მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ტარდება ამ ანატომიური ადგილის წინასწარი ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობებია:
- არაჩვეულებრივად მაღალი დიაგნოსტიკური ეფექტურობა, რომელსაც ვერ შეედრება სხვა კლინიკური დიაგნოსტიკური ტესტები
- გამოკვლევის უსაფრთხოება (სხივური დატვირთვა არ ხდება) - გამოკვლევისას არ გამოიყენება რენტგენის გამოსხივება, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენოდიაგნოსტიკისაგან განსხვავებით
- მაღალი გარჩევადობა - მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე შეიძლება დავინახოთ რამდენიმე მილიმეტრის ზომის ობიექტები და შესაძლებელია აგრეთვე გამოსახულების მიღება ნებისმიერ პროექციაში
- ნორმალური და ასევე პათოლოგიის მქონე ნებისმიერი ქსოვილის ვიზუალიზაცია
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მამაკაცებსა და ქალებში საჭირო ხდება შემდეგ შემთხვევებში:
- მენჯის ტრავმატული დაზიანება
- როცა ეჭვი აქვთ შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ან პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) სიმსივნეზე
- როცა სურთ შეაფასონ მენჯის ორგანოების სიმსივნეების გავრცელება მიმდებარე სტრუქტურებში
- გავის არეში ტკივილი (საკროდინია)
- რეგიონალური ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება
შესაძლოა არსებობდეს მცირე მენჯის ორგანოების პათოლოგიათა განვითარების რამდენიმე მიზეზი:
- ანთება (ადნექსიტი, ენდომეტრიტი, პროსტატიტი, პროკტიტი, ორქიტი, ვეზიკულიტი)
- სიმსივნური ან სხვა პროლიფერატიული პროცესები (მიომა, პროსტატიის ადენომა, სწორი ნაწლავის პოლიპი და სხვა)
- სისხლძარღვთა პათოლოგიასთან დაკავშირებული დაავადებები (ჰემოროი)
- გამწვავებები (საკვერცხეების აპოპლექსია, შარდის ბუშტის გახეთქვა და სხვა)
- შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებები
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით შესაძლებლია ყველა ამ პათოლოგიური პროცესის ამოცნობა და დიფერენცირება.
სასურველია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევა ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე, რომლის სიმძლავრეც 1,5 ტესლაა. ზოგ შემთხვევაში პროცესის ხასიათისა და გავრცელებულობის შესაფასებლად თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანა.
ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისნ გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).
წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოს დროს მაგნიტირ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება ხდება ონკოლოგიური პროცესის ლოკალური და რეგიონალური სტადიების გამოსაკვლევად. წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მაღალი ეფექტურობა (დაახლოებით 88-90 %) ქმნის ამ მეთოდის გამოყენების საჭიროებას იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმსივნის ორგანოსგარე გავრცელების საშუალო და მაღალი რისკი აქვთ, რათა განისაზღვროს ლოკალური გავრცელების სტადია და ასევე დადგინდეს, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია.
ექიმების მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში პროსტატსპეციფიკური ანტიგენი >10 ნგ/მლ დონით აქვთ, აუცილებლად უნდა დაენიშნოთ წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით უფრო ზუსტად შეფასდეს რეგიონალური ლიმფური კვანძების მდგომარეობა და გამოვლინდეს მეტასტაზები მენჯის ძვლისა და ხერხემლის სვეტის წელის მალებში.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ მოითხოვს ავადმყოფის სპეციალურ მომზადებას, თუმცა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის სასურველია შარდის ბუშტის რაღაც რაოდენობით (არა მთლიანად) ავსება, ანუ გამოკვლევამდე არაა რეკომენდებული შარდის ბუშტის დაცლა.
იხილეთ შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკის დროსაც შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება:
- პროსტატის ადენომა (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია)
- ვარიკოცელე
- ვეზიკულიტი
- ჰიდრონეფროზი
- ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი)
- შარდკენჭოვანი დაავადება
- ორხიტი
- პიელონეფრიტი
- თირკმლის (შარდის) სინდრომი:
- ბილირუბინურია (ბილირუბინი შარდში)
- ჰემატურია (სისხლი შარდში)
- ჰემოგლობინურია (თავისუფალი ჰემოგლობინი შარდში)
- გლუკოზურია (გლუკოზა შარდში)
- კეტონურია (კეტონური სხეულები შარდში)
- მიოგლობინურია (მიოგლობინი შარდში)
- პიურია, ლეიკოციტურია (ლეიკოციტები შარდში)
- პორფირინურია (პორფირინი შარდში)
- პროტეინურია (ცილი შარდში)
- ცილინდრურია (ცილინდრები შარდში)
- პროსტატიტი
- ცისტიტი
რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია 1.5 და 3 ტესლა აპარატებზე. კვირა დღეს 1.5 ტესლა აპარატზე გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. 3 ტესლა აპარატზე ფასდაკლება არ ვრცელდება. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
1.5 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მენჯის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 470 GEL | 376 GEL |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
3 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 570 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
იხილეთ აგრეთვე
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (უკონტრასტო და კონტრასტის გამოყენებით)
- ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინის სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (არტერიები, ვენები, ვენური სინუსები)
- ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის და აორტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მამაკაცის, ქალის)
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია