მენინგოვასკულარული სიფილისი ანუ ზურგის ტვინის ტაბესი (ტაბესი)
მენინგოვასკულარული სიფილისი ანუ ზურგის ტვინის ტაბესი (ტაბესი)
ისეთი დაავადება, როგორიცაა „ზურგის ტვინის ტაბესი“ პენიცილინის გამოგონების შემდეგ სიფილისიან პაციენტებს იშვიათად ემართებათ. ზურგის ტვინის მენინგოვასკულარული სიფილისის (ზურგის ტაბესის) დიაგნოზი მხედველობაში უნდა გვქონდეს დიაგნოზის დიფერენცირების დროს ზურგის ტვინის დაავადებებისას წარმოქმნილი ძირითადი ნევროლოგიური სინდრომების შემთხვევაში.
ზურგის ტვინის მენინგოვასკულარული სიფილისის (ზურგის ტაბესის) ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომია ტკივილი. ზურგის ტაბესის დროს ტკივილი სწრაფად ქრება, მაგრამ გამეორება იცის. ჩნდება ფეხში გასროლისნაირი ტკივილი. ზურგის ტაბესის დროს გაცილებით იშვიათად პაციენტზე შეიძლება ტკივილი იგრძნოს სახეზე, ზურგში, მუცელში და ხელებში.
ზურგის ტაბესით დაავადებულთა ნახევარს მოძრაობის დარღვევა ეწყება უხეში ატაქსიის მსგავსად. ატაქსია გამოწვეულია მდგომარეობის შეგრძნების დაკარგვით, რასაც შედეგად მივყავართ წონასწორობის დარღვევამდე. ეს გრძნობა ძლიერდება თვალების დახუჭვისას (რომბერგის პოზა). ავადმყოფების 15-30 %-ს აღენიშნება მგრძნობელობის დაკარგვა პარასთეზიის მსგავსად. ამასთან ერთად მოიშლება შარდის ბუშტის ფუნქცია, ირღვევა ერექცია და ხდება ეაკულაციის შეკავება მამაკაცებში, ასევე აღინიშნება მწვავე ტკივილი მუცელში და ღებინება (ვისცერული კრიზი).
ზურგის ტვინის ტაბესის ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ფეხებზე მყესის რეფლექსების (აქილევსის, მუხლის) არარსებობა
- მდებარეობის შეგრძნებისა და ვიბრაციული მგრძნობელობის დარღვევა
- დამდგარ მდგომარეობაში თვალების დახუჭვისას წონასწორობის გრძნობის გაქრობა (დადებითი რომბერგის ნიშანი)
- გუგის ორმხრივი დარღვევები - არგაილ რობერტსონის სიმპტომი (განათების დროს გუგების დავიწროება აკომოდაციაზე მათი რეაქციის შენარჩუნებით)
ზურგის ტვინის მენინგოვასკულარული სიფილისის (ზურგის ტაბესის) მქონე ავადმყოფებს უნიშნავენ პენიცილინს ინტრავენურად სხვა სიმპტომატურ პრეპარატებთან კომპლექსში.
იხილეთ აგრეთვე
- ხერხემლის ანატომია
- ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები (კისრის ნეკნი, კლიპელ-ფეილის სინდრომი, სპინა ბიფიდა, საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია)
- გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი
- სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი)
- ზურგის ტვინის დაავადებები:
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის იუვენილური ოსტეოქონდროზი (შეერმან-მაუს დაავადება)
- წელის ტკივილი (ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი), საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი
- კისრის, კეფისა და ხელის ტკივილის სიმპტომი, კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და თიაქარი
- წელის ტკივილი ორსულობის დროს
- მალების ამოვარდნილობა და ქვეამოვარდნილობა
- მალის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა)
- ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი)
- ლუმბაგო (წელკავი), ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია
- ხერხემლის ოსტეოფიტები
- მალების სხეულების ოსტეოპოროზი (პირველადი და მეორეული)
- ნეკნთაშუა (ნეკნთაშორისი) ნევრალგია, ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილი
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება (ოსტეოქონდროზი) და მისი სიმპტომები
- ხერხემლის მოტეხილობა (კომპრესიული)
- დამბლის მქონე ავადმყოფის მოვლის წესები (ხელებისა და ფეხების კუნთების დამბლა, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია)
- საკროდინია (ტკივილი გავაში)
- გავა-თეძოს სახსრის ანთება (საკროილეიტი)
- ხერხემლის სკოლიოზი, წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა
- ხერხემლის სპონდილოზი
- სპონდილიტი (ტუბერკულოზური, ინფექციური ოსტეომიელიტი)
- პონდილოლისტეზი (მალების გადანაცვლება, ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა)
- ხერხემლის არხის სტენოზი (სპინალური სტენოზი)
- კისრის ტრავმა (ქალა-კისრის სინდრომი)
- სპინალური ჩირქოვანი ეპიდურიტი