მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი განპირობებულია შუათანა ნერვზე ზეწოლით იმ ადგილას, სადაც ის გადის მაჯის არხში მაჯის განივი იოგის ქვეშ. ეს სინდრომი ხშირად უყალიბდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ კომპიუტერის მაუსთან. მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის ტიპური ნიშნებია:
- პაციენტი გრძნობს ტკივილსა და ჩხვლეტას ხელის მტევანში. ეს ტკივილი უფო ძლიერადაა გამოხატული ღამით
- მაჯისა და ხელი მტევნის შესიების შეგრძნება
- საჩვენებელი და შუა თითების დაბუჟება
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის ხანგრძლივად მიმდინარეობისას პაციენტს ხელის მტევნის თითების ფალანგებში შეიძლება განუვითარდეს ოსტეოპოროზი, რომელიც ერწყმის სისხლძარღვების სპაზმს და ძლიერ მწვავე ტკივილს.
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის დიაგნოსტიკა
ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი დგინდება პაციენტის გასინჯვის, ცხოვრების წესის თავისებურებების შესწავლის შედეგად. ვლინდება ტიპური კუნთოვან-ტონური სიმპტომები ამავე ხელის წინამხრის დონეზე. მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის დიაგნოსტიკა ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ ნევროლოგიური გასინჯვით.
შუათანა ნერვის დაზიანება (შუათანა ნერვის ნევრიტი) იწვევს მგრძნობელობის დარღვევას I, II და III თითებში.
მაჯის დონეზე ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის ჩატარება საშუალებას იძლევა შუათანა ნერვის ეს დაზიანება გავარჩიოთ კისრის დონეზე მალთაშუა დისკის დაზიანებულ ნერვულ ფესვზე ზეწოლისაგან, რომელსაც ასევე შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი და დაბუჟება ზედა კიდურების შესაბამის უბნებში.
თავიანთი სიმპტომების (ტკივილის, დაბუჟების, ჩხვლეტის შეგრძნების და ა.შ) ადგილმდებარეობის აღსანიშნავად პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კაცის (Katz) ხელის სქემა, რის შემდეგაც ექიმს შეუძლია ამ დიაგრამების კლასიფიცირება მაჯის გვირაბის სინდრომის კლასიკურ, შესაძლებელ ანდა არადამახასიათებელ გამოვლენად.
მაჯის გვირაბის სინდრომის კლასიკური ტიპები (დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტა და მგრძნობელობის დაქვეითება). სიმპტომები აზიანებენ მინიმუმ ორ თითს - პირველ, მეორე ან მესამე თითებს. კლასიკური ტიპის დროს დასაშვებია სიმპტომების არსებობა მეოთხე და მეხუთე თითში, ტკივილი მაჯაში და მისი ირიდიაცია მაჯის ზევით, მაგრამ ეს სიმპტომები არ აღინიშნება მაჯის ხელისგულისა და ზურგის ზედაპირებზე.
მაჯის გვირაბის სინდრომის შესაძლო ტიპი (დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაქვეითება). აქ აღინიშნება იგივე სიმპტომები, რომლებიც კლასიკური ტიპის დროს, ხელისგულსა და ხელის მტევნის იდაყვის ზედაპირზე სიმპტომების გამოკლებით. მაჯის გვირაბის სინდრომის შესაძლო ტიპის გამოვლენის დროს დასაშვებია სიმპტომების არსებობა რომელიმე ერთ თითში - პირველ, მეორე ან მესამე თითში.
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი მკურნალობა
მას შემდეგ, რაც სპეციალისტი ზუსტ დიაგნოზს დასვამს, დაავადების გამოვლინების სირთულის მიხედვით პაციენტს სთავაზობენ კონსერვატიულ ან ოპერატიულ მკურნალობას. ოპერატიული მკურნალობა საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიულმა თერაპიამ არ მოგვცა დადებითი ეფექტი.
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის შემთხვევაში ფიზიოთერაპიის გამოყენება აჩქარებს ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნებების გაქრობას, თითებში მგრძნობელობის აღდგენას შუათანა ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს.
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის გამოვლენის სირთულის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
- მედიკამენტოზური თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგი საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
- ბლოკადები (პრეპარატების ინექცია არხის ღრუში)
- მანუალური თერაპია (კუნთოვანი, სასახსრე და ფესვური ტექნიკა)
- ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის ველი, სინუსოიდურ-მოდულირებული დენი და ა.შ.)
- სამკურნალო ტანვარჯუში
- რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსი")
- ოპერატიული მკურნალობა
მაჯის (კარპალური) არხის სინდრომის შემთხვევაში ფიზიოთერაპიის გამოყენება აჩქარებს ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნებების გაქრობას, თითებში მგრძნობელობის აღდგენას შუათანა ნერვის ნეიროპათიის მკურნალობის დროს.
იხილეთ აგრეთვე
- თავის ტვინის და პერიფერიული ნერვების ანატომია
- თვალის კაკალი და მხედველობის გზა:
- თვალის ანატომია და მხედველობის ფიზიოლოგია
- მხედველობის გზა და მისი დარღვევები
- თვალის სტრუქტურები და მხედველობის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- ბადურა და მხედველობის ნერვის დისკო, მხედველობის ფუნქციის დარღვევები მისი დაზიანების დროს
- თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევები
- ნისტაგმი და ნისტაგმის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობები
- მხედველობის ნერვი და ბადურა:
- მხედველობის ნერვის გარსის მენინგიომა
- ქიაზმური (მხედველობის ჯვარედინის) არაქნოიდიტი
- მხედველობის ნერვის ატროფია
- მხედველობის ნერვის ნევრიტი
- მხედველობის ნერვის ნევრიტი ბავშვებში
- მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის დისკი შეშუპება
- მხედველობის ნერვის დისკი ცრუშეშუპება
- მხედველობის ნერვის ტოქსიკური და ალიმენტარული ნეიროპათია
- ნეიროპათიები (ნევრიტები), ნევრალგიები:
- ნეკნთაშუა ნევრალგია, ერპეტული ნევრალგია
- სამწვერა ნერვის ნევრალგია
- სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული)
- სამწვერა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- სხივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- შუათანა ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- იდაყვის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- საჯდომი ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია (ნევრიტი)
- დიაბეტური, ალკოჰოლური და ტოქსიკური ნეიროპათია, მცირე ბოჭკოვანი სენსორული ნეიროპათია (SFSN)
- ტრავმატული ნეიროპათია (ინექციის და მოტეხილობების შემდგომ)
- პერიფერიული ნერვების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმსივნეები
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის (იდაყვის გვირაბის) სინდრომი (იდაყვის ნერვი)