მენიუ

იოგა

იოგას ვარჯიშების ჩვენებები და უპირატესობები

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ბევრი მექანიზმია, რომლებიც ცხოვრებას აიოლებენ. ამასთანავე გაჩნდა მრავალი ქრონიკული დაავადება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი - ზურგსა და კისერში ქრონიკული და მწვავე ტკივილია. იოგას ვარჯიშების რეგულარული შესრულება ქრონიკულ ტკივილს ამცირებს და ამაგრებს ხერხემალს.

ბევრ ადამიანს აწუხებს ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ზურგში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ასევე მჯდომარე ხასიათის სამუშაო, ძველი ტრავმები, გადაცივება და სხვ. იოგა ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შველით. იოგათი დაკავება წელის გადატვირთულ კუნთებს ადუნებს და ამაგრებს ხერხემალს. აი რატომ მიმართავს ზურგის პრობლემების მქონე მილიონობით ადამიანი იოგას პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

ხერხემლის დაავადებების (სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი) დროს უმჯობესია იოგათი დაკავება პირად ინსტრუქტორთან ერთად.

ბევრი ადამიანი რეგულარულადაა დაკავებული იოგათი, რაც იძლევა ჰარმონიულად განვითარებულ და მოქნილ სხეულს, სახსრების მოძრაობას, კუნთების ელასტიურობას, სულიერ სიმხნევეს და უზღვავ ენერგიას. იოგა ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ათასწლიანი გამოცდილი პრაქტიკაა. ის ზემოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემაზე, აღადგენს და აახალგაზრდავებს მას.

იოგა ორგანიზმზე შემდეგ სამკურნალო მოქმედებას ახდენს:

  • ახდენს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული სისტემის სტიმულირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხერხემლის დაავადებებისას
  • ახდენს მატონიზირებელ, ტროფიკულ, ნორმაში მომყვან გავლენას და აყალიბებს კომპენსატორულ ფუნქციებს
  • ამაღლებს იმუნობიოლოგიურ თვისებებს, ფერმენტატიულ აქტიურობას და ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობას დაავადებების მიმართ
  • დადებითად მოქმედებს ფსიქოემოციურ სფეროზე, აუმჯობესებს განწყობილებას

იოგას არ სჭირდება რამე განსაკუთრებული პირობები. საკმარისია თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაცია და თქვენი მონდომება.

ამოცანები, რომლებსაც იოგა უმკლავდება ხერხემლის დაავადებების (სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი) დროს:

  • ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ხერხემლის დაავადებულ ნაწილებში და მის მიმდებარე ქსოვილებში
  • ზრდის ხერხემლის მოძრაობის უნარს და აღადგენს მოძრაობის მოცულობას
  • ასწორებს ტანადობას და ამაგრებს ხერხემლის გარემომცველ კუნთებს, ასევე ზედა და ქვედა კიდურების ყველა შესუსტებულ კუნთს
  • ადუნებს დაჭიმულ კუნთებს, ხსნის სახსრების ფუნქციონალურ ბლოკებს და „დაძაბულობებს“ სხეულში, რომლებიც აყალიბებენ პათოლოგიურ დაძაბულობებს
  • აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს
იოგას არ სჭირდება რამე განსაკუთრებული პირობები.

იოგას რეგულარული ვარჯიშების შედეგად (რეკომენდებულია კვირაში სულ მცირე 2-ჯერ ვარჯიში მაინც) თანდათან ქრება ქრონიკული ტკივილი, მაგრდება ორგანიზმი, იმატებს სასიცოცხლო ტონუსი. იოგა არა მარტო აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რამედ ხსნის ქრონიკულ სტრესს, ზრდის საერთო ტონუსს და სიცოცხლისუნარიანობას.

ხერხემლის დაავადებების (სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი) დროს უმჯობესია იოგას ვარჯიშების შესრულება პირად ინსტრუქტორთან ერთად, რათა ზიანი არ მივაყენოთ თავს, სწრაფად აღვადგინოთ და გავამაგროთ ორგანიზმი.

იოგას ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს სერტიფიცირებული მწვრთნელი. პირად მწვრთნელთან ერთდ იოგას ინდივიდუალურად ვარჯიშის უპირატესობებია:

  • თქვენთვის შემუშავდება ვარჯიშების ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მოკლე ხანში გაიმაგროთ ხერხემალი და გათავისუფლდეთ ზურგის ტკივილისაგან
  • მწვრთნელი ახდენს ასანების (პოზების) სისწორის კორექტირებას, რომ თქვენ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს
  • ვარჯიშობთ სახლში ან ოფისში და არ გჭირდებათ გზაში დროის ხარჯვა
  • ვარჯიშობთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს

როგორ ტარდება მეცადინეობები და რას მოიცავენ ისინი

იოგას ვარჯიშები ტარდება შენობაში - სახლში ან ოფისში. შენობა უნდა ნიავდებოდეს. ვარჯიშის დასაწყებად თქვენ გჭირდებათ პატარა ხალიჩა და დამხმარე საშუალებები: კუბები და ღვედები. ამ ყველაფრის შეძენა (სახლში მიტანით) ადვილია ინტერნეტ-მაღაზიებში. იოგას ვარჯიშების დროს უნდა გეცვათ რბილი, ტრიკოტაჟის სამოსი, რომელიც მოძრაობას არ ზღუდავს. ვარჯიშამდე 2,5-3 საათით ადრე არ ღირს კარგად დანაყრება. შეიძლება ფინჯანი ბალახეული ჩაის დალევა.

იოგას ვარჯიში 3 ძირითადი ნაწილისაგან შედგება:

  • გახურება
  • ძირითადი ნაწილი
  • მოდუნება

გახურების პროცესში მწვრთნელი გაჩვენებთ სახსრების ტანვარჯიშის მარტივ ვარჯიშებს, რომლებიც გაახურებენ თქვენს სხეულს და მოამზადებენ მას ფიზიკური ვარჯიშებისთვის (ასანებისთვის). შემდეგ იწყება ძირითადი ნაწილი. ამ ბლოკში ჩვენ ჩვეულებრივ ვაკეთებთ სუნთქვით ვარჯიშებს და ასანებს. სუნთქვითი ვარჯიშები აუმჯობესებენ რესპირატორული, ნერვული, ენდოკრინული სისტემების და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას. ასანების ამაგრებენ, ადუნებენ და ჭიმავენ კუნთებსა და იოგებს, ახდენენ ხერხემლის პრობლემების კორექტირებას. მწვრთნელი ისე დაგტვირთავთ, როგორც საჭირო და სასარგებლო იქნება იმ მომენტში. გამოჯანმრთელების პროცესში ვარჯიშის ძირითადი ბლოკის სირთულე იზრდება.

იოგას რეგულარული ვარჯიშების შედეგად თანდათან ქრება ქრონიკული ტკივილი, მაგრდება ორგანიზმი, იმატებს სასიცოცხლო ტონუსი.

ყოველი ვარჯიში მთავრდება მოდუნებით. ეს აუცილებელია გამოჯანმრთელებისა და თქვენი ორგანიზმის ჰარმონიზაციისათვის. წვრთნის პროცესში თქვენ გემატებათ სიმპატოადრენალური ტონუსი, ამიტომ ვარჯიშის ბოლოს აუცილებელია მოდუნება, ორგანიზმის პარასიმპატიკური სისტემის აქტივირება. ორგანიზმი ამგვარად წონასწორდება და აღდგება.

 

რა ასაკში შეიძლება იოგათი დაკავება

იოგაში ვარჯიში შეიძლება და აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, მით უმეტეს, რომ არსებობს ხერხემლის დაავადებები. იოგას ვარჯიშები ძალიან ჰარმონიული, მსუბუქი პრაქტიკაა, რომელიც შეიძლება ადაპტირებული იყოს ნებისმიერ ასაკში. რეგულარული ვარჯიშის შემდეგ თქვენ იგრძნობთ თავს ბიოლოგიურ ასაკზე ახალგაზრდად. დაგიბრუნდებათ სახსრების მოქნილობა, ქსოვილების პლასტიკურობა, გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლის პროცესები ორგანიზმში. ჩნდება მეტი ინტერესი სიცოცხლისა და ახალი შთაბეჭდილებების მიმართ.

 

დღის რომელ პერიოდში ვივარჯიშოთ იოგაში

თქვენ შეგიძლიათ იოგას ვარჯიშებისათვის თქვენთვის მოსახერხებელი დრო შეარჩიოთ. მთავარია, 1,5 საათის განმავლობაში არავინ შეგაწუხოთ. გამორთეთ მობილური ტელეფონი. იოგას ვარჯიშები დილის საათებში ენერგიით დაგმუხტავთ მთელი დღის განმავლობაში. საღამოს ვარჯიშებს შეუძლიათ მოგიხსნან სტრესი, დაღლილობა და მშვიდ ძილს შეუწყონ ხელი. რაც უფრო მოდუნდებით, მით უფრო მეტი ძალა გექნებათ მეორე დღეს.

 

როდის უნდა დავიწყოთ იოგას მეცადინეობები

იოგას ვარჯიშების დაწყება უმჯობესია კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ.