ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
ნისტაგმი
ნისტაგმი არის თვალის კაკლების განმეორებითი, ერთმანეთზე მოყოლებული მოძრაობები. არსებობს ორი სახის ნისტაგმი:
- ქანქარასებრი ნისტაგმი (გლუვი სინუსოიდური რხევები)
- ბიძგისებრი ნისტაგმი (ნელი და მაკორექტირებელი სწრაფი ფაზის მონაცვლეობა)
ჯანმრთელ პირებს ნისტაგმი უჩნდება ვესტიბულური და ოპტოკინეტიკრი გაღიზიანების საპასუხოდ. ნისტაგმის მიზეზის დასადგენად განიხილება პაციენტის ანამნეზის მონაცემები (მედიკამენტების, ალკოჰოლის მიღების შესახებ ინფორმაცია და ა. შ.) და ტარდება მისი თვალის კაკლების მოძრაობების სრული გამოკვლევა.
პათოლოგიური ნისტაგმი ვითარდება მზერის ფიქსაციის მექანიზმების დაზიანების დროს. ვესტიბულური, ოპტოკინეტიკური სისტემა და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაკვირვებითი მიზნობრივი თვალის მოძრაობებს, ურთიერთქმედებენ ისე, რომ ბადურაზე შენარჩუნდეს სტაბილური გამოსახულება. ნეირონული ინტეგრატორი იძლევა დაკვირვების ობიექტის მხედველობის ველში შენარჩუნების საშუალებას. ამ სისტემების დაზიანება იწვევს ნისტაგმის განვითარებას.
რა არის ნისტაგმი?
ნისტაგმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თვალები სწრაფად და უკონტროლოდ მოძრაობენ, როგორც წესი, რიტმული წესით. ეს მოძრაობა ვლინდება ორივე თვალში და შეიძლება იყოს სწრაფი ან ნელი.
ნისტაგმის სხვა სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
- თავბრუსხვევას ან წონასწორობის პრობლემებს
- თავის შებრუნებულ ან დახრილ პოზიციაში იძულებითი ყოფნა
- მგრძნობელობა სინათლის მიმართ ან სიბნელეში მხედველობის დაქვეითება
- თავბრუსხვევა (ტრიალის შეგრძნება) ან ოსცილოპსია (გამოსახულებებს გვერდზე მოძრაობას)
რა იწვევს ნისტაგმს?
თვალები და ტვინის კონკრეტული ნაწილები ქმნიან მხედველობის გზას. ნისტაგმი შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ამ გზის ნაწილებში, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობებს და ახდენენ მხედველობის სტაბილიზაციას, ირღვევა ნორმალური მოქმედება.
თანდაყოლილი ნისტაგმი დაბადებიდან მალევე იწყება და გამოწვეულია თვალის სტრუქტურებში ან მხედველობის გზის განვითარების დარღვევებით.
შეძენილი ნისტაგმი იწყება ექვსი თვის შემდეგ ნებისმიერ დროს და მას შეიძლება ჰქონდეს სამედიცინო ან ნევროლოგიური მიზეზები, მათ შორის გარკვეული მედიკამენტები, ინსულტი, თავის ტრავმა, ტვინის სიმსივნეები და შიდა ყურის პრობლემები.
ნისტაგმის მკურნალობა მრავალფეროვანია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ეწვიეთ ექიმს დეტალური შეფასებისა და მკურნალობის ვარიანტების განხილვისთვის.
ნისტაგმის სახეები
კლინიკურ პრაქტიკაში ნევროლოგიურ პაციენტებში გამოყოფენ ოთხი ტიპის ნისტაგმს:
- თანდაყოლილი ნისტაგმი
- ლაბირინთულ-ვესტიბულური ნისტაგმი
- პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმი
- დისოცირებული ვერტიკალური ნისტაგმი
თანდაყოლილი ნისტაგმი
თანდაყოლილ ნისტაგმს ახასიათებს თვალის კალების ჰორიზონტალური ქანქარასებრი ან ბიძგისებრი მოძრაობის ხანგრძლივი არსებობა. ზოგიერთ შემთხვევაში თანდაყოლილ ნისტაგმს თან ახლავს მხედველობის ტრაქტის დაზიანება და პაციენტის მხედველობის დაქვეითება. დაზიანების მექანიზმი და ლოკალიზაცია თანდაყოლილი ნისტაგმის დროს არ არის ცნობილი.
ლაბირინთულ-ვესტიბულური ნისტაგმი
ვესტიბულური აპარატის დაზიანება იწვევს ნელი გლუვი ფაზის და სწრაფი მაკორექტირებელი ფაზის განვითარებას, რომლებიც ერთად ქმნიან „ხერხის კბილის ტიპის“ ნისტაგმს. ნისტაგმის ნელი ფაზის ასეთი ცალმხრივი მოძრაობა ასახავს ვესტიბულური ბირთვების მატონიზირებელი ნეირონული აქტივობის არასტაბილურობას. შიდა ყურის ნახევარრკალოვანი არხების დაზიანება იწვევს თვალის კაკლის ნელ გადახრას ნახევარრკალოვანი არხის დაზიანების მიმართ შემდგომი სწრაფი საკომპენსაციო მოძრაობით მოპირდაპირე მიმართულებით.
