მენიუ

ექიმის კონსულტაცია

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანმა თუ ის ცუდად გრძნობს თავს ან მიიღო ტრავმა? ის ან მისი ახლობლები უნდა ცდილობდნენ რაც შეიძლება ადრე მიმართონ ექიმს.

პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ ჩვენს კლინიკას კონსულტაციისთვის:

 

ექიმი ნეიროქირურგის და ნევროლოგის კონსულტაცია

ექიმი ნევროლოგის და ნეიროქირურგის კონსულტაციის შემდეგ პაციენტს შეიძლება დაუნიშნონ დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ანალიზები, რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც აძლევს საშუალებას მკურნალ ექიმს დააზუსტოს პაციენტის დიაგნოზი.

პაციენტის ეტაპობრივი მოქმედება იწყება ექიმის კონსულტაციით და სრულდება მისი ინდივიდუალურად დანიშნული მკურნალობით.

თანამედროვე მოძრაობის საშუალების გამო კლინიკურ პრაქტიკაში მატულობს პაციენტების თავის ტვინის ტრავმის შემთხვევები. ეს არის თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, თავის ტვინის შერყევა, თავის ტვინის დიფუზური ტრავმა და ა.შ., რომელსაც ესაჭიროება ექიმი ნეიროქირურგის ან ნევროლოგის კონსულტაცია და შემდეგი მკურნალობა. პაციენტებს ტრავმული სუბდურული ან ეპიდურალური სისხლჩაქცევისას ესაჭიროება ნეიროქირურგიული ოპერატიული ჩარევა.

თანამედროვე ცხოვრების წესის მიხედვით ქალაქში მცხოვრები ადამიანები იძულებულნი არიან დიდხანს ისხდნენ საჭესთან, კომპიუტერთან. ამის შედეგად კლინიკურ პრაქტიკაში გაიზარდა მალთაშუა დისკის პროტრუზიის და თიაქარის შემთხვევები, რასაც შემდეგ მოყვება სპინალური ნერვის კომპრესია. სპინალური ნერვის კომპრესია გამოიხატება კიდურების ტკივილით, დაბუჟებით, ან ჩხვლეტით. ექიმთან მიმართვის დროს პაციენტს უტარდება ნევროლოგიური კონსულტაცია და ხერხემლის ბიომექანიკური თვისებების შეფასება. ამის შემდეგ შეიძლება იყოს დანიშნული დამატებით კვლევები (ანალიზები, რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია). დიაგნოზის დაზუსტების ექიმი ნეიროქირურგის ან ნევროლოგის მიერ შემდეგ იქნება დანიშნული და ჩატარებული პაციენტის მკურნალობა.

ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის შემთხევაში პაციენტს უტარდება ექიმი ნევროლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია. კონსულტაციის შემდეგ შეიძლება იყოს დანიშნული დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევა (ხერხემლის რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია). კლინიკური დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს ექიმისგან (ნეიროქირურგი, ნევროლოგი) ეძლევა სამკურნალო დანიშნულება.

პაციენტის ეტაპობრივი მოქმედება იწყება ექიმის კონსულტაციით და სრულდება მისი ინდივიდუალურად დანიშნული მკურნალობით.

თავის და ზურგის ტვინის სისხლძარღვების დაავადების დროს პაციენტის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. ანევრიზმის გაგლეჯა ან ჰიპერტენზიული თავის ტვინის სისხლჩაქცევის დროს ავადმყოფს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზებულ ნეიროქირურგიულ სტაციონარში სადაც მას გაუწევენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

პერიფერიული ნერვების ტრავმა და კომპრესიული ნევრიტის შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ოპერატიული ჩარევა. ექიმი ნეიროქირურგის ან ნევროლოგის კონსულტაციის შემდეგ ავათმყოფს უნიშნავენ დამატებით ნერვის კვლევას (ელექტრონეიროგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია), რაც გვაძლევს საშუალებას დავაზუსტოთ ნერვის დაზიანების დონე და ხარისხი. ამის შემდეგ ექიმი ნეიროქირურგი ან ნევროლოგი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის კონსერვატიული ან ოპერატიული მკურნალობის შესახებ.

თუ პაციენტი ჩვენი მიმართვით სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში გაივლის მაგნიტურ-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, შემდგომ ეტაპზე შეძლებს უფასოდ მიიღოს ნეიროქირურგის და ნევროლოგის კონსულტაცია.