მენიუ

სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი

სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)

სპონდილოართროზი დისტროფიული პროცესია, რომელიც აზიანებს ადამიანის ხერხემლის სვეტის მალათაშორის სახსრებს (იგივე სასახსრე მორჩების შორის, რკალ-მორჩთა ან ფასეტური სახსრები). სახსრების ზედაპირებისა და მალთაშუა სახსრების კაფსულების დაზიანების განვითარების საწყის სტადიაში სპონდილოართრიტს წინ უსწრებს ამ სახსრების ართრიტი (ანთება). მალთაშუა სახსრების სპონდილოართრიტის განვითარება თანდათან ხდება და ზრდასრულ ასაკში შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური ხასიათი. მალთაშუა სახსრების გადაგვარებას ხელი შეიძლება შეუწყოს ტრავმამ და ხერხემლის სამოძრაო სეგმენტებში ქრონიკულმა გადატვირთვამ.

სპონდილოართროზი ყველაზე მეტად აზიანებს ხერხემლის მალთაშუა სახსრების იმ უბნებს, სადაც მოძრაობის მოცულობა მაქსიმალურია. მალთაშუა სახსრების სპონდილოართრიტი ყველაზე მეტად ვითარდება ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილებში, სადაც ხდება მოხრა, გაშლა, მობრუნება და ტრიალი.

მალების სხეულების მალთაშუა სახსრების სპონდილოართრიტის განვითარება თანდათან ხდება და ზრდასრულ ასაკში შეიძლება ფიზიოლოგიურ ხასიათს ატარებდეს.

სპონდილოართრიტი მალთაშუა სახსრების დაზიანების ყველაზე ხშირი ტიპია. მალთაშუა სახსრების ოსტეოართრიტი (სპონდილოართრიტი), როგორც წესი, ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება. დაავადება განვითარდეს ხერხემლის სვეტის ნებისმიერ ნაწილში (კისრის, გულმკერდის, წელის). ყველაზე ხშირად მალთაშუა სახსრების ოსტეოართრიტით (სპონდილოართრიტით) პაციენტებს უზიანდებათ ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილები ამ დაავადების სიმპტომების შესაბამისი ლოკალიზაციით.

მალთაშუა სახსრების ოსტეოართრიტით (სპონდილოართრიტით) დაავადებულები უჩივიან ხერხემლის ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. ამასთანავე აღინიშნება მოძრაობის შეზღუდვა და გაძნელება მალთაშუა სახსრებში. მალთაშუა სახსრების ოსტეოართრიტის (სპონდილოართრიტის) მქონე პაციენტებს არასპეციფიკური სიმპტომები (გადაღლა, უგუნებობა, ტემპერატურის მატება) არ აღენიშნებათ. უმოძრაობის მდგომარეობაში ტკივილი ქრება.

დაავადების სიმპტომების გამოხატულობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს ხერხემლის რენტგენოგრაფიის მონაცემებს. ამავე დროს საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ოსტეოფიტის მნიშვნელოვანი ზრდა მალებს შორის წანაზარდების, თხემებისა და შენაერთების წარმოქმნით, ოღონდ ტკივილის გარეშე. იმ ცვლილებებმა, რომლებიც ახასიათებს ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილების მალთაშუა სახსრებს ოსტეოართროზის (სპონდილოართროზის) დროს, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის ნერვების ფესვებზე, რაშის კუდზე ან ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასეთ სიტუაციაში სპონდილიტის ფონზე პაციენტს უყალიბდება მიელოპათია ან რადიკულოპათია.

მალების სხეულების მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზის დროს იცვლება სახსრების ზედაპირები და სახსრის კაფსულები.

სპონდილიტის დროს წარმოქმნილი ნერვული ფესვების მრავლობითი რადიკულოპათია ხერხემლის სვეტის წელის დონეზე ჰიპერტროფიული ართრიტის სახეობაა. ხერხემლის სვეტის წელის არის ქვედა ნაწილის (LIV და LV მალების დონეზე) თანდაყოლილი სივიწროვის არსებობისას პაციენტს უჩნდება მიდრეკილება მალთაშუა დისკების დაზიანებისაკენ ან სპონდილოართროზისაკენ. მალთაშუა სახსრების ოსტეოართროზი (სპონდილოართროზი) პროგრესირდება ხერხემლის არხის სივრცის შევიწროებით (სტენოზით). სტენოზი იწვევს ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის ზურგის ტვინის ნერვების ფესვებზე მექანიკურ ზეწოლას და ხერხემლის არხის დაცობასაც (ოკლუზიასაც) კი. ნერვული ფესვები იჭყლიტება მალის სხეულის უკანა ზედაპირსა და ყვითელ იოგს შორის სივრცეში. წელის ტკივილთან ერთად ავადმყოფს უვითარდება სისუსტე ფეხებში, ქვეითდება აქილევსისა და მუხლის რეფლექსი, ჩნდება ტერფების და წვივების გაშეშება და პარესტეზია. სიარულის ან დგომის დროს წელის ლორდოზის გასწორება პროვოცირებას უკეთებს ან ზრდის პაციენტის უკვე არსებულ ნევროლოგიურ სიმპტომებს, ხოლო, პირიქით, წელის მოხრას შეუძლია ამ სიმპტომების გაქრობა. კლინიკური სიმპტომატიკა და თანამდევი ტკივილის შეტევები შეესაბამება ე.წ. ხანგამოშვებით კოჭლობას ზურგის ტვინის დაავადებების დროს.

მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზის მქონე პაციენტები ხშირად უჩივიან დილაობით ტკივილს, სიმძიმისა და შებოჭილობის შეგრძნებას კისერსა და წელში, რომელიც გაივლის ათიდან წუთიდან ერთ საათამდე დროის ინტერვალში პაციენტის „გახურების“, გავლა-გამოვლის შედეგად.

დაავადების გამწვავების სტადიაში ჩნდება მკვეთრი ტკივილი კუნთების შებოჭილობით. ტკივილზე ასეთი დამცავ კუნთოვან რეაქციას, რომელიც იწვევს ტანადობის ცვლილებას და ტკივილსაწინააღმდეგო პოზის (ანტალგიური სკოლიოზის ) წარმოქმნას მოძრაობის შეზღუდვით, შემდგომში შეუძლია თავისთავად გახდეს პაციენტისათვის პრობლემის წყარო, თუ მკურნალობა არ იქნება კორექტული. შესაძლოა მეორეულის კუნთოვან-ტონური სინდრომის ჩამოყალიბება ფიბრომიალგიითა და ტიპური ტრიგერული წერტილებით კუნთების კონაში.

ხერხემლის არხის სივრცის სტენოზი (შევიწროება) ზურგის ტვინზე ზეწოლის თანხლებით უკანა განივი და ყვითელი იოგის ჰიპერტროფიით.

სპონდილოართროზის, მალთაშუა სახსრის ართროზის (ოსტეოართროზის) დიაგნოსტიკა

სპონდილოართროზის ან ხერხემლის მალთაშუა სახსრების ართროზის დიაგნოსტიკა დღეს სირთულეს არ წარმოადგენს. ექიმთან კონსულტაციის დროს ტიპური ჩივილების არსებობის და ხერხემლის ბიომექანიკის გარეგანი დათვალიერების შედეგების მიხედვით შეიძლება გაჩნდეს ეჭვი მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზის შესახებ. სახსრების დაზიანების დონის ვიზუალიზაციის მიზნით ინიშნება ხერხემლის მიმოხილვით რენტგენოგრაფია. უფრო რთულ დიაგნოსტიკურ სიტუაციებში შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოს ხერხემლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებს ცვლილებებს მალის სხეულების მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზის დროს.

სპონდილოართროზის დიაგნოზი დგინდება ავადმყოფობის ისტორიისა და ხერხემლის რენტგენოგრაფიის მონაცემების მიხედვით. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ავადმყოფს ენიშნება მიელოგრაფია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამ აპარატული დიაგნოსტიკური პროცედურების დროს ავადმყოფს უვლინდება ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის არხის შევიწროება (სტენოზი)

ხერხემლის რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზის დროს.

 

სპონდილოართროზის, მალთაშუა სახსრის ართროზის (ოსტეოართროზის) მკურნალობა

მალთაშუა სახსრების სპონდილოართრიტის მკურნალობა პაციენტის დაზიანებულ სასახსრე ზედაპირებზე ზემოქმედების რამდენიმე ფაქტორისაგან შედგება. მალთაშუა სახსრების სპონდილოართრიტის სტანდარტული მკურნალობა გრძელდება 1-დან 3 კვირამდე და მოიცავს:

  • მედიკამენტოზურ თერაპიას (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანალგეტიკებს, ჰორმონებს)
  • ფიზიოპროცედურებს დაზიანებული სახსრის პროექციაზე
  • მანუალურ თერაპიას
  • მასაჟს
  • სამკურნალო ბლოკადებს
  • ხერხემლის დაჭიმვას (ოღონდ მწვავე სტადიაში ამ პროცედურის შესრულება არ შეიძლება)
  • სამკურნალო ტანვარჯიში და ცურვა (მკურნალობის ძირითადი კურსის გავლის შემდეგ)

სასურველია რამდენიმე სამკურნალო კურსის ჩატარება მაშინაც კი, თუ სპონდილოართროზის მქონე პაციენტს არ აღენიშნება დაავადების გამწვავება. ამით ხერხდება ტკივილის სინდრომის გამეორების რისკის შემცირება და სპონდილოართრიტის მკურნალობის პროცესის წლობით გაწელვის თავიდან აცილება.

ჩატარებული მკურნალობის პროცესში მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზის დროს გამქრალი მოძრაობების მოცულობის აღდგენა თავიდან გვაცილებს მალთაშუა დისკების დროზე ადრე დაშლას, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილებში დისკების თიაქრებისა და პროტრუზიების ჩამოყალიბება.

სპონდილოართროზის მკურნალობისას შეშუპების, ანთების, ტკივილის გაქრობა და წელის ნაწილის მალთაშუა სახსრებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

ფასეტურ სახსრებში შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადები, როცა სპონდილოართრიტის ჩვეულებრივი მკურნალობა არ იძლევა დადებით ეფექტს. სპონდილოართრიტის მკურნალობის ამ მეთოდიკისათვის, როგორც წესი, საკმარისია ანესთეზირებადი საშუალებისა და კორტიზონის დაბალი დოზის შეყვანა დაზიანებული სახსრის სივრცეში. ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ მეთოდთან ერთად ამ ინექციებს ხანგრძლივი ეფექტის მოცემა შეუძლიათ წელისა და გავის ტკივილების დროს.

სპონდილოართრიტის შემთხვევაში სახსრის ტკივილის სინდრომის მოხსნის დროს არაეფექტური მკურნალობისას პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს სპონდილოართროზით დაზიანებული მტკივნეული დაბოლოებების მინიმალურად ინვაზიური რადიოსიხშირული დესტრუქცია. ეს პროცედურა ადვილად გადაიტანება და სრულდება ამბოლატორიულ პირობებში, არ მოითხოვს სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას.

ოპერაცია ჰემილამინექტომია ზურგის ტვინსა და ფესვებზე ზეწოლის დროს უკანა სიგრძივი და ყვითელი იოგის ჰიპერტროფიით.

ხერხემლის არხის შიგთავსის დეკომპრესიის ოპერაცია აქრობს ნერვებისა და ზურის ტვინის ზეწოლის სიმპტომებს. ხერხემლის ოპერაციის შემდგომი მოსალოდნელი არასტაბილურობის პროფილაქტიკისათვის ადგენენ დამასტაბილიზებელ სისტემებს. სპონდილიტის დროს წელის დონეზე ფესვების რადიკულოპათია ნევროლოგიური გამოვლინებებით ჰგავს ზურგის ტვინის კისრის მიელოპათიას. ზურგის ტვინის წელის ნაწილის ნერვული ფესვების რადიკულოპათია რაშის კუდის სინდრომით ვლინდება.

იხილეთ აგრეთვე