ფიზიოთერაპია
ფიზიოთერაპია
ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურები), ანუ მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები, არის როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ზედაპირული რბილი ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების სერიოზული დაავადებების, ოპერაციის და ტრავმის შემდეგი გართულებების კომპლექსური თერაპიის დამატებითი საშუალება.
ტრავმის ან ანთებითი დაავადებების დროს ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) საშუალებით ქსოვილების ფუნქციონალური სრულფასოვნების აღდგენა არის მნიშვნელოვანი საშუალება, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ნევროლოგიური ან ნეიროქირურგიული ხასიათის სხვადასხვა დაავადება.
ჩამონათვალი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებებისა (ორგანოთა და უბანთა მიხედვით), რომლებიც ფიზიოთერაპიულ მკურნალობას (ფიზიოთერაპიას, ფიზიოპროცედურებს) საჭიროებენ:
- ნერვები (ნევრიტები, პოლინევრიტები, ნეიროპათიები, ნევრალგიები)
- ხერხემალი (ოსტეოქონდროზი, მოტეხილობები, დისკების პროტრუზიები და თიაქრები)
- კუნთები (მიოზიტები, ფიბრომიალგიები)
- იოგები (ტენდოვაგინიტები, კონტრაქტურები, ანკილოზები)
- სახსრები (ართრიტები, ართროზები, პერიართროზები)
შეშუპების, ანთების, ტკივილის შეგრძნების გაქრობა, სახსრებსა და კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა ჩქარდება სხვადასხვა მეთოდით ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) გამოყენებისას.
ქსოვილებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა ტრავმატული დაზიანებისას დენის ანალგეზირებადი მოქმედება ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურის) დროს ხელს უწყობს შეშუპებისა და ანთებითი მოვლენების შემცირებას დაზიანების კერაში.
სისხლის რეგიონალური მიმოქცევის გაუმჯობესება, კუნთების რიტმული კუმშვა და ქსოვილებში ცვლის პროცესის მომატება დადებით გავლენას ახდენს გაწოვის პროცესზე. ეს კი ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედების საფუძველია.
ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურა) ინიშნება იმ დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი, სახსრების კონტრაქტურები, გამოხატული კუნთოვანი ჰიპერტროფია.
სინუსოიდური მოდულირებული დენი, როგორც ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) მეთოდი, გამოიყენება კუნთების ჰიპერტონუსის მოსახსნელად, კუნთებისა და ნერვების სტიმულაციისათვის. ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) სხვა სახეობა გამოიყენება მედიკამენტოზური ელექტროფორეზის და ფონოფორეზისათვის. ამასთანავე ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) ჩატარების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დენის გავლენისა და წამლის მიმართვას ერთ მხარეს, ტკივილგამაყუჩებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტის გაძლიერებას.
ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურები) ასევე გამოიყენება ნერვების (მგრძნობელობის აღდგენა) და კუნთების (მათი შეკუმშვის სტიმულაცია) ელექტროსტიმულაციისათვის.
ფიზიოთერაპიის სახეები
ჩვენს ამბულატორიაში ტარდება შემდეგი სახის ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურები):
- სინუსოიდური მოდულირებული დენი
- გალვანური დენი
- ელექტროანალგეზია
- დორსანვალიზაცია
- ელექტროფორეზი, ფონოფორეზი
- მიოსტიმულაცია
- ნეიროსტიმულაცია
- ინფრაწითელი გამოსხივება
- ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველი
- დიადინამოთერაპია
- მულტიტალღური ლაზერული თერაპია (MLS)
ჩვენს კლინიკაში ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურის) როლში ეფექტურად გამოიყენება ინფრაწითელი გამოსხივება. ინფრაწითელი ნათურა ასხივებს ინფრაწითელ სხივებს, რომლებიც ღრმად აღწევენ კანქვეშ. ფიზიოთერაპიის ამ პროცედურის შედეგად კანი თბება, ფართოვდება სისხლძარღვები, სტიმულირდება სისხლის ნაკადი.
სისხლს თან მოაქვს სხეულის ქსოვილების აღსადგენი და მკვებავი ნივთიერებები და სწრაფად გააქვს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიოთერაპიის სეანსს (ინფრაწითელი თერაპიის გამოყენებით) შეუძლია შეამციროს კუნთოვანი სპაზმი და პაციენტს შეუსუსტოს კუნთების ტკივილი.
ფიზიოთერაპიის ჩვენებები
ინფრაწითელი თერაპია შეიძლება გამოვიყენოთ:
- სპორადული ან ქრონიკული კუნთოვანი ტკივილების, კუნთებისა და სახსრების "სიმშრალის" დროს
- წელის ნაწილში ტკივილების (ლუმბაგოს) დროს
- შეციების დროს
- სხვა სეანსისათვის (მაგალითად მასაჟისათვის) მომზადების დროს
- იოგების დაჭიმვის და დაჟეჟილობების დროს
- ტკივილის შესამცირებლად, მაგალითად რევმატოიდული დაავადებების დროს
ჩამონათვალი ზოგი ტიპური დაავადებისა, რომლებიც მოითხოვენ ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) გამოყენებას მკურნალობისას:
- ნევრიტები:
- ტრავმატული ნევრიტი
- ნეიროპათია და პოლინეიროპათია (ალკოჰოლური, დიაბეტური)
- ნევრალგია (ნეკნთაშორისი, ჰერპესული)
- ტკივილი ხელსა და კისერში (ტრავმა, ოსტეოქონდროზი)
- კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი (შუათანა ნერვი)
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)
- მალთაშუა დისკის თიაქარი და პროტრუზია
- ტკივილები წელსა და ფეხში (ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი)
- კისრის ტრავმა, ქალა-კისრის სინდრომი
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია
- ართრიტები და ართროზები
- მიოზიტი, ფიბრომიალგია
- მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი (კოქსართროზი)
- მუხლის სახსრის ართროზი (გონართროზი)
- კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და დაჭიმვა
- ეპიკონდილიტი ("ჩოგბურთელთა იდაყვი")
- ტენდოვაგინიტი (ინფექციური, კრეპიტირებადი)
- ადჰეზიური კაფსულიტი (მხარ-ბეჭის პერიართროზი, "მოყინული მხრის" სინდრომი)
- ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი, ოსტეოართროზი
- ბურსიტი
- ჰიგრომა
ქსოვილების შეხორცების დრო:
ქსოვილი |
შეხორცების დრო |
კუნთის ტკივილი ვარჯიშის შემდეგ |
|
კუნთის ღრძობა:
|
|
იოგის ღრძობა:
|
|
მყესი:
|
|
ძვალი |
|
სახსრის ხრტილის აღდგენა |
|
იოგის გადანერგვა |
|