მენიუ

მხედველობის ნერვი და ბადურა

მხედველობის ნერვი და ბადურა

მხედველობის ნერვი იქმნება ბადურის ნეირონებისგან (უჯრედებისგან) მხედველობის ნერვის დისკოს არეში. შემდეგ თვალბუდის ღრუს უკან გავლით (რეტრობულბარულად) მხედველობის ნერვი გადადის ქალას ღრუში (ქალას შუა ფოსოში) და თურქული კეხის დონეზე ქმნის მხედველობის ჯვარედინს. მხედველობის ჯვარედინის შემდეგ თურქული კეხის დონეზე იქმნება მხედველობის ტრაქტი. პაციენტის თვალის ოფთალმოსკოპური გამოკვლევა იძლევა თვალის ფსკერის ცვლილებების შესწავლის საშუალებას, რომლებიც ასოცირდება მხედველობის ნერვის სხვადასხვა სახის პათოლოგიებთან.

შიდა საძილე არტერია ამარაგებს სისხლით მხედველობის ნერვს და ბადურას თვალბუდის არტერიის მეშვეობით. შიდა საძილე არტერიის ოკლუზიის (სანათურის გადაკეტვის) კლინიკურად გამოხატულ შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში ზოგჯერ ვითარდება ერთი თვალის გარდამავალი სიბრმავე. მომავალში არსებობს მუდმივი სიბრმავის განვითარების მაღალი ალბათობა. მსგავსი ეპიზოდის აღწერის დროს, პაციენტმა შეიძლება აცნობოს ექიმს ჩრდილის გაჩენის და გაქრობის, მხედველობის ველის გადაკვეთის ან მისი პერიფერიული ნაწილების გაუქმების გრძნობის შესახებ. ასევე შესაძლებელია ჩივილები არამკვეთრი, ბუნდოვანი მხედველობის შესახებ დაზარალებულ თვალში ანდა მხედველობის ველის ზედა ან ქვედა ნახევარში. ხშირად ეს სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. იშვიათად ინსულტთან პარალელურად აღინიშნება თვალბუდის არტერიის ან ბადურის ცენტრალური არტერიის ოკლუზია (სანათურის გადაკეტვა).

ბადურის მიერ შეგროვებული სინათლის ინფორმაცია გადაეცემა მხედველობის ნერვის მეშვეობით თავის ტვინს მიღებული მონაცემების დასამუშავებლად, გასაანალიზებლად და დანახულის შემდგომი აღქმისთვის.

მხედველობის ნერვი და ბადურის დაავადებების სახეები

მხედველობის ნერვის და ბადურის დაავადებებს აქვს წარმოშობის რამდენიმე ფაქტორი და ისინი მდებარეობის და პათოლოგიური პროცესის სახით განსხვავდებიან:

მხედველობის ნერვის და ბადურის დაავადებების დროს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების საფუძველზე იქმნება პაციენტის შემდგომი ნევროლოგიური გამოკვლევის და მკურნალობის გეგმა.

 

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება არის არაანთებითი შეშუპება, რომელიც გამოწვეული მაღალი ქალასშიდა წნევით. ამ დროს ვლინდება ჰიპერემია, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, აღრმავება მინისებური სხეულში და ბუნდოვანი საზღვრები წაშლა. ბადურის ვენები გაფართოებულია და დახვეული. მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპების პიკზე ბადურაში აღინიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში თვალის ფსკერის გამოკვლევის დროს ავლენენ ორმხრივი მხედველობის ნერვების დისკოების შეშუპებას (შავი ისარი), მაკულარულ შეშუპებას ლიპიდურ ექსუდატთან (ვარსკვლავი) ერთად, წერტილოვან (პეტიხიულ) სისხლჩაქცევებს (პატარა შავი ისრები) და ბამბისებრ ლაქებს (თეთრი ისრები).

იმავე პაციენტს არტერიული ჰიპერტენზიის 1 თვის მკურნალობის შემდეგ თვალის ფსკერის გამოკვლევის დროს აღენიშნება მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპების (შავი ისარი) და მაკულარული შეშუპების (ვარსკვლავი) სრული მოხსნა.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპებისთვის დამახასიათებელია მხედველობის სიმახვილის ხანგრძლივი შენარჩუნება, თუმცა, შეშუპების პროგრესირების გამო ვითარდება ატროფია (ატროფია შეშუპების შემდეგ), რომელსაც თან ახლავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და სიბრმავის განვითარება.

თვალის ფსკერის შეშუპებითი ცვლილებები აღინიშნება ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს მომატებული ქალასშიდა წნევა (სიმსივნე, ჰიდროცეფალია, მენინგიტი, ენცეფალიტი). მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპების შემთხვევაში, რომელსაც ასევე თან ახლავს მხედველობის ნერვის ან მხედველობის ტრაქტის პათოლოგიური პროცესით დაზიანების ნიშნები, უწოდებენ მხედველობის ნერვის დისკოს გართულებულ შეშუპებას.

თავზურგტვინის სითხის (ლიკვორის) ნორმალურ მიმოქცევის შეზღუდვა თავის და ზურგის ტვინის ცისტერნებში და არაქნოიდულ სივრცეებში ზრდის ქალასშიდა წნევას.

 

მხედველობის ნერვის ნევრიტი

მხედველობის ნერვის ნევრიტი არის მხედველობის ნერვის ანთებითი პროცესი მთელ მის სიგრძეზე, მათ შორის, მხედველობის ნერვის დისკოს ჩათვლით. თვალის ფსკერზე მხედველობის ნერვის ნევრიტის დროს აღინიშნება მხედველობის ნერვის დისკის ჰიპერემია, ბუნდოვანი საზღვრები, არტერიების და ვენების გაფართოება, სისხლჩაქცევები და ნეკროზის კერები დისკოს ზედაპირზე და მასთან მიმდებარე ბადურაზე. დამახასიათებელია მხედველობის ფუნქციის ადრეული დაქვეითება ოფთალმოსკოპურ ცვლილებებთან განვითარებასთან ერთად.

მხედველობის ნერვის ნევრიტი ვლინდება პაციენტებში ნერვული სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს (მენინგიტი, ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი, ნეიროსიფილისი).

 

მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი

მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი არის მხედველობის ნერვის ანთება, რომელიც არ არის გავრცელებული მხედველობის ნერვის დისკოზე. ამავე დროს პაციენტებში თვალის ფსკერის ცვლილებები უჩვეულოა, ვლინდება მხოლოდ უმნიშვნელო ჰიპერემია და ოპტიკური დისკოს საზღვრების გაბუნდოვნება.

მხედველობის ნერვის ნევრიტის დროს ანთებითი პროცესი რეტრობულბარულად აზიანებს მის მიელინურ გარს მთელ სიგრძეზე — მხედველობის ნერვის დისკოდან მხედველობის ჯვარედინამდე (ქიაზმა).

მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი ხშირად ცალმხრივია. მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტის კლინიკურად მნიშვნელოვანი ნევროლოგიური ნიშნები:

  • მხედველობის დაქვეითება
  • მხედველობის ველის დარღვევა

მხედველობის ნერვის რეტრობულბარული ნევრიტი ვითარდება პაციენტებში გაფანტული სკლეროზის, ოპტიკომიელიტის, მხედველობის ნერვების ლებერის ოჯახური ატროფიის და ოპტიკო-ქიაზმური არაქნოიდიტის დროს.

რეტრობულბარული ნევრიტის გამოვლენა შესაძლებელია თავის ტვინის სხვა მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების შემთხვევებში (ენცეფალიტი, მენინგიტი, ნეიროსიფილისი).

 

მხედველობის ნერვის ნეიროპათია

მხედველობის ნერვის ნეიროპათია დაავადებაა, რომელიც მხედველობის ნერვის სისხლძარღვების დაზიანების შედეგია და შეინიშნება ცერებრალური ფორმის ჰიპერტენზიის, ნერვის სისხლძარღვის სპაზმის და ემბოლია დროს და ა. შ. კლინიკურად მხედველობის ნერვის ნეიროპათია შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში ნევროლოგიური დეფიციტის სახით — მხედველობის ველის დარღვევით, ფერადი გაელვებით (ფოტოფსია).

 

მხედველობის ნერვის დისკოს ატროფია

მხედველობის ნერვის დისკოს ატროფია დაავადებაა, რომელიც ოფტალოსკოპური გამოკვლევის დროს ავლენს მხედველობის ნერვის დისკოს სიფერმკრთალეს, სისხლძარღვების შევიწროებას და მხედველობის ნერვის დისკოს შენარჩუნებულ (პირველადი ატროფია) ან წაშლილ საზღვრებს (მეორადი ატროფია). მხედველობის ნერვის დისკოს მეორადი ატროფია ვითარდება იმ პროცესების შემდეგ, რომლებსაც თან ახლავს მხედველობის ნერვის ნევრიტი ან დისკოს შეშუპება. მხედველობის ნერვის დისკოს პირველადი (მარტივი) ატროფია პაციენტებში ვითარდება ნერვული სისტემის სიფილისით დაზიანების დროს, ნერვის ზეწოლის დროს სიმსივნის, ნაწიბურის, ნევრინომის, სიფილისური გუმის მიერ და ა.შ.

ერთი თვალის მხედველობის ნერვის ატროფიის და მეორე თვალის დისკოს შეშუპების განვითარების კომბინაცია (ფორსტერ-კენედის სინდრომი) ვლინდება სიმსივნის, სიფილისური გუმის ან თავის ტვინის შუბლის წილის ბაზალური ზედაპირზე ტუბერკულომის დროს. მხედველობის ნერვის ატროფია ვითარდება სიმსივნის მხარეს.

 

ყვითელი ლაქის ცვლილებები

ყვითელი ლაქის ცვლილებები ვითარდება თეი-საქსის ოჯახური ამავროზული იდიოტიის საბავშვო ფორმის დროს, როდესაც ვლინდება მონაცრისფრო ფერის შემღვრევა ყვითელი ლაქის არეში მუქი წითელ ფერის ცვლილებით მის ცენტრალურ ნაწილში. დაავადების ახალგაზრდული ფორმის შემთხვევაში პაციენტებში ვლინდება ბადურის ცენტრალური ნაწილების პიგმენტური დეგენერაცია.

ყვითელი ლაქის დაზიანების დროს ინტოქსიკაციის ან დეგენერაციის შედეგად პაციენტები ვერ არჩევენ წითელ და მწვანე ფერს, მაგრამ თეთრ ფერს ჩვეულებრივ აღიქვამენ.

 

ბადურის სისხლძარღვების ცვლილებები

ბადურის სისხლძარღვების ცვლილებები — ეს არის ბადურის სისხლძარღვების მიმართულების და დიამეტრის ზომის დარღვევა. ბადურის სისხლძარღვების ცვლილებები ყველაზე ხშირად ვლინდება ჰიპერტონიის და თავის ტვინის სისხლძარღვებს სკლეროზის დროს. არტერიული ჰიპერტენზიის დროს არსებობს თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი ცვლილებების რამდენიმე ეტაპი: ცვლილებების საწყის ეტაპზე შეინიშნება სისხლძარღვებს შევიწროვება, ვენულების სპირალისებრი ხვევა ყვითელი ხალის არეში (გვისტის სიმპტომი), არტერიების სპაზმი.

მორფოლოგიური ცვლილებების ეტაპზე თვალის ფსკერზე ვლინდება სისხლძარღვთა სკლეროზი (ბადურის ანგიოსკლეროზი), დიამეტრის შევიწროება კედლების გასქელებასთან ერთად (სპილენძის მავთულის ფენომენი), არტერიოვენოზური კვეთის ფენომენი. შემდგომში უფრო მძიმე ფორმის ჰიპერტონული ენცეფალოპათიის შემთხვევაში ვლინდება ბადურის რეტინოპათია, რომელისაც, ზემოთ აღწერილი მოვლენების გარდა, ემატება მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, ბადურის დეგენერაციული ცვლილებები და სისხლჩაქცევები, ასევე მხედველობის ნერვის დისკოს ნეიროპათია.

ცვლილება ყვითელი ლაქის გარშემო (სისხლჩაქცევები, ბადურის სისხლძარღვების ანევრიზმები) რეტინოპათიის დროს.

 

მხედველობის ნერვისა და ბადურის დაავადებების მკურნალობა

მხედველობის ნერვისა და ბადურის დაავადებების ნევროლოგიური მკურნალობა იგეგმება ექიმის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. ის შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული და ასევე ქირურგიული:

რეფლექსოთერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია მხედველობის ნერვის ნევრიტის და ნეიროპათიის მკურნალობის დროს.

ნევროლოგიური მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი სიხშირე მხედველობის ნერვის და ბადურის დაავადების დროს არის დამოკიდებული მხედველობის ნერვის და ბადურის ფუნქციურ მდგომარეობასა და დაქვეითებული მხედველობის აღდგენის დონეზე.

მხედველობის ნერვის და ბადურის დაავადებების დროს ფიზიოთერაპია აჩქარებს მხედველობის აღდგენის პროცესს.

იხილეთ აგრეთვე