მენიუ

ელექტრომიოგრაფია, ელექტრონეიროგრაფია

ელექტრომიოგრაფია, ელექტრონეიროგრაფია

ელექტრომიოგრაფია და ელექტრონეიროგრაფია გამოკვლევის მნიშნველოვანი მეთოდებია ზედა და ქვედა კიდურების, კისრის, სახისა და სხვათა პერიფერიული ნერვებისა და კუნთების შესწავლის დროს.

ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით გამოკვლევევი გვეხმარება დავადგინოთ, ნამდვილად აქვს თუ არა პაციენტს რამე სახის ზემოქმედება ნერვზე წელის, კისრის, კიდურებისა და სახის დონეზე.

ელექტრომიოგრაფია და ელექტრონეიროგრაფია დიდი ინფორმაციის შემცველი გამოკვლევებია, თუ ექიმს სურს განსაზღვროს, აქვს თუ არა ავადმყოფს კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი, პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია (ალკოჰოლური თუ დიაბეტური) ან სხვა სახის სინდრომები, რომლებიც პროვოცირებულია პერიფერიული ნერვის რამე სხვა ტრავმატული დაზიანებით.

ნერვისა და კუნთების მდგომარეობის შეფასება ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის საშუალებით დიაგნოსტიკის დროს.

ნერვების გამტარობისა და კუნთების მდგომარეობის გამოკვლევა ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით არაინვაზიური პროცედურაა და ამიტომაც პაციენტს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის მათი ჩატარება.

ელექტრომიოგრაფიასა და ელექტრონეიროგრაფიას შეუძლია მოგვცეს შემდეგი ინფორმაცია: ნერვის დაზიანების არსებობა, ნერვის დაზიანების ხანგრძლივობა (მწვავეა თუ ქრონიკული ეს პროცესი), ნერვის დაზიანების ლოკალიზაცია (ცენტრთან და პერიფერიებთან მიმართებით), ნერვის დაზიანების სერიოზულობის ხარისხი. ეს გამოკვლევები ასევე გვიჩვენებს, როგორ მიმდინარეობს ნერვის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენითი პროცესი და ა.შ.

ელექტრომიოგრაფია და ელექტრონეიროგრაფია ხშირად ტარდება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან ერთად პაციენტის წინასწარი ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ, რათა შეფასდეს, ხომ არ გახდება შემდგომში საჭირო ქირურგიული ჩარევა.

ნერვისა და კუნთების მდგომარეობის დიაგნოსტიკის პროცედურა ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით უმტკივნეულოა.

იხილეთ ჩამონათვალი რამდენიმე ტიპური დაავადებისა, რომლებიც დიაგნოსტიკისას ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის გამოყენებას მოითხოვენ: