ზურგის ტვინის ინფარქტი (იშემიური ინსულტი)
ზურგის ტვინის არტერიული სისხლმომარაგება
სანამ ხერხემლის არტერიები გაერთიანდებიან და ძირითად არტერიას წარმოქმნიან, ისინი იტოტებიან ზურგის ტვინის კისრის ზედა ნაწილისაკენ და დასაბამს აძლევენ ზურგის ტვინის ერთ წინა და ორ უკანა არტერიას. ზურგის ტვინის წინა და უკანა არტერიები - ესაა ზურგის ტვინის მთელ სიგრძეზე გასწვრივად მდებარე არტერიები, რომლებიც იძლევიან ანასტომოზებს. ზურგის ტვინის წინა და უკანა არტერიები არტერიულ სისხლს იღებენ სხვადასხვა დონეზე და ანაწილებენ მას ზურგის ტვინის საკუთარ არტერიებში.
ზურგის ტვინის წინა არტერია (arteria spinalis anterior) გრძელდება ერთი უწყვეტი სისხლძარღვის სახით ზურგის ტვინის წინა ზედაპირის (შუა ღარში) გასწვრივ (შუა ღარში) ქვევით ტერმინალურ კონუსამდე. შემდეგ ის ქმნის კვანძს ზურგის ტვინის წელის უკანა ნაწილის მიმართულებით და უერთდება ზურგის ტვინის უკანა არტერიებს (arteriae spinales posterior).
ზურგის ტვინის უკანა არტერიები ეშვებიან ზურგის ტვინის უკანა-გვერდით ღარებში უკანა ფესვების გამოსვლის ადგილებში. ზურგის ტვინის უკანა არტერიები წარმოადგენენ არა უწყვეტ ცალკეულ სისხლძარღვებს, არამედ წვრილი არტერიების ჯაჭვის შემქმნელ ანასტომოზებს, რომლებშიც არტერიულ სისხლს შეუძლია ცირკულირება ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით. ხანდახან უკანა ქვედა ნათხემოვანი არტერიები აწოდებენ სისხლს უკანა სპინალური არტერიების განშტოებებში.
გარდა ხერხემლის არხის აუზისა, ზურგის ტვინის წინა და უკანა არტერიები სისხლს იღებენ:
- ფესვური არტერიებიდან, რომლებიც გამოდიან კისერზე ხერხემლის ერთი ან ორივე არტერიიდან,
- ლავიწქვეშა არტერიის ფარ-ნეკნოვან-კისრის ღეროდან,
- სეგმენტური ნეკნთაშუა და წელის არტერიებიდან (ТhЗ მალის სხეულის დონეზე დაბლა).
ადამიანის დაბადებიდან ზურგის ტვინის ყოველ სეგმენტს აქვს მისი სისხლმომარაგებელი წყვილი ფესვური არტერია. მოგვიანებით რჩება მხოლოდ 5-8 ფესვური არტერია, რომლებიც წინა ფესვებთან ერთად გადიან ზურგის ტვინის წინა არტერიამდე და 4-8 არტერია, რომლებიც უკანა ფესვებთან ერთად გადიან ზურგის ტვინის უკანა არტერიამდე არათანაბარი ინტერვალებით. წინა ფესვური არტერიები უფრო მსხვილია, ვიდრე უკანა. ფესვურ არტერიებს შორის ყველაზე დიდს ეწოდება დიდი ფესვური არტერია ანდა ადამკევიჩის არტერია (arteria radicularis magna). დიდ ფესვურ არტერიას (ადამკევიჩის არტერიას) წინა სპინალური არტერიისაკენ მიმავალ გზაზე ჩვეულებრივ თან ახლავს მარჯვენა ან მარცხენა L2 ნერვული ფესვი. ადამიანის ადრეული განვითარების პერიოდის შემდეგ ატროფირებული სეგმენტური სპინალური არტერიები მთლიანად არ ქრებიან. ისინი სისხლით ამარაგებენ ნერვულ ფესვებს, ზურგის ტვინის კვანძებს და ტვინის მაგარ გარსს.
1 - ხერხემლის არტერია, 2 - წინა ფესვური არტერია C4-C5, 3 - წინა ფესვური არტერია C6-C8, 4 - ნეკნ -კისრის ღერო, 5 - ფარ-კისრის ღერო, 6 - საერთო საძილე არტერია, 7 - მხარ-თავის ღერო, 8 - აორტა, 9 - ხერხემლის წინა არტერია, 10 - უკანა ნეკნთაშუა არტერია Th4-Th6, 11 - დიდი ფესვური არტერია (ადამკევიჩის არტერია), 12 - უკანა ნეკნთაშუა არტერია Th9-L1.
ზურგის ტვინის წინა არტერია მცირე ინტერვალების შემდეგ ქმნის სულკოკომისურ (sulcocomissurales) და შემომხვევ (circumflexae) ტოტებს. ზურგის ტვინის წინა შუა ღრუში (fissura mediana anterior) ჰორიზონტალურად გადის დაახლოებით 200 სულკოკომისური ტოტი. ისინი მარაოსებურად ცალკევდებიან წინა ნარჩილის (commissura alba) წინ ორივე მხარეს და სისხლით ამარაგებენ თითქმის მთელ რუხ ნივთიერებას და მის გარემომცველ თეთრი ნივთიერებას, წინა ღეროების ნაწილის ჩათვლით. შემომხვევი ტოტები იძლევიან ანასტომოზებს ზურგის ტვინის უკანა არტერიიდან გამომავალი ასეთივე ტოტებით და წარმოქმნიან გვირგვინოვან სისხლძარღვებს (vasocorona). მისი წინა ტოტები ამარაგებენ ზურგის ტვინის წინა-გვერდით და გვერდით ბაგირაკებს, გვერდითი პირამიდული გზების ჩათვლით. ზურგის ტვინის უკანა არტერიების მიერ სისხლმომარაგებული ძირითადი ნერვული სტრუქტურებია ზურგის ტვინის ბაგირაკებს და უკანა რქების წვერები.
ზურგის ტვინიდან სისხლის ვენოზური გამოდენა
ზურგის ტვინის კაპილარები, რომლებიც რუხ ნივთიერებაში ჯგუფებს ქმნიან, შეესაბამებიან ნეირონების სვეტებს, სისხლს აწოდებენ ზურგის ტვინის ვენებს. ამ ვენების უმრავლესობა რადიალურად გადის ზურგის ტვინის პერიფერიების მიმართულებით. ზურგის ცენტრთან ახლომდებარე ვენები თავიდან ვრცელდებიან გასწვრივად და გადიან ცენტრალური არხის პარალელურად, სანამ დატოვებენ ზურგის ტვინს მისი წინა და უკანა შუა ღარის სიღრმეში. ზურგის ტვინის ზედაპირზე ვენები ქმნიან წნულებს, რომლებიც სისხლით ამარაგებენ კვანძოვან გასწვრივ ვენა-კოლექტორებს, ზურგის ტვინის წინა და უკანა ვენებს. ზურგის ტვინის უკანა ვენა-კოლექტორი უფრო მსხვილია, ის ზომებში იზრდება ზურგის ტვინის ქვედა ნაწილის მიმართულებით. ზურგის ტვინის ვენა-კოლექტორებიდან სისხლი გაედინება ცენტრალური და უკანა ფესვური ვენების გავლით (ისინი შეიძლება იყოს 5-დან 11-მდე ზურგის ტვინის ყოველ მხარეს) ხერხემლის შიდა ვენოზურ წნულში (plexus venosus vertebralis internus).
1 – ქსელისებრი გარსი, 2 - ტვინის მაგარი გარსი, 3 - ხერხემლის უკანა გარე ვენოზური წნული, 4 - ზურგის ტვინის უკანა ვენა, 5 - უკანა ცენტრალური ვენა, 6 - ზურგის ტვინის უკანა -გვერდითი ვენები, 7 - სულკოკომისურალური ვენა, 8 - ღარის ვენა, 9 - ძვლისზარდელა, 10 - წინა და უკანა ფესვური ვენები, 11 - ზურგის ტვინის წინა შიდა ვენოზური წნულები, 12 - მალთაშუა ვენა, 13 - მალების ვენები, 14 - ზურგის ტვინის წინა გარე ვენოზური წნული, 15 - ბაზალურ-ვერტებრალური ვენა, 16 - ზურგის ტვინის წინა ვენა.
ფხვიერი შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილით გარემოცული ხერხემლის შიდა ვენოზური წნული მდებარეობს სუბდურულ სივრცეში და წარმოადგენს თავის ტვინის მაგარი გარსის ვენოზური სინუსების ანალოგს. ეს ვენოზური წნულები კეფის დიდი ხვრელის გავლით უერთდება ამ სინუსებს ქალას ფუძეზე. ვენოზური სისხლის გამოდენა ასევე ხდება მალთაშუა ვენებში მალთაშუა ხვრელის გავლით. მალთაშუა ვენებით სისხლი ხვდება ხერხემლის გარე ვენოზურ წნულში (plexus venosus vertebralis externus). ეს წნული სხვებს შორის აწოდებს ვენოზურ სისხლს კენტ ვენას, რომელიც ხერხემლის მარჯვნივ აერთებს ზედა და ქვედა ღრუ ვენებს.
ზურგის ტვინის დაზიანებებით განპირობებული სინდრომები
ზურგის ტვინის ერთი წინა და ორი უკანა არტერია, როგორც წესი, ათეროსკლეროზს არ ექვემდებარება. ისინი შეიძლება დაზიანდეს არტერიიტების ან ემბოლიების დროს. ავადმყოფებს ყველაზე ხშირად ზურგის ტვინის ინფარქტი უჩნდებათ იშემიის შედეგად მოშორებით მდებარე არტერიების უკვე არსებული დაცობების (ოკლუზიების) შემთხვევაში. აორტის თრომბოზი ან განშრევება (დისექცია) იწვევენ სპინალურ ინფარქტს ფესვური არტერიების დაცობის (ოკლუზიის) და ზურგის ტვინის წინა და უკანა არტერიებისაკენ პირდაპირი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის გამო. ინფარქტი (იშემიური ინსულტი), როგორც წესი, ვითარდება ზურგის ტვინის გულმკერდის მომიჯნავე სისხლმომარაგების ზონაში აორტის მსხვილ სპინალურ ტოტს, ადამკევიჩის არტერიას(ქვევიდან) და ზურგის ტვინის წინა არტერიას (ზევიდან) შორის.
ზურგის ტვინის იშემიის და ინსულტის მიზეზები:
- სეგმენტური არტერიის შესართავის სტენოზი
- სეგმენტური არტერიის ან მისი ტოტების შეკუმშვა წინა, გვერდით ან უკან მიმართული მალთაშუა დისკოს თიაქარით
- დიაფრაგმის ფეხის სინდრომი
ზურგის ტვინის ინფარქტი ავადმყოფს შეიძლება გაუჩნდეს სისტემური არტერიიტის, შრატოვანი დაავადებისას იმუნური რეაქციების დროს და კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ინტრავენური კონტრასტირებისას ზურგის ტვინის ინფარქტის მაუწყებელია ზურგში ძლიერი ტკივილი, რომელიც ავადმყოფს უჩნდება კონტრასტის შეყვანის დროს.
ზურგის ტვინის იშემიის და ინსულტის მიზეზები: სეგმენტური არტერიის სტენოზი ან შეკუმშვა მალთაშუა დისკოს თიაქარით, დიაფრაგმის ფეხის სინდრომი.
მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროსკოპული ფრაგმენტებით გამოწვეული ზურგის ტვინის ინფარქტი, რომლის შიგთავსს წარმოადგენს პულპოზური ბირთვი, ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს სპორტის დროს მიღებული მცირე ტრავმის შედეგად. პაციენტები უჩივიან მწვავე ადგილობრივ ტკივილს, რომელსაც მალევე ენაცვლება პარაპლეგია და ზურგის ტვინის განივი დაზიანების სინდრომი (შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე წუთიდან დაწყებული საათამდე). მცირე ინტრამედულარულ სისხლძარღვებში და ხშირად მომიჯნავე მალის სხეულის ძვლის ტვინის შიგნითაც აღმოაჩენენ პულპოზურ ქსოვილს. დისკის მასალიდან ძვლის ტვინში და იქიდან ზურგის ტვინში მისი შეღწევის გზა ბუნდოვანია. ასეთი მდგომარეობა შესაძლებელია ჰქონდეს უბედური შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინის განივი დაზიანების სინდრომით ახალგაზრდა ადამიანებს.
ზურგის ტვინის წინა არტერიის დაცობა (ოკლუზია)
ზურგის ტვინის წინა არტერიის დაზიანება პაციენტებს, როგორც წესი, კლინიკურად მოულოდნელად უვლინდებათ, აპოპლექსიის მსგავსად. ზოგიერთ ავადმყოფს ზურგის ტვინის წინა არტერიის დაცობის (ოკლუზიის) სიმპტომები ემატება 1-3 დღე-ღამეში, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმას უშლის ხელს. თრომბით გამოწვეული ზურგის ტვინის წინა არტერიის კისრის მოულოდნელი დაცობა (ოკლუზია) იწვევს ავადმყოფში მგრძნობელობის დარღვევას პარესტეზიის და ძლიერი ტკივილის სახით. მგრძნობელობის დარღვევის კვალდაკვალ პაციენტს უვითარდება ხელის კუნთების დუნე დამბლა (პერიფერიული ტიპის მიხედვით) და ფეხების კუნთების სპასტიკური პარაპარეზი (ცენტრალური ტიპის მიხედვით) ზურგის ტვინის პირამიდული გზების ჩათრევის ხარჯზე.
ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჩანს კომპრესიული მოტეხილობის შედეგად მიღებული ზურგის ტვინის მწვავე იშემია მალების სხეულების გადაადგილების თანხლებით გამოხატული ოსტეოპოროზის დროს.
ასევე თავს იჩენს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციების (მენჯის ორგანოთა ფუნქციების) დარღვევები და ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის დაქვეითება ზურგის ტვინის წინა არტერიის დაცობის სეგმენტარულ დონეზე. ამ დროს ავადმყოფს, როგორც წესი, უნარჩუნდება პროპრიოცეპტიური და ტაქტილური მგრძნობელობა. ოფლის გამოყოფის (ანჰიდროზის) არქონამ სხეულის პარალიზებულ ნაწილში შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, რაც ინფექციის სიმულირებას ახდენს.
ზურგის ტვინის უკანა არტერიის დაცობა (ოკლუზია)
ზურგის ტვინის ერთი ან ორივე უკანა არტერიის დაცობა (ოკლუზია) კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათია. მის შედეგად წარმოქმნილი ზურგის ტვინის ინფარქტის კერა ითრევს ზურგის ტვინის უკანა გზებს და რქას, ასევე ნაწილობრივ ითრევს გვერდით პირამიდულ გზებს. ზურგის ტვინის ინფარქტის დონის ქვევით პაციენტს უვლინდება მგრძნობელობის ანესთეზიისა და ანალგეზიის მსგავსი დარღვევები, კუნთების სპასტიკური პარეზი და რეფლექტორული დარღვევები.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი