მენიუ

ხერხემლის დაჭიმვა

ხერხემლის დაჭიმვა

ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ხერხემლის უსაფრთხო და ეფექტური დაჭიმვა. პაციენტი ამ დროს თავს კომფორტულად გრძნობს დასაჭიმ მაგიდაზე, რაც ხელს უწყობს ზურგის კუნთების რეფლექტორულ მოდუნებას. ხერხემლის მცირე დოზით დაჭიმვა უზრუნველყოფს ხერხემლის დაავადებების მაღალეფექტურ პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ასევე გამორიცხავს ხერხემლის ტრავმირების შესაძლებლობას პროცედურის პროცესში.

ტრაქციული მაგიდა, რომელსაც იყენებენ დაჭიმვისას ხერხემლის დაავადებების დროს.

ხერხემლის დასაჭიმ (ხერხემლის ტრაქციის) ზოგიერთ კონსტრუქციაში საყრდენი ზედაპირი უშვებს გახურებულ ჰაერს ზურგისა და კისრის კუნთებისკენ , გადასცემს მასაჟურ ვიბრაციას. ხერხემლის ასეთი დაჭიმვა საერთო ჯამში ქმნის მალთაშუა დისკების, ხერხემლის ყველა სტრუქტურის აღდგენის უნიკალურ პირობებს და გამორიცხავს რაიმე სახის ტრავმატიზმს პროცედურის პროცესში.

ხერხემლის დაჭიმვის ტრაქციული მაგიდა მუშაობის პროცესში (ხერხემლის სვეტის კისრისა და გავა-წელის ნაწილის დაჭიმვა).

ხერხემლის დაჭიმვის შედეგად პაციენტს შეიძლება გაუდიდდეს „დამჯდარ“ მეზობელ მალებს შორის დაშორება, წყლით აქტიურად იჟღინთება მალთაშუა დისკები და იზრდება მათი ზომები. ასეთი დაჭიმვის შედეგად ხერხემლის სიგრძე და ადამიანის სიმაღლე იმატებს. ხერხემლის მრუდი ნორმალიზდება.

მალთაშუა დისკების ქსოვილების დაზიანების მცირე ალბათობაც რომ გამოირიცხოს, მაგიდიდან ფრთხილად ადგომაა საჭირო რამეზე დაყრდნობით. პროცედურის შემდეგ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში არაა რეკომენდებული სხეულისა და თავის მკვეთრი და დიდი ამპლიტუდით მოძრაობა, სიმძიმის აღება.