შუათანა ნერვის ნეიროპათია
შუათანა ნერვი (n. medianus), შუათანა ნერვის ნევრიტი (ნეიროპათია)
შუათანა ნერვი (n. medianus) არის შერეული ფუნქციების ნერვი (ახორციელებს მოძრაობას და მგრძნობელობას). შუათანა ნერვის შედგება ზურგის ტვინის C5, C6, C7, C8 და T1 ნერვების ბოჭკოებისაგან, რომლებიც ძირითადად გადიან მხრის წნულის შუა და ქვედა ტოტების შემადგენლობაში. შემდეგ შუათანა ნერვის ბოჭკოები მიემართებიან გარე და შიდა კონებში. მხრის წნულის გარე კონისგან გამოყოფილი შუათანა ნერვის ზედა ტოტი და შიდა კონისგან გამოყოფილი მისი ქვედა ტოტი ერთმანეთს უერთდება და ქმნის შუათანა ნერვის მარყუჟს.
შუათანა ნერვის დაზიანება (შუათანა ნერვის ნევრიტი) იწვევს I, II და III თითების მგრძნობელობის დარღვევას.
შუათანა ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) დიაგნოსტიკა
C7 სპინალური ნერვის ან მხრის წნულის შუა ტოტის დაზიანების დროს შუათანა ნერვის ფუნქცია არის ნაწილობრივად დარღვეული, რის შედეგად არის შესუსტებული ხელის მტევნის მოხრა და როტაცია შიგნით სხივური ნერვის დაზიანებასთან ერთად. შუათანა ნერვის ფუნქციების თითქმის იგივე დაქვეითება ხდება მხრის წნულის გარეთა კონის დაზიანების დროს, რომელშიც შუა ტოტისგან გადმოდიან ნერვის ზედა ტოტის ბოჭკოები, ამ შემთხვევაში უკვე კანოვან-კუნთოვანი ნერვის დაზიანების კომბინაციით.
სპინალური C8–Th1 ნერვების, ქვედა ტოტის და მხრის წნულის შიდა ბოჭკოს (დეჟერინ – კლიუმპკეს დამბლა) დაზიანების დროს (იდაყვის ნერვის დაზიანებასთან ერთად) ზიანდება ასევე შუათანა ნერვის ის ბოჭკოები, რომლებიც შეადგენს მის ქვედა ნაწილს (ტენორის და თითების მომხრელი კუნთების შესუსტება).
შუათანა ნერვის მამოძრავებელი ფუნქცია ძირითადად შედგება ხელის მტევნის შიგნითა ბრუნვიდან, ხელისგულისკენ მიმართულ ხელის მტევნის მოხრისგან (შესაბამისი კუნთების შეკუმშვის გამო), თითების მოხრისგან, უპირატესად I, II და III, და II და III თითების შუა და დისტალური ფალანგების გაშლისგან.
შუათანა ნერვის სენსორული ბოჭკოები ანერვირებს I, II, III და IV (სხივური ნახევარი) თითების კანის ხელისგულის ზედაპირს, ხელისგულის შესაბამის ნაწილს და ასევე იმავე თითების დისტალური ფალანგების კანს უკანა ზედაპირზე.
შუათანა ნერვის დაზიანების დროს (შუათანა ნერვის ნევრიტი) ირღვევა მტევნის შიგნით ბრუნვა (პრონაცია), სუსტდება მტევნის პლანტარული მოხრა, ირღვევა I, II და III თითების მოხრა და II და III თითების შუა ფალანგების გაშლა.
ზედაპირული მგრძნობელობა შუათანა ნერვის ნევრიტის დროს დარღვეულია მტევანზე იდაყვის და სხივური ნერვებისაგან ინერვაციის თავისუფალ ზონის მიდამოში. სახსრ-კუნთოვანი გრძნობა შუათანა ნერვის ნევრიტის დროს ყოველთვის დარღვეულია საჩვენებელი და ხშირად II თითების დისტალურ ფალანგაზე.
