურგის ტვინის კისრის ნაწილის ნერვული ღერების დაზიანება. ნერვული ღერები შეიძლება მოიჭყლიტოს, როცა ზურგის ტვინში ქვევით მიერთებიან ან მისგან გარეთ გამოდიან. ეს შეიძლება გამოიხატოს ელვისებური ტკივილით ხელების დაბუჟების ან სისუსტის თანხლებით. ამ დაბუჟების მდებარეობა ხელში ეხმარება ექიმს დაადგინოს, რომელი ნერვია დაზიანებული.

კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომის და კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის და თიაქარის დიაგნოსტიკა

რა უნდა ვქნათ, როცა გვტკივა კისერი (უკან ან გვერდზე) და თვითმკურნალობა მალამოების წასმით, კისრის თბილად შეხვევის და გამაყუჩებელი პრეპარატების წასმით არ გვშველის? საჭიროა, რაც შეიძლება მალე მივმართოთ ექიმს კლინიკაში ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვისათვის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სწორი დიაგნოზის დასმა და კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

კეფისქვეშა კუნთების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კუნთები C1 მალის წინა რკალის დონეზე (A): 1 - თავის პატარა უკანა სწორი კუნთი, 2 - თავის დიდი უკანა სწორი კუნთი. კუნთები C2 მალის კბილის შუა დონეზე (B): 3 - თავის/კისრის გრძეკი კუნთი, 4 - თავის ქვედა ირიბი კუნთი, 5 - კისრის ნახევრად წვეტიანი კუნთი, 6 - თავის ნახევრად წვეტიანი კუნთი, 7 - თავის სალმუნის კუნთი.

ზურგის ტვინის კისრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჩანს მიელოპათია და მისი გამომწვევი С5-С6 დისკის თიაქარი, რომელის ზეწოლას ახდენს ზურგის ტვინზე წინიდან (მითითებულია ისრით).

ექიმთან კონსულტაციის შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, კისრის ოსტეოქონდროზით დაავადებული ტკივილის მქონე პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი დამატებითი დიაგნოსტიკური პროცედურები:

ხერხემლის სვეტის კისრის ოსტეოქონდროზს შეუძლია გამოიწვიოს კისრის სისხლძარღვების (ხერხემლის არტერიები, რომლებიც გადის კისრის მალების განივ მორჩებში) რეფლექტორული სპაზმი. ხერხემლის არტერიების ამ სპაზმის შედეგად თავს იჩენს თავის ტვინის უკანა ნაწილების სისხლის მიწოდების მდგრადი დარღვევები (იშემია) თავბრუხვევით, ყურებსა და თავში შუილით, სისრულისას მერყეობით, სახისა და ენის გაბჟუებით და ა.შ.

ხერხემლის არტერია გადის კისრის მალების განივ მორჩებში და კისრის ოსტეოქონდროზით გამოწვეული კისრის ტკივილის დროს შეიძლება რეფლექტორული სპაზმი განიცადოს ტკივილისა და მექანიკური გაღიზიანების გამო, გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სისუსტე.

კისრის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტებს ხშირად სტკივათ კისერი უკანა მხარეს, ასევე იმავდროულად აღენიშნებათ თავის ტკივილები კეფის მიდამოში. ზოგჯერ ეს ტკივილი შეიძლება გზადაგზა გადაეცეს ხელში და მივიდეს მხრიდან ხელის მტევნამდე თითების დაბუჟებით.

კისრის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტს კისრის ტკივილის დროს (წოლის ან ჯდომის მდგომარეობაში) ჩვეულებრივ უბჟუვდება ხელის მტევნის ნეკა და უსახელო თითები. ეს დაბუჟება ხელსა და ხელის მტევნის თითებში დაკავშირებულია კიბისებრი კუნთების ქრონიკულ გადატვირთულობასთან. კისრის წინა ჯგუფის კუნთების ჰიპერტონუსის ასეთი მდგომარეობა იწვევს კისრის ნერვული წნულის ზეწოლამდე და ვლინდება პარასთეზიებით ხელსა და ხელის მტევნის თითებში.

არსებობს კისრის ტკივილის გაჩენის სხვა მიზეზებიც:

ხერხემლის სვეტის კისრის აგებულება.
გადაცემითი ტკივილის შეგრძნების ლოკალიზაცია კისრის ფასეტური სახსრების მხრიდან.

კისრის დონეზე ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის მალების ოსტეოპოროზი და მალთაშუა სახსრების ოსტეოართროზი) ჩვეულებრივ გამოწვეულია ხერხემლის ბუნებრივი დაბერებით. კისრის განმეორებით ტრავმას შეუძლია დეგენერაციის ამ პროცესების დაჩქარება ოსტეოქონდროზის, სპონდილოართროზისა და სპონდილოზის შემთხვევაში.

პაციენტები ხშირად უჩივიან კისრის ტკივილს, დაბუჟებასა და ჩხვლეტებს ხელში ხელის მტევნის თითებამდე (ხანდახან ძილის დროს ზურგზე წოლისას ეს შეგრძნებები ძლიერდება), ტკაცუნს ან კისრის მოძრაობის შესრულებისას (მობრუნება, თავის დახრა) წკიპურტისმაგვარ შეგრძნებას.

