ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი)
ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი)
ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი) ნერვული ფესვის დაავადებაა, რომელიც ჩნდება ნერვის მექანიკური ტრავმის შედეგად, კერძოდ:
- ოპერაციის
- ჭრილობის, მათ შორის პრეპარატის ინექციის შემდეგ (პოსტინექციური ნევრიტი)
- დარტყმის ან ხანგრძლივი მოჭყლეტის შემდეგ
- ძვლების მოტეხილობის და სახსრების ამოვარდნილობის
ტრავმატული ნეიროპათია (ტრავმატული ნევრიტი) ნერვის დაზიანების დონისა და ტიპის გათვალისწინებით შეიძლება მრავალფეროვანი სიმპტომებით გამოვლინდეს: მოძრაობის დარღვევებით (პარეზი, დამბლა) ამა თუ იმ კუნთსა და კუნთების ჯგუფში, დაბუჯება, მგძნობელობის ცვლილებები (გაძლიერება, შესუსტება ან დამახინჯება).
იდაყვის ნერვის ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი) იდაყვის ძვლის მოტეხილობის დროს.
ტრავმატული ნევრიტები ხშირად გვხვდება კიდურების ძვლებისა და სახსრების მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დროს, რადგან ანატომიურად ნერვი ძვალთან ახლოს გადის. ნერვის დაზიანების დონის დიაგნოსტიკის შემდეგ იწყება მკურნალობა ნერვული ფესვის დაზიანების სიმპტომების გათვალისწინებით.
ტრავმატული ნეიროპათია (ნევრიტი), რომელიც იწვევს მყარი ტკივილის სიმპტომატიკას (ნევრალგიას), ან ჰიპესტეზიას (მგრძნობელობის დაქვეითებას), ან კუნთების პარეზს (ძალების დაქვეითებას), მოითხოვს დროსა და მოთმინებას, მაგრამ ის კარგად ექვემდებარება მკურნალობას.
ისეთი მსხვილი ნერვის დაზიანება, როგორიცაა საჯდომი ნერვი, იშვიათადაა სრული. უფრო ხშირად ზიანდება ამ ნერვის ესა თუ ის ნაწილი.
ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) დიაგნოსტიკა
ნეიროპრაქსია – პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, როდესაც ვლინდება დროებითი მამოძრავებელი და მგძნობიარე ფუნქციის დაკარგვა ნერვული იმპულსის გამტარიანობის ბლოკადის გამო. ნერვული იმპულსის გამტარიანობის დარღვევა ჩვეულებრივ გრძელდება 6-8 კვირა მის სრულ აღდგენამდე.
ტრავმატული ნევრიტების დროს ნებისმიერი პერიფერიული ნერვის დაზიანება შედგება სამოძრაო, რეფლექტორული, მგრძნობიარე და ვაზომოტორულ-სეკრეტორულ-ტროფიკული აშლილობებისაგან. ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) მქონე ავადმყოფის გამოკვლევა ტრადიციულად იწყება ანამნეზის მონაცემების შეგროვებით.
კლასიკურ ელექტროდიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) მქონე პაციენტის კომპლექსურ გამოკვლევაში დაზიანებიდან ორი კვირის ან მეტის გასვლის შემდეგ. ის გვეხმარება დეგენერაციული დარღვევების არადეგენერაციულისაგან გარჩევაში. ამით გარკვეულწილად განისაზღვრება პროგნოზიც, რადგან ნერვული ღეროების დახურული დაზიანების დროს (კერძოდ კი მხრის წნულის), რომელსაც დეგენერაცია ახლავს, ყოველთვის საეჭვოა შეზღუდული მოძრაობის (განსაკუთრებით კიდურების დისტალურ ნაწილებში) აღდგენის სისრულე და ხარისხი.
ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) შემდეგ მოძრაობის აღდგენა 4-5 ბალამდე ფიქსირდება მხოლოდ იმ კუნთებში, რომლებშიც კლასიკური ელექტროდიაგნოსტიკის დროს ვლინდება დაქვეითებული ელექტროაღგზნებადობა და ნერვის ნაწილობრივი გადაგვარების რეაქცია.
ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს ნერვის ქსოვილის სრული გადაგვარების შემთხვევაში მოძრაობის აღდგენა კუნთებში არ ვლინდება.
ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს ნერვის დაზიანებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ პარალიზებული კუნთების ელექტროაღზნებადობის დაკარგვის გამოვლენა დამატებით საბაბს იძლევა ნერვებზე ოპერაციის ჩატარებაზე უარი ითქვას. სხვა უბნებთან შედარებით ყველაზე ადრე ელექტროაღზნებადობა ქრება წინამხრის ზურგის ზედაპირის კუნთებში. არსებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ მტევნის წვრილი კუნთები ხშირად უფრო გამძლენი არიან დენით გაღიზიანებაზე რეაგირების თვალსაზრისით.
მხრის წნულის დახურული დაზიანებების დროს გამოკვლევის საკმაოდ პერსპექტიული მეთოდია ელეატრომიოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა რეგისტრირდეს აღდგენის პროცესში ნერვულ-კუნთოვანი აპარატის ცვლილებების დინამიკა. შესაბამისი ელექტრომიოგრაფიული მრუდი აჩვენებს ადრე არარსებულ მოქმედებათა პოტენციალებთან ერთად ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) დრო საშუალებას იძლევა ველოდოთ მოძრაობის აღდგენას მისი კლინიკური გამოვლინების პირველ ნიშნებამდე გაცილებით ადრე.
ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობა
ტრავმატული ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა. ის მოიცავს შემდეგი კონსერვატიული პროცედურების კომპლექსს:
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- სახის ნერვისა და მიმიკური კუნთების სტიმულაცია
- ულტრამაღალი სიხშირის თერაპია სახის ნერვის გამოსვლის წერტილში
- "B", "C" და "E" ჯგუფის ვიტამინები
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ნალგეზინი, იბუპროფენი, მელოქსიკამი და ა.შ.)
- ჰორმონალური პრეპარატები
- ჰომეოპათიური საშუალებები
- ოპერატიული მკურნალობა (ნერვული ღეროს ნევროლიზი და .შ.)
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)