თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
თვალის კაკალი და ბადურა
თვალის გასინჯვის დროს ექიმ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს შეუძლია უშუალოდ პაციენტის სისხლძარღვების და ნერვული ქსოვილის შეისწავლა. თვალი არის ერთადერთი ორგანო, რომელიც თავისი ანატომიდან გამომდინარე საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს პაციენტის ნერვი და სისხლძარღვები ჯანსაღი ქსოვილის ჭრილობის (ოპერაციის) ან პუნქციის გარეშე.
თვალი — მხედველობის ორგანოა. თვალის კაკალი განკუთვნილია უაღრესად მგრძნობიარე ნეირონულ მემბრანაზე (ბადურაზე) სინათლის ფოკუსირებისათვის. თვალში შესვლისას სინათლე გადის რქოვანას, ნამს, ბროლსა და მინისებრ სხეულს, შემდეგ კვეთს ბადურის გამჭვირვალე ფენებს და აღწევს გარე ბირთვული ფენის ფოტორეცეპტორებს.
ბროლში შემომავალი სინათლის რაოდენობას, რომელიც საჭიროა ბადურაზე გამოსახულების მისაღებად, აკონტროლებს დიაფრაგმა. ამ დიაფრაგმის როლს ასრულებს თვალის ფერადი გარსი. ფერადი გარსის ხვრელს — გუგას — შეუძლა შევიწროება და გაფართოვება სპეციალური კუნთების დახმარებით. ბადურაზე მოხვედრილ სინათლეს ითვისებენ თვალის ფსკერის უჯრედები — ფოტორეცეპტორები. ამ ბადურის ნერვულ უჯრედებს კოლბებს და ჩხირებს უწოდებენ. ბადურის კოლბები და ჩხირები შეიცავენ მხედველობის პიგმენტს. ეს მხედველობის პიგმენტი მათ საშუალებას აძლევს აითვისონ სხივის ნაკადი, რომელიც შედგება ფოტონებისგან. ხდება ფიზიოლოგიური ნერვული აგზნების რეაქცია თვალის ბადურის უჯრედების კომპლექსურ სინაფსურ დონეზე. ეს იძლევა თვალში შემოსული სხივების თვისებების შეფასების საშუალებას მისი სივრცული, სინათლის, სპექტრალური და დროითი ფუნქციის თვალსაზრისით.
კოლბები და ჩხირები, რომლებიც მდებარეობენ ბადურაში, განსხვავდებიან თავიანთი ფუნქციებით. ჩხირები აღიქვამენ დაბალი ინტენსივობის შუქს (სკოტოპიკური მხედველობა) და არ მონაწილეობენ ფერის განსაზღვრაში. კოლბები რეაგირებენ მაღალი ინტენსივობის შუქზე (ფოტოპიკური მხედველობა). კოლბებს ასევე ახასიათებთ კარგი გარჩევადობა და ფერადი მხედველობა. კოლბები კონცენტრირებულია ბადურის ცენტრში, ყვითელი ხალის (მაკულას) არეში, რომელიც შედგება ცენტრალური ფოსოს და პატარა მომრგვალებული ფოსოსგან. ყვითელი ხალის (მაკულას) ცენტრალური ფოსო მდებარეობს ოპტიკური დისკოს საზღვრიდან საფეთქლის მიმართულებით 3 მმ დაშორების მანძილზე. ამ წერტილში აღინიშნება გამოხატული მხედველობის სიმახვილე (20/20 ნორმაში). მხედველობის სიმახვილე მკვეთრადაა შემცირებული პარამაკულარულ არეში, სადაც კოლბების რაოდენობა ბევრად უფრო ცოტაა. ადამიანის თვალის ბადურაში ჩხირების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე კოლბების (100 მილიონი ჩხირი, 60 მილიონი კოლბა). ჩხირები არ მდებარეობენ ცენტრალურ ფოსოში, მათი კონცენტრაცია აღწევს პიკს 20°-ის მანძილზე ცენტრალურ ფოსოდან და თანდათან მცირდება პერიფერიაზე.
განგლიური უჯრედების განაწილებას აქვს იგივე ხასიათი, როგორიც კოლბებს. ცენტრალური ფოსოს არეში ერთი განგლიური უჯრედი ბიპოლარული ნეირონის მეშვეობით უკავშირდება ერთ კოლბას (პროპორცია 1:1), რაც მაქსიმალურად ამახვილებს მხედველობას. ვიზუალური ინფორმაციის პირველადი დამუშავება ხდება ბადურაზე, შემდეგ ის განგლიური უჯრედებიდან მხედველობის ნერვის ნერვული ბოჭკოებით ელექტროიმპულსების ფორმით გადაიცემა თავის ტვინის ლატერალურ დამუხლულ სხეულში. სინაფსური გადართვის შემდეგ ბოჭკოები მიემართებიან დამუხლულ-კეფის გზით კეფის წილის ქერქში მდებარე ვიზუალურ ცენტრისაკენ.
მხედველობის სახეები
ადამიანის მხედველობა არის დაყოფილი ფორმულ, ფერის და სინათლის აღქმად.
ფორმული მხედველობა და მხედველობის სიმახვილე
კლინიკურ პრაქტიკაში ფორმული მხედველობას იკვლევენ მხედველობის სიმახვილის შეფასებით, ყვითელი ხალის (მაკულას) ფუნქციონირების ტესტით და ეს უნდა იყოს ნებისმიერი სრული სამედიცინო გამოკვლევის აუცილებელი ნაწილი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მხედველობასთან დაკავშირებული ჩივილები. მხედველობის სიმახვილის შეფასების დროს Snellen-ის ცხრილი (1862 წ.) მდებარეობს პაციენტისგან 6 მ-ის მანძილზე, სივცევის ცხრილი (გამოიყენებოდა მხედველობის სიმახვილის დასადგენად სსრკ-ში) — 5 მ-ის მანძილზე.
Snellen-ის ცხრილი შედგება სხვადასხვა ზომის ასოებისაგან. მანძილი, რომელზეც თითოეული ზომა მცირდება 5° კუთხით, მითითებულია ცხრილის გვერდითი მხარეს. რეფრაქციის კორექციის მქონე პაციენტს გამოკვლევის დროს უნდა ეკეთოს სათვალე. ნორმალური მხედველობა შეადგენს 20/20. თუ პაციენტს შეუძლია წაიკითხოს ასოები მხოლოდ 20/30 სტრიქონამდე, მხედველობის სიმახვილე ფასდება როგორც 20/30. თუ პაციენტს არ შეუძლია გამოიცნოს ზედა სტრიქონის უდიდესი ასო E, ის უნდა იყოს მივაახლოვოთ ცხრილთან, რითაც შეიცვლება მანძილი. მხედველობის სიმახვილე შეიძლება განისაზღვროს, როგორც 10/400, თუ პაციენტი შეძლებს გამოიცნოს ეს ასო ცხრილიდან 3 მეტრის მანძილზე.
თუ პაციენტს არ შეუძლია 20/30 სტრიქონის წაკითხვა, უნდა იყოს შესწავლილი მისი სტენოპიკური მხედველობა. სტენოპიკური ხვრელის მეშვეობით, რომელიც გადასცემს სინათლის სხივების ვიწრო კონას, მხედველობის მეორადი დაქვეითების მქონე პაციენტმა რეფრაქციის დარღვევის დროს უნდა წაიკითხოს 20/20 სტრიქონებამდე. თუ ამ დროს მხედველობის სიმახვილე არ გაიზრდება, უნდა იქნას გამოძიებული დაქვეითების სხვა მიზეზები, როგორებიცაა თვალის სითხეების შემღვრევა, ლაქები ან მხედველობის ნერვის დაზიანება.
