გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
- გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
- გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების პროცედურა
- პაციენტის მომზადება გულმკერდის ღრუს ორანოების კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის
- როგორ გადაიტანება გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია პაციენტების მიერ
- გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები
- გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიაზე გამოვლენილი ცვლილებები
- გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლო რისკები და გართულებები
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია არის რენტგენის სხივებით გამოსახულების მიღების საშუალება. გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების დროს ტომოგრაფი ქმნის გულმკერდის ღრუს და მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ჭრილების გამოსახულებებს. ამ ეტაპზე გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიით დიაგნოსტიკა გულის რბილი ქსოვილების, შუასაყრისა და ფილტვების გამოკვლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების პროცედურა
პაციენტს სთხოვენ დაწვეს სპეციალურ მოძრავ საწოლზე, რომელიც შემდეგ შედის კომპიუტერული ტომოგრაფში, სადაც პაციენტის გარშემო იწყებს ბრუნვას რენტგენის მილაკი. თანამედროვე სპირალურ (მულტისპირალურ) კომპიუტერულ ტომოგრაფებზე გულმკერდის ღრუს ორგანოების ტომოგრაფიის პროცედურა ერთ ჯერზე სრულდება.
კომპიუტერულ ტომოგრაფის შიგნით მდებარე პატარა დეტექტორები ზომავენ პაციენტის სხეულში გასული რენტგენული გამოსხივების რაოდენობას. კომპიუტერი აანალიზებს სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას და გარდაქმნის მას გამოსახულებებად, რომელთაც ჭრილები ან ფენები ეწოდებათ. გულმკერდის ღრუს ორგანოთა ეს გამოსახულებები კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ შეიძლება დისკზე შევინახოთ, რომ პაციენტის მკურნალმა ექიმმა ნახოს მონიტორზე, ანდა შეიძლება დაიბეჭდოს ფირზე. კომპიუტერულ ტომოგრაფზე შეიძლება შეიქმნას გულმკერდის ღრუს ორგანოების სამგანზომილებიანი მოდელები ტომოგრაფიისას მიღებული რამდენიმე ჭრილის გაერთიანების მიხედვით.
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარების დროს პაციენტი უძრავად უნდა იწვეს, რადგანაც მოძრაობის შედეგად ტომოგრაფზე მიღებული გამოსახულება შეიძლება გადღაბნილი გამოვიდეს. ეს კი საქმეს გაურთულებს ექიმ-რენტგენიოლოგს ტომოგრაფიის შედეგად მირებული გამოსახულებების ინტერპრეტირებისას. პაციენტს ასევე შეიძლება სთხოვონ რაღაც დროით შეიკავოს სუნთქვა კომპიუტერული ტომოგრაფიის შესრულების პროცესში.
მთლიანობაში გულმკერდის ღრუს ორგანოთა კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება. ჩვენი სტაციონარის სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში არსებულ მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფზე პაციენტის მთელი სხეულის (თავიდან ფეხებამდე) გამოსახულების მიღება შესაძლებელია 30 წამზე ნაკლებ დროში.
გარკვეულ შემთხვევებში გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიისას საჭიროა სპეციალური საღებავი ნივთიერების გამოყენება, რომელსაც კონტრასტს ეძახიან. კონტრასტი შეჰყავთ პაციენტის სხეულში ინტრავენურად ამა თუ იმ ორგანოს სკანირების პროცედურის დაწყების წინ. კონტრასტი აძლიერებს სხეულის სპეციფიკურ ნაწილებს, რაც შემდგომში მკვეთრ გამოსახულებას გვაძლევს კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს. თუ მკურნალ ექიმს სჭირდება პაციენტის გულმკერდის ღრუს ორგანოების გამოკვლევა კონტრასტირების საშუალებით, პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად იდაყვის მოსახარის ან ხელის მტევნის ვენებში.
პაციენტის მომზადება გულმკერდის ღრუს ორანოების კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის
ზოგიერთ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ინტრავენურად შეყვანილ კონტრასტზე ალერგია აქვს. ამიტომ მათთვის საჭიროა სკანირებამდე წინასწარ მიიღონ დესენსიბილიზებადი პრეპარატები, რათა შემდეგში მათ ორგანიზმში კონტრასტი შეიყვანონ უსაფრთხოდ.
კონტრასტი პაციენტის სხეულში შეიძლება შეიყვანონ სხვადასხვა გზით. ეს დამოკიდებულია მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კომპიუტერული ტომოგრაფიის ტიპზე:
- კონტრასტის შეყვანა (კონტრასტირება) იდაყვის მოსახარის ან ხელი მტევნის ვენებში;
- კონტრასტის შეყვანა (კონტრასტირება) სწორ ნაწლავში ოყნით;
- კონტრასტის მიღება (კონტრასტირება) პერორალურად, როცა პაციენტი სვამს კონტრასტირებად პრეპარატს წინასწარ, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებამდე; კონრტასტულ სითხეს აქვს ცარცის გემო, ამიტომაც მას უმატებენ გემოს მქონე კომპონენტებს, რათა მისი მიღება გააიოლონ ; შემდეგში პაციენტის მიერ დალეული კონტრასტი ორგანიზმიდან მთლიანად გამოდის განავალთან ერთად.
თუ პაციენტისათვის გულის, შუასაყრისა და ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას იგეგმება კონტრასტის შეყვანა, მკურნალმა ექიმმა შეიძლება სთხოვოს მას საჭმლისა და სითხის მიღებისაგან თავის შეკავება დაგეგმილ პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.
წინა თაობის კომპიუტერულ ტომოგრაფებზე პროცედურის ჩატარებისას პაციენტებისათვის არსებობდა შეზღუდვა წონის მხრივ (130 კგ-მდე). გამოსაკვლევი პაციენტის მეტისმეტად დიდ წონას შესაძლოა გამოეწვია მოწყობილობის გარკვეული ნაწილების გატეხა. მოცემულ ეტაპზე კი ჩვენს სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებას თვის განკარგულებაში აქვს მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის უახლესი აპარატი, რომელზედაც ჭარბწონიანი გამოსაკვლევი პაციენტებისათვის ფიზიკური შეზღუდვები არ არსებობს.
რენტგენის გამოსხივება ცუდად გადის მეტალში, ამიტომ კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურის წინ პაციენტებს სთხოვენ, მოიხსნან სამკაული (ძეწკვი, კულონი, საყურეები და ა.შ.).
როგორ გადაიტანება გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია პაციენტების მიერ
ზოგ გამოსაკვლევ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფის მაგიდის მაგარ ზედაპირზე წოლისას შეიძლება დისკომფორტის შეგრძნება გაუჩნდეს.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებამდე პაციენტში ინტრავენურად შეყვანილმა კონტრასტმა შეიძლება გამოიწვიოს ვენაში - გახურების, სხეულში - სიცხის და პირში მეტალის გემოს შეგრძნება. ეს შეგრძნებები ნორმალურია და ჩვეულებრივ რამდენიმე წამს შემდეგ ქრებიან.
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები
კომპიუტერული ტომოგრაფია ძალიან სწრაფად გვაძლევს ადამიანის სხეულის ყველა ნაწილის (თავის ტვინის, ტვინის სისხლძარღვების, გულმკერდის, ხერხემლისა და მუცლის ღრუს ორგანოების ჩათვლით) დეტალურ სურათს. კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნას გულმკერდის ღრუს ორგანოების (გულის, შუასაყარისა და ფილტევბის) უკეთესი ვიზუალიზაციის მიზნით (რენტგენოგრაფიის სტანდარტულ პროცედურასთან შედარებით).
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
- გულმკერდის ტრავმების დროს (პვნევმოტორაქსი, ჰემოტორაქსი და.შ.);
- სიმსივნეებისა და სიმსივნური უჯრედების მეტასტაზების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში;
- გულმკერდისა და მუცლის ღრუს ზედა ნაწილი ამა თუ იმ ორგანოს ზუსტი ზომის, ფორმისა და ადგილმდებარეობის განსასაზღვრად;
- ფილტვებში, პლევრაში, შუასაყარსა და სხვა ადგილებში სისხლდენის წყაროსა და მოცულობის, აგრეთვე სხვა სითხის დაგროვების გამოსავლენად.
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიაზე გამოვლენილი ცვლილებები
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს შემდეგი დარღვევები გულში, შუასაყარსა და ფილტვებში:
- სისხლძარღვთა განვითარების ანომალიები ფილტვში
- სისხლის და სხვა სითხის (გამონადენი, აბსცესი და ა.შ) დაგროვება
- აორტის ანევრიზმა (აორტის გულმკერდის არე)
- ბრონქოექტაზია
- ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია)
სხვა დაავადებები, რომელთა დროსაც პაციენტს შეიძლება დაენიშნოს გულმკერდის ღრუს ორგანოთა კომპიუტერული ტომოგრაფია:
- ალკოჰოლური კარდიომიოპათია
- ასბესტოზი
- წინაგულის მიქსომა (სიმსივნე)
- გულის ტამპონადა (სისხლი ან გამონადენი პერიკარდის მიდამოში)
- აორტის კედლების განშრევება (დისექცია)
- დილატაციური კარდიომიოპათია
- ექინოკოკოზი
- გულის უკმარისობა
- გულის დაზიანების გამომწვევი ჰიპერტონული დაავადება
- იდიოპათიური კარდიომიოპათია
- ინფექციური ენდოკარდიტი
- იშემიური კარდიომიოპათია
- გულის მარცხენა პარკუჭის უკმარისობა
- მეზოთელიომა
- ფილტვში სიმსივნის მეტასტაზი
- მიტრალური რეგურგიტაცია (მწვავე და ქრონიკული)
- მიტრალური სარქველის პროლაპსი
- პერიკარდიტი (ბაქტერიული, სოკოვანი)
- ფილტვების შეშუპება
- რესტრიქტული კარდიომიოპათია
- გულის სენილური ამილოიდოზი
- ზედა ღრუ ვენის დაცობა
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლო რისკები და გართულებები
გულმკერდის ღრუს ორგანოთა კომპიუტერული ტომოგრაფია და პაციენტთა რენტგენული გამოკვლევის სხვა ასეთი ტიპები მკაცრად კონტროლდება, რათა ზუსტად ვიცოდეთ მიღებული დასხივების ოდენობა. თანამედროვე ტომოგრაფებზე ჩატარებული გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია იონიზირებადი დასხივების (რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კიბო და სხვა გართულებები) მინიმალურ დოზას გამოსცემს. ასეა თუ ისე, გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებული რისკები მცირეა. ეს რისკი იზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთას და იმავე პაციენტს მრავალჯერ უტარდება მსგავსი ტიპის გამოკვლევა.
ზოგ შემთხვევაში პაციენტს გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება მრავალჯერ ჩაუტარდეს. ეს ხდება მაშინ, როცა დიაგნოსტიკისას მიღებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსალოდნელი გართულებების რისკზე მაღლა დგას. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როცა ეჭვის აქვთ კიბოზე.
მუცლის ღრუს ზედა განყოფილების ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას არ ურჩევენ ორსულ ქალებს, რადგანაც ამან შეიძლება ავნოს ნაყოფს. ამიტომაც ქალმა ორსულობის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, რომ სხვა ტიპის დიაგნოსტიკა ჩაუტარონ (ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ინტრავენურად შეყვანილი კონტრასტული ნივთიერებების უმრავლესობა იოდს შეიცავს. თუ გამოსაკვლევ პაციენტს იოდზე ალერგია (იდიოსინკრაზია) აქვს, მაშინ კონტრასტირების გამოყენებამ ტომოგრაფიის დროს შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ცემინება, ქავილი, გამონყარი (ჭინჭრის ციება). იშვიათ შემთხვევაში გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის წინ შეყვანილმა კონტრასტმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტიკური რეაქცია. თუ პაციენტს კონტრასტირებით კომპიუტერული ტომოგრაფიის შესრულებისას სუნთქვა გაუჭირდება, მან მაშინვე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სხივური დიაგნოსტიკის ექიმს ან მის თანაშემწეს, რომელიც გამოკვლევას უტარებს. ყველა კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვიალია ინტერკომითა და ხმის დინამიკით, ამიტომაც ექიმსა და მის თანაშემწეს ყოველთვის შეუძლიათ გაიგონონ პაციენტის ხმა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კონტრასტს შეუძლია გამოიწვიოს ნეფროტოქსიკური ეფექტი. ასეთ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა გადადგას წინასწარი პროფილაქტიკური ნაბიჯები, რომ ინტრავენური კონტრასტირებით გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას დაიცვას პაციენტი.
რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია?
კვირა დღეს გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.
კომპიუტერული ტომოგრაფია ფასები:
- გულმკერდის ღრუს ორგანოები - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
- მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
- მუცელი ღრუს ქვედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
- ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტი - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
- კონტრასტული ნივთიერება - 210 GEL
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია
- თავის ტვინის და კისრის სისხლძარღვების კომპიუტერული ანგიოგრაფია (კონტრასტის გამოყენებით)
- ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსების) კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია
- გულის და აორტის კომპიუტერული ტომოგრაფია (MSCT კორონოგრაფია კონტრასტის გამოყენებით)
- გულმკერდის ღრუს, ფილტვების და შუასაყარის კომპიუტერული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
- მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (მენჯის ძვლები, მამაკაცის და ქალის მცირე მენჯის ორგანოები)