სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი)
ყურადღება! გთხოვთ, არ აურიოთ ამ სტატიაში აღწერილი "სამწვერა ნერვის ნევრალგიის" დიაგნოზი "სამწვერა ნერვის ნევრიტისა" და "სახის ნერვის ნევრიტის" დიაგნოზებში.
სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი)
ნეიროპრაქსია – პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, როდესაც ნერვული ღეროს მთლიანობა არაა დარღვეული და ვლინდება დროებითი მამოძრავებელი და მგძნობიარე ფუნქციის დაკარგვა ნერვული იმპულსის გამტარიანობის ბლოკადის გამო. საკმაოდ დიდი ხანია ნევროლოგიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები. თანაც სამწვერა ნერვის პერიფერიული ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი) ტრავმების, ქირურგიული ჩარევებისა და ყბებზე სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს ყველაზე ხშირი გართულებაა და აღინიშნება დაკვირვების შემთხვევების 85%-ში, ხოლო ზედა და ქვედა კბილ-ბუდეთა ნერვების ნევრიტები დიაგნოსტირდება პაციენტების 15 %-ში.
სამწვერა ნერვის ტრავმატული წარმოშობის ნეიროპათიები, როგორც წესი, ვითარდება სამწვერა ნერვის ინერვაციის ზონის ტრავმების შედეგად, სახელდობრ კი:
- ქალას ფუძის მოტეხილობის დროს
- ზედა და ქვედა ყბების მოტეხილობების დროს
- ყბის ძვლებზე ოპერატიული ჩარევების დროს
- ზედა ყბის ცხვირის დამატებით წიაღზე ჩატარებული ოპერაციების დროს
- კბილის რთულად ამოღების დროს
- გამტარი ანესთეზიის არასწორად ჩატარების დროს
- კბილების არასწორი პროთეზირების დროს
- ისეთი უცხო სხეულების არსებობის დროს, რომლებიც ნერვული ღეროსა და ნერვული დაბოლოებების ტრავმირებას ახდენენ (საბჟენი მასალა, იმპლანტატები)
სახის ჩონჩხის ძვლების ტრავმის შემდეგ სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის დროს მორფოლოგიურად ნერვული ღერო შეიძლება იყოს შემდეგ მდგომარეობაში:
- სამწვერა ნერვის ნერვული ღეროს მთლიანობა არაა დარღვეული (ნეიროპრაქსია)
- სამწვერა ნერვის ნერვული ღერო მოწეწკილია ძვლის ნამსხვრევებით
- სამწვერა ნერვის ნერვული ღეროს დაჭიმვა
- სამწვერა ნერვის ნერვული ღეროს გახლეჩა
სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) დიაგნოსტიკა
სამწვერა ნერვის დაზიანების ტიპის დასადგენად საჭიროა მისი დაზიანების დონის დიაგნოსტიკა. საჭიროა ჩატარდეს:
- პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა
- ელექტრონეიროგრაფია
- ცხვირის დანამატი წიაღებისა და თვალ-ბუდის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
- თავის ტვინის და ქალას წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათია კლინიკურად ვლინდება სამწვერა ნერვის დაზიანებული ტოტების ინერვაციის ზონაში მგრძნობელობის დარღვევით, პარესტეზიით, სხვადასხვა ინტენსივობის გამუდმებული ყრუ ტკივილით. ქვედაალვეოლარული ნერვის დაზიანების დროს სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის დროს აღინიშნება კუნთების მოძრაობის ფუნქციის დარღვევები.
სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის დროს აღინიშნება სამწვერა ნერვის ინერვაციის ზონაში ყველა სახის მგრძნობელობის გაქრობა ან დაქვეითება, ასევე ტკივილის შეგრძნება ზოგიერთი კბილის პერკუსიის დროს. სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის დროს კბილების პულპის ელექტროაღგზნებადობა ქვეითდება ან საერთოდ არ აღინიშნება.
ზოგჯერ გვხვდება სამწვერა ნერვის ცალკეული ტოტების (ნიკაპის, ენის , ლოყის, ზედა კბილ-ბუდის, სასის ნერვების) ტრავმატული ნეიროპათია.
ნიკაპის ნერვის ნეიროპათიისათვის დამახასიათებელია პარესტეზია, ტკივილი და მგრძნობელობის დარღვევა ქვედა ტუჩისა და ნიკაპის შესაბამის არეში.
ზედა კბილ-ბუდის ნერვების ნეიროპათიისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივი მიმდინარეობა. სასის ნერვის ნეიროპათიისათვის დამახასიათებელია წვა და სიმშრალე დაზიანების მხარეს სასის ნახევრის არეში. სასის ნერვის ინერვაციის ზონაში შეიძლება აღინიშნოს მგრძნობელობის გაქრობა ან დაქვეითება.
სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობა
ნერვული იმპულსის გამტარიანობის დარღვევა ნეიროპრაქსიის დროს ჩვეულებრივ გრძელდება 6-8 კვირა მის სრულ აღდგენამდე.
სამწვერა ნერვის ნეიროპათიის დროს მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ის მოიცავს კონსერვატული პროცედურების კომპლექსს:
- ნერვის სტიმულაცია
- კუნთის სტიმულაცია
- "B", "C" და "E" ჯგუფის ვიტამინები
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ნალგეზინი, იბუპროფენი, მელოქსიკამი და ა.შ.)
- ნეიროლეპტიკები (ფინლეპსინი, ლირიკა და ა.შ.)
- ჰომეოპათიური საშუალებები
- რეფლექსოთერაპია (“ჩინური” ნემსები)
- ოპერაცია ნერვულ ღეროზე (ნევროლიზი - ნერვზე ნაწიბური არსებობის შემთხვევასი და ა.შ.)
ცნობილია, რომ სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის დროს გამოყენებული რეფლექსოთერაპია (“ჩინური ნემსები”) მიმართულია:
- ანთებისასაწინააღმდეგო ზემოქმედების უზრუნველყოფისაკენ
- ნერვული ღეროს შეშუპებისა და შესიების მოხსნისაკენ
- სენსიბილიზირებადი ეფექტის მიღწევისაკენ
- ადაპტაციური და კომპენსატორული რეაქციების ჩართვისაკენ
- ნერვულ ღეროში იმპულსების გამქრალი გამტარობის უფრო სრული აღდგენისაკენ
სამწვერა ნერვის ტრავმატული ნეიროპათიის მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი პერიოდულობა დამოკიდებულია შემდგომში თვითონ ნერვის მდგომარეობაზე, ასევე სახის კანისა და პირის ლორწოვანი ღრუს მგრძნობელობის აღდგენაზე.
აუცილებელია დროულად მოიხსნას ის სტომატოლოგიური იმპლანტი, რომლის გამო იყო მიყენებული ტრავმატული ზიანი (კომპრესია) სამწვერა ნერვის ტოტზე.
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)