დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
ქვედა კიდურების კუნთების დამბლის (პარაპლეგიის) განვითარების მწვავე სტადიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საშარდე გზების მეორეული დაზიანების პროფილაქტიკას. შარდის ბუშტის არეფლექსიის (შარდის შეკავების თანხლებით) გამო ავადმყოფი მის ავსებას ვერ გრძნობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსის დაზიანება (m. detrusor) მისი ზედმეტი გაჭიმვის გამო. ამ გართულების თავიდან აცილების მიზნით ექიმი-უროლოგები ატარებენ შარდის ბუშტის დრენირებას და ამით ხელს უშლიან საშარდე გზების ინფექციების წარმოქმნას. ყველაზე კარგად ეს მიიღწევა შარდის ბუშტის პერიოდული კათეტერიზაციით, რომელსაც კვალიფიციური პერსონალი უნდა ასრულებდეს. ალტერნატიულ მეთოდად მიიჩნევა შარდის ბუშტის ხანგრძლივი დრენირება დახურული სისტემის ან სუპრაპუბიტალური დრენირების დახმარებით. მაგრამ დამბლის მქონე პაციენტისათვის ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციური გართულებების მაღალ სიხშირესთან.
მწვავე დაზიანებების მქონე პაციენტებს (განსაკუთრებით ისეთი დაზიანებების, რომლებიც სპინალურ შოკს იწვევენ) ხშირად სჭირდებათ გულ-სისხლძარღვთა სპეციალური თერაპია არტერიული წნევის აწევისა და დაწევის (ჰიპერტენზიისა და ჰიპოტენზიის) გამო. ამასთანავე აუცილებელია მათ გადასხმები გაუკეთდეს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დარღვევების კორექციის მიზნით. სრული განივი სპინალური დაზიანების მქონე ავადმყოფებისათვის პოტენციური გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა კუჭისა და ნაწლავების სტრესული წყლულები. ასეთ სიტუაციებში (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების არსებობის დროს) ეფექტურია ციტამედინითა და რანიტიდინით თერაპია.
ზურგის ტვინის დაზიანება კისრის მაღალ დონეზე იწვევს სხვადასხვა სირთულის სუნთქვის უკმარისობას ნეკნთაშუა კუნთებისა და დიაფრაგმის მუშაობის დარღვევის გამო. სუნთქვის ასეთი უკმარისობა მოითხოვს ხელოვნური ვენტილაციის ჩატარებას და ბრონქოპულმონალური გზების სანაციას, სუნთქვის არასრული უკმარისობის დროს ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობის მაჩვენებელი თუ 10-20 მლ/კგ-ზე ნაკლებია, მიზანშეწონილია დაინიშნოს ფიზიოთერაპია (ინჰალაციები) და გულმკერდის მასაჟი.
ფილტვების კოლაფსის (ატელეკტაზის) და გადაღლის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ზურგის ტვინის C5 სეგმენტის ქვევით მდებარე მასიური დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას კორსეტი უარყოფითი წნევით. სუნთქვის მძიმე უკმარისობის დროს ტრაქეის ინტუბაცია შემდგომი ტრაქეოსტომიით უზრუნველყოფს ტრაქეის მისაწვდომობას ვენტილაციისათვის და ნახველის გაწოვისათვის. ახალ პერსპექტიულ მეთოდად ითვლება დიაფრაგმული ნერვის ელექტროსტიმულაცია იმ პაციენტებში, რომელთაც პათოლოგიური პროცესი C5 დონეზე ან უფრო მაღლა აქვთ ლოკალიზებული.
კლინიკური სურათის სტაბილიზაციისათვის საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ავადმყოფის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მისი რეაბილიტაციის გეგმა შევიმუშაოთ. რეაბილიტაციის ენერგიული პროგრამა ხშირად კარგ შედეგს იძლევა ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებში და შესაძლებელს ხდის მათ დაბრუნებას სახლში ნორმალური ცხოვრების წესის გასაგრძელებლად.
ქვედა კიდურების დამბლის მქონე ავადმყოფებს ზოგი პროცედურის შესრულება თავადაც შეუძლიათ გარშემომყოფების დახმარებით.
პაციენტის ხანგრძლივ უძრაობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ქმნიან ფილტვების ემბოლიის წარმოქმნის მაჩვენებლებს:
- კანის საფარის მთლიანობის დარღვევები ზეწოლის უბნის ქვევით
- უროლოგიური სეფსისი
- ვეგეტატიური არასტაბილურობა
ავადმყოფისათვის საჭიროა სხეულის მდებარეობის ხშირი ცვლა (ყოველ 3 საათში), კანის აპლიკაციები დამარბილებელი ნივთიერებებით, რბილი თეთრეულისა და ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასის გამოყენება. სპეციალური კონსტრუქციის ფუნქციონალური საწოლების ამსუბუქებენ ავადმყოფის სხეულის მობრუნებას და სხეულის მასის უფრო თანაბრად გადანაწილებას. ამით ხსნიან დატვირთვას ძვლოვან შვერილებზე.
პაციენტის ზურგის ტვინის გავის სეგმენტების შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლებელია მიღწეულ იქნას შარდის ბუშტის ავტომატური დაცლა. თავიდან ავადმყოფები შარდავენ რეფლექტორულად კათეტერიზაციებს შორის ინტერვალებში, ხოლო მოგვიანებით სწავლობენ შარდის გამოყოფას სხვადასხვა გზით. თუ შარდის ნარჩენ მოცულობას შეუძლია შარდის ბუშტის ინფიცირებამდე მიყვანა, მაშინ აუცილებელია უროლოგიური პროცედურები ან მუდმივი კათეტერის დაყენება.
დამბლის მქონე პაციენტების უმრავლესობისათვის აუცილებელია ნაწლავების ფუნქციების კონტროლო და კვირაში სულ მცირე 2-ჯერ მაინც მათი დაცლის უზრუნველყოფა ნაწლავების დაჭიმვისა და გაუვალობის პროფილაქტიკის მიზნით.
გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია და ბრადიკინეზია ჩნდება უარყოფითი ზედაპირული სტიმულების, შარდის ბუშტის ან ნაწლავების დაჭიმვის, ან კიდევ ქირურგიული მანიპულაციების შედეგად განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ზურგის ტვინის კისრის ან გულმკერდის ზედა სეგმენტები. არტერიულ ჰიპერტენზიას შეიძლება თან ახლდეს ძლიერი სიწითლე და ოფლის პროფუზული გამოყოფა დაზიანების ზევით მდებარე უბნებში. ამ ვეგეტატიური აშლილობების მექანიზმი საკმარისად ცხადია არაა. ამის გამო საჭიროა ჰიპოტენზიური საშუალებების დანიშვნა, განსაკუთრებით ქირურგიული ოპერაციების დროს, თუმცა რეკომენდებული არაა ბეტა-ბლოკატორების გამოყენება. ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ზოგ ავადმყოფს მკვეთრი ბრადიკარდია უჩნდება ნახველის ასპირაციის დროს ტრაქეის სანაციის შედეგად. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ატროპინის მცირე დოზის შეყვანით.
საშიში გართულება ადრეულ პერიოდში არის ფილტვების არტერიის ემბოლია უმოძრაობის ფონზე. ფილტვების არტერიის ემბოლია დამბლის მქონე პაციენტებში ფიქსირდება ზურგის ტვინის მწვავე ტრავმის შემდეგ შემთხვევათა დაახლოებით 30 %-ში.
ნეიროტროფიკული ნაწოლები - ესაა ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (ზურგის ტვინზე ზეწოლით) შემდეგ ინერვაციის დარღვევის შედეგი.
დეტალური ცნობები ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის, ზურგის ტვინის მძიმე დაავადებების დროს ორთოპედიული აპარატების გამოყენების შესახებ უნდა დაზუსტდეს პაციენტის მკურნალ ექიმთან (ნეიროქირურგთან, უროლოგთან, რეაბილიტოლოგთან, თერაპევტთან). სპინალური ტრავმის დროს ორთოპედიული სტაბილიზაცია ტარდება მხოლოდ კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი