მენიუ

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი (კოქსართროზი)

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი (კოქსართროზი)

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი (კოქსართროზი) — დისტროფიული პროცესია, რომლის საფუძველს ქმნის სასახსრე ხრტილის დეგენერაცია, ძვლის სასახსრე ზედაპირების შემდგომი ცვლილებებით, გვერდითი ოსტეოფიტების განვითარებით, რაც იწვევს დეფორმაციას და მოძრაობის დარღვევას მენჯ-ბარძაყის სახსარში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი (კოქსართროზი, ართროზი) აზიანებს სასახსრე ხრტილს და ძვლის სასახსრე ზედაპირებს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის მეტაბოლისტური დაავადების საფუძველს ქმნის ნივთიერებათა ცვლის სხვასახვაგვარი დარღვევები. ამ ცვლილებების შედეგად იცვლება ბიოქიმიური რეაქციები, რომლებიც ხდება მენჯ-ბარძაყის სახსრის ქსოვილებში. საბოლოოდ ხრტილოვანი ქსოვილი დეგენირდება, მასში გროვდება სხვადასხვაგვარი მარილები. ყველაფერი ეს ცვლის მენჯ-ბარძაყის სახსრის ზედაპირის ფორმას და მისი ხრტილის სტრუქტურას. მენჯ-ბარძაყის სახსრის მთავარი მეტაბოლისტური დაავადება ბევრისთვის კარგადაა ცნობილი. ესაა მენჯ-ბარძაყის სახსრის კოქსართროზი, ანუ ოსტეოართროზი (ართროზი).

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზის (კოქსართროზის) დიაგნოსტიკა

მენჯ-ბარძაყის სახსარში ცვლილებების ხასიათის დასაზუსტებლად მისი ოსტეოართროზის (კოქსართროზის, ართროზის) დროს საჭიროა:

  • პაციენტის გასინჯვა
  • სისხლის კლინიკური ანალიზი
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოგრაფია
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის კომპიუტერული ტომოგრაფია
მენჯ-ბარძაყის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მოხდეს დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის ოსტეოართროზის (კოქსართროზის) დიაგნოსტირება.

 

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზის (კოქსართროზის) მკურნალობა

ოსტეოართროზიტ (კოქსართროზით, ართროზით) მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების დონის გათვალისწინებით შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

  • მედიკამენტოზური თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
  • ბლოკადები - პრეპარატების ინექცია სახსრის ღრუში
  • მანუალური თერაპია (კუნთოვანი და სასახსრე ტექნიკა)
  • ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის ველი, სინუსოიდურ-მოდულირებული დენი და ა.შ.)
  • სამკურნალო ტანვარჯიში
  • ოპერატიული მკურნალობა - მენჯ-ბარძაყის სახსრის პროტეზირება (ართროპლასტიკა)
მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი (კოქსართროზი, ართროზი) აზიანებს სასახსრე ხრტილს და ძვლოვან ზედაპირებს.

იხილეთ აგრეთვე