მენიუ

მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)

მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)

მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა) — ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ხერხემლის სიმსივნეა. ვერტებრალური ანგიომები, როგორც წესი, უსიმპტომოა და მისი აღმოაჩინა ხდება შემთხვევით (მისი დამახასიათებელი გამოსახულების თვისებების საფუძველზე) გამოკვლევის დროს (ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია) სხვა დაავადებებთან და პათოლოგიურ მდგომარეობებთან დაკავშირებით (ტკივილი ზურგის მიდამოში, ხერხემლის ტრავმა ან ინფექცია და ა. შ.). მალების ჰემანგიომები კეთილთვისებიანი სიმსივნეებია, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდება ხერხემლის შუა (გულმკერდი) და ქვედა (წელი) ნაწილებში.

 

მალების ჰემანგიომების ეპიდემიოლოგია

მალების ჰემანგიომები ძალიან გავრცელებულია და გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ში (აუტოფსიის მონაცემებით). ჰემანგიომების უმეტესობა ვლინდება ხერხემლის სტანდარტული რენტგენოგრაფიის დროს. ხშირად მცირე ზომის ჰემანგიომას რენტგენოგრაფია ვერ აღმოაჩენს და გამოისახება უფრო თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ხერხემლის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ან აუტოფსიის დროს. ყველაზე ხშირად ჰემანგიომები ყალიბდება მოზრდილებში, 30 დან 50 წლამდე ასაკში. ჰემანგიომები გაურკვეველი მიზეზების გამო უფრო გავრცელებულია ქალებში და ყველაზე სიმპტომური ხდება ცხოვრების მე-4 ათწლეულში.

ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გვიჩვენებს ჰემანგიომის რბილქსოვილებიან კომპონენტებს.

 

მალების ჰემანგიომების კლინიკური სურათი

ჰემანგიომების უმეტესობა ცხოვრების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდებარეობს. მალის სხეულის დესტრუქცია (დაშლა) ან ახლოს მიმდებარე მალთაშუა ხვრელზე ზემოქმედება (ხერხემლის არხიდან ნერვული ფესვის გამოსვლის ადგილი) არის ტკივილის სიმპტომის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი პაციენტებში. მომატებული ფიზიკური აქტივობა (ვარჯიშები, საყოფაცხოვრებო დატვირთვა და ა. შ.) შეიძლება იქნას ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ყველაზე ხშირად ეს არის დაკავშირებული გაზრდილ ღერძულ დატვირთვასთან სიმსივნით დაზარალებულ მალის სხეულზე. უმეტეს შემთხვევაში მალის ჰემანგიომებს არ გააჩნია რაიმე სიმპტომები. მალების სიმპტომური ჰემანგიომები შეადგენენ ერთ პროცენტზე ნაკლებ შემთხვევებს ჰემანგიომების ყველა შემთხვევიდან და უფრო ხშირად ვლინდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მალის სიმპტომური ჰემანგიომის დროული მკურნალობა არ ჩატარდება, ამან მომავალში შეიძლება გამოიწვიოს პაციენტში სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები.

 

მალის ჰემანგიომის სიმპტომები

ჰემანგიომების უმრავლესობა ასიმპტომურია, მაგრამ სიმპტომების არსების შემთხვევაში, ისინი შეიძლება გამოვლინდეს როგორც:

 

მალების ჰემანგიომების პათოფიზიოლოგია

მალის ჰემანგიომები შედგება სისხლძარღვთა ღრმულებისგან, რომლებიც თავისი მოცულობის გამო იწვევენ მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილების გადაადგილებას. იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით კაპილარული ტიპის ჰემანგიომის დროს, შეიძლება გამოვლინდეს მალის ლითიური ეროზიები ეპიდურალური სივრცის მიმართულებით. მალის ჰემანგიომები იზრდება ნელი ტემპით და ხშირ შემთხვევებში ასიმპტომატურად.

მალების ჰემანგიომები ყველაზე ხშირად ვლინდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილში, მაგრამ შეიძლება ასევე იქნას გავრცელებული ხერხემლის სვეტის სხვა ნაწილებშიც.

მალების ჰემანგიომების დიაგნოსტიკა

მალის ჰემანგიომის რენტგენოგრაფიული თვისებები

ჰემანგიომაზე ეჭვის დროს ექიმმა შესაძლოა დაუნიშნოს პაციენტს ხერხემლის რენტგენოგრაფია მალის სხეულის ძვლის (ღრუბლისებრ ნივთიერების ტრაბეკულური პატერნის) დამახასიათებელი ცვლილებების შესამოწმებლად. ტრაბეკულები ან ძვლის ღრუბლისებრი ნივთიერება წარმოადგენს ხერხემლის სხეულის ძვლის უჯრედებიან სტრუქტურას. ხერხემლის რენტგენოგრაფიის დროს ვლინდება კლასიკური "ვილვეტის ქსოვილის" სურათი, რომელიც არის დამახასიათებელი ჰემანგიომისთვის.

ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ავლენს ცვლილებებს მალების ჰემანგიომების დროს.

 

მალის ჰემანგიომის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) აქსიალურ ჭრილზე ავლენს კოპლების მსგავს წერტილოვან ლაქებს, რომლებიც ვითარდება მალების სხეულების ტრაბეკულების გასქელების შედეგად. მსგავსი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური ტესტი — ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) იმის გამოსავლენად, თუ როგორ ვრცელდება ეს სიმსივნე ხერხემალში, ხერხემლის არხში ან თუ იწვევს ზურგის ტვინის კომპრესიას (შეკუმშვას).

ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) აგრესიული ჰემანგიომის დროს აღმოაჩენს ძვლის ტიპური ცვლილებებს — წერტილოვანი სკლეროზის კერები და კოპლების მსგავსი ტიპის ჩანართები აქსიალურ (განივ) ჭრილზე (ისრები).

 

მალის ჰემანგიომის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გვიჩვენებს ჰემანგიომის რბილქსოვილებიან კომპონენტებს (ცხიმის და წყლის სახით) უფრო უკეთესად, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). მალების სხეულების შესქელებული ტრაბეკულები მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ვიზუალიზირდება დაბალი სიგნალის სახით T1 და T2 რეჟიმებში:

  • T1 რეჟიმში — მაღალი ინტენსივობის სიგნალი ჰემანგიომისგან ცხიმოვანი კომპონენტის გამო
  • T2 რეჟიმში — ნათელი/მაღალი ინტენსივობის სიგნალი ჰემანგიომისგან (როგორც წესი, უფრო მეტი, ვიდრე T1 რეჟიმში) წყლის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით
  • T1 C+ რეჟიმი (კონტრასტირებით) — ჰემანგიომები გამოიხატება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით მათი მაღალი ვასკულარიზაციის გამო

მალების ჰემანგიომების დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა იყოს ჩატარებული ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზებთან, რომლებიც წარმოიქმნება სხვა ორგანოებისგან და ქსოვილებისგან.

სიმსივნეების მეტასტაზებს ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) დროს მიღებულ სურათებზე, როგორც წესი, აქვთ დაბალი ინტენსივობის სიგნალი T1 და მაღალი ინტენსივობის სიგნალი T2 რეჟიმებში.

ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას (MRI) ასევე შეუძლია გამოავლინოს სპინალური ნერვის დაზიანების ხარისხი და შეიძლება დაგვეხმაროს პაციენტის ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვის დროს.

ხერხემლის მაგნიტურ-რეზონასულ ტომოგრაფიაზე (MRI) ჰემანგიომა განსხვავდება მეტასტაზებისგან დაზიანებული მალების სხეულებში შესქელებული ტრაბეკულების არსებობით (ისრები).

 

მალის აგრესიული ჰემანგიომა

გავრცელებული ხერხემლის ჰემანგიომებისგან განსხვავებით, აგრესიულ ჰემანგიომებს შეუძლიათ მალის სხეულის შიგნიდან გაფართოება, პარავერტებრალურ რბილ ქსოვილებში და ხერხემლის არხში შეჭრა, რასაც შემდგომში შეიძლება მოჰყვეს ზურგის ტვინის კომპრესია (შეკუმშვა) ან მალების პათოლოგიური მოტეხილობა.

ხერხემლის მაგნიტურ-რეზონასულ ტომოგრაფიაზე (MRI) სიმსივნე შეიძლება ჩამოჰგავდეს მეტასტაზებს, მაგრამ შესქელებული ტრაბეკულების არსებობა (ისრები) დაზიანებული მალების სხეულებში საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ აგრესიული ჰემანგიომაის დიფერენციაცია სხვა ავთვისებიან სიმსივნეებისგან.

აგრესიული ჰემანგიომის დროს ძვლის იმ ტიპური ცვლილებების აღსაწერად, როგორიცაა წერტილოვანი სკლეროზის კერები, ან კოპლების მსგავსი ტიპის ჩანართები აქსიალურ (განივ) ჭრილზე (ისრები), და ვერტიკალური ხაზები, რომლებსაც აქვს "ვილვეტის ქსოვილის", "გისოსების" ან "თაფლის ფიჭის" სახე საგიტალურ ჭრილზე (ისრები), ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) უფრო მეტად მგრძნობიარე გამოკვლევის მეთოდია, ვიდრე მაგნიტურ-რეზონასულ ტომოგრაფია (MRI).

ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) აგრესიული ჰემანგიომის დროს აღმოაჩენს ძვლის ტიპური ცვლილებებს — ვერტიკალური ხაზებს, რომლებსაც აქვს "ვილვეტის ქსოვილის", "გისოსების" ან "თაფლის ფიჭის" სახე საგიტალურ ჭრილზე (ისრები).

 

მალების ჰემანგიომების მკურნალობა და შემდგომი პროგნოზი

გამოვლენილი ჰემანგიომების უმრავლესობას მკურნალობა არ ესაჭიროება. მკურნალობა აუცილებელია, როდესაც პაციენტს გააჩნია ნევროლოგიური დეფიციტი ან ძლიერი ტკივილის სიმპტომი. მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურად: სხივური თერაპია, ბალონური კიფოპლასტიკა ან ჰემანგიომის ენდოვასკულარული ემბოლიზაცია და შემდგომი ლამინექტომია და ა. შ. ღია ქირურგიული ჩარევის დროს სერიოზული გართულება შეიძლება იყოს სისხლდენა, ამიტომ ოპერაციის დროს უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები.

სიმპტომური ჰემანგიომის შემთხვევაში ტარდება სიმსივნის ქირურგიული რეზექცია (მოკვეთა) დაზიანებულ მალიდან, და ასევე სხივური თერაპია ძლიერი ტკივილის სიმპტომის მკურნალობის დროს. სიმსივნის ქსოვილში ასევე შეიძლება ჩატარდეს ეთანოლის ინექცია (იწვევს ჰემანგიომის ნეკროზს და მისი შემდგომი ნაწიბუროვანი ქსოვილად გადაგვარებას), ან ოპერაციის ლამინექტომიის ჩატარება (ხერხემლის არხის დეკომპრესიის მიზნით).

ჰემანგიომის მკურნალობა დამოკიდებულია მის ზომასა და მდებარეობაზე. პროცედურების კომბინაციების დროული გამოყენების დროს (სიმსივნის სისხლის მიმოქცევის ბლოკირება (ემბოლიზაცია), ქირურგიული მოკვეთა და სხივური თერაპია) შესაძლოა პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევა.

ოპერაცია ლამინექტომია ტარდება სიმპტომური ჰემანგიომის შემთხვევაში ზურგის ტვინის და სპინალური ნერვების შეკუმშვის დროს (ხერხემლის არხის დეკომპრესიის მიზნით).

სხივური თერაპია ეფექტურია ტკივილის იმ სიმპტომები მკურნალობის დროს, რომელიც გამოწვეულია მალების ჰემანგიომით. ასევე ტკივილის სიმპტომის მკურნალობის დროს ეფექტურია ეთანოლის ინექცია სიმსივნის ქსოვილში ფლუროსკოპიის გამოყენებით. კიდევ ერთი მკურნალობის მეთოდი არის სიმსივნის ემბოლიზაცია ძვლოვანი ცემენტის გამოყენებით და შემდგომი მალის რკალის ფირფიტის მოკვეთა (ლამინექტომია), ან მალის სრულის მოკვეთა (ვერტებრექტომია) აგრესიული ჰემანგიომის შემთხვევაში.

იხილეთ აგრეთვე