ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია. თანაც ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლელებები, არამედ შეაფასოს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილისა და მისი ცალკეული ნაწილების ფიზიკო-ქიმიური, პათოლოგიური პროცესები.
ხერხემლის განვითარების დეფექტები ყველაზე ხშირად გვხვდება კისრისა და გავა-წელის არეებში. კისრის არეში ატლანტის ოკციპიტალიზაციასა და C1 მალასთან მიმართებით C2 მალის გადაწევასთან ერთდროულად შეიძლება დაფიქსირდეს მოკლე კისრის (კლიპელ-ფეილის) სინდრომი. ამ დროს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას მალები წარმოადგენენ ძვლების უფორმო მასას. ასეთ ავადმყოფებს არა აქვთ კისერი (თავი პირდაპირ ტანზეა მიბმული), შეზღუდულია თავის მოძრაობა, თმების საზღვარი დაბალია, მათ აქვთ სქოლოიზი და კიფოსქოლოიზი.
კისრის დამატებითი ნეკნების სინდრომი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა გაციება, ტრავმა, ინფექცია. ხშირ შემთხვევაში კისრის დამატებითი ნეკნები თავს არ ავლენენ და მათ შემთხევევით პოულობენ ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს. კისრის დამატებითი ნეკნები კლინიკურად თავს იჩენს მხარში ნევრალგიური ტკივილით, რომელიც მაშინვე ვრცელდება მთელ ზედა კიდურზე.
ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი და ცალკეული ნერვული ღეროები და სისხლძარღვები, რომლებიც ხერხემლის სვეტის კისრის მალებში გადიან.
ასეთი რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ნეიროქირურგს ოპერაციების დაგეგმვასა და ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის კონტროლში.
კისრისა და კეფის არეში ტკივილისა და დისკომფორტის შემთხვევაში ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით დროული დიაგნოზის დასმა საშუალებას იძლევა დროულად დაიწყოს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილისა და ზურგის ტვინის დაავადებების მკურნალობა ამ ეტაპზე.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად ნაჩვენები იქნას თავად ხერხემალი და მის გარშემო დიდ მანძილზე არსებული რბილი ქსოვილები კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფია) გამოყენების გარეშე, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს სიმსივნის ადგილმდებარეობა და ზომა, სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთებისა და მყესების მდგომარეობა.
დღესდღეობით ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.
ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:
- ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი
- ხერხემლის სვეტის კისრის ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- ხერხემლის სვეტის კისრის მალებში სიმსივნის და მეტასტაზების არსებობა
- ხერხემლის არხის სტენოზი
- ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ტრავმები (მოტეხილობა, ამოვარდნა და ხერხემლის არასტაბილურობა)
- ხერხემლის სვეტის კისრის მალების განვითარების ანომალიები ("მოკლე კისრის" კიპელ-ფეილის სინდრომი, კისრის დამატებითი ნეკნების სინდრომი)
ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).
რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია 1.5 და 3 ტესლა აპარატებზე. კვირა დღეს 1.5 ტესლა აპარატზე გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. 3 ტესლა აპარატზე ფასდაკლება არ ვრცელდება. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
1.5 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მენჯის ღრუს ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ | 365 GEL | 292 GEL |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 365 GEL | 292 GEL |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 470 GEL | 376 GEL |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
3 ტესლა მრტ ფასები:
დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
---|---|---|
თავის ტვინის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი ხერხემალის მრტ | 570 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
იხილეთ აგრეთვე
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (უკონტრასტო და კონტრასტის გამოყენებით)
- ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინის სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (არტერიები, ვენები, ვენური სინუსები)
- ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის და აორტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მამაკაცის, ქალის)
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია