ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი), ხერხემლის ოსტეოფიტები
ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი), ხერხემლის ოსტეოფიტები
ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი) ყველაზე ხშირად ფიქსირდება ხერხემლის სვეტის წელის დონეზე, თუმცა გვხვდება კისრისა და გულმკერდის დონეზეც. ხერხემლის არხის სტენოზი დაკავშირებულია მალებში, ასევე ხრტილოვან და იოგურ წარმონაქმნებში (რომლებითაც ხდება ხერხემლის არხის ფორმირება) თანდაყოლილ ან შეძენილ ანატომიურ ცვლილებებთან (ძვლოვანი ოსტეოფიტები).
ხერხემლის არხის განივი კვეთის დავიწროება შეიძლება იყოს ძვლოვანი წარმონაქმნების (რკალების, სასახსრე მორჩების, მალების სხეულების უკანა ზედაპირის წანაზარდების ) ზომების გადიდების შედეგი. ან კიდევ ის შეიძლება გამოიწვიოს მალების გაბრტყელებამ და მათმა გადაადგილებამ ხერხემლის არხის სივრცეში.
ხერხემლის არხის შევიწროებას ასევე იწვევს უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფია, მალთაშუა სახსრების სასახსრე კაფსულების გასქელება, ხერხემლის არხის ფორმირებაში მონაწილე მალთაშუა დისკებისა და ფიბროზული რკალის გადაადგილება.
ხერხემლის არხის სტენოზი ყველა მხრიდან თანაბარზომიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ხერხემლის არხის შევიწროება წინიდან უკან. ხერხემლის არხის სტენოზი ასევე შეიძლება დაფიქსირდეს წელის ერთ ან რამდენიმე მალაში, მაგრამ გვხვდება ერთი მალის დონეზეც.
ხერხემლის არხის დავიწროება წინიდან უკან მიმართულებით შეიძლება განპირობებული იყოს მისი მეორეული სტენოზით, უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიით, სპონდილოლისტეზითაც. ხერხემლის არხის სტენოზის დასადგენად აუცილებელია არხის გაზომვა საგიტალურ სიბრტყეში. აბსოლუტურ სტენოზად ითვლება არხის დიამეტრის შემცირება 10 და მეტ მმ-მდე. 10-15 მმ სიდიდე შეესაბამება ნაწილობრივ სტენოზს. უკანა გასწვრივი იოგის ნორმალური სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს, ხოლო ყვითელი იოგისა - 3 მმ-ს.
კისრის დეგენერაციული მიელოპათია.
ხერხემლის არხის სტენოზი სპონდილოზის დროს ზურგის ტვინზე ზეწოლით ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დონეზე უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიით.
ხერხემლის სვეტის წელის მიდამოში ხერხემლის არხის სტენოზი (ლუმბალური სტენოზი) არის რაშის კუდის ნერვული ფესვების წარმავალი ქრონიკული კომპრესია. ხერხემლის სვეტის წელის მიდამოში ხერხემლის არხის სტენოზი (ლუმბალური სტენოზი) თავს იჩენს წელის დონეზე ხერხემლის არხის თანდაყოლილი სივიწროვისას, რომელიც ძლიერდება დისკის პროტრუზიისა და ხერხემლის სპონდილოზის შედეგად.
სტენოზის დროს ფიზიკური დატვირთვა იწვევს დუნდულების, თეძოებისა და ნაკუთალის მიდამოში ტკივილს, რომელიც გადაეცემა საჯდომი ნერვის გასწვრივ. ხერხემლის არხის სტენოზით გამოწვეული ტკივილი ავადმყოფს უმცირდება უმოძრაობის დროს. ეს ტკივილები მოგვაგონებენ სისხლძარღვებში არტერიული სისხლის მიმოქცევის შეფერხებით გამოწვეულ სიკოჭლეს. საჭიროა კონსულტაცია სისხლძარღვთა ქირურგთან, რათ გამოირიცხოს ქვედა კიდურების არტერიების დაავადებები. ხერხემლის არხის სტენოზის დროს ვლინდება ღრმა მყესის რეფლექსებისა და მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებზე, მაშინ როცა ქვედა კიდურების სისხლძარღვების ულტრაბგერით გამოკვლევაზე ცვლილებები არ ფიქსირდება. ხერხემლის სვეტის წელის მიდამოში ხერხემლის არხის სტენოზი (ლუმბალური სტენოზი) და კისრის მალების სპონდილოზი ხშირად ერთდროულად ვლინდება ერთსა და იმავე პაციენტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერიოდული სპაზმები და კუნთების ტოკვა (ფასციკულაცია) ფეხებზე კისრის მალების სპონდილოზის დროს.
ხერხემლის არხის სტენოზის (სპინალური სტენოზის), ხერხემლის ოსტეოფიტების დიაგნოსტიკა
ხერხემლის არხის სტენოზის დიაგნოსტიკისას ხერხემლის მიმოხილვით რენტგენოგრამებზე (სპონდილოგრამებზე) შეიძლება გამოჩნდეს გადიდებული ზომების სახსრების მორჩები, რკალების ძირების გასქელება, მალების სხეულების სიმაღლის დაწევა, სკლეროზირებული იოგების უბნები და ოსტეოფიტები. დადებით მიელოგრამებზე ჩანს ხერხემლის არხის თანაბარი ზომის ან დაჭიმული სახის დავიწროება რამდენმე დონეზე. დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს განივი კვეთების გაკეთებას სხვადასხვა დონეზე ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ხერხემლის არხის სტენოზის აღმოჩენილ დონეზე.
ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია ხერხემლის არხის სტენოზისას არსებულ ცვლილებების დემონსტრირებას ახდენს.
ხერხემლის არხის სტენოზის კლინიკურ სურათში შეიძლება აღმოჩნდეს მონორადიკულარული სიმპტომები (მალთაშუა დისკების პროტრუზიის და თიაქრების დროს, მომიჯნავე სახსრის მორჩების ზომების გადიდება, რომელსაც მივყავართ მალთაშუა ხვრელის კვეთის შემცირებამდე), ანდა კომპრესიულ-იშემიური მიელორადიკულოპათიის სიმპტომები, ანდა ზურგის ტვინის განივი დაზიანების სინდრომიც კი.
ყველაფერი იწყება ექიმთან ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვისას. ამ გასინჯვის შედეგებით შეიძლება დაინიშნოს შემდეგი ხანგრძლივი დიაგნოსტიკური პროცედურები:
- ხერხემლის სვეტის გავა-თეძოს ნაწილის რენტგენოგრაფია ფუნქციონალური სინჯებით,
- ხერხემლის სვეტის გავა-თეძოს ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია,
- ხერხემლის სვეტის გავა-თეძოს ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
თუმცა ხერხემლის არხის ნამდვილი სტენოზის ძირითადი სიმპტომია განგრძობითი ტკივილები ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში (არა აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს) ნერვული ფესვების გასწვრივ ირადიაციის გარეშე. წელის ტკივილი შეიძლება ატარებდეს მუდმივ ხასიათს და არ იცვლება სივრცეში სხეულის მდებარეობის შეცვლასთან ერთად. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ვითარდება წელის ლორდოზის გასწორება, ჩნდება სკოლიოზი, კუნთოვანი კონტრაქტურები და ხერხემლის ანტალგიური დეფორმაციები.
ფორამინალური სტენოზი გულისხმობს მალთაშუა ხვრელის შევიწროებას, რომლის მეშვეობითაც ნერვული ფესვები გამოდის ხერხემლის არხიდან. რადიოლოგიური მეთოდები, როგორიცაა მრტ ან კომპიუტერული ტომოგრაფია, ჩვეულებრივ გამოიყენება კიდურებში ფესვობრივი ტკივილის მქონე პაციენტებში ფორამინალური სტენოზის გამოსაკვლევად. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა გამოსახულებითი კვლევა.
ნერვული ფესვები მიემართებიან ხერხემლის არხიდან პერიფერიაზე მალთაშუა ხვრელების მეშვეობით. ფორამინალური სტენოზი არის დაავადება, რომელიც გამოიხატება ამ მალთაშუა ხვრელის შევიწროებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფესვობრივი ტკივილი და დაბუჟება კიდურებში, ფორამინალური სტენოზის გამოვლენა ხდება ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს.
კისრის მალების ფორამინალური სტენოზის შემთხვევაში გამოიყენება პარკი-ს (Park) კლასიფიკაცია, რომელიც აფასებს ნერვული ფესვის და მალთაშუა ხვრელის მდგომარეობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საგიტალურ ჭრილზე:
ხარისხი |
მრტ ცვლილებები |
არ აღენიშნება ფორამინალური სტენოზი და პერინევრული ცხიმის ობლიტერაცია | |
1 ხარისხი | < 50% პერინევრული ცხიმის ობლიტერაცია |
2 ხარისხი | > 50% პერინევრული ცხიმის ობლიტერაცია |
3 ხარისხი | მორფოლოგიურად შევიწროებული ნერვული ფესვი და მძიმე პერინევრული ცხიმის ობლიტერაცია |
წელის მალების ფორამინალური სტენოზის შემთხვევაში გამოიყენება ლი -ს (Lee) კლასიფიკაცია, რომელიც აფასებს ნერვული ფესვის და მალთაშუა ხვრელის მდგომარეობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საგიტალურ ჭრილზე:
ხარისხი |
მრტ ცვლილებები |
არ აღენიშნება ფორამინალური სტენოზი და პერინევრული ცხიმის ობლიტერაცია | |
1 ხარისხი | განივი ან ვერტიკალური შევიწროება პერინევრული ცხიმის ობლიტერაციით |
2 ხარისხი | პერინევრალური ცხიმის სრული ობლიტერაცია ფორამინალური შევიწროვებით ყველა მხრიდან, ნერვული ფესვის მორფოლოგიური ცვლილებების გარეშე |
3 ხარისხი | პერინევრალური ცხიმის სრული ობლიტერაცია და მორფოლოგიურად შევიწროებული ნერვული ფესვი |
ხერხემლის არხის სტენოზის (სპინალური სტენოზის), ხერხემლის ოსტეოფიტების მკურნალობა
ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობისას კლინიკურ გამოვლინების სირთულისა და წარმოშობის მიზეზების გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
- მედიკამენტოზური მკურნალობა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
- ბლოკადები - პრეპარატების ინექცია არხის ღრუში
- მანუალური თერაპია (კუნთოვანი, სახსრული და ფესვური ტექნიკა)
- ფიზიოთერაპია
- სამკურნალო ტანვარჯიში
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ოპერატიული მკურნალობა
ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობა განსხვავდება სიმპტომების სიმძიმის, სტენოზის ტიპისა და პაციენტის საერთო ჯანმრთელობის მიხედვით. ვარიანტები მოიცავს კონსერვატიულ მართვას ქირურგიულ ჩარევამდე, მზარდი აქცენტით მინიმალურად ინვაზიურ ტექნიკებზე. ქვემოთ მოცემულია ძირითადი მიდგომების გაფართოებული მიმოხილვა:
- მინიმალურად ინვაზიური დეკომპრესია: ეს პროცედურა გულისხმობს ყვითელი იოგის (ligamentum flavum) ნაწილის ამოკვეთა, რომელიც შეიძლება ჰიპერტროფირდეს (გასქელდეს) და ხელი შეუწყოს ხერხემლის არხის შევიწროებას. ადგილობრივი ანესთეზიით და სედაციით ჩატარებული, ის პაციენტებს საშუალებას აძლევს დარჩნენ ფხიზლად და უზრუნველყონ რეალურ დროში უკუკავშირი, რაც ზრდის ჩარევის უსაფრთხოებას და სიზუსტეს. გამოიყენება კანის მცირე ზომის ჭრილობება და სპეციალიზებულ ინსტრუმენტები ხერხემალზე წვდომისთვის, რაც ამცირებს მიმდებარე კუნთებისა და ქსოვილების დაზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურია ცენტრალური არხის სტენოზისთვის, რომელიც გამოწვეულია ყვითელი იოგის ჰიპერტროფიით, მისი წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია და შეიძლება ეფექტურად ვერ მოაგვაროს გვერდითი ჯიბეების ან ფორამინალური ტიპის სტენოზი.
- ლამინექტომია და მალების შერწყმა: ტრადიციული ქირურგიული მიდგომა, ლამინექტომია, გულისხმობს მალის რკალის (მისი უკანა ნაწილის) მოქვეთას ხერხემლის არხში მეტი სივრცის შესაქმნელად. იმ შემთხვევებში, როდესაც ხერხემლის არასტაბილურობას აქვს ადგილი - მაგალითად, დეგენერაციული სპონდილოლისტეზის დროს - ეს ჩარევა ხშირად ტარდება მალების შერწყმასთან ერტად. მალების შერწყმისთვის იყენებენ ძვლის იმპლანტს, ხრახნებსა და ღეროებს ორი ან მეტი მალის მუდმივი შეერთებისთვის, რაც ასტაბილურებს ხერხემალს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ეფექტურია, მას უფრო ხანგრძლივი აღდგენის პერიოდი სჭირდება და შეუძლია დამატებითი სტრესი შეუქმნას მიმდებარე ხერხემლის სეგმენტებს, რაც დროთა განმავლობაში ამ უბნებში დეგენერაციის დაჩქარებას გამოიწვევს.
- ფორამინოტომია: ეს ქირურგიული პროცედურა კონკრეტულად მიმართულია ნერვულ ფესვებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მალთაშუა ხვრელის გაფართოებით, რომლის მეშვეობითაც ნერვული ფესვები გამოდის ხერხემლის არხიდან. ფორამინოტომიის დროს ნეიროქირურგი აშორებს ძვალს, შემაერთებელ ქსოვილს ან სხვა სტრუქტურებს (როგორიცაა ძვლოვანი წანაზარდები ან დაზიანებული დისკის მასალა), რომლებიც ახდენენ ნერვულ ფესვებზე ზეწოლას, განსაკუთრებით ფორამინალური სტენოზის შემთხვევაში. ეს ჩარევა შეიძლება შესრულდეს როგორც დამოუკიდებელი პროცედურა ან ლამინექტომიასთან ერთად, სტენოზის ხარისხის მიხედვით. ფორამინოტომია ხშირად ტარდება მინიმალურად ინვაზიური ტექნიკის გამოყენებით, რაც გულისხმობს მცირე ჭრილობებს და ენდოსკოპის ან მიკროსკოპის გამოყენებას სიზუსტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა ეფექტურად ებრძვის ფესვობრივ ტკივილს (მაგ., რადიკულიტი), მან შეიძლება ვერ მოაგვაროს ცენტრალური არხის ან გვერდითი ჯიბის სტენოზი, და, როგორც წესი, მოიცავს უფრო მოკლევადიან ჰოსპიტალიზაციას, ვიდრე ღია ტიპის ოპერაციები.
- წვეტიან მორჩებს შორის სივრცის უკანა გაფართოება/შერწყმა.: ეს ტექნიკა იყენებს მოწყობილობებს, რომლებიც მოთავსებულია წვეტიან მორჩებს შორის (მალების უკანა მხარეს ძვლოვანი წანაზარდები) ხერხემლის არხში სივრცის შესანარჩუნებლად და ნერვების დეკომპრესიისთვის. ამ ტექნიკას შეუძლია სამივე ტიპის სტენოზის (ცენტრალური, გვერდითი ჟიბეების და ფორამინალური) მოგვარება, რაც მას მრავალმხრივ ვარიანტად აქცევს. პროცედურა შეიძლება შესრულდეს მინიმალურად ინვაზიურად და ხელმისაწვდომია რამდენიმე სპეციალიზებული მოწყობილობა:
- Minuteman: მინიმალურად ინვაზიური იმპლანტი, რომელიც შეჰყავთ ლატერალური (გვერდითი) მიდგომით, რაც მხოლოდ კანის მცირე ჭრილობას მოითხოვს. ის შექმნილია ხერხემლის სტაბილიზაციისთვის, ბუნებრივი მოძრაობის ნაწილის შენარჩუნებისას.
- Zip: მოწყობილობა, რომელიც მიმაგრებულია წვეტიან მორჩებზე მცირე ჭრილობის შემდეგ, "ელვა"ვით იკვრება ადგილზე მალების ერთმანეთისგან დაშორების შესანარჩუნებლად. ისეთი ვარიანტები, როგორიცაა Zip 51, შექმნილია ხერხემლის სპეციფიკური დონეებისთვის, როგორიცაა L5-S1 სეგმენტი, რომელიც მიდრეკილია დეგენერაციისკენ.
- Flow Spine: ახალი, გაფართოებადი მოწყობილობა, რომელიც განლაგებულია ხერხემლის წინა მხარეს, პოტენციურად უფრო თანაბრად ანაწილებს ძალებს და ამცირებს სტრესს ძვალზე ტრადიციულ სპეისერებთან შედარებით.
გარდა ამ ქირურგიული ვარიანტებისა, კონსერვატიული მკურნალობა, როგორიცაა ფიზიოთერაპია, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები და ეპიდურული სტეროიდული ინექციები, შეიძლება რეკომენდებული იყოს სიმპტომების სამართავად, განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში ან პაციენტებისთვის, რომლებიც არ არიან ქირურგიული ჩარევის კანდიდატები.
ხერხემლის არხის სტენოზის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის საჭიროებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ პროცესის გავრცელებულობა. მალების ერთ ან ორ დონეზე და ფესვების კომპრესიის ცალმხრივ სიმპტომებზე ოპერაციის დროს შეიძლება გამოყენებული იქნეს ინტერლამინოტომია ან ჰემილამინატომია.
რამდენიმე დონეზე ხერხემლის არხის ნერვულ-სისხლძარღვოვანი წარმონაქმნების კომპრესიის ორმხრივი სიმპტომების დროს შეიძლება შესრულდეს ორმხრივი ჰემილამინექტომია წვეტიანი მორჩებისა და წვეტთაშუა იოგების შენარჩუნებით, ამოიჭრება ჰიპერტროფიული ყვითელი იოგი, ოსტეოფიტები. ხერხემლის არხის სტენოზის დროს მიზანშეწონილია პარალელურად ფორამინოტომიის ჩატარება. ხერხემლის არხის სტენოზის ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელია ხერხემლის დამასტაბილიზებელი მეტალოკონსტრუქციების გამოყენება.
ჰემილამინექტომიის ოპერაცია ხერხემლის არხის სტენოზის დროს (ზურგის ტვინზე ზეწოლით) ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დონეზე უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიით.
წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნაჩვენებია ხერხემლის არხის სტენოზი და ენდოსკოპიური დეკომპრესიის ოპერაციის შემდგომი პერიოდი L3-L4 და L4-L5 მალების დონეზე.
ხანდახან ხერხემლის არხის სტენოზის დროს მიზანშეწონილია ოპერაციის ორ ეტაპად გაყოფა. პირველ ეტაპზე სრულდება ზურგის ტვინის ყველაზე დაზიანებული ფესვების დეკომპრესია, ტარდება ინტენსიური ვაზოაქტიური და ნეირომასტიმულირებელი თერაპიის კურსი. და თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შეიძლება ჩატარდეს ოპერაციის მეორე ეტაპი - უფრო ფართო დეკომპრესია (ორმხრივი ჰემილამინექტომია) და ზურგის ტვინისა და ნერვული ფესვებისათვის შეიქმნას დამატებითი სათადარიგო სივრცეები ხერხემლის არხის სტენოზის დროს.
ხერხემლის არხის სტენოზი აწუხებს დაახლოებით 103 მილიონ ადამიანს მთელს მსოფლიოში და ხანდაზმულთა 11%-ს აშშ-ში. პირველი რიგის თერაპია არის აქტივობის მოდიფიკაცია, ანალგეზია და ფიზიოთერაპია. ეპიდურული სტეროიდების ინექციების გრძელვადიანი სარგებელი დადგენილი არ არის. შერჩეული პაციენტები მუდმივი ტკივილით და აქტივობის შეზღუდვით შეიძლება იყვნენ დეკომპრესიული ქირურგიის კანდიდატები.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი