მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები
მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები
მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის ტრავმის ყველაზე ტიპური მექანიზმია წვივის მობრუნება შიგნითა ან გარეთა მხარეს. უფრო ხშირად ეს ხდება ზამთარში ყინულზე, მოლიპულ მოედანზე ანდა საფეხურებზე. შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს მცირე სიმაღლიდან გადმოხტომამაც.
მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებების დიაგნოსტიკა
მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის ტრავმატიზაციის ნიშნებია ლოკალური ტკივილი პალპაციის დროს დაზიანებული იოგების ძვლებთან მიმაგრების ადგილებში, ტკივილის გაძლიერება ტრავმის მექანიზმის აღდგენის დროს, შესიება დაზიანების არეში, სისხლჩაქცევა კანქვეშ მუხლის სახსრის არეში, ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში).
ტკივილის გაძლიერება ტრავმის მექანიზმის აღდგენის დროს აიხსნება რბილი ქსოვილების (იოგის, კუნთისა და მყესების) დაჭიმვით მუხლის სახსრის დაზიანების არეში.
მუხლის სახსრის ჰემართროზის (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში) დროს ჩნდება ელასტიკური შესიება სახსრის წინა გვერდით კუთხეებში, რომელთა პალპაციის დროსაც იგრძნობა ფლუქტუაცია.
იოგების გახლეჩის დროს ავადმყოფები ხშირად გრძნობენ ტკაცუნს მუხლის სახსრის არეში. როგორც წესი, ასეთ ავადმყოფებს აღენიშნებათ მნიშვნელოვანი შესიება დაზიანების არეში, ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში) და მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი.
აპარატული დიაგნოსტიკა მოიცავს მუხლის სახსრის რენტგენოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან ართროსკოპიის ჩატარებას. ეს პროცედურები შეირჩევა ექიმ-ტრავმატოლოგის მიერ და დამოკიდებულია სახსრის დაზიანების ტიპზე.
ძვლის ტვინის შეშუპება წარმოადგენს სითხის დაგროვებას მუხლის სახსრის ძვლების ეპიფიზებში. მას ხშირად იწვევს მუხლის სახსრის ტრავმა, მიკრობზარები ან ოსტეოართროზი. ძვლის ტვინის შეშუპება ხშირად ვლინდება მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, და, თუ ის ლოკალიზებულია სასახსრე ხრტილის ზედაპირის ქვეშ, ეს შეიძლება გამოიწვიოს მუხლის სასახსრე ზედაპირების ცვლილებები.
ძვლის ტვინის შეშუპება ზუსტი მიზეზების ჯერ სრულად შესწავლილი არ არის, მაგრამ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ შეშუპება ძვლის ტვინის შეიძლება შეიძლება განვითარება მოხდეს სპონტანურად, ხშირად მუხლზე ფიზიკური დატვირთვა შეცვლის გამო, და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის გამწვავება, რომელიც გრძელდება 6-12 თვის განმავლობაში.
მუხლის სახსრის დაზიანებული იოგებისა და მენისკის პირველადი დახმარება და მკურნალობა
იოგების გახლეჩის დროს, თუ მას არ ახლავს მკვეთრი ტკივილის სინდრომი და მუხლის სახსრის ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში), მკურნალობა მოიცავს მჭიდრო 8-ისებრი სახვევისა და ცივი საფენების დადებას, 1-2 დღის შემდეგ კი თბილი საფენების გამოყენებას დაზიანების ადგილზე, ულტრამაღალი სიხშირის ველს და ელექტროფორეზს. ავადმყოფს ნება ეძლევა იაროს და დატვირთოს დაზიანებული კიდური მუხლის სახსრის იოგების სპეციალური ფიქსატორის (ორტეზის) გამოყენებით.
იოგების გახლეჩის დროს, თუ მას არ ახლავს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი და ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში), შრომისუნარიანობა ჩვეულებრივ აღდგება ხოლმე 7-10 დღის შემდეგ. სამკურნალო ტაქტიკა სხვაგვარი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მუხლში სახსრის იოგების გახლეჩას ახლავს მკვეთრი ტკივილები, არის შესიება დაზიანების არეში და ასევე ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში).
ჰემართროზის (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში) დროს აუცილებელია მუხლის სახსრის პუნქციის ჩატარება და მასში ჩაქცეული სისხლის ევაკუაცია. მუხლის სახსრის დაზიანების არეში შეშუპების შესამცირებლად და სისხლჩაქცევის გასაწოვად ინიშნება ულტრამაღალი სიხშირის ველით თერაპია. ნიშნავენ აგრეთვე თბილ აბაზანებს, სამკურნალო ტანვარჯიშებს, დაზიანებული კიდურის კუნთების მასაჟს, სახსრის მჭიდრო გადახვევას და იოგების ფიქსატორის (ორტეზის) ტარებას მკურნალობის პერიოდში და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში.
ხანგრძლივი და დაჟინებული ტკივილების დროს კარგ სამკურნალო ეფექტს იძლევა ფიზიოთერაპია - ულტრამაღალი სიხშირის ველი, ელექტროფორეზი ანესთეტიკებისა და კალიუმის იოდიდის ხსნარით, ნოვოკაინისა და ჰიდროკორტიზონის ხსნარის შეყვანა ძლიერი ტკივილების წერტილებში ან მუხლის სახსრის ღრუში (ბლოკადები).
ჯვარედინა იოგების და მენისკის გახლეჩის რთულ შემთხვევებში შესაძლოა ჩატარდეს ართროსკოპიული ოპერაცია წარმოქმნილი დეფექტის აღმოსაფხვრელად.
პროცედურები, რომლებიც გამოიყენება ძვლის ტვინის შეშუპება მკურნალობის დროს ხშირად კომბინირებულია და შეიცავს მედიკამენტებს (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და კორტიკოსტეროიდები), მუხლის სახსრის მანუალურ თერაპიას, სხვადასხვა ფიზიოპროცედურებს და პაციენტის წონაში დაკლებას.
იხილეთ აგრეთვე
- ართრიტები და ართროზები (ოსტეოართროზები):
- სახსრის ანკილოზი
- სახსრის კონტრაქტურა
- კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და იოგების დაჭიმვა
- მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები
- აქილევსის (ქუსლის) მყესის ტრავმა (გაწყვიტა, დაჭიმვა), აქილოდინია, აქილობურსიტი
- მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი)
- ლატერალური ეპიკონდილიტი ("ჩოგბურთელთა იდაყვი")
- ტენდოვაგინიტი (ინფექციური, კრეპიტირებადი)
- ჰიგრომა
- ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
- შემართებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადებები:
- სახსრების ამოვარდნილობა:
- ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიკური დაავადებები: