სახის ნერვის ნევრიტი (ანთება), ბელის დამბლა
ყურადღება! გთხოვთ, არ აურიოთ ამ სტატიაში აღწერილი "სამწვერა ნერვის ნევრალგიის" დიაგნოზი "სამწვერა ნერვის ნევრიტისა" და "სახის ნერვის ნევრიტის" დიაგნოზებში.
სახის ნერვის ანთება (ნევრიტი), ბელის დამბლა
სახის ნერვის ნევრიტი (ბელის დამბლა) სახის ნერვის მთლიანობის ან მისი მიელინური გარსის დარღვევაა მიმიკური კუნთების ინერვაციის ზონაში სამოძრაო, მგრძნობელობითი და ვეგეტატიური ცვლილებებისა და სახის ასიმეტრიის თანხლებით.
სახის ნერვის ნევრიტი ჩნდება სახის ნერვის გარსის ან მისი მთლიანობის დარღვევის შედეგად. სახის ნერვის ეს დაზიანება ან ანთება შეიძლება გაჩნდეს რომელიმე უბანზე:
- ქალას ღრუში
- ძვლოვან არხში გასვლის დროს (სადგის-დვრილისებრ ხვრელში)
- სახეზე
სახის ნერვის ნევრიტი ჩნდება ინფექციის შედეგად ანთების დროს (ჰერპესი, ოტიტი), ქალას ფუძის ძვლების ტრავმის დროს ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად, სიმსივნით ხიდ-ნათხემის კუთხის (თავის ტვინი, ქალას ნერვები) ზეწოლის შედეგად, ხერხემლის არტერიის ანევრიზმის შედეგად, მოწამვლის შედეგად და ა.შ.
სახის ნერვის ნევრიტის წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით შეიძლება გამოიყოს:
- სახის ნერვის პოსტტრავმული ნევრიტი (ქალა-ტვინის ტრავმის დროს საფეთქლის ძვლის პირამიდის მოტეხილობა, ოპერაცია თავოს ტვინზე, სახის წრიული დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია)
- ქალას ღრუში ტვინის სიმსივნით ნერვის ზეწოლის შედეგად გამოწვეული სახის ნერვის ნევრიტი
- სახის ნერვის ინფექციური ნევრიტი (გრიპის ან ჰერპესის ვირუსი)
- სახის ნერვის ტოქსიკური ნევრიტი
ნევროლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება ვირუსული ინფექციით გამოწვეული სახის ნერვის ნევრიტი. ჰერპესის ვირუსი სახის ნერვის ნევრიტის დროს იწვევს სახის მიმიკური კუნთების პარეზს და დამბლას. ამასთანავე ხშირად სახის ნერვის ნევრიტსა და თვითონ სახის კუნთების ნევრიტს აქვს ცალმხრივი ხასიათი.
ვირუსული ინფექციის (გაციება, გადაციება, ორგანიზმის საერთო გამოფიტვა) დროს სახის ნერვის ნევრიტის წარმოქმნისაკენ მიდრეკილება განპირობებულია, პირველ რიგში, მისი მდებარეობის ანატომიური თავისებურებებით - ძვლოვანი არხის სივიწროვით, რომელშიც გადის სახის ნერვი ქალას ღრუდან გამოსვლის გზაზე.
ჰერპესის ვირუსი ბუდობს სახის ნერვის მიელინურ გარსში. დაყოფის აქტიურ ფაზაში ჰერპესის ვირუსი აზიანებს სახის ნერვის მიელინურ გარსს, იწვევს მის შეშუპებას - სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება სახის ნერვის ნევრიტი, ანუ ბელის დამბლა.
სახის ნერვის ნევრიტის შედეგად ჩნდება ტვინიდან სახის კუნთებისაკენ ნერვული იმპულსის გამტარობის დარღვევა, რომელიც ვლინდება ამ კუნთების პარეზითა და დამბლით.
სახის ნერვის დაზიანების ტიპისა და დონის გათვალისწინებით სახის ნერვის ნევრიტის მქონე პაციენტს აქვს შემდეგი ჩივილები: მოძრაობის დარღვევა (პარეზი, დამბლა) ამა თუ იმ მიმიკურ კუნთში ან კუნთების ჯგუფში (თვალების დაუხუჭველობა, ენის გვერდითი ზედაპირის დაბუჟება).
სახის ნერვის ანთების (ნევრიტის) დიაგნოსტიკა
სახის ნერვის ნევრიტის დროს სახის ნერვის დაზიანების სახეობის გამოსავლენი დიაგნოსტიკისას საჭიროა მისი დონის ზუსტი დადგენა. ამიტომ პაციენტს, რომელსაც სავარაუდოდ აქვს სახის ნერვის ნევრიტი, შესაძლოა დასჭირდეს შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
- პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა
- ელექტრონეიროგრაფიის ჩატარება
- ელექტრომიოგრაფიის ჩატარება
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინისა და ქალას ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია
სახის ნერვის ნევრიტის დროს ნერვის დაზიანების დონის დიაგნოსტიკა, როგორც სხვა ყველა ნერვისა, ხდება ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით (ნაჩვენებია კანჭის კანის ლატერალური ნერვის მაგალითზე).
სახის ნერვის ანთების (ნევრიტის) მკურნალობა
სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა. ის მოიცავს კონსერვატორული პროცედურების კომპლექსს, რომლებიც ამბულატორიაში ტარდება:
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- სახის ნერვისა და მიმიკური კუნთების სტიმულაცია
- ულტრამაღალი სიხშირის თერაპია სახის ნერვის გამოსვლის წერტილში
- "B", "C" და "E" ჯგუფის ვიტამინები
- ანტივირუსული პრეპარატები
- ჰომეოპათიური საშუალებები
სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს რეფლექსოთერაპია ძალიან ეფექტურია.
სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი პერიოდულობა დამოკიდებულია ნერვში გამტარობისა და მიმიკური კუნთების სამოძრაო აქტივობის აღდგენაზე.
სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას სტაციონარში. ყველა სამკურნალო პროცედურა ადვილად სრულდება ამბულატორიულად, აღჭურვილი პოლიკლინიკის პირობებში. სახის ნერვის ნევრიტის დროს პაციენტის ნევროლოგიურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ამწვავებს ემოციურ ფონს, რადგან ასეთი გამოხატულ კოსმეტიკურ დეფექტს პაციენტები (განსაკუთრებით ქალები) დრამატულად აღიქვამენ.
სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს ფიზიოთერაპია ძალიან ეფექტურია.
ზოგიერთ პაციენტს სახის ნერვის ნევრიტის ამბულატორიული მკურნალობის ერთი კურსი (10-12 ყოველდღიური პროცედურა) ყოფნის, რათა მთლიანად აღდგეს ნერვისა და სახის დასუსტებული კუნთების ფუნქციები. ზოგიერთ პაციენტს კი შესაძლოა დასჭირდეს გაცილებით ხანგრძლივი მკურნალობა. ამ დროს მკურნალობის ამბულატორიული კურსი (იგივე სტანდარტული 10-12 პროცედურა) ტარდება წელიწადში რამდენჯერმე სრულ გამოჯანმრთელებამდე.
TENS ნეიროსტიმულაცია სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს.
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)