კუნთების ატროფია შუათანა ნერვის დაზიანების დროს ყველაზე ნათლად გამოხატულია ტენარის (ცერის შემაღლების) მიდამოში. ამის შედეგად განვითარებული ხელისგულის გაბრტყელება და ცერა თითის მჭიდროდ და ერთ სიბრტყეში სალოკ თითთან მოზიდვა ქმნიან მტევნის თავისებური მდგომარეობას, რომელსაც "მაიმუნის მტევანს" ეძახიან. ტკივილები შუათანა ნერვის დაზიანების დროს (განსაკუთრებით ნერვის ნაწილობრივი დაზიანება), საკმაოდ ინტენსიურ და ხშირად კაუზალგიურ (მწველ, მწვავე) ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაში მტევნის პოზიციამ შეიძლება მიიღოს უცნაური ხასიათი.
ასევე შუათანა ნერვის დაზიანების დროს ხშირია და დამახასიათებელია ვაზომოტორული-სეკრეტორული-ტროფიკული დარღვევები: კანი, განსაკუთრებით I, II და III თითებზე, ხდება მოლურჯო ან მკრთალი ფერის; ფრჩხილები ხდება დაბინდული, მტვრევადი და განივზოლიანი; აღინიშნება კანის ატროფია, თითების შესუსტება (განსაკუთრებით II და III), ოფლიანობის დარღვევები, ჰიპერკერატოზი (კანის გარე შრის პათოლოგიური გასქელება), ჰიპერტრიქოზი, დაწყლულება და ასე შემდეგ. ეს დარღვევები, ისევე როგორც ტკივილები, უფრო გამოხატულია შუათანა ნერვის ნაწილობრივი და არა სრული დაზიანების დროს.
შუათანა ნერვი პირველ ტოტებს, ისევე როგორც იდაყვის ნერვი, იძლევა მხოლოდ წინამხარზე, შესაბამისად, კლინიკური სურათი მისი მაღალ დონეზე დაზიანების შემთხვევაში (დაწყებული იღლიის ფოსოდან და წინამხრის ზედა ნაწილამდე) იგივეა. შუათანა ნერვის წინამხრის შუა მესამედის ნაწილის დონეზე დაზიანების დროს მტევნის შიდა ბრუნვის ფუნქცია, ხელის გულისკენ მიმართული მტევნის მოხრა და შუა ფალანგების მოხრა არ არის მოშლილი.
ნერვის ქვედა დონეზე დაზიანების დროს შეიძლება იყოს შენარჩუნებული I, II და III თითების დისტალური ფალანგების მოხრის ფუნქცია და მაშინ ყველა სიმპტომები შემოიფარგლება მხოლოდ ცერის შემაღლების (ტენარის) კუნთების და ჭიაყელა კუნთების ფუნქციის დაზიანებით და ტიპურ მიდამოში მგრძნობელობის დარღვევით.
ძირითადი ტესტები, რომლებითაც ხდება მოძრაობის დარღვევების განსაზღვრა, შუათანა ნერვის დაზიანების (ნევრიტი, ნეიროპათია) დროს:
- მტევნის მუშტად შეკუმშვის დროს I, II, ნაწილობრივ III თითები არ მოიხრება
- ცერა და სალოკი თითების დისტალური ფალანგების მოხრა შეუძლებელია, ისევე როგორც სალოკი თითით ფხაჭნა მაგიდაზე მასზე მტევნის მჭიდროდ ზეწოლის დროს
- ცერა თითის ტესტის დროს პაციენტს არ შეუძლია ქაღალდის ფურცლის მოხრილი თითით შეჩერება და ის მას გამართული ცერა თითის მიზიდვით იკავებს, ცერის მომზიდველი კუნთის მეშვეობით, რომელიც თავის ინერვირდება იდაყვის ნერვიდან
შუათანა ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობა
შუათანა ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება. ის მოიცავს კონსერვატული პროცედურების კომპლექსს ან ოპერატიულ ჩარევას:
- ნერვის სტიმულაცია
- კუნთის სტიმულაცია
- "В", "С" და "Е" ჯგუფის ვიტამინები
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ნალგეზინი, იბუპროფენი, მელოქსიკამი და ა.შ.)
- ნეიროლეპტიკები (ფინლეპსინი, ლირიკა და ა.შ.)
- ჰომეოპათიური საშუალებები
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური" ნემსები)
- ოპერაცია ნერვულ ღეროზე (ნევროლიზი (ნერვის ნაწიბურებისგან განთავისუფლება), ნეირორაფია (ნერვული ღეროს გაკერვა) და ა.შ.)
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)