მენიუ

ხერხემლის არასტაბილურობა, მალების გადანაცვლება (სპონდილოლისტეზი)

ხერხემლის არასტაბილურობა, მალების გადანაცვლება (სპონდილოლისტეზი)

ხერხემლის არასტაბილურობა, მალების გადანაცვლება (სპონდილოლისტეზი) - ესაა მალებს შორის შესახსრების ერთ-ერთი მდგომარეობა, რომლის დროსაც წარმოიქმნება ზედმეტი მოძრაობა. ამას კი შეუძლია მიგვიყვანოს ნერვული ფესვების გაღიზიანებამდე, ზურგის ტვინის დაზიანებამდე, ზურგის ტვინის სისხლძარღვებზე (არტერიებსა და ვენებზე) ზეწოლამდე.

მალების გადანაცვლება, ანუ სპონდილოლისტეზი, ხერხემლის არასტაბილურობის დროს ნერვზე ზეწოლით.

ხერხემლის არასტაბილურობისა და მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) გაჩენის მიზეზი ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს შემდეგი ფაქტორები:

  • ტრავმები (საავტომობილო ავარიები, სიმაღლიდან ჩამოვარდნა, სიმძიმის აწევა და ა.შ.)
  • ხერხემალსა და ზურგის ტვინზე დიდი ოპერატიული ჩარევა (ზურგის ტვინის ამა თუ იმ ნაწილთან მიწვდომა საჭიროებს ვრცელ ოპერატიულ ველს, ეს კი ოპერაციის ჩამტარებელი ექიმისაგან მოითხოვს ავადმყოფის მალების რამდენიმე ნაწილის საკმაოდ მოცულობით ამოკვეთას)
  • ადამიანის სახსრებისა და იოგების აპარატის სისუსტე
  • ორსულობის დროს ხერხემლის ძვლების დამჭერი იოგების დასუსტება
  • ძვლის ტვინის სიმკვრივის ასაკობრივი ცვლილებები (ოსტეოპოროზი)

ხერხემლის არასტაბილურობისა და მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) გაჩენის მიზეზია იოგების სისუსტე, მალთაშუა დისკებისა და სახსრების დაზიანება.

ხერხემლის არასტაბილურობის, მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) დიაგნოსტიკა

ხერხემლის არასტაბილურობისა და მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) დიაგნოსტიკა ტარდება:

ამ დროს ვიზუალიზდება ხერხემლის არასტაბილურობისა და მამოძრავებელი სეგმენტის მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) ხარისხი და ხასიათი.

ხერხემლის სვეტის კისრის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს ლორდოზის გასწორება და С5 მალის წინ გადაადგილება С6 მალასთან მიმართებით (სპონდილოლისტეზი ნაჩვენებია ისრით) ხერხემლის არასტაბილურობის დროს.

ხერხემლის არასტაბილურობა და მალების გადანაცვლება (სპონდილოლისტეზი) გვხვდება ხერხემლის შემდეგ ნაწილებში:

  • ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილში
  • ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილში

მალების გადანაცვლება (სპონდილოლისტეზი) შეიძლება წარმოიშვას კისრის ტრავმის დროს ხერხემლის სვეტის კისრის იოგების აპარატის სისუსტის გამო.

სპონდილოლისტეზის სახეები (Wiltse-ის კლასიფიკაცია):

  1. ლისპლასტიკური სპონდილოლისტეზი
  2. ისთმიკური სპონდილოლისტეზი
  3. დეგენერატიული სპონდილოლისტეზი
  4. ტრავმატული სპონდილოლისტეზი
  5. პათოლოგიური სპონდილოლისტეზი
  6. იატროგენული სპონდილოლისტეზი

 

ხერხემლის არასტაბილურობის, მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) მკურნალობა

ხერხემლის არასტაბილურობისა და საერთოდ მალის ან მალების ნებისმიერი გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მალების გადანაცვლების ხარისხზე და მის შესაძლო კლინიკურ გამოვლინებებზე (დისკომფორტი, ტკივილი, კუნთების სისუსტე გადანაცვლების ზონის ქვევით, თავის ტვინის იშემიის ნიშნები და ა.შ.)

ხერხემლის არასტაბილურობისა და მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა სახის მანიპულაციებს ხერხემლის სტრუქტურებზე:

ხერხემლის არასტაბილურობისა და მალების გადანაცვლების (სპონდილოლისტეზის) ოპერატიული მკურნალობა მიზნად ისახავს სხვადასხვა სისტემებით (რომლებიც საიმედოდ და უსაფრთხოდ ასრულებენ ორი ან მეტი მოსაზღვრე მალის საყრდენის ფუნქციას) მალების სტაბილიზირებას.

ხერხემლის სვეტის კისრის არასტაბილურობის ოპერატიული მკურნალობა წინა სპონდილოდეზის მეთოდით კისრის მალების სხეულების ფირფიტით ფიქსაციის ხარჯზე.

ნაჩვენებია სხეულთაშორისი სპონდილოდეზის ოპერაცია (მეორე კეიჯის დაყენება), რითიც ხდება წელის მალების სტაბილიზაცია. გამოყენებული იქნა მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიული ტრანსფორამინალური მიდგომა ხერხემლის მარცხენა მხრიდან (ტრანსპედიკულარული ხრახნის მარჯვენა მხრიდან ჩახრახნის შემდეგ).

იხილეთ აგრეთვე