მენიუ

ნევრალგია

ნევრალგია

ნევრალგია — ნერვის გასწვრივ და სხეულზე მისი მოქმედების ზონაში მტკივნეული შეგრძნებაა. ნევრალგიის დროს უმეტესად ზიანდება ფუნქციებით შერეული ნერვების მგრძნობელობითი ნაწილები ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკური განყოფილებები.

წარმოშობით ნევრალგია შეიძლება იყოს ფსიქოგენური, პროფესიული, ინექციური, ტრავმატული, მეტაბოლური, ღამის.

ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კეფის, სახის, ენა-ხახის, ტრიგემინალურ, დაფის აპკის, ნეკნთაშუა, მეტატარზალურ, კოჭის (ტალალგია), კაუზალგიას, რეპერკუსიულ (განგლიონიტების დროს) და სხვა სახის ნევრალგიებს. კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ტკივილები სამწვერა და ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგიის დროს. სხვა სახის ნევრალგიები გაცილებით იშვიათია.

სეგმენტარული ინერვაციის სქემა ადამიანის სხეულის ზედაპირზე.

საჯდომი ნერვის ნევრალგია — შესაძლოა იყოს პოსტინექციური ნევრიტის (ტრავმატული ნევრიტის სახეობა) შედეგი. ამ დროს ნემსი და შეყვანილი სამკურნალო საშუალება (დუნდულის კუნთში მისი კუნთშიდა არასწორი შეყვანისას) ხვდება საჯდომი ნერვის სიღრმეში, რაც იწვევს მისი მიელინური გარსების და თვითონ გამტარი ბოჭკოების - აქსონების ტრავმას (საჯდომი ნერვის პოსტინექციური ნევრიტი).

საჯდომი ნერვის ნევრალგიის დროს ნერვის გარსებში წარმოიქმნება ნაწიბური და სპაიკები, რომლებიც იწვევენ ნერვის ზეწოლას და გაღიზიანებას, წარმოიქმნება ტკივილი ნერვის ინერვაციის ზონაში (ფეხის უკანა ზედაპირი ტერფში ტკივილის გადასვლის შესაძლებლობით).

ნეკნთაშუა ნევრალგია

ნეკნთაშუა ნევრალგია — ნეკნთაშუა ტკივილია, რომელიც წარმოიშობა ჰერპესის ვირუსით ანდა ჰერპეტული ნევრიტით ნერვის გარსის დაზიანების დროს.

ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ნეკნთაშუა ნერვების პროექციის ქვეშ კანზე შემომსარტყლავი ჰერპესის შედეგად წარმოიქმნება მტკივნეული ბუშტულკები.

ნეკნთაშუა ნერვის გასწვრივ ტკივილს (ნეკნთაშუა ნევრალგიას) შემომსარტყლავი ჰერპესის დროს აქვს თავისებური, მწვავე ხასიათი, რაც მიმართულია ნეკნებს შუა. ეს გამოწვეულია თვით ნეკნთაშუა ნერვის მიელინური გარსის დაზიანებით, რადგანაც მასში “ბუდობს” ჰერპესის ვირუსი.

 

სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვის ნევრალგია — უძლიერესი ტკივილია სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის უბნებში სახეზე, თვალის რქოვან გარსზე და პირის ღრუში.

ტკივილის გაჩენის ადგილები სახეზე სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს.

 

ნევრალგიის დიაგნოსტიკა

ნევრალგიის დიაგნოსტიკა სპეციალისტებისთვის ადვილია და გართულებებს არ იწვევს. ეს პროცესი იწყება დაავადებისათვის ტიპური ჩივილების მქონე პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვით. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ინსტრუმენტალური გამოკვლევა (ელექტრონეიროგრაფია), თუკი ნევრალგიის გაჩენის მიზეზი გახდა ნერვის პროექციაში ტრავმა.

ნერვის მდგომარეობის შეფასება ნევრალგიის დიაგნოსტიკის დროს ელექტრონეიროგრაფიაზე.

შესაძლოა საჭირო გახდეს ხერხემლის ან რომელიმე ნერვული წნულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ნერვულ სტრუქტურებზე რაიმე სახის მოცულობითი ზემოქმედების დროს, როგორც ეს ხდება მალთაშუა დისკის თიაქრის ან პროტრუზიის ანდა რბილი ქსოვილების სიმსივნეების და სხვათა შემთხვევაში.

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საჯდომი ნერვის ნევრალგიის დროს.

 

ნევრალგიის მკურნალობა

ნევრალგიის (ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია) მკურნალობა შეირჩევა ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ის მოიცავს კონსერვატული პროცედურების კომპლექსს:

ჩატარებული კონსერვატული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ოპერატიული მკურნალობა (ნერვული ღეროს ნევროლიზი და ა.შ.).

ტკივილის გაქრობა და მგრძნობელობის აღდგენა ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

იხილეთ აგრეთვე