პათოლოგიურია ასევე თვალის კაკლების ნელი გადახრა ერთი და იმავე მიმართულებით, მაგრამ წესით ნისტაგმის მიმართულება განისაზღვრება სწრაფი მაკორექტირებელი ბიძგის (ნისტაგმის სწრაფი ფაზა) მიმართულებით. ეს ვესტიბულური ტონუსის არასტაბილურობა, როგორც წესი, იწვევს პაციენტში სისტემურ თავბრუხვევას და ოსცილოპსიას (მიმდებარე ობიექტების მოჩვენებითი მოძრაობები).
ვესტიბულური სისტემის პერიფერიული ნაწილების დაზიანებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს მრავალი ნახევარრკალოვანი არხების დაზიანება. ეს იწვევს სიგნალების შორის დისბალანსს, რომელიც მოეწოდება თავის ტვინს შიდა ყურის ინდივიდუალური ნახევარრკალოვანი არხების მხრიდან. ამ შემთხვევაში ნისტაგმი ხშირად შერეული სახის არის:
- პოზიციური კეთილთვისებიანი ნისტაგმის მქონე პაციენტს, როგორც წესი, უვითარდება შერეული ვერტიკალურ-ტორსიული ნისტაგმი
- ლაბირინთის ცალმხრივი დაზიანების დროს პაციენტის უვითარდება შერეული ჰორიზონტალური-ტორსიული ნისტაგმი
პერიფერიული ვესტიბულური ნისტაგმი მცირდება თავის ფიქსაციის დროს და მატულობს მისი პოზიციის ცვლილებით (მოხრა, ბრუნვა, როტაცია).
ცენტრალური ვესტიბულური კავშირების დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ცენტრალურ სიგნალებს შორის ბალანსის დარღვევა, რომელიც გამოდის სხვადასხვა ნახევარრკალოვანი არხებისგან, და ასევე უქმდება აღმავალი ვესტიბულური ან ნათხემ-ვესტიბულური კავშირები. ცენტრალური ვესტიბულური ნისტაგმი ვიზუალურად შეიძლება ჰგავდეს ნისტაგმს, რომელიც ვითარდება ნახევარრკალოვანი არხის დაზიანების დროს, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება ორმხრივი ვერტიკალური (ზემოთ და ქვემოთ მიმართული), ტორსიული ან ჰორიზონტალური ნისტაგმი. ცენტრალური ვესტიბულური ნისტაგმი პაციენტის თავის ფიქსაციის დროს ოდნავ მცირდება და ძლიერდება ან იცვლება მისი პოზიცია შეცვლის დროს (მოხრა, ბრუნვა, როტაცია).
ლაბირინთულ-ვესტიბულური ნისტაგმის სამი ტიპი მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაციისათვის:
- ქვემოთ მიმართული ნისტაგმი, როგორც წესი, ვლინდება პირდაპირ და ძლიერდება გვერდზე გახედვის დროს. ქვემოთ მიმართული ნისტაგმს იწვევს დარღვევები უკანა ფოსოს არეში, როგორიცაა არნოლდ-ჩიარის მალფორმაცია და პლატიბაზია, და ისევე გაფანტული სკლეროზი, ნათხემის ატროფია, ჰიდროცეფალია, მეტაბოლური დარღვევები, ოჯახური პერიოდული ატაქსია; ქვემოთ მიმართული ნისტაგმი შეიძლება ასევე განვითარდეს, როგორც ტოქსიკური რეაქცია კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების მოღებაზე.
- ზემოთ მიმართული ნისტაგმი ნათხემის ჭიის წინა ნაწილის დაზიანებისა და ასევე ტვინის ღეროს დიფუზური დაზიანების ვერნიკეს ენცეფალოპათიის, მენინგიტის და მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შედეგია.
- ჰორიზონტალური (მარცხნივ და მარჯვნივ მიმართული) ნისტაგმი საწყის პოზიციაში (პაციენტის პირდაპირ ხედვის დროს) ვლინდება პერიფერიული ვესტიბულური ანალიზატორის დაზიანების დროს და მხოლოდ ზოგჯერ უკანა ფოსოს არეში სიმსივნეების ან არნოლდ-ჩიარის მალფორმაციის დროს.
ნისტაგმი, რომელიც ვითარდება თვალების მიზანმიმართული მოძრაობების დროს, ვლინდება თვალის კაკლების ცენტრიდან პერიფერიაზე გადახრის დროს. თვალების გარკვეულ პოზიციაში შენარჩუნების უნარი დასუსტებულია თავის ტვინის ღეროში განლაგებული ნეირონალური ინტეგრატორის დაზიანებების გამო. ასიმეტრიული, მაგრამ შეუღლებული ჰორიზონტალური ნისტაგმი თვალების კაკლების მიზანმიმართული მოძრაობების დროს ვითარდება ცალმხრივი ნათხემის დაზიანების და ნათხემ-ხიდის კუთხის სიმსივნეების (აკუსტიკური ნევრინომა, ან კარიბჭის ნერვის ნევრინომა) შემთხვევაში. ჰორიზონტალური ნისტაგმის ხშირი მიზეზია ასევე სედატიური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების მიღება. ჰორიზონტალური ნისტაგმი, რომლის დროსაც თვალის შიგნითკენ მიზიდვის სწრაფი ფაზა უფრო ნელია, ვიდრე თვალის გარეთ განზიდვის დროს (დისოცირებელი ნისტაგმი), არის ბირთვშორისი ოფტალმოპლეგიის დამახასიათებელი სიმპტომი.
კონვერგირებადი (ერთმანეთისკენ მიმართული) პულსირებადი ნისტაგმი, რომელიც ძლიერდება თვალების ზემოთ აწევის მცდელობის დროს, ხასიათდება პულსირებადი საკადიური თვალის კაკლების მოძრაობებით ერთმანეთისკენ მიმართულებით. როგორც წესი, კონვერგირებად (ერთმანეთისკენ მიმართულ) პულსირებად ნისტაგმს თან ახლავს შუა ტვინის უკანა ნაწილების სხვა სიმპტომები (პარინოს სინდრომი).
პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმი
პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმის შემთხვევაში პაციენტის უვითარდება ჰორიზონტალური ნისტაგმი პირდაპირ შეხედვის დროს, რომელიც პერიოდულად (ყოველ 1-2 წუთში) იცვლის მიმართულებას, ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ. შეიძლება ასევე აღინიშნოს ნისტაგმი თვალების მიზანმიმართული მოძრაობების დროს და ქვემოთ მიმართული ნისტაგმი. ამ ფორმის დაავადებას (პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმი) შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობითი ხასიათი და აღმოჩენილი იყოს კრანიოვერტებრალურ ანომალიებთან ერთად კომბინაციაში, და ასევე გაფანტულ სკლეროზთან ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებით მოწამვლის დროს. პაციენტის არამემკვიდრეობითი ხასიათის პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმის შემთხვევაში დადებით ეფექტს იძლევა ბაკლოფენის დანიშვნა ავადმყოფისთვის.
დისოცირებული ვერტიკალური ნისტაგმი
პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმის შემთხვევაში პაციენტის უვითარდება ჰორიზონტალური ნისტაგმი პირდაპირ შეხედვის დროს, რომელიც პერიოდულად (ყოველ 1-2 წუთში) იცვლის მიმართულებას, ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ. შეიძლება ასევე აღინიშნოს ნისტაგმი თვალების მიზანმიმართული მოძრაობების დროს და ქვემოთ მიმართული ნისტაგმი. ამ ფორმის დაავადებას (პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმი) შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობითი ხასიათი და აღმოჩენილი იყოს კრანიოვერტებრალურ ანომალიებთან ერთად კომბინაციაში, და ასევე გაფანტულ სკლეროზთან ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებით მოწამვლის დროს. პაციენტის არამემკვიდრეობითი ხასიათის პერიოდული ალტერნირებადი ნისტაგმის შემთხვევაში დადებით ეფექტს იძლევა ბაკლოფენის დანიშვნა ავადმყოფისთვის.
ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
ნისტაგმს შეიძლება ჩამოჰგავდეს თვალის ისეთი მოძრაობის დარღვევები, როგორიცაა:
- თვალის კაკლების კრუნჩხვითი შეტოკება დამახასიათებელ მართკუთხედ სიგნალთან ერთად (მცირე ბიძგისებრი გვერდითი მოძრაობები ფიქსაციის წერტილიდან და უკანა მიმართულებით)
- თვალის კაკლების (ტრემორი) კანკალი (ჰორიზონტალური პულსირებადი რხევა)
- ოფსოკლონუსი (ხშირი საკადიური რხევები)
- ზემო ირიბი კუნთის მიოკიმია (მონოკულარული ტორსიულ-ვერტიკალური მოძრაობები)
- ოკულარული ბობინგი (ocular bobbing — თვალის კაკლების სწრაფი გადახრა ქვემოთ შემდგომი ზემოთ ნელი დაბრუნებით)
- თვალის კაკლების პერიოდული მოძრაობა ჰორიზონტალურ მიმართულებით გადახრის მიმართულების შეცვლით ყოველ რამდენიმე წამში
მხედველობის და თვალის კაკლების მოძრაობების დარღვევა არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების ამოცნობის უნარს ექიმი ნევროლოგის და ნეიროქირურგის მიერ. ნევროლოგმა ან ნეიროქირურგმა, რომელიც ყურადღებით აკვირდება ისეთ თვალსაჩინო სიგნალებს, რომლებსაც იძლევა თვალი, შეიძლება უფრო მარტივად გამოიცნოს და გაარჩიო ისინი ერთმანეთისგან, რადგან ესმის მათი კლინიკური მნიშვნელობა.
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)