ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
ხერხემლის სვეტის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დღესდღეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ხერხემლის სვეტის წელის მალების დაავადებების (კერძოდ კი ოსტეოქონდროზის დროს დისკების თიაქარის) დიაგნოსტიკაში. გამოკვლევის სხვა რენტგენოლოგიურ მეთოდებთან შედარებით ხერხემლის სვეტის კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქვს რამდენიმე უპირატესობა - მეთოდი არაინვაზიურია, თანაც უზრუნველყოფს ძვლოვანი სტრუქტურების, დისკების, იოგების, რბილი ქსოვილების მკვეთრ ვიზუალიზაციას.
ხერხემლის სვეტის კომპიუტერულმა ტომოგრაფია ხერხემლის არხისა და მალთაშუა ხვრელების შემავიწროებელი დისკის თიაქარისა და სხვა ელემენტების პირდაპირი ნიშნების დემონსტრირებას ახდენს, საშუალებას იძლევა განისაზღვროს მათი ადგილმდებარეობა, ზომა და ურთიერთობა ახლომდებარე ანატომიურ სტრუქტურებთან.
ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებს მალთაშუა სახსრებისა და მალების სხეულთა დაავადებებისას გამოვლენილ ცვლილებებს.
ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების ანალიზის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიპლანურ რეკონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ინტერპრეტაცია მიეცეს არა მარტო მიღებულ აქსიალურ, არამედ საგიტალურ, ფრონტალურ და ირიბ ჭრილებს.
წელის ლორდოზის გასასწორებლად და ტკივილის შესამცირებლად ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას ავადმყოფს აწვენენ ზურგზე და მუხლქვეშ უდებენ მუთაქას. „გენტრის“ ჩარჩოს დახრის კუთხეს ირჩევენ გვერდით პროექციაში ხერხემლის ტომოგრამის მიხედვით, ამასთანავე დაცული უნდა იყოს სკანირების სიბრტყის პარალელურობა მალთაშუა დისკის სიბრტყესთან.
გამოსაკვლევი მალების რაოდენობის მიხედვით შეიძლება შეირჩეს ტომოგრაფირების რამდენიმე ზონა. ამიტომ ხერხემლის სკანირების დროს მათთვის საინტერესო ზონაში ხვდება ხერხემლის რამდენიმე მოძრავი სეგმენტი. თუმცა „გენტრის“ დახრის კუთხეს ხერხემლის თითოეული ცალკე აღებული სეგმენტისთვის ყოველთვის არ ცვლიან, რადგან მულტიპლანური რეკონსტრუქციის დროს შეუძლებელია ხერხემლის სვეტის გამოსაკვლევი უბნის მოცულობითი სურათის მიღება. ამიტომაც, როცა რენტგენოგრამების, ტომოგრამისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე ხერხემლის სვეტის ყველაზე მეტად შეცვლილ სეგმენტზე არჩევენ დახრის კუთხეს, შემდეგ მას აღარ ცვლიან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაუდალური მიმართულების თიაქარისა და მისი სეკვესრაციის დროს.
ხერხემლის სვეტის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევისას ჩვეულებრივ ვიყენებთ ტომოგრაფიულ ჭრილს ყოველ 3 მმ-ში. ხერხემლის ერთი სეგმენტის შეასაწავლად საკმარისია 8-12 კომპიუტერული ტომოგრამა. თითოეული შემთხევივისათვის აუცილებლად ტარდება მულტიპლანური რეკონსტრუქცია საგიტალურ და ფრონტალურ სიბრტყეებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ირიბ ჭღილებშიც. რეკონსტრუქციის ხაზი გადის დისკის თიაქარის აქსიალურ პროექციაში მაქსიმალურად გამოსულ ნაწილზე.
ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
- მალთაშუა დისკების მდგომარეობის შესაფასებლად
- როცა დაავადების კლინიკური სურათი არ ემთხვევა წინასწარი რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს
- რადიკულოპათიის, რადიკულომიელოპათიის ან მიელოპათიის სინდრომის არსებობის დროს
- ძვალ-სახსროვანი აპარატის განვითარების დეფექტების, სიმსივნეების, ტრავმატული ცვლილებების, ხერხემლის ანთებითი დაზიანების გამოვლენის დროს
ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია ტრადიციულ სპონდილოგრაფიასთან შედარებით საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად შევისწავლოთ ხერხემლის ანატომიური აგებულება. ხერხემლის არხში მოთავსებული ზურგის ტვინი იკავებს კისრის პირველი მალიდან და წელის მეორე მალის ზედა მხარეს შორის სივრცეს. მისი გაგრძელებაა რაშის კუდი, რომლის ტერმინალური ძაფი კუდუსუნის მეორე მალის დონეზე მიმაგრებულია მაგარი ტვინის გარსზე.
ზურგის ტვინიდან გამოდიან წინა მამოძრავებელი ფესვები და შედიან უკანა მგრძნობიარე ფესვები. წინა და უკანა ფესვები ხერხემლის არხში ერთმანეთს უახლოვდებიან და მალთაშუა ხვრელის არეში წარმოქმნიან ზურგის ტვინის კვანძს, ხოლო შემდეგ - ზურგის ტვინის ფესვებს, რომლებიც მალთაშუა ხვრელიდან გამოსვლისას იყოფიან წინა და უკანა ტოტებად. ზურგის ტვინის ფესვები, გარდა დისკის ქვეშ გამავალი L2 ფესვისა, მდებარეობენ მალთაშუა დისკის ოდნავ მაღლა. ზურგის ტვინის ერთმანეთისაგან სიდიდითა და სიმკვრივით განსხვავებული ფესვების ასიმეტრიული განვითარება ნორმალურ ფარგლებში დასაშვებია.
მალთაშუა დისკის დეფორმაციით ფესვების დაზიანების ძირითადი არე არის დორსალური ნაწილი, სადაც დისკის უკანა შუა და პარამედიანური ამობურცვა იწვევენ ზურგის ტვინის ფესვების დაჭიმვას ძირებთან, ამასთანავე მსხვილ პარამედიანურ თიაქრებს შეუძლიათ გამოიწვიონ მეზობელი სეგმენტების ორი ჰომოლატერალური ფესვის დაჭიმვა.
ხერხემლის არხის შევიწროება (წინიდან უკან მიმართულებით) შეიძლება განპირობებული იყოს მეორეული სტენოზით, უკანა გასწვრივი იოგის ჰიპერტროფიით, სპონდილოლისტეზით. ხერხემლის არხის სტენოზის დასადგენად აუცილებელია არხის გაზომვა საგიტალურ სიბრტყეზე. აბსოლუტურ სტენოზად ითვლება არხის დიამეტრის შემცირება 10 და მეტ მმ-მდე. 10-15 მმ სიდიდე შეესაბამება ნაწილობრივ სტენოზს. უკანა გასწვრივი იოგის ნორმალური სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს, ყვითელი იოგისა კი - 3 მმ-ს.
მალთაშუა დისკის დენსიომეტიული მაჩვენებლები 75-100 ერთეულ Н-ს უდრის. წყლის დაბალი შემცველობისა და ცილების მაღალი კონცენტრაციის გამო სხეულის შეადგენს ღრუბლისებური ნივთიერების სიმკვრივე 170±55 ერთეულს. ათეროსკლეროზის დროს სიმკვრივე შეიძლება გაიზარდოს 500 ერთეულ Н-მდე, ხოლო ოსტეოპოროზის დროს შემცირდეს 0 ერთეულ Н-მდე. ყველაზე ხშირად დისკის დეფორმაცია ფიქსირდება ხერხემლის L4–L5, L5–S1 სეგმენტებში.
ხერხემლის არხის ვენოზური წნულები ყოველთვის მკვეთრად არ დიფერენცირდება. ისინი უკეთესად ჩანს კისრისა და გავის არეში მალების სხეულის წინა ზედაპირზე. გამოვლენილი მალთაშუა დისკის თიაქრების შესწავლისას გარკვეულ შეფერხებას ქმნიან ბეტსონის ვენოზური წნული და მალების ვენები.
ბეტსონის ვენოზური წნულები მდებარეობენ მალის სხეულის უკან შუა ხაზზე და უერთდებიან ზედა და ქვედა დონის ბეტსონის ვენოზურ წნულებს წინა შიდა ხერხემლის ვენების მეშვეობით, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გარკვეული გართულებები დისკის დეფორმაციის დიაგნოსტიკაში. გარდა ამისა, ხშირად ამ ვენების ფლებოლიტებიც წარმოიქმნება.
დისკორადიკულარული კონფლიქტები შეიძლება დაფიქსირდეს მალთაშუა ხვრელის არეში, რომლის წინა კედელსაც წარმოქმნის ზევით მდებარე მალის სხეული, ზედას - ზევით მდებარე მალის ქვედა ამონაჭდევი, ქვედას - ზევით მდებარე მალის ზედა ამონაჭდევი, მის უკან გადის ყვითელი იოგის ლატერალური სეგმენტი და ქვევით მდებარე მალის ზედა სახსრის მორჩი.
მალთაშუა ხვრელში ნერვული ფესვების მიერ დაკავებული სივრცე შეადგენს მისი მოედნის სივრცის 10-50 %-ს და მდებარეობს ხვრელის ზედა სართულზე, ამიტომაც მხოლოდ კრანიალური (თავისკენ) მიმართულების თიაქრებს შეუძლიათ ნერვული ფესვის კომპრესიის შექმნა. მალთაშუა ხვრელის 5 მმ-მდე შემავიწროებელი დეგენერატიულ-დისტროფიული ცვლილებების დროს თიაქართან და ტრავმატულ ფაქტორთან ერთად იქმნება ნერვული ფესვის კომპრესიის წარმოქმნის პირობები.
მალთაშუა ხვრელის არეში განლაგებულია ტრანსვერტებრალური ვენები, რომლებიც აერთებენ წინა შიდა ხერხემლის ვენებს ხერხემლის გარე წნულებთან და მათი ვიზუალიზაცია შესაძლებელია ზურგის ფესვების ცოტათი წინ.
თუმცა ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის, ოსტეოფიტების არსებობის, რბილი ქსოვილების კალციფიკციის შესახებ.
რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია?
კვირა დღეს გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
კომპიუტერული ტომოგრაფია ფასები:
- გულმკერდის ღრუს ორგანოები - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
- მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
- მუცელი ღრუს ქვედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
- ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტი - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
- კონტრასტული ნივთიერება - 210 GEL
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია
- თავის ტვინის და კისრის სისხლძარღვების კომპიუტერული ანგიოგრაფია (კონტრასტის გამოყენებით)
- ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსების) კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია
- გულის და აორტის კომპიუტერული ტომოგრაფია (MSCT კორონოგრაფია კონტრასტის გამოყენებით)
- გულმკერდის ღრუს, ფილტვების და შუასაყარის კომპიუტერული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
- მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (მენჯის ძვლები, მამაკაცის და ქალის მცირე მენჯის ორგანოები)