ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა — ეს პათოლოგია საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე კაცობრიობაში და, პირველ რიგში, გამოწვეულია საავტომობილო ავარიებით, სიმაღლიდან ჩამოვარდნით, ადამიანის სიმაღლეზე ნაკლები სიღრმის წყალში ჩახტომით, ძვლების ოსტეოპოროზით და ა.შ.
განარჩევენ ხერხემლის გართულებულ და არაგართულებულ კომპრესიულ მოტეხილობას. ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის გართულებულ შემთხვევაში დაზარალებულს არა აქვს რამე სახის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, გარდა ადგილობრივი ტკივილისა და ტრავმის მწვავე პერიოდში დისკომფორტის შეგრძნებისა. ხერხემლის მოტეხილობის შემთხვევაში რენტგენოგრაფიის დროს ვლინდება მალის სხეულების სიმაღლის კლება, შესაძლოა აღმოჩნდეს თავისუფალი ფრაგმენტები (ნამსხვრევები), მალის წვეტიანი მორჩის ან რკალის მოტეხილობის ხაზები.
ეს ტკივილები წარმოიქმნება ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის ზონაში ნერვული მგრძნობიარე დაბოლოებების გაღიზიანებისაგან, რომელიც ავადმყოფობის მიმდინარეობის პროცესში თანდათან ქრება.
ხერხემლის სვეტის კისრის მალის სხეულების კომპრესიული მოტეხილობა ზურგის ტვინზე ზეწოლით.
ხერხემლის ასეთი კომპრესიული მოტეხილობები ხშირად გვხვდება მცირე სიმაღლიდან ჩამოვარდნის დროს ან ოსტეოპოროზის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში, როცა საკმარისია მცირე ძალდატანებაც, რომ მალის სხეული გაბრტყელდეს და სიმაღლეში მოიკლოს.
ხშირად ხერხემლის ასეთი კომპრესიული მოტეხილობების (მალის სხეულის სიმაღლეში კლებით) მაშინვე დიაგნოსტირება ძნელია, რადგან ისინი დიდ დისკომფორტს არ უქმნიან ავადმყოფს. ისინი შემთხვევით ვლინდებიან ხოლმე სხვა რამის გამო ჩატარებული რენტგენოგრაფიული გამოკვლევებისას.
ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა.
გულმკერდის მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა.
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის დიაგნოსტიკა
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (მალის სხეულის სიმაღლის დაკლებით) დიაგნოსტიკა იწყება ექიმთან ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვით. მისი შედეგების მიხედვით შეიძლება დამატებით დაინიშნოს შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
- ხერხემლის რენტგენოგრაფია
- ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია — კისრის, გულმკერდის ან წელის ნაწილის
ძვლის ოსტეოპოროზზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის გაზომვის პროცედურას დენსიტომეტრია ეწოდება. დენსიტომეტრია ტარდება სპეციალურ გასაზომ მოწყობილობაზე.
ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჩანს მალის სხეულის ზურგის ტვინზე ზეწოლით გართულებული კომპრესიული მოტეხილობა (მითითებულია ისრით).
ორსახოვანი ენერგიის ხერხემლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას შეუძლია შეამციროს კალციუმისაგან მიღებული ინფორმაცია, რაც საშუალებას იძლევა, რომ გავარჩიოთ ძველი და ახალი მალის კომპრესიული მოტეხილობა (მარჯვენა ფილტვის მცირეუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტს აღმოუჩნდა მომატებული სიგნალი ძვლის ტვინში შეშუპების ადგილზე).
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის გართულება
ნაწოლები — ესაა ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (ზურგის ტვინზე ზეწოლით) თანამდევი მოვლენები. ნაწოლები ჩნდება უმოძრაო ავადმყოფის ზურგზე ხანგრძლივად წოლის შედეგად. ნაწოლები ყოველთვის მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას, რადგანაც ზურგის ტვინის ტრავმის დონის ქვევით დარღვეულია ნეიროტროფიკული ფუნქცია, რაც ძალიან ანელებს ნეკროზის ზონებში შეხორცების პროცესს.
ხერხემლის გართულებული კომპრესიული მოტეხილობებს (ზურგის ტვინზე ზეწოლით), გარდა მოტეხილობის ადგილების გასწვრივ ადგილობრივი ტკივილებისა, თან ახლავს ნევროლოგიური აშლილობები. ამათ მიეკუთვნება ზურგის ტვინის გამტარი და მარეგულირებელი ფუნქციების დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში მოჰყვება მძიმე ინვალიდიზაცია შეუხორცებელი ნაწოლების წარმოქმნითა და ავადმყოფის სიკვდილითაც კი.
ნეიროტროფიკული ნაწოლები — ესაა ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (ზურგის ტვინზე ზეწოლით) შემდეგ ინერვაციის დარღვევის თანამდევი მოვლენები.
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის მკურნალობა
გულმკერდისა და წელის Th5-დან L5-მდე მალების კომპრესიული მოტეხილობების (მალის სიმაღლის კლებით) ოპერატიული მკურნალობა საშუალებას იძლევა აღდგეს მალის სხეულის სიმაღლე და წარმოიქმნას სიცარიელე ღრუბლისებრ ძვლოვან ქსოვილში. მალის სხეულის აღმდგენ ამ ოპერაციებს ეწოდება კიფოპლასტიკა და ვერტებროპლასტიკა. ისინი ტარდება მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობის მკურნალობის დროს.
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (მალის სხეულის სიმაღლის დაკლებით) კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:
- მწვავე პერიოდში წოლითი რეჟიმის დაცვას
- ფიზიოპროცედურებს
- სამკურნალო ტანვარჯიშს
- სპეციალური დამაფიქსირებელი ექსტენზიური კორსეტის ტარებას
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (მალის სხეულის სიმაღლის დაკლებით) მკურნალობის დროს გამმართავი (ექსტენზიური) კორსეტის ტარება.
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (მალის სხეულის სიმაღლის დაკლებით) მკურნალობის დროს გამმართავი (ექსტენზიური) კორსეტის ტარება.
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (მალის სხეულის სიმაღლის დაკლებით) მკურნალობის დროს გამმართავი (ექსტენზიური) კორსეტის ტარება.
ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის (მალის სხეულის სიმაღლის დაკლებით) მკურნალობის დროს გამმართავი (ექსტენზიური) კორსეტის ტარების საშუალო ვადა შეიძლება იყოს ხერხემლის მოტეხილობის მომენტიდან 1,5–2 თვე.
მალების კომპრესიული მოტეხილობის ტკივილის სინდრომის შესუსტების მიზნით რეკომენდებულია ინტრანაზალური სპრეი "მიაკალციკი" (კალციტონინი).
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი