შინაგანი ორგანოების მანუალური თერაპია (ვისცერალური თერაპია)
შინაგანი ორგანოების მანუალური თერაპია (ვისცერალური თერაპია)
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს საკმაოდ ხშირად ადამიანს ეწყება ტკივილები მხარში, კისერსა და ბეჭში, თავს იჩენს ასევე შაკიკი, თავბრუხვევა, მხედველობის დაქვეითება.
თირკმლების დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით ქუსლებში, მოძრაობის შეზღუდვებით („ბლოკებით“) და ტკივილით ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილში.
შარდის ბუშტისა და სასქესო ორგანოების დისფუნქცია იწვევს ხერხემლის სვეტის გულმკერდის „დაბლოკვას“, ტკივილებს გავაში, მუხლებში, ტერფ-წვივის სახსრებში.
შინაგანი ორგანოების მანუალური თერაპიის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ხერხემლისა და სახსრების დაავადებების მკურნალობის ეფექტურობას.
ქვემოთ მოყვანილია ჩამონათვალი დაავადებებისა, რომლებისთვისაც შინაგანი ორგანოების მანუალური თერაპია ყველაზე ეფექტურია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
- კუჭის დაწევა
- ქრონიკული გასტრიტები
- ნაღვლის ბუშტის დისკინეზიები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მორეციდივე წყლულოვანი პროცესები
- კუჭში გასვლის დარღვევები (შეკრულობა, კუჭის აშლა)
- ნაწიბუროვანი პროცესები მუცლის ღრუში (ტრავმებისა და ოპერაციების, ქრონიკული და მწვავე ანთებების შემდეგ)
შარდ-სასქესო სფეროს დაავადებები
- ტკივილი მენსტრუაციის დროს
- მშობიარობის შემდგომი ფიქსაციები
- საშვილოსნოს დისტროფია
- კეთილთვისებიანი ფიბრომიომები
- უშვილობა
- გინეკოლოგიური ქრონიკული ანთებითი დაავადებები
- მორეციდივე ცისტიტები
- შარდის შეუკავებლობის ცალკეული სახეობები
- ქრონიკული პიელონეფრიტები
- თირკმლების დაწევა
- მორეციდივე პროსტატიტები
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ პაციენტს რამდენიმე დაავადება აქვს, აუცილებელია დამატებითი ოსტეოპათიური დიაგნოსტიკა და სპეციალური ვისცერალური პროცედურების (საშუალოდ სამი პროცედურის) ჩატარება.