მხედველობის სიმახვილე, რომლის შესწორებაც ხდება სათვალეების ან კონტაქტური ლინზები გამოყენებით მხოლოდ 20/200-მდე ან ნაკლებად ორივე მხარეს, და ასევე მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება 10°-მდე აშშ-ში ოფიციალურად ითვლება როგორც სიბრმავედ, ასეთი პაციენტი უნდა იყოს რეგისტრირებული ბრმების საზოგადოებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ფერადი მხედველობა
ხშირად ადამიანის მხედველობის დარღვევა ხასიათდება ფერის აღქმის შეძენილი დეფექტებით. მაგალითად, ყვითელი ხალის (ინტოქსიკაციის ან დეგენერაციული ცვლილებების გამო) ან მხედველობის ნერვის (გაფანტული სკლეროზი, ტოქსინები, ნარკოტიკები, არასრულფასოვანი კვება, თამბაქო-ალკოჰოლის ამბლიოპია) ზოგიერთ დაზიანების შემთხვევაში პაციენტები ვერ არჩევენ წითელ და მწვანე ფერებს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერი აღიქმება ნორმალურად.
ფერადი მხედველობის შესწავლისათვის ყველაზე ხშირად გამოყენება იშიხარას (Ishihara) პოლიქრომულ ცხრილები. იშიხარას პოლიქრომული ცხრილებით აღმოაჩენენ წითელი და მწვანე ფერის მხედველობის დეფექტებს, ჰარდი-რენდი-რიტლერის ფიგურების საშუალებით აღმოაჩენენ წითელი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი ფერების აღქმის დარღვევებს. რამდენიმე სპეციალობით მუშაობის დროს ადამიანს სჭირდება სრული ფერადი მხედველობა. შესაძლებელია მემკვიდრეობითი სიბრმავის არსებობა წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებზე (დალტონიზმი).
სინათლის აღქმა და მხედველობის ველის შესწავლა (პერიმეტრია)
ადამიანის მიერ სინათლის აღქმა დგინდება მხედველობის ველის შესწავლის გამოყენებით. მხედველობის ველის კვლევის პროცედურას ეწოდება პერიმეტრია. მხედველობის ველის ცვლილება მიუთითებს მხედველობის ტრაქტის დაზიანებაზე დაწყებული ბადურიდან (მხედველობის ნერვის მეშვეობით) კეფის წილის მხედველობის ქერქის მონაკვეთამდე. მხედველობის ველის შესასწავლისთვის ყველაზე მოსახერხებელია კინეტიკური პერიმეტრიის მეთოდი (ნახევარსფეროები გოლდმანის პერიმეტრი). ის გამოიხატება ობიექტის მოძრაობაში მხედველობის ველში და ორივე ველში მგრძნობელობის თანაბრობის მიღწევაში. პაციენტი პერიმეტრიის დროს ანიშნებს ექიმს, როდესაც ხედავს ობიექტს, რომელიც ქრება და შემდეგ ხელახლა ჩნდება მის მხედველობაში. აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს შედგენილი პაციენტის მხედველობის ველის სქემა დეფექტის ზუსტი მითითებით პერიფერიიდან ცენტრალური ფიქსაციის წერტილისკენ. ასევე შესაძლოა პერიფერიული მხედველობის ველის შედარება პაციენტსა და ექიმს შორის.
მხედველობის ველი ითვლება ნორმალური თუ პერიმეტრი პაციენტი ხედავს ობიექტს:
- 90° — პერიმეტრია საფეთქლის მხრიდან
- 50° — პერიმეტრია ცხვირის მხრიდან
- 50° — პერიმეტრია ზემოთა მიმართულებით
- 65° — პერიმეტრია ქვემოთა მიმართულებით
ჩამოთვლილი მხედველობის დარღვევები პაციენტებში შეიძლება შეხვდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში. ასეთი მხედველობის დარღვევები პაციენტებში შეიძლება მოხდეს თვალის გამჭვირვალე ნაწილების რეფრაქციული თვისებების ცვლილებების შედეგად, ბადურის, მხედველობის ნერვის და ტვინის სხვა ნაწილების დაზიანების გამო, რომლებთანაც ისინი დაკავშირებულია.
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)