მენიუ

სტაციონარი

"მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიის კლინიკის" პაციენტები, ოპერაციული ჩარევის ან მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია) საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნებიან "ნიუ ჰოსპიტალის" სტაციონარში.

სტაციონარში ტარდება ჩვენი პაციენტების დიაგნოსტიკა და იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც ესაჭიროებათ ოპერატიული მკურნალობა თანამედროვე ენდოსკოპიური ან მიკროსკოპიური ტექნიკით, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. სტაციონარში მოქმედებს სხვადასხვა კომერციული სადაზღვეო კომპანიების პოლისები.

სტაციონარში არის 150 მაღალტექნოლოგიური საწოლი ადგილი (24 ინტენსიური თერაპია -რეანიმაცია ICU) და ასევე თანამედროვე და უახლესი სამედიცინო აპარატურა მხოლოდ: გერმანიიდან, იაპონიიდან და ამერიკიდან. ფუნქციონირებს 16 სპეციალიზირებული განყოფილება, სადაც მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები. პაციენტებს და მათ ახლობლებს შეუძლიათ ისარგებლონ სტაციონარის უფასო 170 ადგილიანი ავტოსადგომით. სტაციონარი გვთავაზობს პაციენტზე მორგებულ სამუშაო საათები - 09:00-21:00.

სტაციონარის 16 სპეციალიზირებულ განყუფილებაში არის 150 მაღალტექნოლოგიური საწოლი ადგილი.

სტაციონარში გაერთიანებულია 4 ინსტიტუტი: მინიმალურ ინვაზიური ქირურგიის და ლაზერული ტექნოლოგიების თვალის მიკროქირურგიის ეროვნული ცენტრი, ასევე ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტები.

სტაციონარში არის თანამედროვედ აღჭურვილი პალატები, მოქმედებს პაციენტ-ექიმის საკომუნიკაციო სისტემა, პაციენტის 24 საათიანი მონიტორინგი და ასევე ხდება კვება მაგიდებით - ექიმ-დიეტოლოგის მეთვალყურეობით. ასევე სტაციონარში არის შემდეგი საოპერაციო ბლოკები: 7 გეგმიური საოპერაციო და 2 გადაუდებელი სტერილური და ლამინირებული ჰაერით, სრული სენსორული და დიგიტალური მართვით, ოპერაციის მსვლელობისას ვიდეო და აუდიო სრული მონიტორინგით.

სტაციონარში მოქმედებს 16 სამედიცინო სამსახური: ოფთალმოლოგია, ორთოპედია -ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, პედიატრია, დერმატოლოგია, ინტენსიური თერაპია და ანესთეზია, შინაგანი მედიცინა, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, რადიოლოგია, ლაბორატორია

  • ფემტო-ექსიმერ ლაზერი არის ყველაზე თანამედროვე 18 წამიანი პროცედურა ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის სამკურნალოდ
  • ჩვეულებრივი ლაზიკისგან განსხვავებით, პირველად ფემტო-ექსიმერ ლაზერის გამოყენებით რქოვანას კვეთა ხდება ლაზერული სხივით და არა ქირურგიული დანის გამოყენებით
  • ნაჩვენებია ძლიერ გათხელებული რქოვანას ან რეფრაქციული მანკის მაღალი მაჩვენებლების მქონე პაციენტებში
  • რქოვანაზე სასურველი სიღრმის განაკვეთის გაკეთება, რაც გამორიცხავს რქოვანას პერფორაციას

ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი

აქ მოგემსახურებათ კვალიფიციურ ექიმთა გუნდი - გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი და მკურნალობა ხდება გერმანული სტანდარტებით.

ექსკლუზიური სერვისები:

  • ენდოპროთეზირება კომპიუტერული ნავიგაციის სისტემით - ორთოპილოტი
  • მცირე ინვაზიური ოპერაციები - ოსტეოსინთეზი, ენდოპროთეზი
  • რევიზიული ოპერაციები
  • ლულოვანი ძვლების მკურნალობა „მზარდი ღეროს“ გამოყენებით
  • ონკო-ენდოპროთეზირება
  • მხრის, იდაყვის ართროსკოპია
  • „ჭკვიანი“ პროთეზი
  • ვაკუუმთერაპია - ჩირქოვანი ტრავმატოლოგია და ორთოპედია

ოპერაცია “Carl Zeiss OPMI Pentero” მსოფლიოში საუკეთესო ქირურგიული მიკროსკოპით, რომელიც იძლევა სუფთა გამოსახულებას, მკაფიო დეტალებს და ბუნებრივ ფერებს;სიმსივნური ქსოვილის ვიზუალიზაცია არის განსხვავებულ ფერებში და ინფრაწითელი 800 ლუმინესცენცია /ნათება ქირურგს აძლევს საშუალებას ოპერაციის მსვლელობისას დაინახოს შედეგი - სისხლძარღვში სისხლის ნაკადი.

სტაციონარში არის თანამედროვედ აღჭურვილი საოპერაციოები.

 

მინიმალურ ინვაზიური ზოგადი ქირურგია

  • სრულყოფილი ქირურგიული მკურნალობა გაფართოებული ოპერაციების წარმოება
  • მუცლის ღრუს ორგანოების ლაპაროსკოპიური ოპერაციები
  • ლაპაროსკოპიური ულცერორაფია (წყლულის გაკერვა)
  • ლაპაროსკოპიული ონკოლოგიური ოპერაციები
  • ლაპაროსკოპიული ჰერნიოპლასტიკა სინთეტიკური ენდოპროთეზით - რეციდივის დაქვეითება 30 % დან თითქმის ნულამდე
  • ღვიძლის ქირურგია - სანაღვლე გზების რეკონსტრუქციული ოპერაციები

ენდოსკოპიური და ფიბროსკოპიური აპარატურის გამოყენებით მინიმალურ ინვაზიური ზოგადი ქირურგიის უპირატესობებია: ოპერაციული ჩარევის პერიოდის შემცირება, პაციენტის რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი და უკეთესი გამოსავალი.


თორაკოსკოპია

ტარდება შემდეგი ექსკლუზიური ოპერაციები:

  • ფილტვის ატიპიური რეზექცია
  • პლევრექტომია
  • ემპიემის ლიკვიდაცია

 

მინიმალურ ინვაზიური უროლოგია

ექსკლუზიური სერვისები:

  • ლაპაროსკოპიური უროლოგია - სპეციალიზაცია
  • ექსტრაპერიტონული ლაპაროსკოპია - მუცლის ღრუს ორგანოების დაზოგვა, რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი
  • ენდოსკოპიური უროლოგია
  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული უროლოგია
  • ონკოლოგიური უროლოგია

ენდოსკოპიური და ფლუოროსკოპიური (ლიტოტრიფტორი) აპარატურის გამოყენებით მინიმალურ ინვაზიური უროლოგიის უპირატესობებია: ოპერაციული ჩარევის პერიოდის შემცირება, პაციენტის რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი და უკეთესი გამოსავალი.

 

სისხლძარღვთა ქირურგია

გავრცელებულ სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის მეთოდიკა გაუმჯობესდა ახლად შემოსული თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასეთია კანქვეშა ვარიკოზული ვენების მკურნალობა რადიალური ლაზერით, რომლის ხანგრძლივობაა 30-40 წთ, არის უმტკივნეულო უმნიშვნელო პოსტოპერაციული სილურჯეებით და შესიებით, აქვს სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდი, ასევე საუკეთესო სამედიცინო და კოსმეტიკური შედეგი.

სტაციონარში ვენების დაავადებების მკურნალობა ხდება რადიალური ლაზერით.

დაზიანებული ვენის სანათურის დახურვის შემდეგ, სისხლი იწყებს ცირკულაციას ჯანმრთელი ვენებით. რადიალური ლაზერის გამოყენებით სისხლძარღვთა ქირურგიის უპირატესობაა: წვრილი კალიბრის ვენების მკურნალობა, მოქნილი სისტემა და უფრო მეტი სეგმენტის მკურნალობა.

 

გინეკოლოგია

გინეკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი:

  • გამოცდილ ექიმთა გუნდი
  • ენდოსკოპიური ქირურგია (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია)
  • ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია
  • ლაპაროტომია
  • ლაპაროსკოპიული ონკოლოგიური გინეკოლოგია

გინეკოლოგიაში ზემოთ ჩამოთვლილი თანამედროვე მეთოდების გამოყენების უპირატესობაა: ოპერაციები ულტრაბგერითი დანის გამოყენებით, ჭრილობის შეხორცება ნაკერის გარეშე. ეს ოპერაციები ტარდება კვალიფიციური გუნდის მიერ, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება აქვთ რუსეთში.

ექსკლუზიური სერვისები:

  • ენდოსკოპიური ოპერაციები - „უტამპონო ოპერაციები“
  • ყურის ოპერაცია ულტრათანამედროვე მიკროსკოპით
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგიური ოპერაციები დიოდის ლაზერით - უსისხლო ოპერაცია, რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი (1-2 დღე), სუსტი პოსტოპერაციული ტკივილი

 

კარდიოლოგია

2011 წლის Toshiba-ს ფირმის ანგიოგრაფით კარდიოლოგია - გულის იშემიური დაავადების კორონაროგრაფია / სტენტირებისათვის. ენდოვასკულურ ნეიროქირურგია - ანევრიზმების მკურნალობა დეტექტორი საშუალებას იძლევა პერიფერიული და კორონალური სისხლძარღვების გამოკვლევის. მოიცავს გულს, აორტას. აპარატის ხარისხი უზრუნვეყოფს ზუსტ, ყველაზე მკაფიო გამოსახულებას, რაც ეხმარება ექიმს გამოსავლის ეფექტურობაში. მომსახურების სფეროები:

  • კლინიკური კარდიოლოგია
  • არაინვაზიური კარდიოლოგია
  • კარდიო ექოსკოპია
  • CT ანგიოგრაფია
  • ინტერვენციული კარდიოლოგია

 

ლაბორატორია

ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტომატურ ანალიზატორებზე შესრულებული სისხლის გამოკვლევებით:

  • HE4 – საკვერცხის სპეციფიური ონკომარკერი
  • ROMA ინდექსი – (საკვერცხის კიბოს განვითარების რისკის შეფასება) ერითროციტებში ფოლიუმის მჟავის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • LA –ლუპუს ანტიკოაგულანტი
  • ANCA combi – სისტემური ვასკულიტის დიაგნოსტირებისთვის (7ანტიგენი ერთდროულად)
  • anti-Phospholipid – ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირებისთვის

 

რადიოლოგია

SIEMENS MAGNETOM® Espree 1.5T - ყველაზე თანამედროვე ფართო - გვირაბიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი.

რადიოლოგიის განყოფილებაში დამონტაჟებულია ყველაზე თანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც გამოიყენება:

  • პრობლემური პაციენტებისთვის (პაციენტები მძიმე წონით, კლაუსტროფობიით, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტები, ბავშვები და ხანდაზმულები);
  • ნებისმიერი ორგანოს მოძრაობის კორექციის შესაფასებლად - სამგანზომილებიანი სურათი თავის, ზურგის, მუცლის, მენჯის არის;
  • ორთოპედიული პრობლემების სრულფასოვანი გამოკვლევისთვის (მუხლის, მხრის და გავა-თეძოს სახსრის).

ასევე განყოფილებაში ჩვენი პაციენტებისთვის ტარდება ფუნქციური დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს ფაზური კონტრასტის სკანირებას (თავ-ზურგ ტვინის სითხის მიმოქცევის ვიზუალიზაცია).