მენიუ

მუხლის სახსრის ოსტეოართროზი (გონართროზი)

მუხლის სახსრის ოსტეოართროზი (გონართროზი)

მუხლის სახსრის ოსტეოართროზი (ართროზი, გონართროზი) დისტროფიული პროცესია, რომლის საფუძველსაც ქმნის სასახსრე ხრტილის დეგენერაცია ძვლოვანი სასახსრე ზედაპირების შემდგომი ცვლილებებით, გვერდითი ოსტეოფიტების განვითარებით, რაც იწვევს დეფორმაციას და მუხლის სახსარში მოძრაობის დარღვევას.

მუხლის სახსრისა და სახსრის მიმდებარე ქსოვილების ყველა დაავადება იყოფა ორ დიდ ჯგუფად - ანთებითი და დისტროფიული (აქ არ შედის მუხლის სახსრის ტრავმები).

მუხლის სახრის ანატომია ნორმალურ მდგომარეობაში (იოგები, მენისკი, სასახსრე ხრტილი).

ამ დაავადებების საფუძველს ქმნის აუტოიმუნური რეაქცია, რომელიც ვითარდება მუხლის სახსარსა და მის გარშემო არსებულ ქსოვილებში. ეს ნიშნავს, რომ იმუნიტეტი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ჩვენი ორგანიზმი ინფექციების, სიმსივნეებისა და ზოგი სხვა დაავადებისაგან, არაადეკვატურად იქცევა - ის "უტევს" ჩვენივე მუხლის სახსარს (სიტყვა "აუტოიმუნური" იშიფრება, როგორც საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული იმუნიტეტი).

მუხლის სახსრის ოსტეოართროზის (გონართროზის) დიაგნოსტიკა

ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს მუხლის სახსრის დისტროფიული დაავადებების საფუძველს ქმნის ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვაგვარი დარღვევები, მსგავსი ცვლილებების შედეგად იცვლება მუხლის სახსრის ქსოვილებში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები. შედეგად მუხლის სახსრის ხრტილოვანი ქსოვილი განიცდის დეგენერაციას, ადგილ-ადგილ იშლება, მასში გროვდება სხვადასხვა სახის მარილები. ყველაფერი ეს ცვლის ანთების მქონე მუხლის სახსრის ზედაპირს და მისი ხრტილის სტრუქტურას, ანთების მქონე მუხლის სახსრის ღრუში ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს შეიძლება დაგროვდეს გამონადენი.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ფრონტალურ სიბრტყეში ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დიაგნოსტიკის დროს.

ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს მუხლის სახსარში ცვლილებების ხასიათის დასადგენად საჭიროა:

მუხლის სახსრის (იოგები, მენისკი, სასახსრე ხრტილი) ართროზი (ოსტეოართროზი, გონართროზი).

 

მუხლის სახსრის ოსტეოართროზის (გონართროზის) მკურნალობა

მუხლის სახსრის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სახის მკურნალობა:

  • მედიკამენტოზური მკურნალობა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
  • ბლოკადები — პრეპარატების (ჰორმონალური პრეპარატები, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა (PRP) ან ხელოვნური სახსრის სითხე) ინექცია მუხლის სახსრის სივრცეში
  • მუხლის სახსრის პუნქცია და მის ღრუში დაგროვებული გამონადენის (ექსუდატის, სისხლის, სინოვიალური სითხის) ასპირაცია
  • მანუალური თერაპია (კუნთოვანი და სასახსრე ტექნიკა)
  • ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის თერაპია, სინუსოიდურ მოდულირებული დენი და სხვა)
  • სამკურნალო ტანვარჯიში
  • ოპერატიული მკურნალობა (ართროსკოპია, მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება)

რთულ შემთხვევებში ჯვარედინა იოგების და მენისკის გახლეჩის შემთხვევაში ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს შესაძლებელია დაინიშნოს ართროსკოპიული ოპერაცია წარმოქმნილი დეფექტის გასაქრობად ან სასახსრე ზედაპირების შეცვლა (მუხლის სახსრის ენდოპროტეზირების ოპერაცია).

ინექციის სახით მუხლის სახსრის სივრცეში შესაძლოა ჰორმონალური პრეპარატების, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP) ან ხელოვნური სახსრის სითხის შეყვანა, რაც ამსუბუქებს ტკივილის სიმპტომს, ანთებითი პროცესს და ხელს უწყობს სასახსრე ზედაპირის (ხრტილის) აღდგენას.
ენდოსკოპიური ოპერაცია (ართროსკოპია) მუხლის სახსარზე ართროზის (ოსტეოართროზის, გონართროზის) დროს.

იხილეთ აგრეთვე