მენიუ

თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში (CT ანგიოგრაფია)

თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში (CT ანგიოგრაფია)

თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში, როგორც თავის ტვინის სისხლძარღვების (არტერიების, ვენების) კომპლექსური გამოკვლევა საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ და შევისწავლოთ თავის ტვინის სხვადასხვა დაავადების მნიშვნელოვანი ანგიოგრაფიულინიშნები. ცერებრალური არტერიების კომპიუტერულ ანგიოგრაფიას მივყავართ ტვინის სისხლძარღვებში მორფოლოგიური და ფუნქციონალური ცვლილებების გამოვლენამდე.

თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერული ანგიოგრაფიის დიაგნოსტიკური პროცედურა.

ცერებრალური არტერიების კომპიუტერულ ანგიოგრაფიაზე გამოვლენილი ორგანული დაავადებების ყველა ნიშანი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ერთიანდება შემდეგ 5 ძირითად ჯგუფში:

  1. ცვლილებები სისხლძარღვების მდებარეობაში
  2. ცვლილებები სისხლძარღვების რაოდენობაში
  3. სისხლძარღვების სივრცის ფორმისა და სიგანის ცვლილებები
  4. ცვლილებები თავის ტვინის სისხლძარღვთა აუზში კონტრასტული ნივთიერების ცირკულაციაში
  5. ტვინის სისხლძარღვების კედლებს მიღმა კონტრასტული ნივთიერების გასვლა
საერთო, შიდა და გარეთა საძილე არტერიების სქემატური ნახატი და კტ-ანგიოგრამა. პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული შიდა საძილე არტერიის სტენოზი (შწვიწროვება), რაც შეიძლება იყვეს დაკავშირებული თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლიასთან ან ნერვული ქსოვილის იშემიასთან.

თავის ტვინის სხადახვა დაავადების დროს კომპიუტერულ ანგიოგრამებზე წინა პლანზე წამოიწევს რომელიღც ერთი ანგიოგრაფიული სიმპტომი, მაგალითად თავის ტვინის დაზიანების კერასთან ახლომდებარე ამა თუ იმ სისხლძარღვის ნაწილობრივი გადაადგილება, თუმცა ხშირად ერთდროულად იჩენს თავს რამდენიმე ანგიოგრაფიული ნიშანი, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციებს ქმნიან.

თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერულ ანგიოგრაფიაზე ნაჩვენებია ტვინის წინა და შუა არტერიები თავის ქალის წინა და შუა ფოსოში.

თავის ტვინის ორგანული დაავადებების ანგიოგრაფიული სიმპტომების ყველა მოყვანილ ჯგუფს სხვადასხვა დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

კომპიუტერულ ანგიოგრამებზე აღმოჩენილი ზოგი მორფოლოგიური და ფუნქციონალური ცვლილება ფიქსირდება მხოლოდ პათოლოგიური პროცესების (მაგალითად სიმსივნეების, ანევრიზმების, თრომბოზების) დროს. ამიტომ ასეთი ნიშნების კომპიუტერულ-ანგიოგრაფიული გამოვლინებები უშუალოდ მიუთითებს პროცესის ანატომიურ ხასიათზე და მის ლოკალიზაციაზე თავის ტვინში.

თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერულ ანგიოგრაფიაზე კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით ნაჩვენებია სისხლის მიმოქცევის არტერიული და ვენოზური ფაზები.

 

თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერული ანგიოგრაფიის ჩვენებები

თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერული ანგიოგრაფია (CT ანგიოგრაფია) ნაჩვენებები შემდეგი დაავადებების დროს:

თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერულ ანგიოგრაფიაზე ნაჩვენებია ხერხემლისა და ძირითადი არტერიები თავის ქალის უკანა ფოსოში (ხედი უკნიდან).

კისრისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერულ ანგიოგრაფიაზე ნაჩვენებია ხერხემლის და საძილე არტერიები (ხედი წინიდან).

 

რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია?

კვირა დღეს გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.

კომპიუტერული ტომოგრაფია ფასები:

  • გულმკერდის ღრუს ორგანოები - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
  • მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
  • მუცელი ღრუს ქვედა ნაწილის ორგანოები - 270 GEL (216 GEL ფასდაკლებით)
  • ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტი - 265 GEL (212 GEL ფასდაკლებით)
  • კონტრასტული ნივთიერება - 210 GEL

იხილეთ აგრეთვე