მენიუ

ადჰეზიური კაფსულიტი (გაყინული მხარი)

ადჰეზიური კაფსულიტი (გაყინული მხარი)

ადჰეზიური კაფსულიტი (იგივე “გაყინული მხრის” სინდრომი, მხრის იმპინჯმენტ სინდრომი), მხრის სახსრის გარშემო მხრის სარტყლის კუნთების მტკივნეული შებოჭილობაა, რომელიც იშვიათად გვხვდება. ადჰეზიური კაფსულიტის (“გაყინული მხრის” სინდრომის) დროს ავადმყოფს აღენიშნება ორი პრინციპულად განსხვავებული მომენტი:

  • ტკივილი მხარში (მხრის სახსარში) მოძრაობის და უძრაობის დროს
  • მხრის სახსრის ფუნქციონალური კონტრაქტურა - ხელის გვერდზე გაწევის, მისი ზევით აწევის არეალში მხრის სახსრის კუნთოვანი შეზღუდვა და ავადმყოფი ხელის ზურგთან მიტანის შეუძლებლობა.
მხრის სახსრის ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) დიაგნოსტიკის დროს მხრის სახსრის კუნთები სპასტიკურად შეკუმშულია.
ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხარის სინდრომის) შემტხვევაში პაციენტს აწუხებს ტკივილი მხარში (მხრის სახსარში) მოძრაობის და უძრაობის დროს.

ადჰეზიური კაფსულიტი (იგივე "გაყინული მხრის" სინდრომი) ხშირად თანდათანობით ვითარდება, პაციენტისათვის შეუმჩნევლად. ქალები მოულოდნელად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ შეიკრან ან გაიხსნან ბიუსჰალტერი ზურგს უკან, რადგანაც ეს მოძრაობა (ხელის უკან, ზურგთან მიტანა) იწვევს მკვეთრ ტკივილს მხარში. ადჰეზიური კაფსულიტის ("გაყინული მხრის" სინდრომის) რთულ შემთხვევებში მხარში ძლიერი ტკივილის (რომელიც ხელში ქვევით გადაეცემა) დროს პაციენტს არ შეუძლია ამ ხელით კოვზის პირთან მიტანა, იმდენად აწუხებს მას ტკივილი მხარში.

მხრის სახსრის ადჰეზიური კაფსულიტის ("გაყინული მხრის" სინდრომის) მქონე პაციენტებს დარღვეული აქვს ძილი, რადგანაც ის ვერ ახერხებს მოხერხებული მდგომარეობის შერჩევას ავადმყოფი ხელისათვის წოლისას, რომ მხარი ყრუდ არ აწუხებდეს ტკივილის გამო.

ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) წარმოქმნის მიზეზი

ისეთი დაავადების წარმოქმნის მიზეზი, როგორიცაა მხრის სახსრის ადჰეზიური კაფსულიტია («გაყინული მხრის” სინდრომი), დღემდე ზუსტად დადგენილი არაა. არსებობს ამ დაავადების წარმოქმნის რამდენიმე თეორია. ქვევით ჩამოთვლილია მხრის სახსრის ადჰეზიური კაფსულიტის ("გაყინული მხრის" სინდრომის) ფორმირების ყველაზე გავრცელებული თეორიები:

  • მხრის კუნთების და იოგების ხანგრძლივი და ერთი ტიპის დატვირთვა (ხანგრძლივი მუშაობა ერთი ხელით, გიტარაზე დაკვრა და ა.შ.)
  • მხრის სახსრის ტრამვა (ხელზე დაცემა, სპორტული გადატვირთვა და სიმძიმის აწევა)
  • ხერხემლის სვეტის კისრის დონეზე მალთაშუა დისკების თიაქრების ან პროტრუზიების არსებობა
  • C1-მალის (აქსისის) ქვეამოვარდნილობა
  • მემკვიდრეობითი ფაქტორი და ა.შ.
ადჰეზიური კაფსულიტის („გაყინული მხრის” სინდრომის) შემთხვევაში მხრის ბიომექანიკის დიაგნოსტიკის დროს ბეჭისა და მხრის სახსრის მოძრაობის მოცულობა მკვეთრად შეზღუდულია კუნთოვანი ტკივილის გამო.

 

ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) დიაგნოსტიკა

ადჰეზიური კაფსულიტის მქონე პაციენტის გამოკვლევისას დგინდება მხრის სარტყლის კუნთების დაჭიმულობის დონე, მხრის სახსარში მოძრაობის შეფასება. ადჰეზიური კაფსულიტის დროს მხრის სახსრის რენტგენოგრამებზე პირდაპირ და გვერდით პროექციებში, როგორც წესი, არ ჩანს სასახსრე ზედაპირების ცვლილებები.

ადჰეზიური კაფსულიტის („გაყინული მხრის” სინდრომის) დროს მხრის სახსრის დიაგნოსტიკის შემთხვევაში მოძრაობის მოცულობა მკვეთრად შეზღუდულია.

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ ავლენს რაიმე სახის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს ადჰეზიური კაფსულიტის ("გაყინული მხრის" სინდრომის) წარმოქმნის საწყის ეტაპზე. ორგანული (მორფოლოგიური) ცვლილებები ჩნდება მოგვიანებით, როგორც მხრის სახსარში მოძრაობის სრული მოცულობის ხანგრძლივი გაქრობის შედეგი. მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ისინი გამოიყურება, როგორც:

  • მხრის სახსრის ღრუში სინოვიალური სითხის გამონადენის ნიშნები
  • იოგების გასქელება
  • მხრის კუნთოვანი როტატორული მანჟეტის შეშუპებისა და ანთების ნიშნები
  • კორაკოაკრომიონალური შესახსრების შეშუპებისა და ანთების ნიშნები
  • მხრის ძვლის თავის ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაცია და ა.შ.
მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოსტიკისას ადჰეზიური კაფსულიტის დროს ტომოგრაფიამ შეიძლება არ აჩვენოს ცვლილებები სახსრის ღრუში, სასახსრე ზედაპირზე ანდა იოგებზე.

 

ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) მკურნალობა

ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) მკურნალობა საკმაოდ დიდხანს მიმდინარე და მტკივნეულია, რადგანაც გამუდმებით საჭიროა მხრის სახსრის გარშემო სპაზმირებულ კუნთებზე ზემოქმედება. ასეთ პაციენტებს ხელის ტკივილისაგან გასათავისუფლებლად უწევთ მხრის სახსრის კურსებით მკურნალობა (რამდენიმე თვიდან 3 წლამდე პერიოდით).

ადჰეზიური კაფსულიტის დროს სამკურნალო ტაქტიკა უნდა იყოს საკმაოდ აქტიური სამედიცინო პერსონალის მხრიდან, თორემ არსებობს მხრის სახსრის ანკილოზის განვითარების ალბათობის საფრთხე, რომელიც მოითხოვს შემდგომ სარეაბილიტაციო ქმედებებს ავადმყოფის მხრიდან დროისა და ფინანსების ხარჯვით.

შეშუპების, ანთების, ხელსა და მხარში ტკივილის მოხსნა, მხრის სახსარსა და კუნთებში მოძრაობის აღდგენა ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) მკურნალობის დროს ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.
მხრის ტკივილის დროს იმპიჯმენტ სინდრომის ფონზე სუბაკრომიულ სივრცეში ხდება ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანა.
გაყინული მხრის სინდრომის მკურნალობისას პაციენტი აკეთებს სპეციალურ ვარჯიშებს.

ადჰეზიური კაფსულიტის (გაყინული მხრის სინდრომის) მკურნალობა მოიცავს მხრის სარტყლის დაძაბულ (სპაზმირებულ) კუნთებზე ზემოქმედებას მხრის სახსარში მოძრაობის მოცულობის თანდათანობით გაზრდით და ხელის გვერდზე ან ზევით აწევის დროს ტკივილის მოხსნით:

  • მხრის სახსარზე მანუალური თერაპიის კუნთოვანი ტექნიკა, რომელიც ხსნის კუნთების მტკივნეულ დაძაბულობას
  • ანესთეტიკებითა (ლიდოკაინი, ნოვოკაინი) და ხანგრძლივი მოქმედების ჰორმონალური პრეპარატებით (კენალოგი, დიპროსპანი, ფლოსტერონი) ბლოკადები მხრის სახსარსა და ბეჭებში ტრიგერულ წერტილებში
  • ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის ველი, სინუსოიდურ-მოდულირებული დენი) მხრის სახსრისა და ბეჭების არეში
  • სამკურნალო ტანვარჯიში მხრის სახსარში მოძრაობის მოცულობის თანდათანობით გაზრდისათვის
  • ენდოსკოპიური ოპერატიული მკურნალობა (მხრის სახსრის ართროსკოპია)

იხილეთ აგრეთვე