მენიუ

მასაჟი

მასაჟი

მასაჟი (ფრანგ. Masser – ზელა ) ქსოვილებსა და ორგანოებზე მექანიკური და რეფლექტორული ზემოქმედების საშუალებათა ერთობლიობაა, რომელიც უშუალოდ ადამიანის სხეულის ზედაპირზე ტარდება ხახუნის, ზეწოლის, ვიბრაციის სახით, როგორც ხელების მეშვეობით, ასევე სპეციალური აპარატებით ჰაეროვანი, წყლიანი ან სხვა გარემოს (გელის, კრემის, ზეთის და ა.შ.) მეშვეობით. მასაჟის მიზანია სამკურნალო ან სხვა სახის ეფექტის მიღწევა.

მასაჟის მეშვეობით შეიძლება გავლენა მოვახდინოთ:

კომპლექსური მკურნალობისას სამკურნალო მასაჟი ხელს უწყობს კისრის გადატანილი ტრავმების, წელის ქრონიკული გადატვირთვისა და სხვა მტკივნეული მდგომარეობების შემსუბუქებას.

მასაჟის ზემოქმედება კანზე

  1. კანის მეშვეობით გაღიზიანება გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელიც განაპირობებს ორგანიზმისა და მისი ცალკეული ორგანოების საპასუხო რეაქციას.
  2. მასაჟი ხელს უწყობს კანის ზედაპირიდან ეპიდერმისის მკვდარი რქოვანი უჯრედების მოცილებას, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობას.
  3. მასაჟის პროცესში უმჯობესდება კანის სისხლით მომარაგება და ქრება ვენოზური უკმარისობა.
  4. მასირებული უბნის ტემპერატურა იზრდება, ე.ი. იმატებს გაცვლითი და ფერმენტული პროცესები.

მასაჟის დროს მასირებული კანი ვარდისფერი და მკვრივი ხდება სისხლის გაძლიერებული მიმოქცევის გამო. მასაჟის შემდეგ იზრდება მექანიკური და ტემპერატურული ზემოქმედების მიმართ კანის წინააღმდეგობის უნარი. კანზე ხელის სმის დროს ჩქარდება ლიმფის მოძრაობა ლიმფატურ სისხლძარღვებში და ქრება ვენებში უკმარისობა.

ეს პროცესები ხდება არა მარტო იმ სისხლძარღვებში, რომლებიც კანის მასირებულ უბანზე მდებარეობენ, არამედ გვერდით მდებარე უბნებშიც. მასაჟის ასეთი დრენირებადი მოქმედება აიხსნება მასირებულ სისხლძარღვებში წნევის დაცემით. მასაჟის შედეგად იმატებს კანისა და კუნთების ტონუსი, ამიტომ მასაჟი გავლენას ახდენს კანის გარეგნობაზე, ხდის მას გლუვსა და ელასტიურს. მასაჟის შემდეგ კანის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება დადებით გავლენას ახდენს საერთოდ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე.

 

მასაჟის ზემოქმედება სახსრებზე

სასახსრე ჩანთას ორი შრე აქვს: შიდა (სინოვიალური) და გარე (ფიბროზული). სინოვიალური სითხე, რომელსაც შიდა შრე გამოყოფს, ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს იმ ხრტილოვანი ქსოვილის კვებას, რომლითაც ძვლების სასახსრე ზედაპირებია დაფარული. გარე შრის სიღრმეში ან მის გვერდით მდებარეობენ იოგები.

მასაჟის ზემოქმედებით უმჯობესდება სახსრისა და ახლომდებარე ქსოვილების სისხლით მომარაგება, ჩქარდება სინოვიალური სითხის წარმოქმნა და მოძრაობა, შედეგად იოგები უფრო ელასტიური ხდება.

მუხლის ტკივილის მკურნალობა მასაჟის გამოყენებით.

გადატანილი გადატვირთვისა და მიკროტრავმების შედეგად სახსრებში შეიძლება დაფიქსირდეს ნაკლები მოძრაობა, შეშუპება, სასახსრე ჩანთების დანაოჭება, სინოვიალური სითხის შემადგენლობის ცვლა. სასახსრე ქსოვილების კვების გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია არა მარტო ამ მტკივნეული მოვლენებისაგან გათავისუფლება, არამედ მათი თავიდან აცილებაც. გარდა ამისა, დროულად ჩატარებული მასაჟი ხელს უშლის ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას, რომელსაც ართროზის წარმოქმნა შეუძლია.

მასაჟის ზემოქმედებით შეიძლება გაიზარდოს მოძრაობის ამპლიტუდა მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვისა და მალთაშუა სახსრებში.

 

მასაჟის ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე

მასაჟი გავლენას ახდენს პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კანის მასირების დროს ნერვული სისტემა პირველი რეაგირებს მექანიკურ გაღიზიანებაზე. ამასთანავე ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიდის იმპულსების მთელი ნაკადი იმ ორგანოების მრავალრიცხოვანი რეცეპტორებიდან, რომლებიც განიცდიან ზემოქმედებას, ტაქტილურ და სხვადასხვა ტემპერატურულ გაღიზიანებას.

მასაჟის ზემოქმედებით კანში, კუნთებსა და სახსრებში ჩნდება იმპულსები, რომლებიც აღიზიანებენ თავის ტვინის ქერქის სამოძრაო უჯრედებს და იმ უჯრედებს, რომლებიც შესაბამისი ცენტრების მოქმედების სტიმულირებას ახდენს.

ადამიანის სხეულის ზედაპირზე სეგმენტარული ინერვაციის სქემა გვეხმარება ნევრიტებისა და პოლინევრიტების ლოკალიზაციის დაზუსტებაში.

მასაჟის დადებითი გავლენა ნერვულ-კუნთოვან აპარატზე დამოკიდებულია მასაჟის მეთოდსა და ხასიათზე (მასაჟისტის ოსტატობაზე, მასაჟის ხანგრძლივობაზე და ა.შ.). ეს გავლენა გამოიხატება კუნთები შეკუმშვის სიხშირესა და მოდუნებაში, ასევე კან-კუნთოვან მგრძნობელობაში. ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ გადაჭრილი ნერვი უფრო სწრაფად აღდგება, თუ დაზიანებული ქსოვილების რეგულარული მასაჟი ჩატარდება. მასაჟის ზემოქმედებით ჩქარდება აქსონების ზრდა, ნელდება ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა და ნარჩენი პროდუქტების გაწოვა ხდება.

გარდა ამისა მასაჟის მეთოდები გვეხმარება მტკივნეული მგრძნობელობის შემცირებაში, ნერვების აღგზნებადობასა და ნერვში ნერვული იმპულსების გავლაში.

 

მასაჟის ზემოქმედება კუნთებზე

კუნთები შედგებიან კუნთოვანი ბოჭკოებისაგან, რომელთა ძირითადი თვისება აღგზნებადობა და შეკუმშვაა. დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ საკმარისია ათწუთიანი მასაჟი, რომ არა მხოლოდ აღდგეს კუნთების თავდაპირველი შრომისუნარიანობა, არამედ გაიზარდოს კიდეც ის. კუნთოვანი ბოჭკოების ასეთ რეაქციას მასაჟზე ხელს უწყობს სპეციალური ნერვული ბოჭკოების გაღიზიანება, რომლებიც შედიან კუნთოვანი კონის შემადგენლობაში შედიან.

ტიპური მტკივნეული წერტილების ლოკალიზაცია ფიბრომიალგიის დროს (კუნთების ტკივილი).

მასაჟის ზემოქმედებით კუნთებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მჟანგავ-აღმდგენი პროცესები: იზრდება ჟანგბადის მიწოდების სიჩქარე და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გაქრობა. შედეგად ქრება კუნთების გახევების, ტკივილისა და შესიების შეგრძნება.

 

მასაჟის ზემოქმედება სასუნთქ სისტემაზე

გულმკერდის მასაჟის სხვადასხვა სახე (ზურგის, კისრისა და ნეკნთაშუა კუნთების, დიაფრაგმის ნეკნებთან მიმაგრების უბნების კუნთების ზელა) აუმჯობესებს სასუნთქ ფუნქციას და ხსნის სასუნთქი მუსკულატურის გადაღლილობას.

დროის განსაზღვრული შუალედებით ჩატარებული რეგულარული მასაჟი დადებით გავლენას ახდენს ბრონქების გლუვ მუსკულატურას, ხელს უწყობს პირობითი რეფლექსების წარმოქმნას.

გულმკერდზე ჩატარებული მასაჟის ძირითადი მოქმედება (დარტყმა, ნეკნთაშუა შუალედების ზელა) გამოიხატება სუნთქვის რეფლექტორულ გაღრმავებაში და ბრონქების დრენაჟული ფუნქციის გაუმჯობესებაში (ფილტვებიდან სისველის გამოდენის გაუმჯობესებით).

 

მასაჟის სახეები

 

სპორტული მასაჟი

მასაჟის ეს სახე გამოიყენება სპორტსმენის ფუნქციონალური მდგომარეობის, მისი სპორტული ფორმის, გადაღლილობის მოხსნის, ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის, ტრავმებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პროფილაქტიკისათვის. სპორტული მასაჟი იყოფა მოსამზადებელ (სამობილიზაციო) და აღმდგენ მასაჟებად.

მოსამზადებელი (სამობილიზაციო) მასაჟი ტარდება წვრთნის (შეჯიბრების) წინ. მისი მიზანია ნერვულ-კუნთოვანი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მომზადება, გამომუშავების პროცესის დაჩქარება, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების პროფილაქტიკა. მოსალოდნელი სამუშაოს ხასიათიდან, სპორტის სახეობიდან, სპორტსმენის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე განასხვავებენ დამამშვიდებელ და მატონიზირებელ მასაჟს.

აღმდგენი მასაჟი კეთდება დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის შემდეგ. აღმდგენი მასაჟის ამოცანაა სპორტსმენის ფუნქციონალური მდგომარეობის აღდგენა, ფიზიკური შრომისუნარიანობის მომატება, საერთო დაღლილობის მოხსნა. როგორც წესი, ტარდება საერთო აღმდგენი მასაჟი, იშვიათად კი ადგილობრივი მასაჟი, მაგალითად, მოკრივეთა, გიმნასტების გამოსვლებს შორის შესვენებისას.

დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მასაჟს უნდა ჰქონდეს მსუბუქი ხასიათი, ხოლო დასვენების დღეებში მასაჟი უფრო ღრმაა. აღმდგენი მასაჟის გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია გადაღლილობის ხარისხზე, მომზადების ეტაპზე და სხვა ფაქტორებზე.

 

სამკურნალო მასაჟი

დღესდღეობით სხვადასხვა დაავადებისა და დაზიანების მკურნალობის ეფექტური საშუალებაა სამკურნალო მასაჟი, რომელიც მთელი ორგანიზმის ნორმალური მოქმედების აღდგენას უწყობს ხელს.

სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდია. სამკურნალო მასაჟის მოდიფიკაცია იცვლება ორგანიზმის ფუნქციონალური დარღვევების კვალდაკვალ.

სამკურნალო მასაჟს აქვს თავისი მეთოდიკა, ჩვენებები და უკუჩვენებები:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები:
    • ტრავმები
    • მასაჟი სკოლიოზების დროს
    • მასაჟი გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს
    • მასაჟი კისერ-გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს
    • მასაჟი რადიკულიტის დროს
    • მასაჟი დაჟეჟილობების დროს
    • მასაჟი მუხლისა და ტერფ-წვივის იოგების დაჭიმვის დროს
    • მასაჟი სახსრების მძიმედ მოძრაობის და კონტრაქტურების დროს
    • მასაჟი ამოვარდნილობების დროს
    • მასაჟი კიდურების ძვლებისა და მალების სხეულების მოტეხილობების დროს
    • მასაჟი ართროზების დროს
    • მასაჟი მუხლის სახსრის დეფორმირებადი ართროზის დროს
    • მასაჟი ტერფ-წვივის სახსრის დეფორმირებადი ართროზის დროს
    • მასაჟი იდაყვის სახსრის დეფორმირებადი ართროზის დროს
    • ტაკვის მასაჟი
    • მასაჟი ბრტყელტერფიანობის დროს
  • გულის დაავადებები:
    • მასაჟი ჰიპერტონიის დროს
    • მასაჟი სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური დისტონიის) დისფუნქციის დროს
    • მასაჟი გულის კუნთების ქრონიკული უკმარისობის დროს
    • მასაჟი სტენოკარდიის დროს
    • მასაჟი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
    • მასაჟი გულის მოქმედების დაქვეითების დროს
    • მასაჟი გულის მოულოდნელი გაჩერების დროს
  • ნერვული სისტემის დაავადებები:
  • კვების სისტემა:
    • მასაჟი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს
    • მასაჟი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს
    • მასაჟი მსხვილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის დარღვევების დროს
    • მასაჟი ჰემოროის დროს
  • სასუნთქი სისტემა
  • ენდოკრინული სისტემა

სამკურნალო მასაჟი, როგორც მანუალური თერაპიის წინ მოსამზადებელი პროცედურა, ხელს უწყობს კუნთების გახურებას, დაძაბულობის მოხსნას, პაციენტის რბილი ქსოვილების დაზიანებულ უბნებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩამონათვალი ზოგი ტიპური დაავადებისა, რომლებიც მასაჟისა და მანუალური თერაპიის გამოყენებით მკურნალობასაც მოითხოვენ:

  • ტკივილი ხელსა და კისერში ოსტეოქონდროზის დროს
  • ტკივილი ზურგსა დ ფეხში მალთაშუა დისკის თიაქრისა და პროტრუზიის დროს
  • კუნთოვან-ტონური სინდრომი (ფიბრომიალგია)
  • ნეკნთაშუა ნევრალგია
  • კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი
  • სახსრების ოსტეოართროზი
  • მხარ-ბეჭის პერიართროზი

 

კლასიკური მასაჟი

მასაჟის ეს სახეობა დაავადებების პროფილაქტიკისა და სხეულის მოვლის აქტიური საშუალებაა, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნებას, ჯანმრთელობის გაკაჟებას ემსახურება. კლასიკური მასაჟის წყალობით ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა და იმუნიტეტი იმატებს.