კისრის ტრავმა, ქალა-კისრის სინდრომი
კისრის შოლტისებრი ტრავმა, ქალა-კისრის სინდრომი
ქალა-კისრის სინდრომი - ესაა კისრისა და კეფის შეერთების ადგილის მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც თავის ან ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის, ან მათი იოგების აპარატში, მალთაშუა სახსრების, კისრის კუნთებში მტკივნეული რეცეპტორების გაღიზიანების თანხლებით ქრონიკული გადატვირთვის შედეგად ჩნდება.
კისერსა და კეფაში ტკივილის წარმოქმნის წყაროა ტრავმა ან ამ მიდამოების საყრდენი სტრუქტურების ქრონიკული გადატვირთვა (ხერხემლის სვეტის ტრავმა ან დაჟეჟილობა). ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმა წარმოქმნის დროის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავეც (საავტომობილო ავარიების, დაცემის, თავის მირტყმის ან თავში ჩარტყმის, დაცემისას კისრისა და კეფის დაჟეჟილობის შედეგად) და ქრონიკულიც (მჯდომარე სამუშაო, ბავშვის კვება და ხელით ხანგრძლივი ტარება და ა. შ.).
ხერხემლის კისრის ნაწილის და ქალა-კისრის შეერთების ადგილის მწვავე ტრავმა წარმოიქმნება დაცემის ან სხვა მოძრავ თუ უძრავ ობიექტებთან შეჯახების დროს. ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის ამგვარი მექანიზმი იწვევს მკვეთრ მოძრაობას კისერ-კეფის შეერთების ადგილას და მალთაშუა შესახსრებებში. ხერხემლის სვეტის ამ ტრავმის შედეგად ხდება კისრის იოგებისა და კუნთების (უკანა, წინა, გვერდითი ჯგუფები და მათი შეხამებები) დაჭიმვა.
ხანდახან ეს მოძრაობა იმდენად მკვეთრია, რომ ხერხემლის სვეტის კისრის ფიზიოლოგიურ ნორმას აღემატება. ამ დროს შესაძლოა იოგებისა და კუნთების გახლეჩა მალთაშუა სახსრების და კისრის С2 მალის კბილის ქვეღრძობით.
ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის ან დაჟეჟილობის დროს კისერსა და კეფაში ტკივილის ინტენსიურობის გამო პაციენტი ვერ ახერხებს ძილისათვის შესაფერისი პოზის შერჩევას.
ხერხემლის კისრის ნაწილის და კისერ-კეფის შეერთების ადგილის ქრონიკული ტრავმა ყალიბდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მონოტონური სტატიკური დატვირთვის გამო (მჯდომარე სამუშაო). ჯერ რაღაც დროის განმავლობაში ადამიანი განიცდის დისკომფორტს კისერსა და კეფაში. ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილში ტკივილის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს გადაციებამ, თავის მკვეთრმა მოძრაობამ (თავის მობრუნებამ გვერდზე ან უკან), ძილის დროს კისრის მოუხერხებელმა მდებარეობამ.
ტრავმის და ტკივილის ფონზე ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილში ხდება კისრის მალების განივ მორჩებში გამავალი ხერხემლის არტერიების გაღიზიანება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდა კისერსა და თავში (კეფა, საფეთქლები, თხემი, შუბლი) ტკივილისა, პაციენტების ასევე განიცდიან ვესტიბულარულ აშლილობას. ვესტიბულარული აშლილობა, როგორც ხერხემლის არტერიების გაღიზიანების შედეგი, გამოიხატება თავბრუხვევაში, სიარულის დროს მერყეობაში, გულისრევასა და ღებინებაში. ქალა-კისრის სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს ზოგიერთი ექიმი მცდარ დიაგნოზამდე მიჰყავს და მას თავის ტვინის შერყევად მიიჩნევენ.
ქალა-კისრის სინდრომის დროს შესაძლოა პაციენტი უჩიოდეს ყურებსა და თავში შუილისა და ჟღრიალის გაჩენას (კოხლეარული გამოვლინება), სახის კანის, კეფის, ყურის მიდამოს, ენის დაბუჟებას.
პაციენტი მალე იღლება. ძილის შემდეგ დილაობით არა აქვს გამოუძინებლობის შეგრძნება, ამის ფონზე ხანდახან უძილობას უჩივის. შრომისუნარიანობა და ყურადღება ქვეითდება, პაციენტი ადვილად გაღიზიანებადი ხდება.
სუბაქსიალური კისრის ტრავმის კლინიკური კლასიფიკაცია
ხერხემლის სვეტის კისრის დაზიანებული სუბაქსიალური (C3-C7) მალების კლინიკური კლასიფიკაცია მოიცავს შემდეგი ტიპის ტრავმებს:
- კომპრესიული მოტეხილობა
- მსხვრევადი მოტეხილობა
- კისრის ფლექსიურ-დისტრაქციული დაზიანება
- სასახსრე მორჩების ამოვარდნილობა (ცალმხრივი ან ორმხრივი)
- სასახსრე მორჩების მოტეხილობა
არსებობს აგრეთვე ხერხემლის სვეტის კისრის დაზიანების ალენისა და ფერგიუსონის კლასიფიკაცია, რომელიც გამოიყენება სპეციალურ ლიტერატურაში და სამედიცინო კვლევებში. ხერხემლის სვეტის კისრის სუბაქსიალური (C3-C7 მალების) დაზიანებების ეს კლასიფიკაცია ეფუძნება რენტგენოგრაფიისა და ტრავმის მექანიზმის მონაცემებს:
- ფლექსია-ზეწოლა
- ვერტიკალური ზეწოლა
- ფლექსია-დისტრაქცია
- სასახსრე მორჩის ქვეამოვარდნილობა
- სასახსრე მორჩების ცალმხრივი ამოვარდნილობა
- სასახსრე მორჩების ორმხრივი ამოვარდნილობა 50%-იანი გადაადგილებით
- სრული ამოვარდნა (100%-იანი ამოვარდნილობა)
- ექსტენზია-ზეწოლა
- ექსტენზია-დისტრაქცია
- გვერდითი ფლექსია
კისრის ტრავმისა და ქალა-კისრის სინდრომის დიაგნოსტიკა
კისრის ტრავმის მქონე პაციენტის ნევროლოგიურ გასინჯვზე შეიძლება გამოვლინდეს:
- მონორადიკულოპათიის სიმპტომები
- ზურგის ტვინის ზეწოლის სიმპტომები
მონორადიკულოპათია გვხვდება პაციენტებში ცალმხრივი ამოვარდნილობის დროს. C5-C6 მალების დონეზე სასახსრე მორჩების ცალმხრივი ამოვარდნილობა ჩვეულებრივ ვლინდება C6 ფესვის რადიკულოპათიის სახით. ამასთანავე პაციენტი უჩივის კუნთების სისუსტეს მტევნის გაშლის დროს, ასევე დაბუჟებას და თითებში ჩხვლეტას.
სეგმენტური ინერვაციის დარღვევა ადამიანის სხეულზე გამოიხატება რადიკულოპათიის და ზურგის ტვინის კომპრესიის დროს.
C6-C7 მალების დონეზე სასახსრე მორჩების ცალმხრივი ამოვარდნილობა ჩვეულებრივ ვლინდება C7 ფესვის რადიკულოპათის სახით. ამასთანავე პაციენტი უჩივის კუნთების (ტრიცეპსი) სისუსტეს იდაყვში ხელის გაშლის, მტევნის მოხრის დროს, ასევე დაბუჟებას და ჩხვლეტას საჩვენებელ და შუა თითებში.
ზურგის ტვინის ზეწოლის ნევროლიგიური სიმპტომები გვხვდება კისრის მალების ორმხრივი ამოვარდნილობების დროს. ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ქვეამოვარდნილობის მატების დროს.
კისრისა და ქალა-კისრის სინდრომის დიაგნოსტიკისათვის საჭირო მივმართოთ ექიმს ნევროლოგიურ გასინჯვაზე, რომლის დროსაც უნდა შეფასდეს ხერხემლის სვეტის კისრის ბიომექანიკა (მოძრაობის მოცულობა, კუნთების ძალა და ტონუსი, კისრის კუნთებში მიოფასციალური ტრიგერების არსებობა და ა.შ.).
გასინჯვის შედეგების მიხედვით შეიძლება დაისვას კლინიკური დიაგნოზი და დაინიშნოს მკურნალობა. დაუზუსტებელი დიაგნოზის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დიაგნოსტიკა:
- კისრისა და თავის ტვინის სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია
- ხერხემლის სვეტის კისრის რენტგენოგრაფია ფუნქციონალური ტესტებით
- ხერხემლის სვეტის კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
კისრის ტრავმისა და ქალა-კისრის სინდრომის მკურნალობა
ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემთხვევაში კისრის კუნთებსა და მალთაშუა სახსრებში შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადები მაშინ, როცა ჩვეულებრივ მკურნალობას დადებითი შედეგი არ მოაქვს. ჩვეულებრივ, სამკურნალო ბლოკადებისათვის საკმარისია ანესთეზირებადი საშუალებისა და კორტიზონის, დიპროსპანის ანდა კენალოგის მცირე დოზის (ნოვოკაინი, ლიდოკაინი), შეყვანა დაზიანებულ სახსარში.
ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ მეთოდთან ერთად ამ სამკურნალო ბლოკადებს კარგი და ხანგრძლივი ეფექტის მოცემა შეუძლიათ ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემდეგ თავის და კისრის ტკივილების დროს.
კისერსა და კეფაში ტკივილის, თავისა და კისრის (ხერხემლის სვეტის კისრის) ტრავმის შემდეგ თავბრუხვევის სირთულის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
- კისრის ბანდაჟის ან კორსეტის ტარება (შანცის საყელო, ფილადელფიური საყელო)
- მედიკამენტოზური თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
- ბლოკადები - პრეპარატების ინექცია ტრიგერულ წერტილებში
- მანუალური თერაპია
- ფიზიოთერაპია
- სამკურნალო ტანვარჯიში
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ოპერატიული მკურნალობა
კისრის კორსეტის ტარება (ფილადელფიური საყელო) კარგია ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემდეგ დაჭიმული იოგებისა და კისრის ტრავმირებული სახსრების სამკურნალოდ.
კისრის სპეციალური კორსეტის (ფილადელფიური საყელოს) ან კისრის ბანდაჟის (შანცის საყელოს) ტარება ზღუდავს მოძრაობას დაჭიმულ იოგებსა და კისრის ტრავმირებულ სახსრებში ქალა-კისრის სინდრომის დროს. ამასთანავე კისრის კორსეტი (ფილადელფიური საყელო) და კისრის ბანდაჟი (შანცის საყელო) განტვირთავს კისრის (ხერხემლის სვეტის კისრის) გადატანილი ტრავმის შედეგად დაჭიმულ და დამცავი სპაზმის მქონე კუნთებს.
კისრის კორსეტის ტარება (ფილადელფიური საყელო) კარგია ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემდეგ დაჭიმული იოგებისა და კისრის ტრავმირებული სახსრების სამკურნალოდ.
კისრის სპეციალური კორსეტის (ფილადელფიური საყელოს) ან კისრის ბანდაჟის (შანცის საყელოს) ტარებით კისერსა და კეფაში ტკივილის სინდრომი გაცილებით სწრაფად ქრება, რასაც შედეგად მოსდევს მოძრაობის აღდგენა ხერხემლის სვეტის კისრის ტრავმის შემდეგ დაჭიმულ იოგებსა და კისრის ტრავმირებულ სახსრებში.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი