ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ანკილოზირებადი სპონდილიტის განსაზღვრება
- ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) მკურნალობა
- რეჟიმის დაცვა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- არასტრეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- გლუკოკორტიკოიდული პრეპარატებით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- სულფასალაზინით მკურნალობა დროს ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- არაჰორმონალური იმუნოდეპრესანტებით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- სპაზმის საწინააღმდეგო მიორელაქსირებადი თერაპიით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- სამკურნალო ფიზკულტურის, მასაჟის, ფიზიოთერაპიული მკურნალობის გამოყენება ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
- სანატორიულ-კურორტული მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
ანკილოზირებადი სპონდილიტი არის ქრონიკული მულტისისტემური ანთებითი დაავადება, რომელიც პირველ რიგში ითრევს გავა-თეძოს შესახსრებასა და ხერხემალს. ანკილოზირებადი სპონდილიტი კლინიკურად ასევე გამოიხატება პერიფერიული სახსრების ართრიტებით, ენტეზიტით და სხვა ორგანოების ჩათრევით. ანკილოზირებად სპონდილიტს სხვადასხვა სახელით იცნობენ, მაგალითად, როგორც რევმატოიდული სპონდილიტს (ამერიკულ ლიტერატურაში), რიზომეგალიკულ სპონდილოართრიტს (ფრანგულ ლიტერატურაში), მარი-შტრუმპელის დაავადებას და ბეხტერევის დაავადებას.
ანკილოზირებადი სპონდილიტი არის სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლის სვეტის სახსრების, გავა-თეძოს შესახსრებისა და ხერხემლის მიმდებარე ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაზიანებით, მალთაშუა სახსრების ანკილოზირებით, კიფოზის წარმოქმნით, მოძრაობის დაძაბვით, ხოლო დაავადების რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში - ხერხემლის სრული უძრაობით.
ანკილოზირებადი სპონდილიტი ემართებათ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებს.
ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) მკურნალობა
ანკილოზირებადი სპონდილიტის მკურნალობის პროგრამა მოიცავს მრავალ ფაქტორსა (პრეპარატები, ფიზიოპროცედურები და ა.შ.) და ღონისძიებას (რეჟიმის დაცვა, სამკურნალო ტანვარჯიში, სანატორიულ-კურორტულ მკურნალობა და ა.შ.), ამდენად მოითხოვს თავად პაციენტისაგან და ნათესავებისაგან მოთმინებას.
რეჟიმის დაცვა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
ანკილოზირებადი სპონდილიტის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია ნორმალური, აქტიური ცხოვრების წესის დაცვა. ისინი უნდა დაკავდნენ სპორტის ისეთი სახეობებით, როგორებიცაა ცურვა, ტენისი, ფრენბურთი. აუცილებელია გამუდმებით აკონტროლონ წელში გამართულობა. პაციენტის ლოგინი უნდა იყოს მაგარი, ხოლო იმ პირებს, რომლებიც კანცელარიული სამუშაოთი არიან დაკავებული, ვურჩევთ, დროდადრო წამოდგნენ, რათა ხერხემლისათვის არასასურველი პოზა შეიცვალონ.
ანკილოზირებადი სპონდილიტის მკვეთრი გამწვავებისა და ტკივილის შემთხვევაში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა მეთოდისტთან ერთად სამკურნალი ფიზკულტურით დაკავება, რათა თავიდან ავიცილოთ წელში გამართულობისა და ხერხემლის ფუნქციების მკვეთრი დარღვევა. სტაციონარული მკურნალობის შემდეგ ანკილოზირებადი სპონდილიტის მქონე ავადმყოფებმა უნდა გაიარონ სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და შემდეგშიც პოლინლინიკის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.
არასტრეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს აქვთ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზირებადი მოქმედება. ისინი ასევე ამჟღავნებენ მსუბუქ იმუნოდეპრესიულ ეფექტს. ითვლება, რომ ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა ინდომეტაცინი და ფენილბუტაზოლი (ბუტადიონი), ანკილოზირებადი სპონდილიტის მკურნალობისას იჩენენ სპეციფიკურ მოქმედებას. რევმატოიდული ართრიტისაგან განსხვავებით კლინიკური სიმპტომები ხშირად სწრაფად და პრაქტიკულად სრულად ქრება. ბევრი ავადმყოფი იღებს ამ საშუალებებს თვეებისა და წლების განმავლობაში. ეს საშუალებები აუმჯობესებენ ავადმყოფის მდგომარეობას დაავადების გვიან სტადიაზეც კი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოხატული სამკურნალო ეფექტის შემთხვევაში მათ გამოყენებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც აქვს.
ანკილოზირებადი სპონდილიტის მქონე ავადმყოფისთვის რეკომენდირებულია ბუტადიონის ან რეოპირინის (პირაბუტოლის) მიღება (1 აბი 4-ჯერ დღეში), ძლიერი ტკივილის დროს შესაძლებელია კუნთში 5 მლ რეოპირინის შეყვანაც. პირაზოლონის წარმოებულების (ლეიკოპენია, გასტროენტეროპათია, ჰემატურია) გამოხატულ გვერდითი მოქმედებების გამო მათი მიღება არაა რეკომენდებული 2 კვირაზე მეტ ხანს, ამის მერე უნდა პაციენტი უნდა გადავიდეს ინდომეტაცინის (მეტინდოლის) შინაგანად მიღებაზე (50 მლ 3-4-ჯერ დღეში) ან სანთლის სახით (50 მლ 2-ჯერ დღეში). მოსახერხებელია პრეპარატ მეტინდოლ-რეტარდის მიღება 2-ჯერ დღეში (0.075 გ). შესაძლოა აგრეთვე ვოლტარენის, ბრუფენისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებაც.
გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
გლუკოკორტიკოიდები ინიშნება ანკილოზირებადი სპონდილიტის მაღალი აქტივობის დროს და იმ შემთხვევეაში, თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობას ეფექტი არა აქვს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია სახსარში ჰიდროკორტიზონის შეყვანა აქტიური და ხანგრძლივი ართრიტის დროს (125 და 50 მლ ოდენობით მსხვილ და საშუალო ზომის სახსრებში), ასევე სხვა ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატების გამოყენება (კენალოგი 40 და 20 მლ ოდენობით). გამოხატული პოლიართრიტის (ძლიერი ტკივილის თანხლებით და შესიებით) დროს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ზოგჯერ უმატებენ პრედნიზოლონს (15-20 მლ) მოკლე ხნით. ამ შემთხვევაში ასევე რეკომენდებულია პრედნიზოლონის ნაკლები დოზაც (5-7,5 მლ დღე-ღამეში). დაავადების ძალიან მაღალი აქტივობისა და მკურნალობის არაეფექტურობის დროს შეიძლება ჩატარდეს პულს-თერაპია პრედნიზოლონით (პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთობით 1გ პრედნიზოლონი ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში).
სულფასალაზინით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
ბოლო წლებში ამ დაავადების პათოგენეტიკურ მექანიზმზე მოქმედ საბაზისო პრეპარატად დაიწყეს სულფასალაზინის გამოყენება (დღეში 2-3 გ რამდენიმე თვის განმავლობაში).
არაჰორმონალური იმუნოდეპრესანტებით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
არაჰორმონალური იმუნოდეპრასანტების (ციტოსტატიკების) დანიშვნის ჩვენებებია: დაავადების რთული მიმდინარეობა ციებ-ცხელებითა და ვისცერიტებით. გამოიყენება აზატიოპრინი (იმურანი) დღე-ღამეში 50-100 მლ, ციკლოფოსფამიდი დღე-ღამეში 50-100 მლ, ქლორბუტინი (ლეიკერანი) დღე-ღამეში 5-10 მლ. მკურნალობა გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში. დოზები მცირდება მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების კვალდაკვალ. მკურნალობა მიმდინარეობს სისხლის ანალიზის აუცილებელი კონტროლით (შესაძლოა საქმე გვქონდეს ციტოპენურ სინდრომთან).
სპაზმის საწინააღმდეგო მიორელაქსირებადი თერაპიით მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
კუნთის სპაზმის შესასუსტებლად ანკილოზირებადი სპონდილიტის მქონე პაციენტს უნიშნავენ იზოპრეტანს (0,25 გ დღეში 2-3-ჯერ), სკუტამილ-C-ს (1 აბი დღეში 3-ჯერ), ასევე ზურგის კუნთების მასაჟს. ავადმყოფისთვის რეკომენდებულია რადონის (წყალტუბო), გოგირდისა (თბილისი, გორიჯვარი) და ტალახის (ახტალა) აბაზანებით ყოველწლიური მკურნალობა. სანატორიულ-კურორტული მკურნალობის უკუჩვენებას წარმოადგენს დაავადების მაღალი აქტივობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება.
ანკილოზირებადი სპონდილიტის მქონე ავადმყოფები დისპანზერიზაციას ექვემდებარებიან რევმატოლოგთან. დაავადების პერიფერიული ფორმის მქონე ავადმყოფებს სინჯავენ 1-2 თვეში ერთხელ, ცენტრალური ფორმის მქონეებს - 4-6 თვეში ერთხელ, ხოლო თვალებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანების მქონეებს - ყოველთვიურად. სახსრებისა და ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია ტარდება წელიწადში ერთხელ. პერიოდულად ავადმყოფებს სინჯავენ უროლოგი და ოკულისტი. დაავადების გამწვავებისა და ამბოლატორიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დგება სტაციონარული მკურნალობის საკითხი.
სამკურნალო ფიზკულტურის, მასაჟის, ფიზიოთერაპიული მკურნალობის გამოყენება ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
სამკურნალო ტანვარჯიში და კინეზოთერაპია უნდა ჩატარდეს სისტემატურად და ყოველდღიურად 1-2-ჯერ დღეში 30 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უწყობს ხერხემლისა და სახსრების ფუნქციონალური უკმარისობის შემცირებას. კარგი სამკურნალო მეთოდია სამკურნალო ტანვარჯიში აუზში, რაც ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ასევე კარგია სამკურნალო ტანვარჯიში „მშრალი აუზის“ აპარატზე, როდესაც სპეციალურ საკიდებზე დაკიდებული ავადმყოფი აკეთებს სავარჯიშოებს დაწოლილ ან დამჯდარ მდგომარეობაში. ამ დროს მთლიანად დუნდება კუნთები, იხსნება ტკივილის სინდრომი, იზრდება დაზიანებულ სახსრებში მოძრაობის უნარი.
ზურგის კუნთების მასაჟი ხსნის ხერხემლის ტკივილს, ამცირებს კუნთების რიგიდობას, ამაგრებს კუნთებს.
ფიზიოთერაპიული მკურნალობა (ულტრაბგერა, ფონოფორეზი ჰიდროკორტიზონით, ბერნარის დენი, ინდუკტოთერმია, მაგნიტოთერაპია) ინიშნება დაავადების მინიმალური აქტივობის ან არააქტიური ფაზის დროს. ბოლო წლებში დიდი ეფექტურობით გამოიყენება ლაზერული თერაპია.
სანატორიულ-კურორტული მკურნალობა ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) დროს
დაავადების დაბალი აქტივობისა და შეფარდებითი რემისიის სტადიაში კარგ ეფექტს გვაძლევს ბალნეოთერაპია (გოგირდის და რადონის აბაზანები) და ტალახის თერაპია.
დაავადების არააქტიურ სტადიაში და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს თავისი თავის მოვლა შეუძლია, ინიშნება სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი