მენიუ

ჰომეოპათია

ჰომეოპათია

როგორც ცნობილია, ჩვენი ორგანიზმის ქსოვილთა სიჯანსაღე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მათში გარკვეული ნივთიერებების შესვლაზე. ცნობილია, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა დაბადებიდანვე სუსტი აქვთ. ასეთ ადამიანებს ხშირად უვითარდებათ რაქიტი, სკოლიოზი, მალთაშუა დისკების დაშლა, ართრიტი და ართროზი.

ხშირად ეს დაკავშირებულია მიკროელემენტების არასაკმარის ათვისებასთან ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან. ჰომეოპათიური რეგულატორების მიღებამ შეიძლება მოახდინოს თანდაყოლილი სისუსტის მნიშვნელოვანი კომპენსირება და პრობლემა აღარ განვითარდეს.

ჰომეოპათიური მკურნალობა სტანდარტული მკურნალობის უსაფრთხო ალტერნატივაა.

სახსრების დაავადებების ჰომეოპათიური მკურნალობა

სტანდარტული მკურნალობის ალტერნატივად ითვლება ჰომეოპათიური პრეპარატები. ხანდახან კი ისინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ეფექტურ დანამატს წარმოადგენენ.

მაგალითად, გერმანული ჰომეოპათიური პრეპარატი ტრაუმელ C, რომელიც თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ცოტათი თუ ჩამოუვარდება ჰორმონებს. ალოპათიისა და ჰომეოპათიის ასეთი კავშირის წყალობით შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის მნიშვნელოვანი შემცირება და მათი გვერდითი მოვლენების შეკვეცაც.

აი, კიდევ ერთი მაგალითი. გერმანიაში წარმოებული კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი ცელ T ისეთივე ეფექტური აღმოჩნდა მუხლის სახსრის ოსტეოართროზის მკურნალობის დროს, როგორც დიკლოფენაკი, რომელიც ამ დაავადების მკურნალობაში ხშირად გამოყენებული კლასიკური საშუალებაა.

ჰომეოპათიური პრეპარატები შეიძლება იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ანდა კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ეფექტური დანამატი.

უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენებაზე სახსრის დაავადებების შემთხვევაში.

ჩვეულებრივი მედიცინა, უფრო სწორად ალოპათიური მედიცინა, ხშირად უარყოფით შედეგებსაც იწვევს, რადგან ის იყენებს ანტიბიოტიკებს, ანტიპირეტიკებს, ანტიჰისტამინებს, ანტისეპტიკებს, ანტიარითმიკებს და კიდევ მრავალ პრეპარატს თავსართით "ანტი".

ეს თავსართი მოწმობს ამ პრეპარატების მოქმედების სუპრესიულ ხასიათს. ისინი ბლოკავენ რეცეპტორებს, ბიოქიმიურ რეაქციებს, ჰორმონთა, პროსტაგლანდინებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების მოქმედებას.

ერთი სიტყვით, ისინი ძალიან უხეშად ერევიან ორგანიზმის მოქმედებაში, არღვევენ არა მარტო ავადმყოფობის განვითარების მექანიზმს, არამედ ნორმალური რეგულაციის ბევრ სხვა მექანიზმსაც. ამასთანაა დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც ალოპათიური წამლების გამოყენებას ახლავს თან.

ჰომეოპათია, პირიქით, იყენებს რა ნივთიერებათა მიზერულ დოზებს, იჩენს რეგულირებად და მკვებავ მოქმედებას. ჰომეოპათიურ პრეპარატებს არა აქვს ტოქსიკური და ალერგიული თვისებები.

ჩვენ გვაქვს ჰომეოპათიური პრეპარატების შერჩევის მრავალწლიანი გამოცდილება ექსპერიმენტების საფუძველზე, რაც განაპირობებს ბევრი პრობლემის შემთხვევაში თერაპიის მაღალ ეფექტურობას.

 

ჰომეოპათიური პრეპარატი და მისი ჩვენებები, უკუჩვენებები, გამოყენების წესები და დოზირებები

ჰომეოპათიური პრეპარატი
ჩვენება, უკუჩვენება, გამოყენების წესი და დოზირება
ჰირუდო კომპოზიტუმი
  • ცხენისწაბლა - გამოიყენება ჰემოროიდების , თრომბოფლებიტების, ვარიკოზების სამკურნალოდ.
  • ამერიკული ჰამამელისი - გამოიყენება მედიცინაში ვარიკოზული სინდრომის და ჰემორიდების სამკურნალოდ.
  • მედგარი - ჰომეოპათიაში გამოიყენება, როგორც სპაზმის მომხსნელი და უმეტესად ქალური დაავადებების სამკურნალო საშუალებაა.
  • პიონი - ეხმარება ორგანიზმს ჭარბი სითხოვანი შეგუბებისგან გათავისუფლებაში. მაგ.: ქვემო კიდურების შეშუპების დროს.
  • ჰომეოპათიური ვერცხლისწყალი - ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

 

ჩვენება
ვენური სისტემის დაავადებები, როგორიცაა ჰემოროიდული დაავადება, ვარიკოზული სიმპტომო კომპლექსი (ვენური "კრამპებით" მიმდინარე დაავადებები) ფლებიტი, თრომბოფლებიტი.

 

უკუჩვენება
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გამოყენების წესი და დოზირება
1 მლ. საინექციო ხსნარი კანქვეშ, კვირაში 2-ჯერ, მაქსიმუმ 1მლ 1-ჯერ დღეში.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე დაავადებების მკურნალობა ორ კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 2 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. მწვავე დაავადებების სამკურნალოდ განსაზღვრულია 2 კვირა.

აკონიტი - ტკივილის საწინააღმდეგო ზეთი
  • აკონიტი - სამკურნალო მცენარეა, შეიცავს ეთერულ ალკალოიდებს (აკონიტინს)
    აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. ანტივირუსულია, განსაკუთრებით გრიპის და ჰერპეს ვირუსის მიმართ. გამოიყენება შიშისა და შფოთვების სამკურნალოდ.
  • ლავანდა - მას აქვს ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ჩვენება
ნევრალგია, ნევრიტი, ჰერპეს ზოსტერი, სახსრების რევმატიული დაავადებები, მოქმედებს სითბური პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურების გზით.

 

უკუჩვენებები
აკონიტის ზეთი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქაფურზე ზემგრძნობელობის შემთხვევაში.

 

დოზირება და გამოყენების წესი
შეიზილეთ აკონიტის ზეთი 1-3-ჯერ დღეში, მტკივნეულ ადგილებზე მტკივნეული მიდამოს სიდიდის მიხედვით. გამოიყენეთ 1-3 მლ-მდე ერთჯერადად შესაზელად.


გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად (<0,01%) კონტაქტური დერმატიტი.

პლანტაგოს სიროფი
  • ბუერა - გააჩნია ამოსახველებელი და სპაზმოლიზური მოქმედება, მის შემადგენობაში არსებულ პეტასინებს აქვთ ანტიალერგიული აქტივობა, იწვევს ექსუდატის ლიზის.
  • მრავალძარღვა - მედიცინაში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება. აღადგენს ლორწოვანს და ააქტიურებს წამწამოვან ეპითელს.
  • ჩვეულებრივი ნაძვი - სამკურნალო ნედლეულად გამოიყენება გირჩები, რომლებსაც აგროვებენ ზაფხულში თესლების მომწიფებამდე. ასევე გამოიყენება ნაძვის კვირტები, როგორც ანტიმიკრობული, სპაზმოლიზური და მადესენსიბილიზირებული საშუალება ბრონქული ასთმის დროს.
  • დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, საქაროზა.

 

ჩვენება
სასუნთქი გზების კატარალურ-ანთებითი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ბრონქული ასთმა, ბლანტი, ძნელად ამოსახველებელი ნახველი.

 

უკუჩვენება
პლანტაგოს ელექსირის მაქსიმალური დღიური დოზა 5 გრ შაქარზე მეტს შეიცავს, ამიტომ ის არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენ იშვიათი, გენეტიკურად დეტერმინირებული ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას ნაკლებობა გაქვთ. ასევე არ არის სასურველი მრავალძარღვას სიროფის მიღება პოლინოზების დროს.

 

გაფრთხილება
გახანგრძლივებული ჩივილების, ქოშინის, მაღალი სიცხის ან/და ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ დიაბეტის დიეტას იცავთ, უნდა გაითვალისწინოთ:

  • სუფრის კოვზი (15 მლ = 17,7 გრ) სიროფი შეიცავს 0,6 BE (= 7,1 გრ შაქარს)
  • ჩაის კოვზი (5 მლ = 5,9 გრ) სიროფი შეიცავს 0,2 BE (= 2,4 გრ შაქარს)

 

გამოყენების წესი და დოზირება
ჩვილებში: ½ ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი თბილს წყალში დღეში 2-3-ჯერ.
ბავშვებში 1-დან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) სიროფი გახსნილი თბილს წყალში 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში: 1 სუფრის კოვზი სიროფი (15 მლ) 3-ჯერ დღეში.
მწვავე შემთხვევებში: 1 ჩაის კოვზი სიროფი (5 მლ) ყოველ 2 სთ-ში.
მწვავე დაავადებების მკურნალობა უნდა დასრულდეს 2 კვირაში: თუ 2-5 დღის შემდგომ არ შეინიშნება გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს.
ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივპბას განსაზღვრავს ექიმი.
მწვავე დაავადებების სამკურნალოდ განსაზღვრულია 2 კვირა.

აკონიტ კომპოზიტუმი - ამპულები კანქვეშა ინექციისთვის
  • აკონიტი - სამკურნალო მცენარეა. შეიცავს ეთერულ ალკალოიდებს. ამცირებს ტკივილს და ტკივილის შეგრძნებას. აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. ანტივირუსულია, განსაკუთრებით გრიპის და ჰერპეს ვირუსის მიმართ. გამოიყენება შიშისა და შფოთვის სამკურნალოდ.
  • ლავანდა - ნაზი, ძლიერსურნელოვანი მცენარეა, რომელიც ქმნის უნიკალურ ეთერზეთებს. მას აქვს ანტისეპტიური, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • რუს ტოქსიკოდენდრონი - შეიცავს: ფიზეტინს (გლიკოზიდური ბუნებისაა) ტოქსიკოდენდროილს, აქროლად მჟავებს, მთრმილავ ნივთიერებებს, ლორწოს, სახამებელს. ჰომეოპათიური განზავებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, ასევე ანტირევმატიული.

 

ჩვენება
ნევრალგია, ნევრიტი, ჰერპეს ზოსტერი, ნევრული ღეროების გაღიზიანების ნიშნები, მწვავე ვირუსული რესპირატპრული დაავადებები, მათ შორის სიცხით მიმდინარე.

 

გამოყენება
სხვადასხვა ლოკალიზაციის მარტივი ჰერპესის (მაგ. ცხვირის, ტუჩის და სხვა), რევმატიული დაავადებების, ნევრალგიების, კუნთოვან-მყესოვანი ტკივილების, კისრის რიგიდობის, მენინგიტის, პროსტრაციის, ძლიერი შინაგანი შფოთვის დროს.

 

უკუჩვენება
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

 

დოზირება და გამოყენების წესი
1მლ საინექციო ხსნარი კანქვეშ, კვირაში 1-3-ჯერ. მაქსიმალური დღიური დოზაა 1მლ 1-ჯერ დღეში, კანქვეშ ყოველდღე.

 

გამოყენების ხანგრძლივობა
გამოიყენება როგორც მწვავე სიტუაციებში ხანმოკლედ, ასევე საჭიროების შემთხვევაში 2 კვირის განმავლობაში. დაავადების გახანგრძლივებისას ექიმთან შეთანხმებით დასაშვებია პრეპარატის უფრო ხანგრძლივი გამოყენება.

დისკი/რუს ტოქსიკოდენდრონ კომპოზიტუმი
  • აკონიტი - სამკურნალო მცენარეა, რომელიც შეიცავს ეთერულ ალკალოიდებს. ამცირებს ტკივილს და ტკივილის შეგრძნებას. აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. ანტივირუსულია, განსაკუთრებით გრიპის და ჰერპეს ვირუსის მიმართ. გამოიყენება შიშისა და შფოთვის სამკურნალოდ.
  • არნიკა - გამოიყენება ქსოვილების ტრამვული დაზიანებების, სისხლის მიმოქცევის მოშლის სამკურნალოდ.
  • ჭიანჭველმჭავა - მეტაბოლური სინდრომის დროს ის ახდენს უსიცოცხლოს რეგენერაციას.
  • Gelsemum Sempervirens - გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შაკიკის, თავის ტკივილის, სამწვერა ნერვის და სხვა ნერვების ანთების დროს.
  • ედელვაისი - ამცირებს ნერვული სისტემის ზემგრძნობელობას.
  • მანდრაგორა - ამცირებს ტკივილებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით დეგენერაციული პროცესების დროს.
  • ბამბუკი - მას ჰომეოპათია ფართოდ იყენებს ხერხემლის დაავდებების დროს.
  • რუს ტოქსიკოდენდრონი - მცენარე შეიცავს: ფიზეტინს (გლიკოზიდური ბუნებისაა) ტოქსიკოდენდროილს, აქროლად მჟავებს, მთრმილავ ნივთიერებებს, ლორწოს, სახამებელს. ჰომეოპათიური განზავებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, ასევე ანტირევმატიული.

 

ჩვენება

 

უკუჩვენება
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ზემგრძნობელობისას.

 

დოზირება
1მლ 1-ჯერ დღეში კანქვეშ ხერხემლის სვეტის სიახლოვეს, ყოველ დღე.
კვირაში 1-3-ჯერ. შესაძლოა ერთი ამპულა განაწილდეს მტკივნეულ არეში რამდენიმე ადგილას.

 

გამოყენების ხანგრძლივობა
მწვავე დაავადებების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დამთავრდეს. თუ 2-5 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მიმართეთ ექიმს. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

კარუმ კარვი, საბავშვო სანთლები
  • კლიავი - მისი ეთერზეთები მასტიმულირებლად მოქმედებენ კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანებზე და აუმჯობესებენ მათ ფუნქციონირებას. ისინი ხსნიან სპაზმებს, ააქტიურებენ სისხლის მიმოქცევას, ნაწლავის მოტორიკას, სითხის ცირკულაციას ნაწლავის კედელში, ხელს უწყობენ აირების აბსორბაციას. მეძუძურ დედებში ხელს უწყობს ლაქტაციას.
  • გვირილა - მისგან მიიღება ძვირფასი ეთერზეთები, რომლებსაც სპაზმისა და ანთების საწინააღმდეგო უნარი აქვთ. გვირილა ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ორგანოების კოლიკების, მენსტრუალური ტკივილების დროს, ნევრალგიებისას. მისით მკურნალობენ ჩირქოვან ჭრილობებს, კანისა და ლორწოვანების ანთებას და სხვა მრავალს.
  • კულტურული თამბაქო - ჰომეოპათიურ განზავებაში აქვს მკვეთრად გამოხატული სპაზმოლიზური მოქმედება.
  • დამხმარე ნივთიერებები - გლიცეროლი, ცხიმი, თაფლი.

 

ჩვენებები
მონელების პროცესების სისუსტის გამო განვითარებული შებერილობა და მიდრეკილება ნაწლავური კოლიკებისადმი, ხშირი მუცლის ტკივილი ბავშვებში და მასთან დაკავშირებული მოუსვენრობა და ძილის დარღვევა. გახანგრძლივებული ან გაურკვეველი ჩივილებისას მიმართეთ ექიმს.

 

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ზემგრძნობელობა.

 

დოზირება და გამოყენების წესი
0-3 თვემდე ბავშვებში ნახევარი სანთელი (გაჭრილი თბილი დანით სიგრძეზე) 1-3-ჯერ დღეში.
3 თვიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 სანთელი 1-3-ჯერ დღეში რექტალურად.

 

გამოყენების ხანგრძლივობა
მწვავე  დაავადებების ხანგრძლივობა უნდა დასრულდეს 1 კვირაში. თუ 2-5 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მიმართეთ ექიმს. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ვუნდ უნდ ბრანდ გელი
  • კოლოიდური ვერცხლი - ცნობილია ვერცხლის ანტისეპტიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამასთან იგი მოქმედებს იმუნური სისტემის მასტიმულირებლად.
  • არნიკა - გამოიყენება ქსოვილების ტრამვული დაზიანებების დროს, აქვს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების უნარი.
  • კალენდულა - ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, ანტისეპტიური და სპაზმოლიზური საშუალება.
  • ესპანური ბუზი - გამოიყენება ჰერპეს ზოსტერის, წითელი ქარის, ტოქსიური დერმატიტების და დამწვრობის დროს.
  • ტუია - სიცოცხლის ხე, მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
  • Symphytum Officinale - აქვს ქსოვილების რეგენერაციის პროცესის მკვეთრი გაძლიერების პროცესი.
  • ჭინჭარი - ბუნებაში ასრულებს ერთგვარი სანიტარის როლს. ჭინჭრის ფოთლები შეიცავს: კაროტინს, ვიტამინ E და K პანტოთენის მჟავას, რკინას, კალციუმის ტანინს და სხვა. გამოიყენება ცხვირიდან სისხლდენის, საშვილოსნოდან, ფილტვებიდან, ნაწლავებიდან სისხლდენის დროს. ასევე კანზე გამონაყარისა და სხვა დაავადებების დროს.
  • დამხმარე ნივთიერებები - კასიას ზეთი, უფერული კოლოიდური ვერცხლი, გამოხდილი წყალი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმ ჰიდროკარბონატი, ტრაგანატი, ჩაის ხის ზეთი, საინექციო წყალი, ქსანტანი, როზმარინის ზეთი, ბეგქონდარას ზეთი, სკიპიდარი.

 

ჩვენება
I და II ხარისხის დამწვრობა, მზის დამწვრობა, ალერგიული და ჰიპერარგული დერმატოზები, მწერების ნაკბენები, ნახეთქი და გადახეხილი ჭრილობები, წყლულები.

 

უკუჩვენება
პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე ალერგიის დროს პრეპარატი არ გამოიყენება.

 

დოზირება
დამწვრობის არეზე დაუყონებლივ უნდა წაისვათ დანის ზურგის სისქის გელი და ნოტიოდ შეახვიოთ. სხვა შემთხვევებში გელი წაისვით და გააშრეთ.