მენიუ

გულისა და კორონარული სისხლძარღვების მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია (MSCT კორონაროგრაფია)

გულისა და კორონარული სისხლძარღვების მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია (MSCT კორონაროგრაფია)

კომპიუტერული კორონაროგრაფია (კორონაროანგიოგრაფია) საშუალებას იძლევა ვიზუალურად შევაფასოთ მიოკარდის კუნთის მკვებავი არტერიები, მაქსიმალურად სანდოდ განვსაზღვროთ სივრცის შევიწროების არსებობა -არარსებობა, პათოლოგიების ლოკალიზაციისა და გავრცელებულობის ხასიათი.

რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია არის თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებული დიაგნოსტიკის სხივური მეთოდი. თუმცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის იშვიათად გამოიყენებოდა გულისა და სისხლძარღვების გამოსაკვლევად. ეს დაკავშირებული იყო კომპიუტერული ტომოგრაფიის ტრადიციული სისტემების მეშვეობით ჭრილების მიღების დაბალ სიჩქარესთან. ამ ხელსაწყოებში მილაკის ბრუნვის დრო შეესაბამება გულის ციკლის ხანგრძლივობას. პრაქტიკულად, კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთადერთი სახეობა, რომლის საშუალებითაც გულის გამოსახულების მიღება შეიძლებოდა, იყო ელექტრო-სხივური ტომოგრაფია (1984 წ.). ეს სისტემები მთელ მსოფლიოში ცოტა იყო (დაახლოებით 200).

გულის სამგანზომილებიანი სურათი გულისა და კორონაროგრაფიის კომპიუტერულ მულტისპირლურ ტომოგრაფიაზე (კონტრასტირებით).

1998 წელს გაჩნდა მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია და ეს მეთოდი ფართოდ დაინერგა გულისა და სისხლძარღვების გამოკვლევებში. ბოლო წლებში მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის, როგორც გულისა და სისხლძარღვების ვიზუალიზაციის მეთოდის, პოპულარობა საოცრად გაიზარდა.

მულტისპირალური კომპიუტერულ ტომოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია ამ მეთოდის დანერგვა კორონარული არტერიების გამოსახულებების მიღებისათვის. ტრადიციულად კორონარული არტერიების გამოსახულებების მისაღებად გამოიყენებოდა რენტგენული ანგიოგრაფია, რომელიც ამ დარგში დღემდე რჩება დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“. კორონარული ანგიოგრაფიის ჩატარებაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა აშკარაა, რომ რენტგენოკონტრასტული კორონაროანგიოგრაფია ვერ ჩაუტარდება ყველა პაციენტს, რომელსაც ის სჭირდება.

ტომოგრაფის მომართვა გულისა და სისხლძარღვების მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად.

სპირალური და მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის წყალობით გაჩნდა კომპიუტერული ანგიოგრაფიის მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება კორონარული არტერების მდგომარეობის და ასევე ვენოზური და არტერიული კორონარული შუნტების გამავლობის შესაფასებლად. ამ სტატიაში აღწერილია, როგორია არაინვაზიური კორონაროგრაფიისათვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების თანამედროვე მდომარეობა.

მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ელექტრო-სხივური ტომოგრაფიის ჩატარების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს. პირობით უკუჩვენებებად შეიძლება ჩავთვალოთ:

  • პაციენტის საერთო მძიმე მდგომარეობა (სომატური, ფსიქოლოგიური), რაც შეუძლებელს ხდის გამოკვლევის პროცესში მის უძრაობას და სუნთქვის შეკავებას 15-30 წამის განმავლობაში;
  • ორსულობა;
  • პაციენტის ჭარბი წონა, რომელიც ტომოგრაფის მოცემული მოდელის მაგიდაზე მაქსიმალურად დასაშვებ დატვირთვაზე მეტია.
სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია გულისა და კორონაროგრაფიის (გულის სისხლძარღვების) კომპიუტერულ მულტისპირლურ ტომოგრაფიაზე. სურათზე ჩანს კალციფიკატები სივრცის შევიწროებით გულის სისხლძარღვებში.

გულისა და კორონარული სისხლძარღვების მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მიზნები

შეიძლება გამოვყოთ გულისა და კორონარული არტერიების (გულის სისხლძარღვების) მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების შემდეგი სფეროები:

  1. კორონარული კალცინოზის გამოვლენისა და რაოდენობრივი შეფასების საფუძველზე აღმოჩენილი კორონარული ათეროსკლეროზი.
  2. არაინვაზიური კორონაროგრაფია.
  3. არაინვაზიური შუნტოგრაფია (არტერიული და ვენოზური შუნტები).
  4. გულის პარკუჭების ანტომიისა და ფუნქციების შეფასება გულის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დროს.
  5. აორტის, ფილტვის არტერიის, პერიფერიული არტერიების და ვენების კომპიუტერული ანგიოგრაფია.
სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია გულისა და კორონაროგრაფიის (გულის სისხლძარღვების) კომპიუტერულ მულტისპირლურ ტომოგრაფიაზე. სურათზე ჩანს კალციფიკატები სივრცის შევიწროებით გულის სისხლძარღვებში.

დღესდღეობით მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ელექტრო-სხივური ტომოგრაფიის ჩატარება კორონარული არტერიების კალცინოზის გამოვლენის მიზნით მიზანშეწონილად ითვლება შემდეგ შემთხვევებში:

  1. კორონარული ათეროსკეროზის ნიშნების ადრეული გამოვლენის მიზნით 45-65 წლის მამაკაცებისა და 55-75 წლის ქალების (რომელთაც არა აქვთ დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) გამოკვლევა.
  2. კორონარული კალცინოზის სკრინინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საწყისი დიაგნოსტიკური ტესტი ამბულატორიულ პირობებში 65 წლამდე პაციენტებისათვის, რომელთაც გულმკერდში ატიპური ტკივილი აწუხებთ და არა აქვთ დასმული გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი.
  3. კორონარული კალცინოზის სკრინინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტი 65 წლამდე პაციენტებში, რომელთაც აქვთ დატვირთვის ტესტის საეჭვო შედეგები ან ტრადიციული კორონარული რისკის ფაქტორები და არა აქვთ დასმული გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი.
  4. ეს მეთოდიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის ქრონიკულ იშემიური და არაიშემიური (კარდიოპათია, მიოკარდიტი) გენეზის უკმარისობას შორის დიფერენციალური დიაგნოზის დასასმელად.

თუმცა, რომ დავინახოთ სტენოზები კორონარულ არტერიებში, შევაფასოთ კორონარული შუნტების ან სტენტების გამავლობა, ან შევისწავლოთ გულის ანატომია, საჭიროა მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანით (კორონარული კომპიუტერული ანგიოგრაფია).

გამოსახულება გულისა და კორონაროგრაფიის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. სურათზე ჩანს კალციფიკატი სივრცის შევიწროებით გულის სისხლძარღვში.

კორონარული არტერიების კომპიუტერული ანგიოგრაფია დღესდღეობით საუკეთესო არაინვაზიური მეთოდია კორონარული კალაპოტის გამოკვლევაში. ის თავისი შესაძლებლობებით აღემატება ექოკარდიოგრაფიას ანდა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

 

კორონარული კომპიუტერული ანგიოგრაფია

კორონარული სტენტების გამავლობის შეფასება აქტუალური პრობლემაა. სტენტები კარგად ჩანს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, თუმცა კომპიუტერული ანგიოგრაფიის ჩატარების დროს მეტალისგან გამოწვეული არტეფაქტები ართულებენ მათი შიდა სივრცის ვიზუალიზაციას. მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალი მოდელები, რომლებიც იყენებენ თხელ ჭრილებს და გამოსახულების რეკონსტრუქციის გაუმჯობესებულ ალგორითმებს, საშუალებას იძლევიან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს სტენტების შიდა სივრცის ვიზუალიზაცია.

გარდა კორონარული არტერიების სტენოტიკური დაზიანებების დიაგნოსტიკისა, კომპიუტერული ტომოგრაფია -კორონაროგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს კორონარული არტერიის სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალია, კორონარული სისხლძარღვების ანევრიზმები, კერძოდ კავასკის დაავადების შემთხვევაში.

კომპიუტერული ანგიოგრაფია მუცლის აორტაში სტენტის ჩაყენების შემდეგ.

მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის მნიშვნელობა გულისა და სისხლძარღვების დაავადებების დიაგნოსტიკაში დღეისათვის საკმაოდ დიდია. თუ მხედველობაში მივიღებთ სამედიცინო ტექნიკის განვითარებას, ეჭვი არაა, რომ ეს მეთოდი უფრო მეტად გამოყენებადი გახდება კლინიკურ პრაქტიკაში. თუ გავითვალისწინებთ მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ მოცულობითი ტომოგრაფია ფაქტობრივად ახალ სტანდარტად იქცა კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის. მოძველებულია კომპიუტერული ტომოგრაფიის დაყოფა თაობებად „მილაკ-დეტექტორის“ მოძრაობის სისტემის პრინციპით. გაცილებით მნიშვნელოვანი პარამეტრებია რენტგენის მილაკის სიმძლავრე, დეტექტორების რაოდენობა და ხარისხი, მონაცემთა შეკრებისა და დამუშავების სისტემის შესაძლებლობები.

დავას იწვევს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებლობების შეფარდება გულის გამოკვლევისას. ეს ორივე მეთოდი დღეს ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში და მათი გამოყენების მიზანშეწონილობა დამოკიდებულია გამოკვლევის მიზნებზე. მათი დიგნოსტიკური შესაძლებლობები დამოკიდებულია აგრეთვე იმ დიაგნოსტიკური მოწყობილობის სახეობაზე, რომელსაც ფლობს დიაგნოსტიკური განყოფილება, ასევე პერსონალის გამოცდილებაზე, სახარჯო მატერიალების, დამუშავების სისტემების, მონაცემთა დოკუმენტირების არსებობაზე და რიგ სხვა ფაქტორებზე.

 

რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია?

კვირა დღეს გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.

კომპიუტერული ტომოგრაფია ფასები:

  • გულმკერდის ღრუს ორგანოები - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
  • მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
  • მუცელი ღრუს ქვედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
  • ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტი - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
  • კონტრასტული ნივთიერება - 210 GEL

იხილეთ აგრეთვე