კისრის მალების რენტგენოგრამაზე გვერდითა პროექციაში ნაჩვენებია კისრის ლორდოზი (გამოხატული და გასწორებული).

ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის გამწვავების სიმპტომებია:

 

კისრის ტკივილი, კეფისა და ხელის ტკივილი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის და თიაქარის მკურნალობა

კისრის ტკივილის მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, მიორელაქსანტები, თბილი ან ცივი საფენები. კისრის ბანდაჟი ხელს უწყობს ტრავმის შეხორცებას და კისრის ტკივილის შემსუბუქებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბანდაჟის სწორად ტარება, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. კისრის ტკივილი ზოგჯერ შეიძლება შეამსუბუქოს სტეროიდების ინიექციამ. მანუალური თერაპევტის ან ოსტეოპათის მიერ ჩატარებულმა მანიპულაციებმა ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი და ხელი შუწყოს პრობლემის მოგვარებას. რეფლექსოთერაპიის დროს ტკივილის არეში გამოიყენება წვრილი ნემსების შეყვანა. სამკურნალო მასაჟი ამსუბუქებს ტკივილს, აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს და ათავისუფლებს ორგანიზმის ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ენდორფინებს. უფრო სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. კისრის ნაწილის ქირურგია მუდმივად ვითარდება და კარგ შედეგებს იძლევა.

კისერში ტკივილის გაჩენის მიზეზებისა (ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის იოგებისა და კუნთების ტრავმა ან დაჭიმულობა დაცემისას და ა.შ.) და სირთულის გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

მალთაშუა სახსრებში (ფასეტურ სახსრებში) გამოცდილი ექიმი ნევროპათოლოგის ან ნეიროქირურგის მიერ ასევე შეიძლება ჩატარებულ იქნას სამკურნალო ბლოკადები. ბლოკადები გამოიყენება მაშინ, როცა კისრის მწვავე ანდა ქრონიკული ტკივილისას ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტებთან ჩვეულებრივ მკურნალობას დადებითი შედეგი არ მოაქვს.

კისერში მწვავე ან ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში ბლოკადების ჩასატარებლად საკმარისია ანესთეზირებადი საშუალების (ნოვოკაინი, ლიდოკაინი) მცირე დოზა და კორტიზონი, დიპროსპანი ან კენალოგი, შეყვანილი დაზიანებული სახსრის სივრცეში ან მის ახლომდებარე ქსოვილებში.

ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზით გამოწვეული კისრის ტკივილების დროს ფიზიოთერაპიის გამოყენება ხსნის შეშუპებულობას, ანთებას, ტკივილს, აღადგენს სახსრებისა და კუნთების მოძრაობას.

ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ მეთოდთან ერთად ეს სამკურნალო ბლოკადები კარგ და ხანგრძლივ ეფექტს იძლევიან თავისა და კისრის ტკივილის დროს.

კისრის ბანდაჟის (შანცის საყელოს) ტარება კისრის ტკივილისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს.

კისრის ბანდაჟის (შანცის საყელოს) ტარება კისრის ტკივილისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს მოძრაობას ზღუდავს. ამასთანავე ის კისრის ტკივილის შედეგად დაჭიმულ და დამცავი სპაზმის მქონე კუნთებს განტვირთავს.

კისრის საყელოს (ბანდაჟის, კორსეტის, შანცის საყელოს) ტარების შემთხვევაში პაციენტს ტკივილის სიმპტომი კისრის არეში გაცილებით მალე უქრება. ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს ტკივილის შესუსტებას კი მივყავართ თავისა და კისრის უწინდელი მოძრაობის აღდგენამდე.

კისრის კორსეტის ტარება კისრის ტკივილისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს.

კისრის ბანდაჟის (კისრის საყელო, შანცის საყელო) ტარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ კისრის ტკივილისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტის ტკივილებზე. ამ ბანდაჟში ძილიცაა შესაძლებელი.

არსებობს კისრის ბანდაჟის (კისრის საყელოს, შანცის საყელოს) რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ზომის მიხედვით და გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად კისრის ტკივილის განმეორებისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შემთხვევაში. კისრის საყელოში პაციენტს შეუძლია ძილიც და თავისი ჩვეული ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაც.

ხანგძლივი ჯდომა კომპიუტერთან იწვევს კისრის და ბეჭის კუნთების დაძაბულობას და გაშეშებას.

კისრის ტკივილისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს კისრის ბანდაჟის (კისრის საყელოს, შანცის საყელოს) ტარების ვადებს განსაზღვრავს ექიმი გამომდინარე პაციენტის კისრის ტკივილის სიმპტომის კლინიკური გამოვლინებებიდან. კისრის ტკივილისა და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს კისრის ბანდაჟის (კისრის საყელოს, შანცის საყელოს) ტარების ხანგრძლივობა შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე რიდან დაწყებული რამდენიმე კვირამდე, ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

იხილეთ აგრეთვე