მცირე წვივის ნერვის ნევრიტი
მცირე წვივის ნერვი, მცირე წვივის ნერვის ნევრიტი
მცირე წვივის ნერვი (n.fibularis ან n.peroneus) არის შერეული ფუნქციების მქონე ნერვი. ის პასუხს აგებს როგორც მოძრაობაზე, ისე მგრძნობელობაზე. მცირე წვივის ნერვი საჯდომი ნერვის ორი მთავარი ტოტიდან ერთ-ერთია და შედგება ძირითადად L4, L5 და S1 სპინალური ნერვების ბოჭკოებისაგან.
მცირე წვივის ნერვის სამოძრაო ბოჭკოები ახდენს ტერფის გამშლელი კუნთების, თითების გამშლელი კუნთებისა და ტერფის შიდა მხარეს მიმბრუნებელი კუნთების ინერვაციას. მცირე წვივის ნერვის მგრძნობელობითი ბოჭკოები ახდენს წვივის გარე ზედაპირის კანის, ასევე ტერფისა და თითების უკანა ზედაპირის ინერვირებას.
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დიაგნოსტიკა
მცირე წვივის ნერვის დაზიანების (მცირე წვივის ნერვის ნევრიტი) დროს შეუძლებელია ტერფისა და თითების გაშლა (უკანა ფლექსია, ასევე ტერფის შიდა მხარეს მიბრუნება). აქილევსის რეფლექსი (დიდი წვივის ნერვისგან გამომდინარე) შენარჩუნებულია.
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს მგრძნობელობითი აშლილობები წარმოიქმნება წვივის გარე ზედაპირსა და ტერფის უკანა ზედაპირზე. სახსრულ-კუნთოვანი შეგრძნება თითებში არ ირღვევა, რადგან დიდი წვივის ნერვის მგრძნობელობა შენარჩუნებულია. მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს ტკივილები ან საერთოდ არ აწუხებს ადამიანს, ან ძალიან მძაფრია; იგივე ხდება ტროფიკული აშლილობების დროს.
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის ფორმირება საჯდომი ნერვიდან ხდება.
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს ტერფი ჩამოკიდებულია, ცოტათი მობრუნებულია შიდა მხარეს, თითები ოდნავ მოხრილია. შესამჩნევია კუნთების დასუსტება წვივის წინა გარეთა ზედაპირზე. მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს ავადმყოფის სიარული ძალიან თავისებურია ("პერონეალური", "მამლისებრი"): ავადმყოფმა იატაკს ფეხის წვერები რომ არ გაჰკრას, სიარულის დროს ფეხს ზევით სწევს, შემდეგ ცერს აბჯენს, მერე ტერფის გარე ზედაპირით ეხება იატაკს და ბოლოს მთლიანად დგამს ფეხს.
არსებობს მცირე წვივის ნერვის ნევრიტის შემდეგი ძირითადი ნიშნები:
- შეუძლებელია ტერფის გაშლა (უკანა ფლექსია) და მისი მიბრუნება გარე მხარეს, ასევე თითების გაშლაც
- შეუძლებელი ხდება ქუსლებზე დადგომა ან სიარული
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს მცირე წვივის ნერვის დაზიანების დონის დიაგნოსტიკა ხდება ელექტრონეიროგრაფიის დახმარებით.
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის მკურნალობა
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ის მოიცავს კონსერვატიული პროცედურების კომპლექსს:
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ნერვისა და კუნთის სტიმულაცია
- "B", "C" და "E" ჯგუფის ვიტამინები
- ანტივირუსული პრეპარატები
- ჰომეოპათიური საშუალებები
- ოპერატიული მკურნალობა (ნევროლიზი, ნერვული ღერძის გაკერვა და ა.შ.)
მცირე წვივის ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს ძალიან ეფექტურია რეფლექსოთერაპიის გამოყენება.
ფიზიოთერაპიის გამოყენება მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს ხელს უწყობს პარესტეზიისა და ტკივილების გაქრობას, წვივისა და ტერფის სახსრებსა და კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენას. მცირე წვივის ნერვის ნეიროსტიმულაციის მიზნით ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ სინუსოიდურ მოდულირებულ დენს.
სინუსოიდურ მოდულირებული დენის გამოყენების პროცედურა აგრეთვე ხელს უწყობს პაციენტის კანჭის კუნთების მიოსტიმულაციას.
ფიზიოთერაპიის გამოყენება მცირე წვივის ნერვის ნევრიტის დროს ხელს უწყობს პარესტეზიისა და ტკივილების გაქრობას, წვივისა და ტერფის სახსრებსა და კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენას.
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)