აფთიაქი
- მედიკამენტები ანბანის მიხედვით
- ონლაინ-აფთიაქი
- მასაჟორები
- გამაჯანსაღებელი ნივთები: ხერხემლის კორსეტები, ბანდაჟები, სახსრების ფიქსატორები
- ხერხემლის გულმკერდის და ცელის სეგმენტების კორსეტები და ბანდაჟები
- გულმკერდის ექსტენზიური კორსეტის ტარების ვადა
- ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის კორსეტები და ბანდაჟები
- ხერხემლის კორსეტის ტარების ვადა
მედიკამენტები ანბანის მიხედვით
თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია წამლების შესახებ იხილეთ ცნობარიდან "მედიკამენტებში". იქ მოთავსებულია 3500 წამლის სია ანბანის მიხედვით. ვრცლად მოყვანილია აღწერა:
- მედიკამენტების ფარმაკოლოგიური თვისებები
- მედიკამენტების ჩვენებები
- მედიკამენტების მიღების წესები და დოზირება
- მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
- მედიკამენტების უკუჩვენებები
- მედიკამენტების განსაკუთრებული მითითებები და ა.შ.
მედიკამენტების მიღების წესები ფარმაკოლოგიური თვისებების და უკუჩვენებების აღწერით.
ონლაინ-აფთიაქი
ჩვენს ონლაინ აფთიაქში შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა სამედიცინო და ორთოპედიული პროდუქცია, სახლის პირობებში მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა. რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის დანიშნულების თანამედროვე საშუალებების მრავალფეროვნება დაგეხმარებათ თქვენ (დამოუკიდებლად ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ) ჩაიტაროთ მკურნალობა ან მოახდინოთ დაავადების პრევენცია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდეთ ჩვენს ექიმს.
მასაჟორები
გორგოლაჭებიანი მასაჟორების მოქმედების პრინციპში გამოიხატება ტრადიციული ჩინური მედიცინის გამოცდილება, რომლის ერთერთი ელემენტია წერტილოვანი მასაჟი.
საერთოდ ითვლება, რომ სწორი და დოზირებული ზემოქმედებით ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე, მასაჟორები აჯანსაღებს ადამიანის ბიოენერგეტიკას.
მასაჟორების მოხმარება რეფლექტორად ასტაბილურებს ("აწყნარებს") ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას სომატოფორმულ ავტონომიურ (ვეგეტატიური) დისფუნქციის დროს, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას, არეგულირებს უსადინარო (ენდოკრინული) ჯირკვლების სეკრეციას.
მასაჟორების დამოუკიდებლად მოხმარება იძლევა საშუალებას:
- ზოგადი, გამაჯანსაღებელი და ანტიცელულიტური მასაჟის ჩატარებას
- კუნთების ტკივილის გაუქმებას
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის), ართროზის, მალთაშუა დისკის პროტრუზიის და თიაქარის დროს რადიკულიტის დამატებით მკურნალობას
- თავის ტკივილის და შაკიკის შეჩერებას
გამაჯანსაღებელი ნივთები: ხერხემლის კორსეტები, ბანდაჟები, სახსრების ფიქსატორები
თანამედროვე სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი პროდუქციის მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან დამოუკიდებლად დაავადების მკურნალობის და პროფილაქტიკის ჩატარებას.
- ხერხემლის გულმკერდის სეგმენტების კორსეტები და ბანდაჟები
- ხერხემლის ცელის სეგმენტების კორსეტები და ბანდაჟები
- ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის კორსეტები და ბანდაჟები
ხერხემლის გულმკერდის და ცელის სეგმენტების კორსეტები და ბანდაჟები
გავა-წელის კორსეტის ტარება ეხმარება პაციენტს წელის სეგმენტის მოძრაობის შეზღუდვაში. კორსეტის ტარების დროს იკლებს წელის ტკივილი ხერხემლის სახსრების ანთების დროს, იხსნება მიოფასციული და ზედმეტი დამცავი წელის კუნთების შეკუმშვის ტკივილები.
წელის კორსეტი რკინის ჩანართით (სიმაღლე 26 სმ - 100.00 ლ.) მოხმარდება წელის ნაწილის მალთაშუა დისკის პროტრუზიის და თიაქარის მკურნალობის დროს.
მალთაშუა დისკის პროტრუზიის ან თიაქარის შემთხვევაში კორსეტის ტარება ხსნის მწვავე ფესვურ ტკივილს სპინალური ნერვის ფეხის ინერვაციის ზონაში.
გავა-წელის კორსეტის ტარების დროს პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად სახლში ან ქუჩაში გადაადგილება, მანქანაში და სამსახურში ჯდომა. როდესაც პაციენტის წელის ტკივილები მნიშვნელოვნად მოიკლებს კორსეტის ტარების აუცილებლობა მოიხსნება.
გავა-წელის კორსეტი (სიმაღლე 32 სმ -100.00 ლ.) მოიხმარება წელის ტკივილის დროს.
გულმკერდის სეგმენტის მალის კომპრესიული მოტეხილობის დროს ექსტენზიური კორსეტის ტარება ხელს უწყობს მალის სხეულის გაშლას და დამატებით აფიქსირებს ხერხემლის სვეტს.
ექსტენზიური კორსეტი (531.00 ლ.) გამოიყენება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მალების კომპრესიული მოტეხილობის მკურნალობის დროს.
გულმკერდის ექსტენზიური კორსეტის ტარების ვადა
გულმკერდის ექსტენზიური კორსეტის ტარების ვადა საშუალოთ შეადგენს 1,5-2 თვე ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის მომენტიდან. გულმკერდის ექსტენზიური კორსეტის ტარების დროს აუცილებელია პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გათვალიწინება.
გულმკერდის ჰიპერექსტენზიის კორსეტის (531.00 ლ.) ტარება ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის დროს.
არსებოს სხვადასხვა გავა-წელის კორსეტის ტიპი. პაციენტისთვის კორსეტის შერჩევა ხორციელდება ზომის მიხედვით და ის შეიძლება მრავალჯერ იქნეს მოხმარებული წელის ტკივილის გამეორების დროს.
ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის კორსეტები და ბანდაჟები
კისრის რბილი კორსეტის (შანცის საყელო) ტარება ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილის ფონზე ან კისრის კუნთების და იოგების ტრავმის დროს ზღუდავს კისრის მოძრაობას. ამასთან ერთად კისრის რბილი კორსეტის მეშვეობით ხორციელდება კისრის კუნთების განტვირთვა და მისი მტკივნეული სპაზმური შეკუმშვის მოხსნა.
კისრის რბილი კორსეტი (ბანდაჟი) (54.50 ლ.) გამოიყენება კისრის ტკივილის დროს (ოსტეოქონდროზი, ტრავმა).
კისრის რბილი კორსეტის (შანცის საყელო) ტარება სწრაფად ხსნის კისრის ტკივილებს, რაც აუმჯობესებს აქამდე შეზღუდულ კისრის მოძრაობას (ოსტეოქონდროზი, ტრავმა).
კისრის სტაბილიზატორი (141.60 ლ.) გამოიყენება კისრის ტკივილის დროს (ოსტეოქონდროზი, ტრავმა).
კისრის რბილი კორსეტის (შანცის საყელო) ტარების ვადა დამოკიდებულია ტკივილების სიმძლავრეზე კისრის ოსტეოქონდროზის დროს ან ტრავმის შემდეგ. კისრის რბილ კორსეტში პაციენტს შეუძლია ძილიც.
არსებობს ასევე რამდენიმე ტიპის კისრის ბანდაჟი და კორსეტი. პაციენტისთვის კისრის ბანდაჟის ან კორსეტის შერჩევა ხორციელდება ზომის მიხედვით და ის შეიძლება მრავალჯერ იქნეს მოხმარებული კისრის ტკივილის გამეორების დროს ოსტეოქონდროზის ან ტრავმის ფონზე.
ფილადელფიის კისრის ორთეზი (151.85 ლ.) გამოიყენება ოპერაციის შემდეგ ან ტრავმის ფონზე დაჭიმული იოგების და დაზიანებული კისრის სახსრების დროს.
სპეციალური კისრის კორსეტის (ფილადელფიური საყელო) ტარება ზღუდავს დაჭიმული იოგების და დაზიანებული კისრის სახსრების მოძრაობას. ამასთან ერთად კისრის კორსეტის (ფილადელფიური საყელო) მეშვეობით ხორციელდება კისრის კუნთების განტვირთვა და მისი მტკივნეული სპაზმური შეკუმშვის მოხსნა.
კისრის მალების და გულმკერდის ფიქსატორი (265.65 ლ.) გამოიყენება ოპერაციის შემდეგ ან ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის დროს (დაზიანებული იოგები, სახსრები, მალების ამოვარდნილობა).
ხერხემლის კორსეტის ტარების ვადა
უნდა გვახსოვდეს რომ ნებისმიერი კორსეტი თავის კონსტრუქციისგან გამომდინარე ასრულებს ტანადობის გარკვეულ პოზიციაში შენარჩუნებას. ამით იხსნება ტრავმის ან ტკივილის დროს არსებული დამცავი კუნთების დაძაბულობა. კორსეტებს შეუძლია მხოლოდ კუნთების და სახსრების მოძრაობის გარკვეული შეზღუდვა. კორსეტები მთლიანად არ ზღუდავს:
- მალთაშუა დისკის დაზიანების პროცესს (დისკის პროტრუზია, თიაქარი)
- მალების სხეულების და მორცების გადაადგილებას ხერხემლის ამოვარდნის დროს
- ძვლის ნამსხვრევების გადაადგილებას ხერხემლის მოტეხილობის დროს
- ხერხემლის სახსრების მოძრაობას სპონდილოართროზის დროს
- გავა-თეძოს სახსრის მოძრაობას ანთების დროს (საკროილეიტი, ოსტეოართროზი)
აქედან გამომდინარე კორსეტის (კისრის, გულმკერდის, გავა-წელის) ტარების ვადა დამოკიდებულია პაციენტის ტრავმის მიღების დროზე და ტკივილის სიძლიერის სიმპტომზე. ტკივილის გარეშე კორსეტის ტარების საკითხი იხსნება.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (ტკივილი კუდუსუნში)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ნეკნთაშორისი ნევრალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ხერხემლის გულმკერდის ოსტეოქონდროზი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (გავის ტკივილი)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- სკოლიოზი, წელში მოხრილობა, მოკუზულობა
- სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- ხერხემლის არასტაბილურობა, მალების გადანაცვლება (სპონდილოლისტეზი)
- ხერხემლის არხის სტენოზი (შევიწროება)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი