მენიუ

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული აუტოიმუნური სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმეტესად აზიანებს სახსრებს ეროზიულ-დესტრუქციული პოლიართრიტის მსგავსად, რასაც მოსდევს სახსრების დეფორმაცია და ანკილოზების განვითარება.

რევმატოიდული ართრიტი უცნობი ეტიოლოგიის (მიზეზის) აუტოიმუნური რევმატოიდული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ეროზიული ართრიტით (სინოვიტით) და შინაგანი ორგანოების სისტემური დაზიანებით.

სახსრები, რომლებსაც ჩვეულებრივ აზიანებს რევმატოიდული ართრიტი.

რევმატიზმის დროს ძირითადი პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს გულში. სახსრების დაზიანება ატარებს მეორეხარისხოვან ხასიათს: ართრიტებს რევმატიზმის დროს ეძახიან “მფრინავს”, რადგან ისინი არაა მკვეთრად გამოხატული, გრძელდებიან ცოტა ხანს (რამდენიმე დღეს), თავისით ჩერდებიან და, რაც მთავარია, თითქოს ხტებიან ერთი სახსრიდან მეორეზე (იდაყვის, კოჭ-წვივის, მუხლის).

მუხლის სახსრის ჭრილის ხედი გვერდიდან.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა არ არის რთული. რევმატოიდული ართრიტს აქვს განსაკუთრებული ნიშნები:

  • ხელის მტევნის სამი ან მეტი წვრილი სახსრის დაზიანება სამ თვეზე მეტხანს
  • ზიანდება ორივე ხელის და/ან ფეხის სიმეტრიული სახსრები
  • აშკარაა მოძრაობის შებოჭილობა დაზიანებულ სახსრებში დილაობით, რაც დღის განმავლობაში თანდათან ქრება
ხელის მტევნის თითების ფალანგების ტიპური დეფორმაცია რევმატოიდული ართრიტის დროს.

 

რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა

რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა სისტემურ მიდგომას მოითხოვს. ის მოიცავს რამდენიმე სამკურნალო კომპონენტს.

გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის მქონე ავადმყოფების სამეტაპიანი სისტემა:

  1. სტაციონარი (რევმატოლოგიური ანდა თერაპიული განყოფილება)
  2. პოლიკლინიკის რევმატოიდული ანდა თერაპიული კაბინეტი
  3. სანატორიუმი

რევმატოლოგიურ სტაციონარში ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის ჩვენებებია:

  • რევმატოიდული ართრიტის პირველად დადგენილი დიაგნოზი - დიაგნოზის დასაზუსტებლად, ავადმყოფის მკურნალობის ადეკვატური პროგრამის შესამუშავებლად
  • რევმატოიდული ართრიტი ანთებითი პროცესის საშუალო და მაღალი ხარისხის აქტივობით
  • რევმატოიდული ართრიტი სისტემური გამოვლინებებით
  • რევმატოიდული ართრიტი სწრაფად პროგრესირებადი და ტორპიდული (შენელებული) მიმდინარეობით (მკურნალობის ადეკვატური სახის შესარჩევად)
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს შეშუპების, ანთების, ტკივილის გაქრობა, მოძრაობის მოცულობის აღდგენა კოჭ-წვივში და მის კუნთებში ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

მკურნალობა დამოკიდებულია რევმატოიდული ართრიტის ფორმაზე, ანთებითი პროცესის აქტივობის დონეზე, დაავადების სტადიაზე, რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების სიჩქარეზე, ავადმყოფის ასაკზე და თანმხლებ დაავადებებზე.

 

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პროგრამა

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

  • სწრაფი მოქმედების ანთების საწინააღმდეგი საშუალებები
  • საბაზისო საშუალებები
  • იმუნოკორექციული (იმუნოტროპული) მოქმედების საშუალებები და მეთოდები
  • სამკურნალო საშუალებების სახსარშიდა შეყვანა და ლოკალური თერაპია
  • ფიზიოთერაპიული მკურნალობა (სახსრებში ტკივილის გაქრობისა და სისხლში ერითროციტების დალექვის სიჩქარის მაჩვენებლების ნორმალიზაციის შემდეგ)
  • სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, შრომითი თერაპია
  • სანატორიულ-კურორტული მკურნალობა
  • ქირურგიული მკურნალობა
  • რეაბილიტაცია
  • დისპანსერიზაცია
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს შეშუპების, ანთების, ტკივილის გაქრობა, მოძრაობის მოცულობის აღდგენა სხივ-მაჯის სახსარში ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

იხილეთ აგრეთვე