მენიუ

მედიკამენტური მკურნალობა

სამკურნალო პრეპარატები

თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას (გამოყენების ინსტრუქციას) საჭირო პრეპარატის შესახებ სწრაფად მოიძიებთ განყოფილებაში „მედიკამენტები“, სადაც ანბანური რიგით დალაგებულია 3500-ზე მეტი სამკურნალო საშუალება. აქ დეტალურად აღწერილია:

  • პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები
  • პრეპარატის გამოყენების ჩვენებები
  • პრეპარატის მიღების ფორმები
  • პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებები
  • პრეპარატის გვერდითი მოვლენები
  • პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებული მითითებები
  • პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
  • პრეპარატის დოზის გადაჭარბება, სიმპტომები და მკურნალობა
  • პრეპარატის შენახვის პირობები

warning ყურადღება! გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ხანგრძლივია სამკურნალო პრეპარატების მიღების კურსი, მით უფრო ხშირად გამოუვლინდება პაციენტს მათი გვერდითი მოვლენები.

ტკივილგამაყუჩებლები

ტკივილის გაყუჩების მიზნით პაციენტს ყველაზე ხშირად უნიშნავენ ნარკოტიკულ (ვალორონ H, კო-პროქსამოლი, პანადეინი, პენტალგინი, პერდოლონი, რიდოლი, სედალგინი, სპაზმოვერალგინი, ტელამონალი) და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ქსეფოკამი, ვოლტარენი, პიროქსიკამი, ქოლდრექსი, იბუპროფენი და ა.შ.). ისინი ტკივილის სიმპტომის ინტენსივობას ამცირებენ და ამის მეშვეობით აუმჯობესებენ ავადმყოფის მდგომარეობას, აძლევენ ნორმალური ძილის საშუალებას, თუ ძილის პროცესი დარღვეული იყი ძლიერი ტკივილის გამო.

ძვლების ოსტეოპოროზის ფონზე მალების კომპრესიული მოტეხილობის დროს ტკივილის სინდრომის შესუსტების მიზნით რეკომენდებულია ინტრანაზალური სპრეი „მიაკალციკი“ (კალციტონინი).

 

ფსიქოტროპული საშუალებები

იშვიათდ გამოიყენება ისეთი ფსიქოტროპული პრეპარატები, როგორებიცაა დოქსეპინი, ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ნიალამიდი და ა.შ.). ეს პრეპარატები გამოიყენება ხერხემლის დამაზიანებელი ქრონიკული და დეგენერატიული პროცესების დროს დიდხანს არსებული ტკივილებთან ბრძოლაში. მათი გამოყენება ხელს უწყობს ემოციური განწყობილების გაუმჯობესებას, ასევე ამცირებს ანალგეტიკების გამოყენების დოზებსა და ჯერობა.

 

მიორელაქსანტები

მტკივნეული კუნთოვანი სპაზმის (ფიბრომიალგიის) მოხსნის მიზნით ნიშნავენ მიორელაქსანტებს (მიდოქალმი, სირდალუდი, ბაკლოფენი). ისინი ხელს უწყობენ მიღებული სამკურნალო მანიპულაციებისა და ფიზიკური აქტივობის ზრდას, ხსნიან კუნთების ზედმეტ შებოჭილობას.

 

ნივთიერებათა ცვლა

იმისათვის, რომ აღდგეს ნერვის მიელინური გარსი ნევრიტის დროს (ნერვული იმპულსის გამტარობის დარღვევით) გამოიყენება ბ ჯგუფის ვიტამინები (მილგამა), ესპალიპონი და ბერლიტიონი სისხხლძარღვთა პრეპარატებთან (ტრენტალი, კავინტონი - რომლებიც აუმჯობესებენ დაზიანებული ნერვის მიელინურ გარსში მიკროცირკულაციას) სხვადასხვა კომბინაციით.

რეკომენდებულია აგრეთვე კვების გამაუმჯობესებელი პრეპარატები (გელინკ-ნარუნგი), რომლებიც ხელს უწყობენ ხერხემლის დ სახსრების დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილისა და იოგების აპარატის აღდგენას.

ოსტეოპოროზის კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენებენ კალციუმის პრეპარატებს (კალციუმი სანდოზი და ა.შ.) და ოსტეოპროტექტორებს ბისფოსფონატებს (აკლასტა).

 

მალამოები, ბალზამები, დასაზელი საშუალებები

გარეგანი გამოყენებისათვის ინიშნება სხვადასხვა მალამო და დასაზელი საშუალება, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს ტკივილისა და ანთების მოხსნას (ფასტუმ-გელი, ფინალგელი, აპიზარტრონი, ვიეტნამური ბალზამი „ვარსკლავი“, ოკოპნიკი, ბენ-გეი, კაპსიკამი და ა.შ.).

პრეპარატის შერჩევა, საჭირო დოზებისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ხორციელდება ექიმთან კონსულტაციის დროს პაციენტის გასინჯვის შემდეგ. მკურნალობის შერჩევის მეთოდები ყოველთვის ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. ამ დროს თითოეული პაციენტისათვის ცალკე ითვალისწინებენ ორგანიზმის თავისებურებებს, ასაკს, თანმხლებ დაავადებებს.

პაციენტთა მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორიასა და სტაციონარში. ეს დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სირთულეზე, ასევე მკურნალობის რეკომენდებულ მეთოდზე.