მენიუ

იდაყვის ნერვის ნეიროპათია

იდაყვის ნერვი (n. ulnaris), იდაყვის ნერვის ნეიროპათია

იდაყვის ნერვი (n. ulnaris) — ფუნქციებით შერეული ნერვია. ის პასუხს აგებს როგორც მოძრაობაზე, ისე მგრძნობელობაზე. იდაყვის ნერვი შედგება С8, Тh1 და Тh2 სპინალური ნერვებისა ბოჭკოებისაგან, რომლებიც ჯერ მხრის წნულის ქვედა ღეროს, შემდეგ კი შიდა კონის შემადგენლობაში გადიან.

იდაყვის ნერვის დაზიანება (იდაყვის ნერვის ტრავმული ნეიროპათია) მხრის ძვლის მოტეხილობის ადგილას.

იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) დიაგნოსტიკა

იდაყვის ნერვის დაზიანებას (ოპერაციის, ჭრილობის, პრეპარატის ინექციის, დარტყმებისა და ხანგრძლივი მოჭერის, ძვლების მოტეხილობისა და სახსრების ამოვარდნილობის შედეგად) ახლავს მასში ანთებითი ცვლილებები (იდაყვის ნერვის ნეიროპათია). ეს ვლინდება როგორც სამოძრაო და მგრძნობელობითი ფუნქციების დარღვევები ხელზე მისი ინერვაციის ზონაში.

მხრის წნულის ქვედა ღეროს და შიდა კონის С8Тh1Тh2 სპინალური ნერვების დაზიანების დროს დარღვეულია იდაყვის ნერვის, მხრისა და წინამხრის კანის შიდა ნერვების ფუნქციები და ნაწილობრივ დარღვეულია შუათანა ნერვის, მისი ქვედა ტოტის ფუნქციები (ცერის შემაღლების (ტენარის) მომხრელი კუნთების შესუსტება) С8Тh1Тh2 სპინალური ნერვების ასეთი დაზიანება ქმნის დეჟერინ-კლიუმპკეს დამბლის კლინიკურ სურათს.

იდაყვის ნერვის სამოძრაო ფუნქცია ძირითადად მოიცავს მტევნის მოხრას ხელისგულის მხარეს, V, IV და ნაწილობრივ III თითის მოხრას, თითების მოზიდვას , მათ განზიდვას და ცერა თითის მოზიდვას. გარდა ამისა, იდაყვის ნერვის სამოძრაო ფუნქცია მოიცავს თითების შუა და დისტალური ფალანგების გაშლას. II–III თითების მოძრაობის ინერვაციასთან მიმართებით იდაყვის ნერვის ფუნქცია კავშირშია შუათანა ნერვის ფუნქციებთან. იდაყვის ნერვს უმეტესად მიმართება აქვს V და IV თითების, ხოლო შუათანა ნერვს II და III თითების ფუნქციებთან.

მგრძნობელობის დარღვევის ზონები იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს.

იდაყვის ნერვის მგრძნობელობითი ბოჭკოები ახდენენ ხელის მტევნის იდაყვის კიდის კანის, V და ნაწილობრივ IV, იშვიათად კი — III თითის ინერვაციას. იდაყვის ნერვის სრული დაზიანება იწვევს ხელის მტევნის ხელისგულის მხარეს მოხრის შესუსტებას, IV და V, ნაწილობრივ III თითის მოხრის უუნარობას, შეუძლებელი ხდება თითების (განსაკუთრებით კი V და IV თითების) მოზიდვა და განზიდვა, ცერა თითის მოზიდვა.

იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს ზედაპირული მგრძნობელობა ჩვეულებრივ დარღვეულია V თითის კანზე, IV თითის იდაყვის მხრის ნახევარზე და ხელის მტევნის მათ შესაბამის იდაყვის ზედაპირზე. იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს სასახსრე-კუნთოვანი გრძნობა დარღვეულია ნეკა თითში. იდაყვის ნერვის დაზიანების დროს ხშირია ტკივილი, რომელიც გადაეცემა ნეკა თითში. შესაძლებელია ჩალურჯება (ციანოზი), ოფლის გამოყოფის დარღვევა და კანის ტემპერატურის დაცემა ზონაში, რომელიც დაახლოებით ემთხვევა მგრძნობელობითი აშლილობების უბანს.

იდაყვის ნერვის დაზიანების დროს ხელის მტევნის კუნთების ატროფია აშკარად ჩანს, შესამჩნევია ძვალთაშუა შუალედების ჩაზნექა, განსაკუთრებით პირველის, ასევე შესამჩნევია ჰიპოტენარის მკვეთრი გაბრტყელება. იდაყვის ნერვის დაზიანების შედეგად (იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს) ხელის მტევანი იღებს “ჩიტის ბრჭყალებიანი თათის” სახეს, ძირითადი ფალანგების გაშლის დროს ფიქსირდება შუა და დისტალური ფალანგების მოხრა, რის გამოც თითები იღებენ ბრჭყალისებურ სახეს. ეს განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული V და IV თითებზე. ამასთან ერთად თითები ცოტათი განცალკევებულია, განსაკუთრებით გაწეულია IV და, ძირითადად, V თითები.

იდაყვის ნერვის დაზიანების დონის დიაგნოსტიკა ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს ტარდება ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით.

იდაყვის ნერვის პირველი ტოტები წინამხარზე გამოდის, ამიტომ მისი დაზიანება მთელ სიგრძეზე იდაყვის სახსრამდე და წინამხრის ზედა ნაწილამდე ერთსა და იმავე კლინიკურ სურათს იძლევა.

წინამხრის შუა და ქვედა მესამედში იდაყვის ნერვის დაზიანებისას შენარჩუნებულია ხელისგულისა და ღრმა მოსახრელი თითების კუნთების ინერვაცია, რის წყალობითაც ხელი არ ეშლება მტევნის ხელისგულის მხარეს მოხრას და V და IV თითების დისტალური ფალანგების მოხრას. სამაგიეროდ, მტევნის “ბრჭყალოვნების” ხარისხი იმატებს.

რეფლექსოთერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობის დროს.

იდაყვის ნერვის დაზიანების დროს (იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის)ას) წარმოქმნილი სამოძრაო დარღვევების დასადგენად მტევნის მუშტად შეკვრისას არსებობს შემდეგი სინჯები:

  1. ხელის მტევნის მუშტად შეკვრისას V და IV, ნაწილობრივ III თითები არასაკმარისად მოიხრება
  2. V თითის დისტალური ფალანგის მოხრა და ნეკა თითით მაგიდის “ფხაჭნა” მაგიდასთან მჭიდროს მიახლოებული ხელისგულით შეუძლებელია
  3. შეუძლებელია თითების მოზიდვა, განსაკუთრებით V და IV თითებისა
  4. ცერა თითის მოძრაობის სინჯი: ავადმყოფი ქაჩავს ქაღალდის ფურცელს, იღებს მას ორივე ხელით მოხრილ საჩვენებელ და გამართულ ცერა თითს შორის; იდაყვის ნერვის დაზიანების და შესაბამისად ცერა თითის მოძრაობაში მომყვანი კუნთის დამბლისას, ცერა თითის მოზიდვა შეუძლებელია და ქაღალდის ფურცელის დაკავება გამართული ცერა თითით ვერ ხერხდება. ქაღალდის დაკავების მცდელობისას ავადმყოფი ხრის ცერა თითის დისტალურ ფალანგას ცერა თითის მომხრელი კუნთის დახმარებით, რომლის ინერვირებასაც შუათანა ნერვი ახდენს

 

იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობა

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება. ის მოიცავს კონსერვატული პროცედურების კომპლექსს ან ოპერატიულ ჩარევას:

იდაყვის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობის დროს პარესტზიისა და ტკივილის გაქრობა, კუნთებში ძალის აღდგენა ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

იხილეთ აგრეთვე