მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)
მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)
მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) შესაძლოა და უნდა ჩატარდეს ბოლო თაობის ტომოგრაფებზე მაგნიტური ველის სიძლიერით 1,5 T (ტესლადან). სხივური დიაგნოსტიკის (რადიოლოგიის) განყოფილებაში ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგნიტური ველის სიძლიერით 1,5 T (ტესლა). ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).
მუცლის ღრუს ორგანოების - ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სასურველია ჩატარდეს ამ ანატომიური რეგიონის წინასწარი ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ. აგრეთვე სასურველია თან იქონიოთ წინა გამოკვლევის დროს მიღებული დასკვნა და გამოსახულებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იქნა აღმოჩენილი არავითარი პათოლოგია.
მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის და პანკრეასის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) ნაჩვენებია:
- ღვიძლის და ნაღვლის მილების პირველადი ან მეორადი სიმსივნის, ცხიმოვანი დისტროფიის, აბსცესების, მოცულობითი წარმონაქმნების (კისტები, მათ შორის პარაზიტული), ღვიძლის ციროზის არსებობის ეჭვის გამოჩენის დროს
- მექანიკური სიყვითლის კლინიკური სურათის დროს
- სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად
- გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატომეგალიის დროს
- ტრავმატული დაზიანების დროს
- ჰეპატო-ცერებრალური დისტროფიის დროს
- ნაღვლის სადინარში ქვების არსებობის ან გამორიცხვის მიზნით ქოლელითიაზის დროს
- მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის დროს
- მოცულობითი წარმონაქმნების, პირველადი და მეორადი სიმსივნის არსებობის ეჭვის გამოჩენის დროს
- მუცლის ღრუს პარენხიმატოზული ორგანოების იშემიური დაზიანების დროს
მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) აირჩევა მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოების პარენქიმული ფორმირებების დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.
დღევანდელ დღეს მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) არის ყველაზე ინფორმატიული მეთოდი ღვიძლის კეროვანი დაზიანებების (მეტასტაზის, ჰემანგიომის, ადენომების, კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზიის, ჰეპატოცელულური კარცინომის და სხვა სიმსივნეებისა და სიმსივნის მსგავსი პროცესების) დიაგნოსტიკასა და დიფერენციაციისათვის.
მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) კარგად ავლენს პანკრეასის მკვრივ და კისტოზურ სიმსივნეებს.
მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის 1,5 T (ტესლა) შესანიშნავი დამატება არის უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ჰოლანგიოპანკრეატოგრაფია ანუ ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის მილების მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაცია. ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ნათელი სიგნალი მხოლოდ თავისუფალი თხევადისგან (ნაღვლისგან) და არის დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური რეტროგრადული ჰოლანგიოპანკრეატოგრაფიის (რომელიც დაკავშირებულია გართულებების მაღალ სიხშირესთან) არაინვაზიური ალტერნატივა.
მაგნიტურ-რეზონანსული ჰოლანგიოგრაფია წარმატებით გამოიყენება ნაღვლის მილების ანომალიებისა და სტრიკტურების, სკლეროზირებადი ქოლანგიტის, ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკაში, ანუ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის მილებში კონკრემენტების (ქვების) აღმოჩენისათვის.
თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) ნაჩვენებია:
- უკუჩვენებების მქონე პაციენტებისათვის (იოდის შემცველი კონტრასტულების აუტანლობა ექსკრეტორული უროგრაფიის მიმართ)
- სხვა გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდების მიერ გამოვლენილი მოცულობითი წარმონაქმნების ბუნების გასარკვევლად (ჩვეულებრივი ანატომიური აგებულების დიფერენციაცია პათოლოგიური ცვლილებებისგან, აგრეთვე კისტების განსხვავება თირკმელებში სიმსივნეების წარმოქმნის დროს არსებული კისტოზური ცვლილებებისგან)
- იმ პაციენტებისათვის, ვისაც აქვთ თირკმელების სიმსივნის მანიშნებელი კლინიკური მონაცემები
- თირკმელის არეში პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტიკისათვის
- საშარდე სისტემის ანომალიური განვითარების ეჭვის გამოჩენის დროს
თირკმელების და თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია და საშუალებას გაძლევთ სპეციალური პროგრამის დახმარებით (პროგრამა მაღალმგრძნობიარეა ადენომებში უჯრედშიდა ცხიმის არსებობის მიმართ) მაღალი სიზუსტით განასხვავოთ ერთმანეთისგან ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები თირკმელზედა ჯირკვლებზე.
რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია 1.5 და 3 ტესლა აპარატებზე. კვირა დღეს 1.5 ტესლა აპარატზე გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. 3 ტესლა აპარატზე ფასდაკლება არ ვრცელდება. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
1.5 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მენჯის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 470 GEL | 376 GEL |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
3 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 570 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
იხილეთ აგრეთვე
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (უკონტრასტო და კონტრასტის გამოყენებით)
- ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინის სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (არტერიები, ვენები, ვენური სინუსები)
- ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის და აორტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მამაკაცის, ქალის)
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია