ხერხემლის წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ხერხემლის წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ხერხემლის წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) - თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია.
გავა-წელის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს ხერხემლის სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, არამედ შეაფასოს კიდეც ზურგის ტვინის ან მისი ზოგიერთი სტრუქტურის (ნერვული ფესვების) ფიზიკურ-ქიმიური, პათოფიზიოლოგიური პროცესები. გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა ჩატარდეს ზურგის ტვინის ფუნქციონალური გამოკვლევა, შესრულდეს მისი არტერიის მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომელიც არ მოითხოვს სისხლძარღვის პირდაპირ პუნქციას (როგორც სელექტიური ანგიოგრაფიის დროს).
ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შეიძლება დანამდვილებით შეფასდეს იმ პაციენტების შემდეგი სტრუქტურების მდგომარეობა, რომლებსაც აწუხებთ ზურგის ან წელის ტკივილი, ან კიდევ ირადიაცია აქვთ ფეხში:
- მალთაშუა დისკები - დისციტი (მალთაშუა დისკის ანტებიტი პროცესი), თიაქარი და პროტრუზია
- სახსრები და შესახსრებები (საკროილეიტი, სპონდილოართროზი, სპონდილიოზი, ბეხტერევის დაავადება და ა.შ.)
ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს უმეტეს შემთხვევაში საჭირო აღარაა ლუმბალური პუნქციის ჩატარება, რომელსაც ადრე ხშირად იყენებდნენ ნევროლოგები და ნეიროქირურგები ხერხემლისა და თავის ტვინის ინფექციური დაავადებებისა და ზოგი ტრავმატული დაზიანების დიაგნოსტიკაში.
ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ხერხემლისა და ზურგის ტვინის (წელის დონეზე) განვითარების თანდაყოლილი ანომალიები ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა მალის არასრული დახურვა (სპინა ბიფიდა), საკრალიზაცია და ლუმბალიზაცია, სპონდილოლისტეზი და ა.შ. ამ დაავადებებდიდან ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტის ზურგის ტკივილის მიზეზი.
ხერხემლის სვეტის წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- ხერხემლის სვეტის წელის მალების ოსრეოქონდროზი (ზურგის ტკივილის შემთხვევაში)
- ხერხემლის წელის არის დისკების თიაქარი და პროტრუზია (ფეხში გადაცემული ტკივილის შემთხვევაში)
- წელის მალებში გადასული სიმსივნის უჯრედების მეტასტაზები, რომლებსაც მოსდევს დამბლა ან ქვედა კიდურების კუნთების პარეზი და მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევა
- ჰემანგიომები მალების სხეულებში, ზურგის ტვინში და ხერხემლის არხის ეპიდურალურ სივრცეში - კავერნოზული, კაპილარული,ვენოზური, არტერიოვენური მალფორმაციები
- ხერხემლის არხის სტენოზი
- წელის მალების ტრავმები (ხერხემლის მოტეხილობები, ამოვარდნა ან ხერხემლის არასტაბილურობა)
ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი, დავინახოთ იოგები, ეპიდურალური სივრცე (ეპიდურიტის დროს ეს მნიშვნელოვანია) და ცალკეული ნერვული ღეროებიც კი, რომლებიც ხერხემლის სვეტის არხიდან გამოდიან.
ასეთი რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ნეიროქირურგს ოპერაციის დაგეგმვის და ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლების დროს.
დიაგნოზის ადრეული და ზუსტი დასმა საშუალებას იძლევა თვის დროზე დაიწყოს ხერხემლის დაავადებების მკურნალობა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით შესაძლებელია ერთდროულად დემონსტრირდეს:
- ზურგის ტვინი და ხერხემალის სვეტი დიდ მანძილზე ზურგის ტვინის სივრცეში კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფიის) გარეშე
- ზურგის ტვინისა და ხერხემლის სვეტის (გარსები, ფესვები, სისხლძარღვთა სიმსივნეები, თავად ზურგის ტვინი) სიმსივნეთა ზომა და ლოკალიზაცია
- მალთაშუა დისკების მდგომარეობა (თიაქარი და პროტრუზია)
- მალთაშუა სახსრებსა და მალების სხეულების მდგომარეობა
დღესდღეობით ზურგის ტვინისა და ხერხემლის სვეტის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა მიელოგრაფია და ხერხემლის სევტის კომპიუტერული ტომოგრაფია.
დიფერნციალური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის დროს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დონეზე განივი ჭრილების მიღებას, როგორც ხერხემლის არხის სტენოზისა და სხვა შემთხვევებში.
ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 და 3,0 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).
რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია 1.5 და 3 ტესლა აპარატებზე. კვირა დღეს 1.5 ტესლა აპარატზე გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. 3 ტესლა აპარატზე ფასდაკლება არ ვრცელდება. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
1.5 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მენჯის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 470 GEL | 376 GEL |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
3 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 570 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
იხილეთ აგრეთვე
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (უკონტრასტო და კონტრასტის გამოყენებით)
- ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინის სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (არტერიები, ვენები, ვენური სინუსები)
- ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის და აორტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მამაკაცის, ქალის)
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია