ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
ტკივილის სიმპტომები ხერხემლის არის გულმკერდის დონეზე
ტკივილის სიმპტომები ხერხემლის არის გულმკერდის დონეზე ადამიანს აწუხებს მოზრდილ ასაკში და დაკავშირებულია მისი ცხოვრების წესთან. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ტკივილის სიმპტომები ხერხემლის არის გულმკერდის დონეზე, როგორც წესი, უძრავი ცხოვრების წესის მიმდევრები არიან (მუშობა კომპიუტერთან, ხანგძლივი ჯდომა საჭესთან, ბავშვის ძუძუთი კვება და ა.შ.), ან ამისი მიზეზი ხდება გადაცივება. ტკივილის სიმპტომები ხერხემლის არის გულმკერდის დონეზე იშვითად უჩნდებათ სამოძრაო სახის სამუშაოს მქონე პაციენტებსაც, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ (ცურვა, ტანვარჯიში, ფიტნესი და ა.შ.).
ტიპური მტკივნეული ტრიგერული წერტილების ლოკალიზაცია ფიბრომიალგიის (კუნთების ტკივილის) დროს ხერხემლის გულმკერდის არის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში.
ხერხემლის ოსტეოქონდროზთან დაკავშირებული ტკივილის სიმპტომის დროს ავადმყოფები უჩივიან:
- ბეჭებშუა დაჭიმულ ტკივილს
- ბეჭებშუა წვას
- მოძრაობისა და უძრაობის დროს ტკივილს გულის არეში და გულის ქვეშ
- იღლიისქვეშა არეში ნეკნებს შორის გარშემოვლითი ტკივილი
- ტკივილი გულმკერდის არეში დღის ბოლოს ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ ან ძილის მერე და ა.შ.
ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს ტკივილის სიმპტომები პირველ ყოვლისა კუნთოვანია. პაციენტების გასინჯვის დროს ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის აღმოაჩენენ ტრიგერულ წერტილებს ყველაზე ტიპურ ადგილებში (ხერხემლის სვეტის გულმკერდის კუნთებში და გულმკერდში ზოგადად). ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს ყველაზე ხშირად სტკივათ ნეკნთაშუა კუნთები, ხერხემლის გამმართველი კუნთები. იშვიათად ტკივილი ლოკალიზდება მხრის განმზიდავი კუნთებსა და გულმკერდის კუნთებში.
ხერხემლის სვეტის გულმკერდის მიდამოში ტკივილის წყარო ასევე შეიძლება იყოს მყესი, იოგი, სახსრის კაფსულა, მალის სხეული და მისი მორჩები:
- ტკივილი ხერხემლის სვეტის გულმკერდის არეში მალთაშუა სახსრების პროექციაში
- ტკივილი ხერხემლის სვეტის გულმკერდის არეში ნეკნების თავების მალების სხეულებთან მიმაგრების ადგილებში
- ტკივილი ხერხემლის სვეტის გულმკერდის არეში ნეკნების თავების მკერდის ძვალთან მიმაგრების ადგილებში
გულმკერდის მიდამოში ტკივილის ეს წყაროები (მყესი, იოგი, სახსრის კაფსულა, მალის სხეული და მისი მორჩები) ყველაზე ხშირად თავისი წარმოშობით დაკავშირებულია ხერხემლისა და მთლიანობაში გულმკერდის ტრავმასთან (დაცემა, სიმძიმის უცებ აწევა, მოუხერხებელი მოძრაობები).
ტკივილის სინდრომი ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს
ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგიის დროს ტკივილის სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმატული ხასიათის. ძალიან ხშირად პაციენტები ნეკნთაშუა ნევრალგიას ურევენ ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს კუნთების ტკივილში.
ჰერპეს ზოსტერის ვირუსული ინფექციის დროს (varicella-zoster) ხდება თვითონ ვირუსის აქტიური დაყოფა ნეკნთაშუა ნერვის მიელინურ გარსში. პოსტჰერპესული ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ზოსტერისმიერი გამოწვეულ ტკივილს აქვს გამსჭვალავი, „ხანჯალივით მჭრელი“ ხასიათი ერთი შეხედვით გარეგნულად ჯანმრთელ კანთან შეხებისას ნეკნებშუა დონეზე. ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ჰერპესით გამოწვეული ტკივილის გაჩენისას, ინკუბაციურ პერიოდში, პაციენტს აქვს ქავილი ვირუსით დაზიანებულ ადგილას.
პოსტჰერპესული (ნეკნთაშორისი) ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს სარტყლისებრი ჰერპესის შედეგად კანზე ნეკნთშუა ნერვების პროექციის ზევით ჩნდება მტკივნეული ბუშტუკები.
მომწიფების შემდეგ გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები გამოდის კანზე და ისინი ტანსაცმლისა და თეთრეულის შეხებისას ძალიან მტკივნეულია.
გულმკერდის ტრავმატული დაზიანებები, რომლებსაც ნეკნთაშუა ნერვის გარსების კომპრესია ან გაღიზიანება მოსდევს, ვლინდებიან მწვავე ლოკალური ან გარშემოვლითი ტკივილით ნეკნთაშუა არეში. ეს ტკივილი შეიძლება ნეკნთაშუა ნერვის დაზიანების მხრიდან გადაეცეს მკერდში.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოსტიკა
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგიის დიაგნოსტიკა არაა რთული. პაციენტის გასინჯვისას პალპაციის, ფუნქციონალურ ტესტების (მოძრაობის შემოწმება), კანის საფარველის შემოწმების დროს ვლინდება ტკივილის წყარო. ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა და გულმკერდის გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.
ხერხემლის სვეტის გულმკერდის მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია.
ექიმთან კონსულტაციის შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზითა და ნეკნთაშუა ნევრალგიით გამოწვეული ტკივილის დროს შეიძლება დამატებით დაენიშნოს შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის რენტგენოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- სისხლის ანალიზი ვირუსულ ინფექციაზე
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის მკურნალობა
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგიის გამოვლენის სირთულისა და მიზეზების გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
- მედიკამენტოზური მკურნალობა (არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები, ანტივირუსული პრეპარატები, B ჯგუფის ვიტამინები)
- ბლოკადები - პრეპარატების ინექცია მტკივნეულ ნეკნთაშუა და პარავერტებრალურ კუნთებში
- მანუალური თერაპია (რბილი კუნთოვანი, ოსტეოპათიკური ტექნიკა)
- ფიზიოთერაპია
- სამკურნალო ტანვარჯიში
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ოპერატიული მკურნალობა
ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა (ფასეტურ) სახსრებშიც შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადები. ბლოკადებს იყენებენ, როცა ხერხემლის სვეტის გულმკერდის არეში ოსტეოქონდროზისა და ნეკნთაშუა ნევრალგიის ჩვეულებრივ მკურნალობას არ აქვს მდგრადი დადებითი ეფექტი.
რეფლექსოთერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის მკურნალობისას.
მანუალური თერაპია გულმკერდის მალების დონეზე.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ბლოკადის ჩასატარებლად საკმარისია ანესთეზირებადი საშუალების (ნოვოკაინი, ლიდოკაინი) მცირე დოზა და კორტიზონი, დიპროსპანი ან კენალოგი, შეყვანილი დაზიანებული სახსრის სივრცეში ან მის სიახლოვეს, ასევე მტკივნეული კუნთოვანი გამკვრივების პროექციაში და ნეკნებს შორის გამავალი ნეკნთაშუა ნერვის გასვლის წერტილებში.
ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში კუნთებში, იოგებსა და სახსრების კაფსულებში ტკივილის დროს ამბულატორიული მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 1,5-2 კვირა (მწვავე ტკივილის დაწყების მომენტიდან).
ბლოკადები გამოიყენება ხერხემლის სვეტის გულმკერდის არეში ტკივილისა და ნეკნთაშუა ნევრალგიის ტკივილის მოსახსნელად.
ვირუსული ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ტკივილისას (განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებსა და დასუსტებულ პაციენტებში) ნევრალგიის ამბულატორიული მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 0,5-დან 1,5 თვემდე.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი