რეფლექსოთერაპია (ჩინური ნემსები, აკუპუნქტურა)
რეფლექსოთერაპია (ჩინური ნემსები, აკუპუნქტურა)
აღმოსავლეთის ექიმებმა რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში დააგროვეს მონაცემები ნემსებისა და მოწვის სამედიცინო გამოყენების შესახებ, რომლებმაც დღესდღეობით სამეცნიერო ახსნა აქვთ, დაფუძნებული ნერვული სისტემის წამყვან როლზე ორგანიზმის რეგულაციაში.
ამასთან ერთად უკვე მრავალი წელია, ტრადიციული ნემსებისა და მოწვის გარდა, ეფექტურად იყენებენ ელექტროპუნქტურას, ლაზეროპუნქტურას და სხვა მეთოდებს.
რეფლექსოთერაპიის მეთოდებით მიზანმიმართული ზემოქმედება გარკვეულ წერტილებზე იწვევს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას (რეფლექსს) გაღიზიანებაზე.
სწორედ ესაა მკურნალობის ამ მეთოდიკის ამოსავალი, რადგან ორგანიზმი თავის თავს თვითონ კურნავს, მოქმედებს რა ისე, როგორც საჭიროა.
ამ დროს ორგანოს დაზიანებულ ნაწილში წესრიგდება სისხლის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება რეგენერაცია და ნორმაში დგება საერთო მდგომარეობა.
რეფლექსოთერაპიის ჩვენებები
რეფლექსოთერაპიის გამოყენების ჩვენებები შეიცავს:
რეფლექსოთერაპიის გამოყენებისას ონკოლოგიურ ავადმყოფებში ძლიერი ტკივილის დროს იკლებს ტკივილის ინტენსივობა. ხანდახან ავადმყოფს შეიძლება არ სურდეს ნარკოტიკული ანალგეტიკების გამოყენება და ამ დროს რეფლექსოთერაპია არის ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდი ტკივილის სინდრომის გასაქრობად.
კუნთების დამბლებისა და პარეზების, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაბუჟების დროს ამ მეთოდის გამოყენება იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას დაზიანებულ ნერვულ ქსოვილებში; რეგენერაციის პროცესი აქტიურდება, რაც საბოლოოდ იწვევს მგრძნობელობის აღდგენას, მოძრაობის აქტივობის გაძლიერებას დაზიანებულ კუნთებში.