დეგენერაციული და მემკვიდრეობითი მიელოპათიები
სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი
სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი - ესაა ჩირქის დაგროვება ეპიდურალურ სივრცეში. მწვავე სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტის წარმოქმნის მიზეზია ბაქტერიული ინფექციის შეჭრა ჩირქოვანი კერებიდან (ფურუნკულები, კანქვეშა აბსცესები, პანარიციები, ფლეგმონები) ეპიდურალურ სივრცეში ლიმფურ გზების გავლით (იშვიათად ჰემატოგენურადაც).
ქალებში სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტის წარმოშობის შესაძლო მიზეზი შეიძლება გახდეს წინათ ჩატარებული გინეკოლოგიური მანიპულაცია. ყველაზე ხშირად ფიბრინი (ჩირქი) გროვდება უკანა ეპიდურალურ სივრცეში. თუ ჩირქგროვა შემოსაზღვრულია, შეიძლება ვისაუბროთ ეპიდურალურ აბსცესზე, ხოლო გაშლილი პროცესის შემთხვევაში - ფლეგმონზე. ხანდახან ინფექცია გადადის ტვინის გარსებში და ტვინის ნივთიერებაშიც კი და იწვევს მენინგომიელიტურ პროცესს.
სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტის დიაგნოსტიკა
მწვავე სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი სწრაფად ვითარდება. იქმნება საერთო მძიმე მდგომარეობა, შეციება, ტემპერატურა იწევს 39-40°-მდე. ავადმყოფებს ცნობიერება ჩვეულებრივ უნარჩუნდებათ. მათ აწუხებს ფესვური ხასიათის მწვავე ტკივილი, ტკივილი კეფისა და ხერხემლის არეში, ფიქსირდება ფესვური ხასიათის როგორც მგრძნობელობითი, ასევე მოძრაობის დარღვევები.
თუ სპინალური ეპიდურიტი არ ვრცელდება ზურგის ტვინზე და მასზე ზეწოლის სიმპტომები არ ჩანს, მაშინ პაციენტებს გამტარი აშლილობები არა აქვთ. ზურგის ტვინზე ზეწოლისა და მიელიტის წარმოქმნის დროს ჩნდება უხეში პარეზები, პარალიჩები, მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციების დარღვევები, ტროფიკული აშლილობები (ნაწოლები), უროსეპსისის სიმპტომატიკა.
სპინალური ეპიდურიტის დიაგნოსტიკის სამი ნიშანია: ჩირქოვანი ან ინფექციური კერის არსებობა, ფესვური სინდრომი და ზურგის ტვინზე ზეწოლის სინდრომი. ეპიდურიტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ლუმბალურ პუნქციას. ლუმბალური პუნქციის დროს ეპიდურიტის უეჭველი დამამტკიცებელი საბუთი არის ეპიდურალური სივრციდან გამომავალი ჩირქი.
ზურგის ტვინზე ზეწოლის არარსებობის შემთხვევაში სპინალური ეპიდურიტის დროს შეიძლება დაფიქსირდეს პლეოციტოზი თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (ლიკვორში), ლიკვორული სითხეების კომპრესიის დროს კი ფიქსირდება ცილა -უჯრედოვანი დისოციაცია.
ეპიდურალური სპინალური აბსცესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე.
სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტის მკურნალობა
სპინალური ეპიდურიტის მკურნალობის დროს საჭიროა მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენება. თუ კონსერვატიულ თერაპიას შედეგი არ მოაქვს, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
თუ სპინალური ეპიდურიტი არაა გავრცელებული ტვინის ნივთიერებასა და ხერხემალზე, მაშინ მისი მკურნალობა შეიძლება სასიკეთოდ წარიმართოს.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი