მენიუ

გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (სისხლძარღვები, გული, ფილტვები)

გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (სისხლძარღვები, გული, ფილტვები)

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) - ესაა ვიზუალიზაციის საშუალება, რომელიც ტარდება ძალური მაგნიტისა და რადიოტალღების გამოყენებით. მათი დახმარებით ხდება გულმკერდის ღრუს ორგანოთა (სისხლძარღვები, გული, ფილტვები) სურათის აგება. გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს პაციენტი არ იღებს რადიაციულ დასხივებას (სხივურ დატვირთვას).

აპარატი, რომლითაც ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოსტიკა.

გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის ჩატარების პროცედურა

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარებისას პაციენტს უნდა ეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც არა აქვს მეტალის შესაკრავები, ქამარი, ღილები. სახიფათოა და არ შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც მეტალის იმპლანტები (კლიფსები ანევრიზმაზე, სახსრის პროტეზები, ოსტეოსინთეზის ფირფიტები და ხრახნები, კარდიოსტიმულატორები და ნეიროსტიმულატორები)აქვთ. მეტალის არსებობის შემთხვევაში გამოსახულება არ იქნება მკვეთრი და არსებობს იმპლანტების გადაადგილების (მიგრაციის) საფრთხეც.

ბოლო დროს სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლებმა დაიწყეს ზემოჩამოთვლილი იმპალანტების ისეთი სპეციალური შენადნობებით დამზადება, რომლებიც არ ექვემდებარებიან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის გავლენას. სამედიცინო ნაწარმის თავსებადობა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოსტიკის პროცედურასთან, როგორც წესი, მითითებულია დოკუმენტაციაში, რომელსაც მწარმოებელი გასცემს.

პაციენტს ათავსებენ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამოსაწევ მაგიდაზე, რომელიც შემდეგ მექანიკურად შედის სკანერის ცენტრში და იწყება გამოკვლევა.

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ზოგიერთი სახე მოითხოვს სპეციალური (კონტრასტული) პრაპარატის გამოყენებას. კონტრასტული ნივთიერებას პაციენტს უკეთებენ ვენაში (იდაყვის მოსახარში ან ხელის მტევანში). მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს კონრატასტი გროვდება შეცვლილ ქსოვილებში და აძლიერებს მიღებულ გამოსახულებას. ეს ექიმ-რენტგენოლოგს, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მიღებულ გამოსახულებას აღწერს, აძლევს გამოსაკვლევი ორგანოს ან ქსოვილის გაცილებით უფრო დეტალურ სურათს.

კონტრასული ნივთიერება, რომელიც შეიცავს გადოლინს, არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის არაიონური პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება. გადოლონის პარამაგნიტური თვისებები განსაზღვრავენ კონტრასტულ გაძლიერებას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს. კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანა იწვევს სიგნალის გაძლიერებას მხოლოდ იმ ორგანოების უბნებიდან, რომლებიც ვერ ფუნქციონირებენ რამე პათოლოგიური პროცესის შედეგად დაზიანების გამო. ამგვარად მიღებული გამოსახულება მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე კონტრასტული ნივთიერების შეყვანის გარეშე ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად მიღებული გამოსახულება.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარების დროს ექიმ-რენტგენოლოგი და მისი თანაშემწე ცალკე ოთახში იმყოფებიან და შუშის მიღმა აკვირდებიან აპარატის მუშაობასა და პაციენტის მდგომარეობას. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევას 30-დან 60 წუთამდე სჭირდება, ეს დამოკიდებულია ავადმყოფის ორგანოთა დაგეგმილ კვლევაზე.

 

პაციენტის მომზადება გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის პროცედურისათვის

დაგეგმილი პროცედურის წინ პაციენტს სთხოვენ, არ ჭამოს და არ დალიოს სითხე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.

აუცილებელია წინასწარ დავაზუსტოთ, ხომ არა აქვს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოსაკვლევ პაციენტს ჩაკეტილი სივრცის შიში (კლაუსტროფობია). ამ შემთხვევაში მას წინასწარ აძლევენ დამამშვიდებელ პრეპარატს, რომელიც იწვევს მსუბუქ ძილიანობას და ხსნის დაძაბულობას. არსებობს აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის “ღია ” ტიპებიც (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ღია კონტურით), რომლებსაც გვერდებზე თავისუფალი სივრცე აქვთ და ეს ნაკლებად აშინებს პაციენტს.

პაციენტს ათავსებენ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამოსაწევ მაგიდაზე, რომელიც შემდეგ მექანიკურად შედის სკანერის ცენტრში და იწყება გამოკვლევა.

სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში დადმულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს დიდი მოცულობა 70 სმ აპერტურით. ეს ხელს უწყობს იმ პაციენტთა რიცხვის კლებას, რომლებსაც გულმკერდი ღრუს ორგანოთა გამოკვლევის ჩატარების დროს წინასწარი სედაცია სჭირდებათ.

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ პაციენტში:

  • კლიფსის არსებობა ტვინის არტერიის ანევრიზმის დროს
  • სისხლძარღვთა შიდა ძარღვების სტენტების არსებობა
  • გულის ხელოვნური მეტალური სარქველების არსებობა
  • გულის დეფიბრილატორებისა და კარდიოსტიმულატორების არსებობა
  • თავისა და ზურგის ტვინის ნეიროსტიმულატორების არსებობა
  • კოხლეარული იმპლანტის არსებობა შიდა ყურში
  • თირკმლების დაავადებები, დიალიზის გამოყენება (კონტრასტული ნივთიერების ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფეტი)
  • ხელოვნური სახსრების არსებობა
  • სხეულში მეტალის ნამსხვრევების არსებობა ავარიის, აფეთქებების, ჭრილობების და სხვათა შედეგად

სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში დადგმულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს ძლიერი მაგნიტური ველი - 1,5 ტესლა, ამიტომ იმ შენობაში, სადაც ეს აპარატია, უნდა მოვერიდოთ შესვლას:

  • ავტოკალმებით, ჯაყვებით, მეტალისჩარჩოიან სათვალეებით
  • მეტალისგან დამზადებული სამკაულებით, საათებით, ბანკის საკრედიტო ბარათებითა და საშვებით, სასმენი აპარატებით
  • მეტალის თმისამაგრებით, ქინძისთავებით, შესაკრავებითა და ელვაშესაკრავებით
  • მოსახსნელი კბილის პროტეზებით (მათ ტომოგრაფიის წინ იხსნიან)

 

როგორ გადაიტანება გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია პაციენტების მიერ

თვითონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურა პაციენტში არ იწვევს რაიმე სახის მტკივნეულ ფიზიკურ შეგრძნებას და დისკომფროტს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გამოკვლევისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში გაუნძრევლად წოლა არ შეუძლია (მაგალითად, ბავშვებს) ან ნერვიულობს, შეიძლება გამოვიყენოთ ხანმოკლე სედატიური ეფექტის მქონე პრეპარატი, რომელიც დაეხმარება მას დამშვიდდეს და მოდუნდეს პროცედურის დროს. თუ პაციენტი გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოფრაფიის პროცესში იმოძრავებს, გამოსახულება გადღაბნილი გამოვა და დიაგნოზის დასმა გაჭირდება.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მაგიდის ზედაპირი შესაძლოა მეტისმეტად ცივი და მაგარი იყოს ზოგიერთი პაციენტისათვის, ამიტომ მათ სკანირების დროს შეიძლება პლედი გადავაფაროთ და თავქვეშ ბალიში ამოვუდოთ (თუ ეს ძირითად გამოკვლევას ხელს არ შეუშლის).

მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატში ჩამონტაჟებული ინტერკომი საშუალებას აძლევს პაციენტს დიაგნოსტიკის პროცედურის დროს ეკონტაქტოს მედპერსონალს მეორე ოთახში. ზოგიერთ მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატში ჩამონტაჟებულია ვიდეომონიტორები და ყურსასმენებიც კი, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს სკანირების პროცესის დროს.

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რიტმი. მას არანაირი შეზღუდვა არ ექნება დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ (გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს გამოყენებული იქნა სედატიური პრეპარატი).

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - ესაა გულის, შუასაყარისა და ფილტვების რბილ ქსოვილთა გამოკვლევის ერთ-ერთი საშუალება.

 

გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პაციენტის გულმკერდის ღრუს ორგანოების(გული, ბრონქები, ფილტვები და ა.შ.) გამოსახულება, რათა შეაფასონ მათი მდგომარეობა და გამოავლინონ მათში მომხდარი ორგანული ცვლილებები.

მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ნიშნავენ შემდეგ შემთხვევებში:

  • კომპიუტერული ანგიოგრაფიის ალტერნატიულად, რომ თავიდან აირიდონ ავადმყოფის ორგანიზმზე სხივური დატვირთვა
  • უკვე ჩატარებული რენტგენოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემების დასაზუსტებლად
  • გულმკერდის ღრუს ზოგიერთი ორგანოს (გული, აორტა, ვენა, ფილტევბი) ქსოვილების პათოლოგიური ზრდის დიაგნოსტიკისთვის
  • სისხლის მიმოქცევის (აორტა, ვენა, გული, ფილტვები) მდგომარეობის შესაფასებლად
  • ლიმფური კვანძებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების სისხლძარღვთა მდგომარეობის შესაფასებლად
  • სამგანზომილებიან რეკონსტრუქციაში (სხვადასხვა კუთხით) გულმკერდის ღრუს ორგანოთა შესაფასებლად
  • კიბოს სტადიების გამოვლენისას - სიმსივნის უჯრედების გულმკერდის ღრუს ორგანოებიდან სხეულის სხვა ნაწილებში გადასვლა (მეტასტაზები); გულმკერდის ღრუს ორგანოების კიბოს განვითარების სტადიის დადგენა საშუალებას იძლევა შეირჩეს მკურნალობის ადეკვატური მეთოდი და ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობის პროგნოზი გაკეთდეს

თუ პაციენტს ყველაფერი ნორმაში აქვს, გულმკერდის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ გამოვლინდება.

გულის 3D მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება ზოგადი მიმოხილვის მიზნით.

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ჭრილის სისქე 6 მმ.

 

გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე გამოვლენილი ცვლილებები

გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს შემდეგი დარღვევები გულში, ფილტვებში ან გულმკერდში:

  • ფილტვების (არტერიის, ვენების) სისხლძარღვთა განვითარების ანომალიები და შეძენილი პათოლოგიები
  • გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძების განვითარების ანომალიები და შეძენილი პათოლოგიები
  • აორტის დისექცია (განშრევება)
  • აორტის სტენოზი (შევიწროება)
  • წინაგულის მიქსომა (სიმსივნე)
  • დეფექტი წინაგულის ტიხარში
  • ბრონქების განვითარების ანომალიები და შეძენილი პათოლოგიები
  • გულის ტამპონადა (სისხლი ან გამონადენი პერიკარდის სივრცეში)
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • აორტის კაორტაცია (სივრცის დავიწროება)
  • კონსტრიქტული პერიკარდიტი
  • ფილტვების კისტოზური დაზიანება
  • საყლაპავი მილის სისივნე
  • იშემიური კარდიომიოპათია
  • ფილტვის სიმსივნე (ფილტვების კიბო)
  • მიტრალური რეგურგიტაცია (მწვავე და ქრონიკული)
  • მიტრალური სარქველის პროლაპსი
  • პათოლოგიური წარმონაქმნები და სიმსივნეები გულმკერდის ღრუს ორგანოებში
  • პერიკარდიული გამონადენი (სითხე პერიკარდის სივრცეში)
  • პერიკარდიტი (გულის პერანგის ანთება)
  • პლევრის პათოლოგიური ცვლილებები - პლევრის ფურცლების გასქელება პლევრიტის დროს და გამონადენი პლევრალურ სივრცეში
  • ფილტვების შეშუპება
  • რესტრიქციული კარდიომიოპთია
  • ზედა ღრუ ვენის ობსტრუქცია (სივრცის დაცობა)
  • აორტის გულმკერდის არის ანევრიზმა
  • თიმომა ან თიმუსის სიმსივნე (მკერდუკანა ჯირკვლის კიბო)
  • მკერდის ძვლის სიმსივნე

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემები ანალიზისათვის გადაეცემა პაციენტის მკურნალ ექიმს, რომელიც შეიმუშავებს საჭირო დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობის გეგმას.

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია T2W და DWI რეჟიმში.

გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნაჩვენებია გულის ცემის სამი ფაზა.

 

შესაძლო გართულებები და რისკები გულმკერდის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს

კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი მუშაობისას არ იყენებს რენტგენის გამოსხივებას. დღემდე ექიმების არ შეუმჩნევიათ სხეულზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის გამოყენების გვერდითი მოვლენები.

კონტრასტული ნივთიერებებისა და კონტრასტული პრეპარატების უმრავლესობა შეიცავს გადოლინს. გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანა უსაფრთხოა. ალერგიული რეაქცია ასეთ შემთხვევაში პაციენტებში ძალიან იშვიათად ფიქსირდება, მაგრამ გადოლინი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც თიკმლების (საიდანაც ეს ნივთიერება ორგანიზმს ტოვებს) შესუსტებული ფუნქცია აქვთ ან კიდევ იმ ავადმყოფებისათვის, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე სისხლის პლაზმის ფილტრაციისთვის. თუ პაციენტს თირკმლების უკმარისობა აღენიშნება, მაშინ მას სიფრთხილით უნდა დაენიშნოს გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტარსტული ნივთიერების შეყვანით.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შექმნილ ძლიერ მაგნიტურ ველს შეუძლია დააზიანოს კარდიოსტიმულატორი ან სხვა ტიპის ელექტრონული იმპლანტი პაციენტის სხეულში. მაგნიტური ველის გავლენას განიცდიან სხეულში არსებული მეტალის ნამსხვრევები და ფირფიტები (ისინი შეიძლება გადაადგილდნენ და აირიონ).

სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არაა მაინცდამაინც გამოსადეგი ფილტვის ქსოვილში არსებული უმნიშვნელო ცვლილებების აღმოჩენისა და მონიტორინგისათვის, რადგანაც ფილტვებში არსებული ჰაერი ართულებს ვიზუალიზაციას.

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით გამოკვლევის ჩატარება შეიძლება მოსახერხებელი არ იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მაღალი ფასი (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით სკანირების პროცესის ხანგრძლივობა (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს შიდა ორგანოებისა და მთელი სხეულის მოძრაობის მიმართ მაღალი მგრძნობელობა (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით)

 

რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

მრტ გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია 1.5 და 3 ტესლა აპარატებზე. კვირა დღეს 1.5 ტესლა აპარატზე გამოკვლევა ტარდება ფასდაკლებით - 20 %. 3 ტესლა აპარატზე ფასდაკლება არ ვრცელდება. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ისარგებლონ დაფინანსებით.

1.5 ტესლა მრტ ფასები:

  • თავის ტვინი - 365 GEL (292 GEL ფასდაკლებით)
  • გულმკერდის ღრუს ორგანოები - 365 GEL (292 GEL ფასდაკლებით)
  • მენჯის ღრუს ორგანოები - 365 GEL (292 GEL ფასდაკლებით)
  • მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოები - 365 GEL (292 GEL ფასდაკლებით)
  • ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტი - 365 GEL (292 GEL ფასდაკლებით)
  • მთლიანი ხერხემალი - 470 GEL (376 GEL ფასდაკლებით)
  • მთლიანი სხეულის მრტ - 1035 GEL (ფასდსკლება არ ეხება)
  • სედაცია - 365 GEL (ანესთეზიოლოგის მომსახურებით)

 

3 ტესლა მრტ ფასები:

  • თავის ტვინი - 415 GEL
  • ხერხემლის ნებისმიერი სეგმენტი - 415 GEL
  • მთლიანი ხერხემალი - 570 GEL
  • მთლიანი სხეულის მრტ - 1190 GEL

იხილეთ აგრეთვე